ერკეთის ეკლესია — IX საუკუნის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
რკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე, სათანადო წარწერით. 1777 წელს ერკეთის წინამძღვარი იყო ბესარიონი. ეკლესია ამჟამად მოქმედია, ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.
1841 წელს მოინათლა 12 ბავშვი, ჩატარდა 3 ჯვრისწერა
1884 წელს მოინათლა 41 ბავშვი, ჩატარდა 8 ჯვრისწერა
1892 წელს მოინათლა 66 ბავშვი, ჩატარდა 16 ჯვრისწერა
1901 წელს მოინათლა 59 ბავშვი, ჩატარდა 18 ჯვრისწერა
1914 წელს მოინათლა 61 ბავშვი, ჩატარდა 17 ჯვრისწერა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
![]() |
![]() |
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |