სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
იზა ჭიკაიძე ბესარიონის ასული დ. 1947 წ. პოეტი, პედაგოგი დაბ. სოფ. ველისციხე გურჯაანი იზა ჭიკაიძე ბესარიონის ასული დ. 1947 წ. პოეტი, პედაგოგი დაბ. სოფ. ველისციხე გურჯაანი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭიკაიძე სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

იზა ჭიკაიძე ბესარიონის ასული დ. 1947 წ. პოეტი, პედაგოგი დაბ. სოფ. ველისციხე გურჯაანი

იზა ჭიკაიძე (ნიბლაძე) ბესარიონის ასული დაიბადა 12 დეკემბერი 1947 წელს სოფელი ველისციხე. მათი ისტორიული სამკვიდრებელი სოფელი დგნალი, დუშეთი. მამამისი ადრე დაობლებულა და გაზრდილია სოფელი ზემო ქედი, დედოფლისწყარო. შემდეგ დამკვიდრდდა ველისციხეში.


დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.


დაამთავრა თელავის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1971 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. გურჯაანის №1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; ქ. გურჯაანის №3 საშუალო სკოლაში – დირექტორად, აგრეთვე, გურჯაანის რაიონის განათლების განყოფილებაში, სასკოლო ინსპექტორად; 1986 წლიდან მუშაობა გააგრძელა თელავის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, დოცენტის თანამდებობაზე; 1991 წლიდან საქართველოს უზენაეს საბჭოში, რედაქტორად, შემდეგ, – სახელმწიფო საბჭოში რედაქტორ-რეფერენტად, ხოლო ბოლო ოც წელზე მეტი (2013 წლამდე) მოღვაწეობდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატებში, რედაქტორად, რეფერენტად და მრჩევლად; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "ვედრება" (1992), "გაზაფხული" (1998), "რაი არს ნეტარება" (2002), "მე დავიბადე ქრისტეშობისას" (2010), "ას ერგასი ლექსი" (2012), "ზამთრისპირა ლოცვები" (2021), "მეც ქართველი ვარ" (2022). ი. ჭიკაიძის ლექსებში, საქართველოს გმირულ წარსულთან ერთად, გადმოცემულია თანამედროვე ყოფა და ადამიანთა მისწრაფებები, ამჟამინდელი ტკივილებითა და სიხარულით; პოეტი თავის ლექსებში დიდ ყურადღებას უთმობს უფალს და მის ყოვლისშემძლეობას; აღსანიშნავია, აგრეთვე ფილოსოფიური ხასიათის ლექსები; მის შემოქმედებაში მუდამ ადამიანთა სიცოცხლის, სიყვარულის უკვდავებისა და მარადიულობის მადლიანი საგალობელი გვეხმიანება. ფილოლოგიის დოქტორი (1986).


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი


მარცხნიდან ლევან ჟვანია, იზა ჭიკაიძე, დავით ფეიქრიშვილი 27 აპრილი 2023 წლის ფოტო

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
    ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის
  • ანა კალანდაძის სახელობის პრემია
    ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის

ბიბლიოგრაფია


დგნალი — სოფელი საქართველოშიდუშეთის მუნიციპალიტეტშიანანურის თემში, მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრზედუშეთიდან 31 კილომეტრში.


მადლობა, ზურაბ ხუროშვილი 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.04.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




ჭიკაიძე

1 0

ომარ ჭიკაიძე ოსმანის ძე 1946-02/07/93წწ გარდ. 47 წლის, ლაბრა ტამიში ოჩამჩირე დუშეთის ბატ. აფხაზეთი დაბ. დუშეთი

2 0


მალხაზ ჭიკაიძე ვლადიმერის ძე 1946-93წწ. გარდ. ლაბრა ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. მენესო დუშეთი

2 0


ნიკა ჭიკაიძე დ.1998წ. მსოფლიო პრიზიორი ბერძნულ რომაული ჭიდაობა გარდაბანი

1 0

2 4 4


ალექსანდრე ჭიკაიძე 1985წ შსს მინისტრი. დაბ. თბილისი.

1 0