ცინცაძე
იაკინთე მედავითნე, 1892წ. ჯუნეწერი (ჯუნჯუათი, ლანჩხუთი) მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია
მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ტაძარი აშენებულია 1815 წელს, ქვითკირით და აგურით. კანკელი ახალი მხატვრობით. დახატული ოქროს ვარყით. ტრაპეზი ხის მაგიდაზე არის დადგმული. გალავანი ეკლესიისა დანგრეულია. ოდიკი ახალია (ზედმიწერილი მუხრანის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია. აშენებული 1711 წელს. ამჟამად დაკეტილია და აღმასკომის ხელშია. ზედმიწერილი წმინდა გიორგის უბანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დაშორებული 100 საჟენით. აშენებული 1733 წელს. მასში წირვა-ლოცვა სრულდება დიდმარხვაში, 10 ნოემბრისა და 23 აპრილის გიორგობას. ტაძარი კრამიტით არის დახურული. ტრაპეზი ქვისაა. სამრეკლოზე ერთი ზარია დარჩენილი. კანკელი ძველი მხატვრობითაა). სამრევლო შედგება 242 კომლისაგან. აქედან 10 კომლი გრიგორიანელი სომეხია, მათ ცოლები ჰყავთ ქართველები და ბავშვები მართმადიდებლურად არიან მონათლულნი. ასევე ზედ მიწერილი სოფლები: დამპალო დაშორებული 3 ვერსით. 14 კომლი. ეკლესია არის, მაგრამ არ მოქმედებს; პატარა ქანდა დაშორებული 2 ვერსით. 6 კომლი. ეკლესია არ არის; დიდი ქანდა დაშორებული 3 ვერსით. აქ აისორები ცხოვრობენ, 58 კომლი. არის ძველი ეკლესია. არ სჩანს, როდის არის აშენებული. ქვითკირით ნაშენები. კანკელი რომ გაუკეთდეს და აღსავლის კარები შეებას მშვენიერი ეკლესია იქნება; აღაიანი დაშორებული 2 ვერსით. 160 კომლი. წმ. გიორგის ეკლესია, ქვითკირის. დახურული. ერთი ზარით. კანკელის მხატვრობა ძველი. ტრაპეზი ხის. ოდიკი ძველია. ტერიტორიულად ითვლება გორის ეპარქიაში, მაგრამ თავისი სურვილით მიეწერენ წილკნის ეპარქიას, რაც შეთანხმებულია საკათალიკოსო საბჭოსთან. სანთელი შეძენილი (14 გირვანქა, 1927 წელს. შემოსავალი 141 მან. და 88 კაპ. გასავალი 127 მან. და 40 კაპ. სამრევლო საბჭო შაქრო მიქაძე და იოსებ ბეგოიძე. ტაძრის წინამძღვარია მაქსიმე გიორგის ძე ხუციშვილი. დაბადებული 1868 წელს. სწავლობდა სოფელ მუსხის 2-კლასიან სასწავლებელში. სამლვდელო გამოცდები ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. დიაკვნად ნაკურთხია 1906 წლის 29 ოქტომბერს და ხოლო მღვდლად იმავე წლის 5 ნოემბერს. განამწესეს თიანეთის მაზრის სოფელ ბარისახოში. 1908 წლის 8 მაისს გადაიყვანეს ჩარგალში. 1910 წლის 10 ოქტომბერს გადაიყვანეს ახალციხის მაზრის სოფელ ზემო თმოგევში. 1915 წლის 15 აპრილს სოფელ ერკოტაში. 1918 წელს, | მსოფლიო ომის დროს, ტყვედ ჩავარდა ოსმალებთან და ბათუმის ციხეში 4 თვე დაპატიმრებული იყო. განთავისუფლების შემდეგ, 1918-1921 წლებში, დარჩა შტატგარეშე მღვდლად (ანუ ოფიციალურად არ იყო არსად დანიშნული). 1921 წელს დააპატიმრეს კომუნისტებმა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 1926 წლის 20 იანვარს ეპისკოპოსმა პავლემ განამწესა ბოკოწინის სამრევლოში. იმავე წლის 30 ოქტომბრიდან მუხრანის ეკლესიაშია. საერო მთავრობისგან (იგულისხმება მეფის რუსეთი) მიღებული აქვს ორი ჯილდო წყალში გადავარდნილთა გადარჩენისათვის, მღვდლობამდე. აქვს ეკლესიის ჯილდო წმ. გიორგის ჯვარი | ხარისხის. სასულიერო ჯილდოები: სკუფია, საგვერდული, კამილავკა და მკერდის ჯვარი მიღებული აქვს.
მედავითნე იაკინთე ცინცაძე. დაბადებული 1874 წელს. დაამთავრა ლანჩხუთის სასულიერო სასწავლებელი,