სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გაიოზ რექტორი (ნაცვლიშვილი?) საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, 1746-1821წწ დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი. მოღვაწ. თელავი გაიოზ რექტორი (ნაცვლიშვილი?) საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, 1746-1821წწ დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი. მოღვაწ. თელავი

1746-1821 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ნაცვლიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

გაიოზ რექტორი (ნაცვლიშვილი?) საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, 1746-1821წწ დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი. მოღვაწ. თელავი

გაიოზ რექტორი (დ. 1746სოფ. მაღარო, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 20 თებერვალი1821ასტრახანი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი.


გვარის რამოდენიმე ვერსიაა, ყველაზე სანდოთ მოგვეჩვენა, XVIII საუკუნის დიდი ქართველი მწიგნობარი, თელავის სემინარიის ხელმძღვანელი და მეფე ერეკლეს თანამებრძოლი გაიოზ რექტორი ნაცვლიშვილთა გვარისა იყო. 


მკვლევართა აზრით, გაიოზ რექტორი გვარად ბარათაშვილი, ბარათაშვილ-თაყაიშვილი, ან ვაგოშვილი იყო. 1765 წელს დაამთავრა თბილისის სემინარია. მისი მასწავლებელი იყვნენ 1765–1772 წლებში ანტონ I და ფილოსოფოსი ფ. ყაითმაზაშვილი. გაიოზ რექტორი მონაწილე იყო ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიური მისიისა რუსეთში 1772 წელს, იქვე დარჩა და 1778 წელს დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას. 1780–1782 წლებში სპეციალური დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა მოსკოვში. 1782 წლიდან იყო მისივე ინიციატივით გახსნილი თელავის სემინარიის რექტორი. გაიოზ რექტორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) დადებაში. 1783 წელს გაემგზავრა რუსეთს და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იყო ერეკლე II-ის პოლიტიკის მიმდევარი და რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. 1784–1793 წლებში გაიოზ რექტორი „ოსეთის სასულიერო კომისიის“ წევრია. 1793–1799 წლებში იყო მოზდოკის, 1799-1808 წლებში - სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი, 1808 წლიდან გარდაცვალებამდე - ასტრახანის მთავარეპისკოპოსი. გაიოზ რექტორი არის ავტორი სამასზე მეტი ნათარგმნი და ორიგინალური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობის" წინათქმა (იამბიკოდ), იმავე ავტორის „ღვთისმეტყველების“ საძიებელი, „ქრისტიანობრივი სწავლა ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ღმრთისა“ და სხვა.


გაიოზ რექტორის „ღრამმატიკა“ (დაიწერა 1789) წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე. გაიოზ რექტორის გრამატიკა ძირითადად ანტონ I-ის „ქართული ღრამმატიკას“ მისდევს, მაგრამ მისგან განსხვავდება ნათელი სტილითა და ორიგინალური დაკვირვებით. იმ საკითხებს შორის, რომლის ორიგინალურად დამუშავება წილად ხვდა გაიოზ რექტორს, როგორც აღმზრდელსა და პედაგოგს, აღსანიშნავია: *ადამიანი და მისი დანიშნულება საზოგადოებაში;


აღზრდის მნიშვნელობა პიროვნების ფორმირებაში;

გონებრივი განათლების წამყვანი როლი პიროვნების ფორმირებაში;

სკოლის როლი და დანიშნულება;

სწავლების არსი;

სწავლა-აღზრდის მეთოდები.

გაიოზ რექტორმა საფუძველი ჩაუყარა ოსური ანბანის შექმნას. აღსანიშნავია გაიოზ რექტორის ორიგინალური ნაშრომი „საქართველოს ისტორის“ და მისი შესანიშნავი გამოსვლები თბილისსა და თელავში, რომლებიც ორატორული მჭერმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.05.2023
ბოლო რედაქტირება 30.10.2025
სულ რედაქტირებულია 3




დავით ვასილის ძე ნაცვლიშვილი მართლმ. მღვდელი 1914წ. სოფ. მაჩხაანი, სიღნაღი

2 0

ნაცვლიშვილი მიხეილ,მოღვ. 1891-1937წწ. მწირველი პროტოპრესვიტერი,სოფ. ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

2 0

ნაცვლიშვილი ლუარსაბ დავითის ძე, 1873-1922წწ.წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია

2 0

ნაცვლიშვილი იოველ, მოღვ. 1897-1926წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

2 0

ნაცვლიშვილი - გვარის 40 ღვთისმსახური

1 0

ნაცვლიშვილი დავით, მოღვ. 1880-1914წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ქედის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია

2 0

ნიკოლოზ ნაცვლიშვილი 1884-1919წწ გენერალ-მაიორი, წარმ. სვირი, ზესტაფონი

2 0


დიმიტრი ნაცვლიშვილი დიმიტრის ძე 1837-1911წწ გენერალ-მაიორი (1896), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);

2 0


დავით ნაცვლიშვილი მალაქიას ძე 1859-1915წწ გარდ. 56 წლის. რუსეთის გენერალ-მაიორი, „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916). წარმ. თელავი (დაუზუსტებელია)

2 0


ზურაბ ნაცვლიშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო ჭალა კასპი ქართლი

3 0

გიზო მიხეილის ძე ნაცვლიშვილი 1971-2006წწ ვეტერანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი დაბ. წყალტუბო

2 0

პაატა ნაცვლიშვილი 1952წ. მხატვარი, ჟურნალისტი, ქ. თბილისი.

1 0


გრიშა ნაცვლიშვილი 1913-96წწ მსახიობი დაბ. სამტრედია,იმერეთი.

1 0


დავით ნაცვლიშვილი (1953) მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბ. ქუთაისი,იმერეთი.

1 0


თემო ნაცვლიშვილი 1929-93წწ მსახიობი,სცენარისტი კახეთი

1 0


თენგიზ ნაცვლიშვილი დ.1998წ. მსოფლიო ჩემპიონი, მკლავჭიდი დაბ. სოფ. ჭანდარი გურჯაანი

1 0

5 0 4


გია ნაცვლიშვილი დ.1966წ მსოფლიო პრიზიორი სამბო წარმ.დუშეთი

1 0

1 1 0