
მამისაშვილი შიო არქიმანდრიტი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი 2024წ
ხელდასხმა
24 მარტს სარკინეთის წმინდა შიომღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის მოწესეს, ბერ-დიაკონ შიოს (მამისაშვილი). მღვდელ-მონაზონი სარკინეთის მონასტერში იმსახურებს.
ტაძრისა და დედათა მონასტრის კურთხევა
11 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ყინწვისის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (მამისაშვილი) დაინიშნა.
დაჯილდოება
21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვარი –- კლდეკარის წმინდა იოანე ნათლისმცელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (გაჩეჩილაძე); ოქროს ჯვარი და იღუმენის წოდება -– ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონოზონი შიო (მამისაშვილი); : ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება -– მოხისის წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ მეზვრიშვილი.