სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-1910წწ დეკანოზი,  დაბ. სოფ. ყვირილა, შორაპანი, ზესტაფონი ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-1910წწ დეკანოზი,  დაბ. სოფ. ყვირილა, შორაპანი, ზესტაფონი

1841-1910 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ღამბაშიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

443       ბეჭდვა

ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-1910წწ დეკანოზი, დაბ. სოფ. ყვირილა, შორაპანი, ზესტაფონი

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-21 დეკემბერი, 1910წწ 

დეკ. დავით ღამბაშიძე - ჩვენი ქართული საეკლესიო გალობის აღდგინების ისტორია საინტერესო სტატია

დავით ღამბაშიძე დაიბადა 1841 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ყვირილაში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

     1855 წელს მამამ ქუთაისში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, სურვილი ჰქონია ექიმის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ პირადად გაბრიელ ეპისკოპოსს უთხოვია – განათლებული მღვდლები მჭირდებაო და ისიც ამ გზას დასდგომია. სანამ საგამომცემლო საქმეს შეუდგებოდა ხშირად თანამშრომლობდა „დროებასა” და სხვა გამოცემებთან, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

    1867 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დავითი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ფუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1868 წელს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1868-1873 წლებში შროშის წმინდა გიორგის, 1873-1875 წლებში დანაეთის წმინდა გიორგის, 1875-1887 წლებში კი ცხრაწყაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მსახურობდა.       1887 წელს მღვდელი დავითი ყვირილას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1891 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1905 წლის ივნისში ენქერი ეწყალობა.


    მამა დავითის სახელს უკავშირდება დაბა ყვირილაში ახალი ტაძრის აშენება. 1869 წლამდე ამ სოფელში არ არსებობდა ეკლესია. მამა დავითმა მიაქცია ყურადღება ერთ შენობას, რომელიც 1868 წლამდე პურის მაღაზია ყოფილიყო, მაგრამ რადგან მაღაზია სურამში გადაეტანათ, ყვირილაში ეს შენობა გაუქმებული იყო. მაზრის უფროსის დახმარებით მამა დავითმა სთხოვა კავკასიის მაშინდელ მმართველს, მისს იმპერატორობით უმაღლესობას, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს, რომ ეს შენობა დაბა ყვირილის მცხოვრებთათვის დაეთმოთ უფასოდ, რათა იქ ეკლესია მოეწყოთ. ყველას გასახარად, მაღაზია ეკლესიის სტილში იყო აშენებული და იგი ადვილად გადაკეთდა ტაძრად. 1870 წელს მეუფე გაბრიელმა ეს ტაძარი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობაზე აკურთხა.ყვირილაში დანიშვნისთანავე მამა დავითმა გადაწყვიტა ტაძარი აეშენებინა დაბაში, რადგან ძველი, ხის ტაძარი საკმაოდ მოზრდილ მრევლს უკვე ვეღარ იტევდა. მისი ლოცვა-კურთხევით ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქველმოქმედმა, მეორე გილდის ვაჭარმა, გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძემ, გამოთქვა სურვილი, თავისი ხარჯით აეგო შესაფერისი ტაძარი. მეუფე გაბრიელმა დიდი სიხარულით მიიღო ეს წინადადება და კურთხევაც გასცა ამ დიადი საქმის დაწყებისათვის. 1894 წელს მშენებლობა დაიწყო. ძველი ხის ეკლესია გადაიტანეს სასაფლაოზე, რომელიც ეკურთხა წმინდა ნინოს სახელზე და ახალი ქვითკირის ეკლესიის აშენება კი არგვეთის მთავართა, წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობაზე გადაწყვიტეს. 1899 წელს მისი კურთხევა, რადგან იმერეთის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) უღონოდ ბრძანდებოდა, შეასრულეს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი), კვიპროსის კუნძულის კიკოსის მონასტრის არქიმანდრიტმა მელეტიოსმა, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ და მღვდელმა ბესარიონ გველესიანმა. ღამისთევით ცისკარი შეასრულა ბერძენმა არქიმანდრიტმა მელეტიოსმა.

     დეკანოზი დავითი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხანას, იყო მთავარხუცესი და სამღვდელოების სულიერი მოძღვარი.

    1883-1910 წლებში საქართველოში მამა დავითის რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "მწყემსი" ქართულ ენაზე და ჟურნალი "პასტირი" რუსულ ენაზე, სადაც ქვეყნდებოდა უამრავი სახის საინტერესო სტატია. ჟურნალმა იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სამღვდელოების, ისე საზოგადოების ყველა ფენაში. იგი იბეჭდებოდა სოფელ ყვირილაში და მას დეკანოზი დავითი პირადი სახსრებით გამოსცემდა.

     ღვაწლმოსილი დეკანოზი 1910 წლის 21 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 დეკემბერს დილის ცხრა საათზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მამა დავითის დაკრძალვაზე. მიცვალებული დიდის ცერემონიით წაასვენეს სახლიდან წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში, პროცესიას წინ უძღოდა ორი მღვდელმთავარი - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდე (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოის გიორგი (ალადაშვილი). გალობდა ქართული გუნდი. სიტყვები წარმოსთქვეს მღვდლებმა კირილე კელენჯერიძემ და გიორგი ბაკურაძემ. წირვის შემდეგ, წესის აგების წინ, სიტყვა წარმოსთქვა მეუფე ლეონიდემ და დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. სიტყვების შემდეგ წესი აუგეს იმავე ეკლესიაში და შემდეგ მიცვალებული წაასვენეს წინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. სამღვდელოება თავის დაუვიწყარ მოძღვარს ხელით მიასვენებდა. ხალხთა შორის დეპუტაციებიც იყვნენ სხვადასხვა ქალაქების ეპარქიის სამღვდელოებიდან. მგოსანი აკაკი წერეთელი მწუხარებას აცხადებდა, რომ, ავადმყოფობის გამო, პირადად ვერ დაესწრო გარდაცვალებული დეკანოზის დასაფლავებას და თავისი სიტყვა გამოგზავნა, როემლიც საჩხერის სკოლის მასწავლებელმა იასონ ღამბაშიძემ წაიკითხა.

    საქართველოს სამღვდელოების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა სამღვდელო პირის ასეთი დიდებული და ცერემონიული დასაფლავება, გარდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვისა. თუმცა ის გარემოებაცაა მხედველობაში მისაღები, რომ იმერეთის სამღვდელოებაში დეკანოზ დავით ღამბაშიძისთანა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და გამოცდილი მოძღვარი იშვიათად თუ მოიძებნებოდა და, შესაბამისად, არავისთვის იყო მოულოდნელი მისი ასეთი პატივისცემა და დაფასება, როგორც სამღვდელოების, ისე საერო საზოგადოების მხრიდან. მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ ნაშუადღევის ოთხ საათზე, გარდაცვალებული დეკანოზის შვილებმა, ექიმმა ვახტანგმა და მღვდელმა ქსენოფონტე ღამბაშიძეებმა თავის ოჯახში სადილად მიიწვიეს თავიანთი კრებულებით ყოვლადსამღვდელონი და მასთან მთელი დამსწრე საზოგადოება, წარმომადგენლები და დეპუტაციები.

შვილი ღამბაშიძე დავით (დათიკო) (დ. - 1884 - გ. - 1963) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მეცენატი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1909)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1896 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
1891 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
ბიბლიოგრაფია
გიორგი მაჩურიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია
სახლი
მისამართი: ყვირილა

 საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.17

დეკანოზი დავით ღამბაშიძე 1941-1910

დეკანოზი დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე 1841 წელს იმერეთში, შორაპნის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგში იგი ასე იგონებდა ამ ამბავს: „მამაჩემმა დააწყებინა საღმრთო და საეკლესიო წერილის კითხვა ჩემს ორ უფროსს ძმას. როდესაც ისინი კარგად კითხვას შეეჩვიენ, შემდეგ მათ დააწყებინა საზეპირო სწავლება. იმ დროს, როცა ჩემი ძმები თავს აკლავდნენ სერობის ლოცვის ზეპირად დასწავლას, მე თავისუფლად ვთამაშობდი. როცა ძმები ზეპირობდნენ, მე მათ ყურს ვუგდებდი და ზოგიერთ ადგილებს ლოცვებიდან ვიხსომებდი. არასოდეს არ ყოფილა ისეთი დღე, რომ განსვენებულ მამაჩემს სერობის ლოცვა არ შეესრულებინოს ნავახშმებს. მწუხრი და ცისკარი ხომ იშვიათი დღე იქნებოდა, რომ არ შეესრულებინა, მწირველიც რომ არ ყოფილიყო მეორე დღეს. სერობის ლოცვას ჩემს ძმებს აკითხებდა. ხშირად, როცა ძმებს შეეშლებოდათ საზეპირო და შეჩერდებოდნენ, მე ვუსწორებდი ხოლმე, რადგან მათ კითხვაში მე ზოგიერთი ადგილები ზეპირად დავისწავლე. ძლიერ უკვირდათ განსვენებულ ჩემს მშობლებს ეს და ჩემს ძმებს შენიშვნას აძლევდნენ, თქვენ კითხვაში ეს ზეპირად სწავლობს, როდესაც ჯერეთ „ანბანი“ არ იცისო.“ 1855 წელს უკვე მოზრდილი დავითი მამამისმა ქუთაისში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1867 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა მამა, მღვდელ ბესარიონი და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დავითი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ფუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის

13-4 საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.18

დეკანოზი დავით ღამბაშიძე 1941-1910 (გაგრძელება)



წინამძღვრად განამწესა. 1868 წელს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1868-73 წლებში შროშის წმინდა გიორგის, 1873-75 წლებში დანაეთის წმინდა გიორგის, 1875-87 წლებში კი ცხრაწყაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მსახურობდა. 1887 წელს ყვირილას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1891 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1905 წლის ივნისში ენქერი ეწყალობა. მამა დავითის სახელს უკავშირდება დაბა ყვირილაში სამრევლოს გახსნა. 1869 წლამდე ამ დასახლებაში არ არსებობდა ეკლესია. მამა დავითმა მიაქცია ყურადღება ერთ შენობას, რომელიც პურის მაღაზია ყოფილიყო 1868 წლამდე, მაგრამ რადგან მაღაზია სურამში გადაეტანათ, ყვირილაში ეს შენობა გაუქმებული იყო. მაზრის უფროსის დახმარებით მამა დავითმა სთხოვა კავკასიის მაშინდელ მმართველს, მის იმპერატორობით უმაღლესობას, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს, რომ ეს შენობა დაბა ყვირილის მცხოვრებთათვის დაეთმოთ უფასოდ, რათა იქ ეკლესია მოეწყოთ. ყველას გასახარად, მაღაზია ეკლესიის სტილში იყო აშენებული და იგი ადვილად გადაკეთდა ტაძრად. 1870 წელს მეუფე გაბრიელმა ეს ტაძარი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობაზე აკურთხა. ყვირილაში დანიშვნისთანავე მამა დავითმა გადაწყვიტა ახალი ტაძარი აეშენებინა დაბაში, რადგან ძველი, ხის ტაძარი საკმაოდ მოზრდილ მრევლს უკვე ვეღარ იტევდა. მისი ლოცვა-კურთხევით ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქველმოქმედმა, მეორე გილდიის ვაჭარმა, გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძემ გამოთქვა სურვილი, თავისი ხარჯით აეგო შესაფერისი ტაძარი. მეუფე გაბრიელმა დიდი სიხარულით მიიღო ეს წინადადება და კურთხევაც გასცა ამ დიადი საქმის დაწყებისათვის. 1894 წელს მშენებლობა დაიწყო. ძველი ხის ეკლესია გადაიტანეს სასაფლაოზე, რომელიც ეკურთხა წმინდა ნინოს სახელზე და ახალი ქვითკირის ეკლესიის აშენება კი არგვეთის მთავართა, წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობაზე გადაწყვიტეს. ტაძრის აშენება 70 ათასი მანეთი დაჯდა. ეკლესიის კედლები მთლიანად ეკლარის თლილი ქვით იყო აშენებული. 1899 წლის 2 ოქტომბერს მისი კურთხევა, რადგან ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი ლეონიდე უღონოდ ბრძანდებოდა, შეასრულეს ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი), კვიპროსის კუნძულის კიკოსის მონასტრის არქიმანდრიტმა მელეტიოსმა, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ და მღვდელმა ბესარიონ გველესიანმა. ღამისთევით ცისკარი შეასრულა ბერძენმა არქიმანდრიტმა მელეტიოსმა. წირვაზე რუსულად და ქართულად გალობდნენ ადგილობრივი და სამრევლო სკოლის შეგირდები ყვირილის სამრევლო სკოლის მასწავლებლის ლ. კელენჯერიძის ლოტბარობით. „განიცადეზე“ შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავითმა. გთავაზობთ პატარა ამონარიდს ამ ქადაგებიდან: „დღე-სასწაულობა მრავალგვარია, ძმანო ქრისტიანენო, მაგრამ დღევანდელი ჩვენი დღესასწაული, ენკენიობა, ჩვენი ახალი ეკლესიის კურთხევა, აღემატება ყველა იმ სასიხარულო დღესასწაულებს, რომელთაც ჩვენ ვდღესასწაულობთ ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ჭეშმარიტი ქრისტიანის გული აღვსილია სიხარულით თავისი ეკლესიის კურთხევის დროს. რატომაა ეს დღე ასე სასიხარულო ყოველთა ქრისტიანეთათვის? იმისთვის, რომ ეკლესია არის საზოგადო ჩვენი დედა, აღმზრდელი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებასა შინა დაბადებიდგან სიკვდილამდე. ეკლესია ყოველთვის ცხოველს მონაწილეობას იღებს ჩვენს არა მარტო სულიერ და სარწმუნოებრივს არამედ საზოგადო შინაურ ოჯახუ ცხოვრების საქმეებშიც. არც ერთი შემთხვევა არ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ ლოცვით და ეკლესიის კურთხევით არ იქნეს დაწყებული. დაგებადა, ვთქვათ მაგალითად — ბავშვი. წმიდა ეკლესიის მოსამსახურე, შენი სუ- ლიერი მოძღვარი იჩქარის შენი სახლისკენ, რათა მშობიარეს წაუკითხოს ეკლესიისაგან დაწესებული ლოცვა, უწოდოს სახელი ახლად დაბადებულს და შეავედროს ღმერთს, რომ მან მოუვლინოს მას მფარველი ანგელოზი. გახდა ვინმე, ძმანო, თქვენ შორის ავად. წმიდა ეკლესია გიგზავნის შენ მღვდელს და გაძლევს ხორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომელიც გვკურნებს ჩვენ სულიერად და ხორციელად. შენ გსურს, რომ ჯვარი დაიწერო — წმიდა ეკლესია გაკურთხევს, როგორც შენ, სასიძოს, ისე შენს მეგობარ სასძლოს და გვირგვინოსან გყოფს სახითა მაცხოვრისათა ეკლესიასთანა, თქვენთვის გამოითხოვს უფლისაგან კეთილ ცხოვრებასა, მშვიდობასა და სიყვარულსა. ვინ გაგვაცილებს ჩვენ ამ ქვეყნიდან ცხოვრების დასრულების დროს საიქიოს, თუ არა იგივე დედა ჩვენი — წმიდა ეკლესია? ყოველივე ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიისაგან იკურთხება: სახლი, ეზო, აგარაკი, ვენახი, ნაყოფი, წყარო, საჭმელი და სასმელიც. აი, ამისთვის გმართებს, ძმანო, დიდი სიხარული დღეს, რადგან ეკურთხა ჩვენი ახალი ეკლესია“. მამა დავითი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხანას, იყო მთავარხუცესი და სამღვდელოების სულიერი მოძღვარი. 1884-1910 წლებში საქართველოში მამა დავითის რე-დაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „მწყემსი“ ქართულ ენაზე და ჟურნალი „პასტირი“ რუსულ ენაზე, სადაც ქვეყნდებოდა უამრავი სახის საინტერესო სტატია. ჟურნალმა იმთავითვე დიდი სიმპათია და მოწონება დაიმსახურა როგორც სამღვდელოების, ისე საზოგადოების ყველა ფე- ნაში. იგი იბეჭდებოდა სოფელ ყვირილაში. დეკანოზი დავითი პირადი სახსრებით გამოსცემდა მას. ღვაწლმოსილი დეკანოზი 1910 წლის 21 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 დეკემბერს, დილის ცხრა საათზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მამა დავითის დაკრძალვაზე. მიცვალებული დიდი ცერემონიით წაასვე..

13-5 საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.19

დეკანოზი დავით ღამბაშიძე 1941-1910 (გაგრძელება)

..ნეს სახლიდან წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში, წინ უძღოდა მრავალი სამღვდელოება ორი მღვდელმთავრის — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდესა (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) წინამძღოლობით. გალობდა ქართული გუნდი განიცადეზე სიტყვები წარმოსთქვეს მღვდელმა კირილე კელენჯერიძემ და მღვდელმა გიორგი ბაკურაძემ. წირვის შემდეგ, წესის აგების წინ, სიტყვა წარმოსთქვა მეუფე ლეონიდემ, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ, „შინაური საქმეების“ რედაქტორმა მღვდელმა სვიმონ მჭედლიძემ, მღვდელმა კონსტანტინე ანთაძემ, მღვდელმა ბესარიონ ვაშაძემ, დეკანოზმა იოსებ წერეთელმა, მღვდელმა სერგი მაჭარაშვილმა, მღვდელმა პარმენ ყიფშიძემ, მღვდელმა იოანე ცქიტიშვილმა, მღვდელმა ალექსანდრე არდიშვილმა და სხვებმა. სასულიერო პირებმა ვრცლად ისაუბრეს განსვენებულოს მხნე, მედგარ და ნაყოფიერ სამსახურზე და მის განსაკუთრებულ ღვაწლზე ეკლესიის წინაშე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სიტყვები წარმოთქვეს მეუფე ლეონიდემ და დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. სიტყვების შემდეგ ანდერძი აუგეს იმავე ეკლესიაში და შემდეგ მიცვალებული წაასვენეს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დასაკრძალად. პროცესია ნახევარ ვერსზე გაგრძელდა. სამღვდელოება თავის დაუვიწყარ მოძღვარს ხელით მიასვენებდა. ხალხთა შორის დეპუტაციებიც იყვნენ სხვადასხვა ქალაქებიდან, ქართლ-კახეთის და გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებიდან. სამგლოვიარო დეპეშები და წერილები ხომ ურიცხვი იყო. ნაშუადღევს, სამ საათზე, დეკანოზი დავითი მიასვენეს სასაფლაოზე. დაკრძალვამდე ერისკაცებმა კიდევ გამოსათხოვარი სიტყვები წარმოთქვეს. მგოსანი აკაკი წერეთელი მწუხარებას აცხადებდა, რომ, ავადმყოფობის გამო, პირადად ვერ დაესწრო გარდაცვალებული დეკანოზის დასაფლავებას და თავისი სიტყვა გა_ გზავნა, რომელიც საჩხერის სკოლის მასწავლებელმა იასონ ღამბაშიძემ წაიკითხა. შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს: ყვირილის მასწავლებელმა ბესარიონ კელენჯერიძემ, ვარდენ ყიფიანმა, სოსიკო მერკვილაძემ, წერა-კითხვის საზოგადოების ყვირილის განყოფილების წარმომადგე- ნელმა, ყვირილის საქალებო სკოლის ერთმა მოწაფე ქალმა და სხვებმა. მოწაფე ქალმა ისეთი გრძნობიერი სიტყვა თქვა, რომ მთელი დამსწრე საზოგადოება ააცრემლა და ააქვითინა. საქართველოს სამღვდელოების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა სამღვდელო პირის ასეთი დიდებული და ცერემონიული დასაფლავება, გარდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვისა. თუმცა ის გარემოებაცაა მხედველობაში მისაღები, რომ იმერეთის სამღვდელოებაში დეკანოზ დავით ღამბაშიძისთანა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და გამოცდილი მოძღვარი იშვიათად თუ მოიძებნებოდა და, შესაბამისად, არავისთვის იყო მოულოდნელი მისი ასეთის პატივისცემა და დაფასება, როგორც სამღვდელოების, ისე საერო საზოგადოების მხრიდან. მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ, ნაშუადღევის ოთხ საათზე, გარდაცვალებული დეკანოზის შვილებმა, ექიმმა ვახტანგმა და მღვდელმა ქსენოფონტე ღამბაშიძეებმა თავის ოჯახში სადილად მიიწვიეს თავიანთი კრებულებით ყოვლადსამღვდელონი და მასთან მთელი დამსწრე საზოგადოება, წარმომადგენლები და დეპუტაციები.  დეკანოზი დავითი გახლდათ შესანიშნავი მქადაგებელი. გთავაზობთ მის წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებას  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით:

ქრისტეს აღდგომისათვის დეკანოზი დავით ღამბაშიძე

„ჯვარზე გამსჭვალულმა ქრისტემ სულის განტევების წინად წარმოსთქვა სიტყვა: „აღსრულდა“. ამ სიტყვით დასრულდა ძველი აღთქმის ისტორია კაცობრიობისა. მაცხოვრისაგან ამ სიტყვის წარმოთქმის დროს გადატყდა, ესრეთ ვსთქვათ, ღერძი კაცობრიობის ისტორიული ცხოვრების ბორბალისა. ამ გადატეხით შეიძრა ქვეყანა, და აჰა, მოგვითხრობს მახარებელი: „კრეტსაბმელი იგი ტაძრისა მის განიპო ორად ზევიდგან ვიდრე ქვედმდე,  და ქვეყანა შეიძრა, და კლდენი განჰსქდენ და საფლავნი აღეხვნენ“. შიში დაეცა ყველას, ყველანი მოელოდნენ, რომ მიწა შთანთქავს მათ და შეძრწუნდნენ. მაგრამ ცხოველ არს ღმერთი და ცხოველია სული კაცობრიობისა. ვერ მისწვდება კაცის გონება ღვთის განგებულების საქმეს. სადაც ჩვენ სიკვდილი გვეჩვენება გამარჯვებულად, იქ იგი დამარცხებულია. თესლი მცენარეთა, როდესაც იმარხება მიწაში და სრულებით იხრწნება, მაშინ იწყებს და იჩენს სიცოცხლეს. აგრეთვეა კაცობრიობის ცხოვრებაც. განახლებული ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც უკანასკნელად იმარჯვებს სიკვდილი ძველ ცხოვრებაზე. და აი, საშიშარი დროს, წამი ქრისტეს, სოფლის მხსნელის, სიკვდილისა, რომლიდგანაც იწყება ახალი, გამოცვლილი და განახლებული ცხოვრება კაცობრიობისა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით დიდებული სხეულით და მასთან აღადგინა მთელი კაცობრიობა ახალი დიდებული ცხოვრებისათვის. ისტორია ქრისტეს აღდგომისა საუკუნო წყაროდ დარჩება ახალი ზნეობრივი დაბადებისა როგორც კერძო პირთა, ისე მთელი ხალხისა და ქვეყნისათვის და წმიდა მოთხრობა აღდგომაზე არ დაჰკარგავს თავის მნიშვნელობას უკუნითი უკუნისამდე. „ქრისტე აღსდგა!“ — უთხრეს ანგელოზებმა მტირალ მენელსაცხებელ დედათა, რომელნიც მოვიდნენ ქრისტეს საფლავად, რომ მიეცათ თავის მოძღვრისათვის უკანასკ ნელი ვალი სიყვარულისა და პატივისცემისა, და ეს სასიხარულო ხმა იმ დროიდგან ვრცელდება თანდათან და გავრცელდება შემდეგშიაც, ვიდრემდის მთელ ქვეყანაზედ არ მოისმება ეს სადღესასწაულო ღაღადების ხმა და ამ ანგელოზთა ხმაზე: „ქრისტე აღსდგა!“ ყველასაგან ..

13-6 საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.20

დეკანოზი დავით ღამბაშიძე 1941-1910 (დასასრული)

..ერთითა პირითა და ერთითა გულითა არ მოისმება მიგემა: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ მართლმადიდებელი ეკლესია თავის დადგენილობათა და მღვდელმოქმედებათა შინა მშვენიერად და ცხადად წარმოგვიდგენს ჩვენ ამ ქვეყნიურ ცხოვრების ისტორიულ შეცვლას და ამით გვამცნებს, რომ ყველამ ჩვენ სულიერ ცხოვრებასა შინა ვიგრძნოთ ის გრძნობანი შიშისა და სასოებისა, მწუხარებისა და მხიარულებისა, სიკვდილისა და აღდგომისა, რომელიც იგრძნეს ნამდვილად იესო ქრისტეს სიკვდილის და აღდგომის დროს. ყოველივე ეს გრძნობანი ისე ნათლად და ცხადად არსად არ სრულდება, როგორც დიდ მარხვაში და განსაკუთრებით ვნების კვირიაკეში. დიდი მარხვა მომასწავებელია ძველი აღთქმისა, როდესაც ხალხი მოელოდა მაცხო ვარს, სოფლის მხსნელსა. დიდ მარხვაში ჭეშმარიტი ქრისტიანი თანდათან გრძნობს დიდი მარხვის სიმძიმეს და თანაც მოელის ამ მძიმე მდგომარეობის მალე შეცვლას. ბუნებაც ამ დროს თითქმის ახლდება. ახლოვდება გაზაფხული. მცენარეები იმოსებიან. ზამთრის სუდარი ეხდება არემარეს და ყველა სულდგმული რაღაცა სიხარულს გრძნობს. ყოველივე ამის მხილველი კაცის გულში თანდათან ღვივდება და ძლიერდება რაღაცა გამოუთქმელი სიხარული და სასოება ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინისა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს არ შეუძლია იგრძნოს ეს სიხარული და ნეტარება. ვის შეუძლია დასტკბეს საჭმლის გემოთი? ვისაც უმარხულია და შიმშილი უგრძვნია. ვის შეუძლია ბედნიერება იგრძნოს? ვისაც უბედურება გამოუცდია. ამისთვის წმიდა ეკლესიამ დაადგინა ვნების კვირიაკეში დროის შესაფერისი მღვდელ-მოქმედებანი, რომელთაც გრძნობაში მოჰყავთ ყველანი, აფიქრებს მათ თავის ცხოვრებაზე და, რაც უნდა გაფანტული იყოს კაცი, მაინც აფიქრებს მას, ერთის მხრით, თავის სინდისზე და ეს დაფიქრება ატყობიებს მას თავის ზნეობით დაცემას, ხოლო, მეორეს მხრით, ამცნებს კაცს მაცხოვრისაგან კაცობრიობისათვის შეწირული მსხვერპლის სიდიდეს. ნეტავი იმ კაცს, რომელსაც ყველა ეს უგრვძნია და ეკლესიის ყოველივე დადგენილებანი მტკიცედ აღუსრულებია! მხოლოდ ამგვარ კაცს შეუძლია იგრძნოს ის ჭეშმარიტი გულის მხიარულება, რომელსაც გრძნობს კაცი აღდგომის დღეს. იმათ კი, რომელნიც თავის თავს და სვინდისს არ გამოცდიან, არ იციან, რა არის ზომიერი ჭამა და მარხულობა, არ დადიან ეკლესიაში ვნების კვირიაკეში და არც შინ კითხულობენ სახარებას, არ შეუძლიათ იგრძნონ ჭეშმარიტი სიხარული დღესასწაულისა. ქრისტეს დროს თორმეტ მოციქულში მხოლოდ იუდა შეიქმნა ქრისტეს გამცემელი. დღეს ამდენ ქრისტიან ხალხში, რასაკვირველია, არა ერთნი მოინახებიან იუდას თანაზიარნი. ზოგიერთნი ჩვენგანი იწოდებიან ქრისტიანებად, მაგრამ საქმით სრულებით არ გვანან ქრისტიანეთა.. მათი სარწმუნოება დამდაბლებულია და მოქმედება გაცუდებული და დაუვიწყებიათ მათ მაცხოვრის მცნება, რომელიც ბრძანებს: „შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. ქრისტე აღსდგა და ვისურვოთ, რომ აღსდგეს ჩვენში დაცემული სარწმუნოება და ზნეობა. „ქრისტე აღსდგა!“



    კონტაქტი Facebook

    საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

    დავით ფეიქრიშვილი
    დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.06.2023
    ბოლო რედაქტირება 15.09.2025
    სულ რედაქტირებულია 4





    მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

    2 0

    საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

    2 0

    15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

    1 0

    იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

    საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

    1 0


    საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

    1 0


    3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

    1 0