სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მწრთვნელი/მსაჯი
გურამ პაპიტაშვილი 1934-2022წწ მწვრთნელი, სამბო, ძიუდო დაბ. სოფ. კირბალი, გორი გურამ პაპიტაშვილი 1934-2022წწ მწვრთნელი, სამბო, ძიუდო დაბ. სოფ. კირბალი, გორი

1934-2022 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

მწრთვნელი/მსაჯი

გვარი პაპიტაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

205       ბეჭდვა

გურამ პაპიტაშვილი 1934-2022წწ მწვრთნელი, სამბო, ძიუდო დაბ. სოფ. კირბალი, გორი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

გურამ პაპიტაშვილი 15 აპრილი 1934 წელი დაიბადა სოფელ კირბალში (გორი).


ძიუდოს მწვრთნელი. სსრკ სტუდენტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1964-74, 85), სსრკ პირველი ნაკრების მწვრთნელი (1963-78). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ანზორ ქიბროწაშვილი, როინ მაღალთაძე, გიორგი თენაძე (ყველა – ძიუდო) და ჯემალ მჭედლიშვილი (სამბო). გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრის გამგე (1995-იდან), ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  330 გვ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" გორი

http://www.nplg.gov.ge/athletes/ka/00002623/




ქართული ძიუდოს პაპა აღარ არის - გურამ პაპიტაშვილი გარდაიცვალა

01:41 2022.07.02

ავტორი

ვასილ ბალახაძე


88 წლისა გარდაიცვალა გურამ პაპიტაშვილი. ქართული ძიუდოს პაპა აღარ გვყავს...


ყველას ნაცვლად მე ვერ ვიტყვი, ეს ჩემი პირადი გამოსათხოვარია ამ უძვირფასესი კაცის მიმართ, თორემ ისე, ვფიქრობ, რომ ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს დაწყდა გული და ალბათ მცირე თუ ბევრი, ყველას აქვს სათქმელი გურამ პაპიტაშვილზე.


გურამ პაპიტაშვილი აღარ გვყავს განა მხოლოდ ძიუდოს გულშემატკივრებს, ან სპორტის ამ სახეობის სამსახურში მყოფ ადამიანებს. არა, გურამ პაპიტაშვილი აღარ ჰყავს საერთოდ, ქართულ სპორტს.



იგი ყველა ჩვენგანის პაპა იყო, ქართული ძიუდოს ქომაგების, ქართული სპორტის გულშემატკივრების, ქართულ სპორტში მოღვაწე ადამიანების...


გურამ პაპიტაშვილი საქართველოში ძიუდოს ფუძემდებელი გახლდათ, მაგრამ მას არა მხოლოდ ამ სახეობის შემოსვლასა და განვითარებაში მიუძღვოდა ფასდაუდებელი წვლილი.


გურამ პაპიტაშვილმა გამორჩეული წვლილი შეიტანა გორში, მსოფლიოში აღიარებული კერის შექმნაში. მისგან დაედო საფუძველი ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, სამბოსა და თავისუფალი ჭიდაობის იმ წარმატებებს, რასაც გორიდან ჩაეყარა საძირკველი.


ბატონი გურამი ამბობდა, ყველა საჭიდაო სახეობის ფესვი, ქართველებისთვის, ჩვენი დედა ჭიდაობა - ქართული ჭიდაობააო.



ძიუდოში მისი შეგირდების წარმატებებს ხომ საზღვრები არა აქვს. ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი მისი შეგირდი ანზორ ქიბროწაშვილი იყო, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქართულ და მაშინდელი სსრკ-ს ძიუდოშიც - ასევე მისი შეგირდი შოთა ჩოჩიშვილი და პირველი მსოფლიოს ჩემპიონი მისი და გივი ზაუტაშვილის შეგირდი თემურ ხუბულური გახლდათ.



გორში, მან სამბოშიც მსოფლიოში გამორჩეული კერა შექმნა. გაზარდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.


გორში თავისუფალ ჭიდაობაშიც დასაწყისი მისი იყო - სწორედ მან მოიყვანა ნუგზარ სხირელი გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლაში მწვრთნელად. ბატონმა ნუგზარმა მითხრა, ჩემი მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი იყო და სწორედ მის დიდი წვლილია იმაში, რომ მე ამ სახეობაში მწვრთნელად ვმუშაობო. მერე ნუგზარ სხირელმა როგორი სპორტსმენები გაზარდა და რა სიმაღლეები დაიპყრო ეს ყველამ იცის.



შარშან სხირელის წიგნი რომ გამოვეცით, დამირეკა და მთხოვა, სხირელის შესახებ დაწერილი შენი წიგნი, იქნებ ძიუდოს დარბაზში გამომიტანოო. რა თქმა უნდა გავუტანე. დარბაზთან მანქანით მოიყვანა შვილიშვილმა, უკვე მანქანიდან გადმოსვლა აღარ შეძლო, მადლიერების ნიშნად ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და მითხრა: ვასილ, დღესვე დავიწყებ ამის წაკითხვასო...


უშუალოდ მის შესახებ დაწერილი წიგნი „ქართული ძიუდოს პაპა“ კი 2020 წელს გამოვეცით. წიგნზე მუშაობის მიწურულს, ბატონ გურამს რამდენჯერმე ცალკეული თემების ირგვლივ სასაუბროდ შევხვდი. მერე შევთავაზე სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩემი ნამუშევარისთვის გადაეხედა, თუმცა უარი მითხრა: არა ვასილ, მე სურვილი მაქვს, რომ შენი დაწერილი და უკვე დაბეჭდილი წიგნი ისევე წავიკითხო, როგორც მას რიგითი მკითხველი გაეცნობა, ეს უფრო სასიამოვნო იქნება ჩემთვისო.


მისი სიტყვები ჩემთვის დიდი პატივი იყო.


ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანის შესახებ დაწერილი წიგნის „ქართული ძიუდოს პაპა“-ს ავტორი ვარ. მოხდა ისე, რომ პირადად, ჩემი ორივე პაპა (დედის და მამის მხრიდან) მეორე მსოფლიო ომში გარდამეცვალა და ცხადია, უშუალოდ არც ერთი მინახავს, არც ერთი მახსოვს, ამიტომ ასე მგონია გურამ პაპიტაშვილი ჩემთვისაც მშობლიური კაცი იყო, ის ჩემთვისაც ნამდვილი პაპა იყო, უსაყვარლესი პაპა.


მისი პირველი დიდი გამარჯვება ანზორ ქიბროწაშვილის ევროპის ჩემპიონობა გახლდათ. წლეულს, ზუსტად 60 წელი გავიდა ქიბროწაშვილის ისტორიული, ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ოქროს მედლიდან. ანზორის ჩემპიონობის შესახებ, ბატონ გურამს, რადიოში მოუსმენია იმავე საღამოს და დილით 6 საათზე გამოვიდა სახლიდან. დადიოდა გორის ქუჩებში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი და უნდოდა რომ შეხვედროდა ადამიანებს, რომელსაც თავის პირველ დიდ სიხარულს გაუზიარებდა.


მერე უკვე უშუალოდ განიცადა ოლიმპიური ჩემპიონობით მოგვრილი სიხარული შოთა ჩოჩიშვილისგან. მერე იყო კიდევ ბევრი დიდი გამარჯვება და ამაგი, რომელიც გურამ პაპიტაშვილის მიერ ქართული სპორტისთვისაა გაწეული.


ეს ამაგი უსაზღვროა და შეუფასებელია.



წლების წინ ერთ-ერთ სტატიაში გორის ძიუდოს შესახებ რომ ვწერდი, სათაურად გამოვიტანე „პაპა აქ არის“. საქმე ისაა, რომ გორის დარბაზში ბატონ გურამს ასე კითხულობენ: პაპა აქ არის?


ჰოდა, ეს სტატია სათაურით: „პაპა აქ არის!“ - მერე შენახული მაჩვენა ბატონმა გურამმა თავისი სახელობის ძიუდოს დარბაზში, თავის უჯრაში და მითხრა: „იცი როგორ მიყვარსო?!


ძალიან გული მწყდება...


ახლა მე უკვე მომიწევს რომ ვთქვა: პაპა აღარ არის...

ქართული ძიუდოს პაპა აღარ არის - გურამ პაპიტაშვილი გარდაიცვალა




ითანამშრომლა კახა გიორგის ძე მიხანაშვილი ჟურნალისტი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.04.2023
ბოლო რედაქტირება 15.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16