სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
ნიკო (ნიკოლოზ) აღნიაშვილი 1901-28წწ გარდ. პოლონეთი დაბ. ბათუმი ნიკო (ნიკოლოზ) აღნიაშვილი 1901-28წწ გარდ. პოლონეთი დაბ. ბათუმი

1901-1928 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი აღნიაშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

235       ბეჭდვა

ნიკო (ნიკოლოზ) აღნიაშვილი 1901-28წწ გარდ. პოლონეთი დაბ. ბათუმი

ნიკო (ნიკოლოზ) აღნიაშვილი 1901-28წწ გარდ. პოლონეთი დაბ. ბათუმი


ამ ამბავს ერთი სევდიანი ისტორიის მოყოლით დავიწყებთ, იგი პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების შესანიშნავმა მკვლევარმა ქეთი ტოროტაძემ 2012 წელს ჟურნალ „ისტორიანში“ გამოაქვეყნა: სტატიიდან ვგებულობთ, რომ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის რაკოვიცკის ძველ სასაფლაოზე,  ერთი ძველი საფლავია, რომლის საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა გვამცნობს:  „ნიკო აღნიაშვილი, იუნკერი საქართველოს სამხედრო სკოლისა“, ხოლო პოლონური წარწერა იუწყება: „ღმერთმა გაანათლოს მიკო აღნიაშვილი, მამაცი ქართველი ერის შვილი. პოდჰალეს ქვეით მსროლელთა მე–4 პოლკის პორუჩნიკი. დაბადებული ბათუმში 14.II.1901. გაძევებული რუსების მიერ სამშობლოდან, სამშობლოს მონატრებული გარდაიცვალა კრაკოვში 5. IX. 1928. ღმერთო, მიეცი თავისუფლება საქართველოს!“



საფლავის ქვაზე ნიკო აღნიაშვილის ოვალური ფორმის ფოტოსურათიცაა დატანილი. ქართულ და პოლონურ წარწერებს შორის კი კავკასიელთა სიმამაცის სიმბოლოს, ხანჯლის გამოსახულებაა ამოკვეთილი. საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ბიოგრაფიული ცნობების გარდა ნიკო აღნიაშვილის შესახებ სხვა არაფერი ვიცით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას საქართველოს იუნკერთა სკოლაში უსწავლია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი, 20 წლის ასაკში, სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გამხდარა ემიგრაციაში წასულიყო.  2011 წლის დეკემბერში, პოლონეთში, დავით ყოლბაიას, პიოტრ ჰლებოვიჩისა და პიოტრ ვარიშის ავტორობით პოლონურ ენაზე გამოიცა ალბომი „უცნობი საქართველო. ქართველებისა და პოლონელების საერთო ბედი“. ალბომში მკითხველი ეცნობა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, პოლონეთ–საქართველოს ურთიერთობათა გზას. ალბომში მთელი გვერდი აქვს დათმობილი 27 წლის ასაკში სამშობლოზე დარდით გარდაცვლილი ნიკო აღნიაშვილის უჭირისუფლო საფლავის სევდის მომგვრელ ფოტოს. რომ არა ეს პუბლიკაცია, საქართველოში არც არაფერი ეცოდინებოდათ ქართველ იუნკერზე უცხო ქვეყნის მიწაში რომ იპოვა სამუდამო განსასვენებელი....

წყარო https://www.facebook.com/photo?fbid=645961660871811&set=pcb.645961697538474

ქეთევან (ქეთი) ტოროტაძე (დ. 17 ივლისი1959) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი და პუბლიცისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.


გიორგი კალანდია (დ. 31 მარტი1975თბილისისაქართველოს სსრსსრკ) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი,


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.02.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0