სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12288

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალავერდი ხან უნდილაძე (გ.1614) ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე წარმ. დუშეთი ალავერდი ხან უნდილაძე (გ.1614) ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე წარმ. დუშეთი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი უნდილაძე სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

107       ბეჭდვა

ალავერდი ხან უნდილაძე (გ.1614) ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე წარმ. დუშეთი

ალავერდი-ხანი (გ. 24 მაისი1614) — ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი, გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგიაბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი.


ალავერდი-ხანი იყო ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი(საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი(მეფის მცველთა რაზმების უფროსი), ფარსის ოლქის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში(1603—1612). ისპაჰანში ააშენა ხიდი მდინარე ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს ქალაქ მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული–ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ–ხანმა განჯა–ყარაბაღისა. ერთ-ერთი ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა. პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.88




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 2




უნდილაძე დაუდ-ხანი (გ. 1632 წლის შემდეგ) სპარსეთის სარდალი ისპაჰანი წარმ. დუშეთი

1 0


უნდილაძე იმამ ყული-ხანი (1552-1633) სპარსეთის სარდალი ისპაჰანი სპარსეთი

1 0