სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11069

მთავარი იუბილარი/ ხსენება

შექმნა საკუთარი ისტორია მოქალაქეების ნუსხა
ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია
ბმულის კოპირება

შექმნა საკუთარი ისტორია მოქალაქეების ნუსხა

გვარი ლეკვეიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

435       ბეჭდვა

ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია

საგვარეულო ხე

„მითებში,

სიზმრებში დავეძებ ფესვებს:

ვინა ვარ, საიდან მოვდივარ?

გენეალოგიის ბიბლიურ ხეზე

რომელი, რომელი ტოტი ვარ?

ტოტი ვარ!–გაფოთლილი სტრიქონი–

ბუნების ძღვენი თუ ტარიგი.

ბუდედ ჩანს

ქორონიკონი–

ჩემი დაბადების თარიღი.

კურთხეულ იყავ, კურთხეულ,

სულ დევის პეშვივით იზრდები,

შენ, გამიმრავლე, ბუდეო,

ჩემი სიმღერები–

ჩიტები...“

შოთა ნიშნიანიძე

წინასიტყვაობა


 ბავშვობიდან მაინტერესებდა ვისი ფესვებიდან მოვდიოდი,ოჯახის წარმომავლობა,საგვარეულო ისტორია,ნათესაური კავშირები.

სულ ვეკითხებოდი, ვიძიებდი მუდმივად. ვაგროვებდი ისტორიებს,მონათხრობებს,ვაკეთებდი ჩანაწერებს. ეს ინფორმაციები ჩემში ერთად დაგროვდა და საბოლოოდ გენიალოგიის ხის იდეად გადაიქცა. რომელიც გვარის უკვდავსაყოფად მომავალ თაობას გადაეცემა და მაგალითი იქნება.

 ძალიან გამიხარდა, პატრიარქის ინიციატივა გვარების დალოცვასთან დაკავშირებით, რომელიც სამების ტაძრის აშენების შემდგომ დაიწყო.(2004წ) ამან,კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი ინტერესი.

 2009 წელს, ტელეფონით დამიკავშირდა დარეჯან ლეკვეიშვილი, რომელმაც მამცნო, რომ სამებაში შეუტანია განაცხადი, გვარის დალოცვასთან დაკავშირებით. ჩანიშნული იყო თარიღიც (2010წ. 26სექტემბერი), როდესაც პატრიარქი დალოცავდა ლეკვეიშვილების გვარს. ჩემი და დარეჯანის დიდი ძალისხმევით, შევკიბეთ სრულიად გვარი,საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებიდან.

   სულ ახლახანს, მოვისმინე დავით ფეიქრიშვილის იდეა, ოჯახის ალბომის შექმნის შესახებ, „შექმენი შენი გვარის ისტორია“. დავუკავშირდი ბატონ დავითს და მისი დახმარებით მაქვს შესაძლებლობა, შევქმნა ჩემი გვარის საოჯახო ჟურნალი. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას, ჩემი ოჯახის სახელით.




ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დაიბადა 04 იანვარი 1963 წელს, გაგრა. შექმნა ოჯახის ისტორია

წარმომავლობა

 იანეთი

 სოფელი იანეთი მდებარეობს სამტრედიის რაიონში. ქ. სამტრედიის ცენტრიდან 7 კილომეტრში, ქ. ქუთაისიდან 20 კმ-ში. ზღვის დონიდან 25 მეტრზე. ამჟამად, იანეთში ცხოვრობს 2000-მდე ადამიანი. იანეთი დასავლეთ საქართველოს უძველესი სოფელია. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში, თუმცა ,მას გაცილებით ადრეული ისტორია აქვს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებულ ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც "კიანეთი". მდინარე გუბისწყალი მოიხსენიება, როგორც "კიანეოსი". ბერძნულ წყაროებში პირდაპირ არის მითითებული, რომ კოლხეთში 3 დიდი მდინარე ერთმანეთს უერთდება ორპირთან. ეს მდინარეებია ფაზისი(რიონი), ცხენისწყალი და კიანეოსი. მათ შესართავთან ახლოს მდებარეობს კოლხეთის დედაქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა მედეას დახმარებით ოქროს საწმისი წაიღეს. ჟურნალ "განთიადში" ვკითხულობთ: "წარმოშობით იანეთი უძველესი საკრალური მნიშვნელობის ტოპონიმია და უკავშირდება მზის შვილად მიჩნეულ ტოტემური ხასიათის მქონე ყვავილ"იას" სახელს, რომელიც ჩვენი აზრით "აიას" ეკვივალენტურია." სოფელი ათეული წლების განმავლობაში სარკინიგზო ქსელის ერთ-ერთ მსხვილ კვანძს და ქსელს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომს 1941-45 წლებში შეეწირა 400 იანეთელი. იანეთზე ლექსი აქვს მიძღვნილი პოეტ ამირან კალაძეს, რომლის დედულეთი იყო იანეთში. 

                                         

„გუბისწყალი ეძებს ადიდებულ რიონს.

ცა საცაა მეხმა უნდა გაარღვიოს,

რკინიგზა და ხიდი აქვე სოფელის ახლოს,

იანეთი ჩემი, ჩემი სამოსახლო…

იანეთმა იცის, რაც მას უნდა ეთქვა,

იანეთში ისმის მისი გულის ფეთქვა,

თბილისიდან მთა-მთა გადმოსული ლიხით,

აჯამეთის ტყის და მუხიანის იქით...

მეც აქა ვარ, სადაც თვალს გაახელს ია,

ჩემს დედულეთს კვლავაც იანეთი ჰქვია. ‘’

ა. კალაძე

იანეთში ჩამოედინება მდ. გუბისწყალი, რომელიც სათავეს იღებს სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობიდან. იანეთში გუბისწყალს უერთდება ცხენისწყლის მარჯვენა პატარა შენაკადი, რომელიც ნ. ნიკოლაძის თაოსნობით იქნა გამოყვანილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად. სოფ. იანეთის ისტორიის მცოდნე კოსტა იანეთელის გადმოცემით სოფელში ადრე ფუნქციონირებდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 2003 წლის 19 ივლისს სოფელში წმინდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია გაიხსნა. ეკლესია მშენებლობა დაიწყო 2001 წელს მეუფე საბას ლოცვა-კურთხევითა და სოფლის ღირსეული შვილის აკაკი ლეკვეიშვილის ფინანსური შემოწირულობით. ყოველ წელს 19 ივლისს აღინიშნება „იანეთობა“.

   იანეთში პირველი ერთკლასიანი სკოლა 1900 წელს გაიხსნა. საშუალო სკოლა სოფელში გაიხსნა 1936 წელს.  აღნიშნული სკოლა საჯარო სკოლად გადაკეთდა.

 გამოყენებულია: სამტრედიის ენციკლოპედია ვიკიპედია : ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა 


იანეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.

ტაძარი დალოცვილ იქნა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა,მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსისა და სრულიად საქართველოს პატრიარქის,უწმინდესის და უნეტარესის,ილია მეორის მიერ.

ახალი ტაძრის პირველი მოძღვარი გახლდათ, დეკანოზი იაკობ ლეკვეიშვილი. (2003-2010წ)

“შვილმა უნდა იცოდეს,სად და რაზედ გაჩერდა მამა,რომ იქედან დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა.შვილს უნდა გამორკვეული ქონდეს ,რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა ,რაში იყო შემცდარი,რა ავი მიიჩნია კეთილად,და რა კეთილი ავად,რა უმართავდა ხელს,რა აბრკოლებდა,რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და რაში უქმობდა " ილია ჭავჭავაძე

 ლეგენდა


  ლეკვეიშვილები ლეჩხუმიდან ჩამოსული ასათიანების შთამომავალია,სოფელი ლაილაშიდან. ლეგენდის თანახმად მონადირე ასათიანები (იმ დროს ერთერთი გასართობი საშუალება ნადირობა ყოფილა) მონადირე ძაღლების ჯიშსა და გაწვრთნას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენს წინაპარ თავად ასათიანს,კარგი ჯიშის ძაღლი ყოლია.ძაღლს ლეკვები შეძენია,რომლებიც გაუჩუქებია.მხოლოდ ერთი ლეკვი დაუტოვებია თავისთვის.მეზობელ ასათიანს უთხოვია ეს ერთადერთი ლეკვი დაეთმო მისთვის,მაგრამ უარი მიუღია.მაშინ იმ მეზობელს მოუპარავს ლეკვი.ამის გამო მათ შორის უსიამოვნება მომხდარა და ჩხუბში შემოაკვდა მეზობელი.იმ დროს კიდევ შემორჩენილი იყო სისხლის აღების წესი.ამიტომ ლეჩხუმში აღარ დაედგომებოდა და ოჯახით გადმოსახლებულა იანეთში.ვინაიდან ლეკვის გამო მოხდა ეს ტრაგედია ასათიანების გვარი შეუცვლია და ლეკვეიშვილი. დაურქმევია დასახლებულა იანეთში.

 წყარო : საშა ლეკვეიშვილის წიგნი " მშობელ მიწაში გვიდგას ფესვები." 2001 წელი.

 

მამა

  ვარლამ (გივი) კონსტანტინეს ძე  ლეკვეიშვილი 1933.29.06 დაიბადა სამტრედიის -ნის სოფელ იანეთში.
მამის მამა, კოსტანტინე ალექსის ძე ლეკვეიშვილი(1895-1945)  სოფელში ბრიგადირად მუშაობდა. მისი  მშობლები: ალექსი დავითის ძე ლეკვეიშვილი (1865-1950)
ესმა ბარაბაძე (1870-1949)

კონსტანტინეს  ჰყავდა სამი და და ერთი ძმა : ოლია, ნინა, ზინა და დავითი.
ოლია ალექსის ას ლეკვეიშვილი _ მელქაძისა, ჰყავდა სამი  შვილი: ბუხუტი , გიგლა და ნიკოლოზი.
ნინა ალექსის ას ლეკვეიშვილი - კაკაბაძისა, ჰყავდა ქალ-ვაჟი
ზინა ალექსის ას ლეკვეიშვილი - ზამთარაძისა , შვილები: ლოლა და სანდრო. ლოლას სამი შვილი ჰყავდა :  ჯონი, მერი და თულია. სანდროს შვილები არ ჰყავდა
დავითი ალექსის ძე ლეკვეიშვილი (...- 1917წ)

 მამის დედა, სალომე სტურუა ლუკას ასული (1889-1974), ოთხი ვაჟის დედა, პედაგოგი გახლდათ.

შვილები: სერგო,გრიგოლი,ვარლამი(გივი) და ალექსანდრე.

ძმები - ალექსანდრე და გრიგოლი მეორე მსოფლიო ომში უგზო - უკვლოდ დაიღუპნენ. მთელი ცხოვრება ელოდა დედა - შვილების დაბრუნებას ომიდან.


სალომე სტურუა ლუკას ასული 1889-1974წწ


და-ძმა კონსტანტინე და ოლია ლეკვეიშვილები


სალომეს მშობლები : დედა - ნადია ჯანჯალია (სავარაუდო გარდაცვალების თარიღი (...-1947წ) და მამა- ლუკა სტურუა (1869წ-...)

შეეძინათ  ოთხი შვილი: სალომე, რომანოზი, ნინა და სონია.




მარჯვნივ დგას რომანოზ სტურუა.

ფოტო გადაღებულია 1916წ


რომანოზ ლუკას ძე სტურუა, სამხედრო პირი გახლდათ. მისი მეუღლე-დარიკო კალაძე. მათ ექვსი შვილი ჰყავდა: ზინა,ბონდო, ნათელა,  ლეილა,გულნარა და ზაური.

ზინა რომანოზის ასული სტურუა-რურუასი (1923-1997), თბილისი. ყავდათ ერთი შვილი, მანანა რურუა-ტუხაშვილისა, ყავს ერთი შვილი თამარი, რომელიც მოღვაწეობს ჩეხეთში, პროფესიით იურისტი.

ბონდო რომანოზის ძე სტურუა (1925-2012),თბილისი. შვილები : რამაზი, თემური და გიორგი. რამაზის შვილები, სალომე და მარიამი. თემურის, ერთი შვილი გიორგი.

ნათელა რომანოზის ასული სტურუა-ბარათელისა (1928-2005), სამტრედია.

ერთი შვილი, მაგული,რომელსაც ჰყავს ორი შვილი კახა და ჯემალი. კახას ჰყავს ორი შვილი, გიგა და ნინო(მხატვარი). ჯემალის ყავს სამი შვილი: სანდრო(მოჭიდავე), საბა და დაჩი.

ლეილა რომანოზის ასული სტურუა-ლომაძისა (1932-2013),  ოზურგეთი.

შვილები: ბადრი  და ლონდა. ბადრი ამჟამად,ოზურგეთის სოფელი სილაურის სკოლის დირექტორია, ყავს ორი ვაჟი, ბაჩანა(ექიმი) და დემეტრე(დიპლომატი). ლონდა მოღვაწეობს სკოლაში,ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგია.

 

გულნარა რომანოზის ასული სტურუა-ანთიასი (1935- ),ზუგდიდი.

შვილები: ნანა(სტომატოლოგი),ბეჟანი(კარდიოლოგი) და კახა(ფარმაცევტი).

ზაური(ენრიკო) რომანოზის ძე სტურუა (1941- ), სამტრედია,ნაბაკევი.

შვილები: ზაზა და ვიოლეტა.

ზაზას ყავს  ერთი შვილი, შორენა. ვიოლეტას შვილები: მზია და ვახტანგი.




თეთრ პერანგში რომანოზ ლუკას -ძე სტურუა

ფოტო გადაღებულია 1916წ




რომანოზ ლუკას ძე სტურუა 1890-1979წწ

ფოტო გადაღებულია 1916წ

დაბეჭდილი ფოტო დატანილია სქელ მუყაოზე.

დარიკო (რომანოზის მეუღლე)კალაძე შვილებთან ერთად 

(ნათელა, გულნარა, ზაური და ლეილა.)
ფოტო გადაღებულია 1954წ

 ზინა ,ზაური, ნათელა  და გულნარა. 1954წ


ზინა და გულნარა სტურუები.



რომანოზის შვილები : მაგული, ზინა , ბონდო და ნათელა

ფოტოზე მარცხნივ ალექსანდრე,ზინას მეუღლე.



მარჯვნივ მანანა რურუა. თუმანიშვილის თეატრი 1982 წ ,




მარცხნიდან მეორე მანანა რურუა,

„ბაკულას ღორები“ თუმანიშვილის თეატრი 1983წ 


ნინა ლუკას ასული სტურუა-მანჯგალაძისა (1905-1935),რუსთავი.

შვილები: ნათელა (1927-2018) და რეზო (1930-2019)

ნინას ნაადრევი გარდაცვალების გამო, ბავშვები გაზარდა დედინაცვალმა, სონია არველაძემ.

ნათელა მანჯგალაძის შვილები: მაგული,მადლენა და ზურაბი.

რეზო მანჯგალაძის შვილები : პაატა, ნინო და ზაზა.




რეზო მანჯგალაძე




რეზო მანჯგალაძე შვილებთან ერთად.

 სონია ლუკას ასული სტურუა.(უცნობია დაბადების და გარდაცვალების თარიღები) ბათუმი. შვილები : ლილი და ნათელა(ცუცა)

 დედა და მამა

  ომის ქარცეცხლი არც მამას დაკლებია. ვარლამ (გივი) ლეკვეიშვილი უნგრეთის აჯანყების მონაწილე იყო (1956 წ). კანონმდებლობით უნგრეთის  აჯანყების მონაწილეები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს გაუთანაბრეს.სიცოცხლის მანძილზე დაჯილდოვებული იყო რამდენიმე ,სხვადასხვა მედლით.


ვარლამ კონსტანტინეს ძე ლეკვეიშვილი  1933-2009 წწ დაკრძალულია იანეთში 1941-45წწ მეორე მსოფლიო ომში ყოფნის დროს ფოტო 1956 წელი.

ვარლამ კონსტანტინეს ძე ლეკვეიშვილის სხვადასხვა პერიოდში მიღებული ჯილდოები.


ვარლამ კონსტანტინეს ძე ლეკვეიშვილი. 1956 წ.


სამშობლოში დაბრუნებულმა,ვარლამ ლეკვეიშვილმა, სწავლა გააგრძელა და ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა და სამტრედიის რკინიგზის დეპარტამენტში. დაიწყო მუშაობა ეკონომისტად.1959 წელს ოჯახი შექმნა.მისი მეუღლე ულამაზესი ქალბატონი ლიანა ვასილის ასული ნაკაიძე გახლდათ. დაიბადა თბილისში, (1939-1989) ორი ქალიშვილი შეეძინათ. ლელა და ლალი ლეკვეიშვილები.

 

ლელა და ლალი დედასთან ერთად,

1967