პეტრე პავლეს სახელობის ეკლესია ქუთაისში, თევდორე ბერის ქუჩაზე მდებარეობს. 1881 წლის 10 მაისს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ე.წ. სილისუბნის მცხოვრებლებმა ერთხმად გადაწყვიტეს საკუთარი ტაძრის აგება. ეკლესიის ასაგებად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი პ. ქორქაშვილი, კ. ცომაია, ე. მეტრეველი, დ. წულუკიძე, გ. ტყეშელაშვილი. სულ მალე გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მისიაში შეიყვანეს ქუთასის პოლოცმაისტერის ყოფილი თანაშემწე, მრჩეველი ივ. ბაიდუროვი. შემოწირული ფულით სექტემბერში კომიტეტმა შეიძინა 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადეს 2112 მანეთი და 1882 წელს კომიტეტი შეუდგა ეკლესიის მშენებლობას, ბერძენი ოსტატების მეშვეობით. ეკლესია შენდებოდა ეკლარის ნათალი ქვით.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის ასაშენებლად 200 მანეთი გაიღო დიდმა რუსმა წმიდა მამამ, იოანე კრონშტანტელმა. 1895 წლამდე ეკლესია ააშენეს ფანჯრებისა და კარების დონემდე დაახლოებით 4 მეტრ სიმაღლემდე, ამის შემდეგ უსახსრობის გამო, მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერდა, ასევე თავისებური გავლენა იქონია განსაკუთრებით მკაცრმა, ხანგრძლივმა ზამთარმა და იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებამ. 1897 წელს ახალი კომიტეტის მიერ დათხოვნილი იქნა ძველი ოსტატები და მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს ცნობილ ოსტატ ისიდორე ფილიპეს ძე ბერეკაშვილთან. 1897-1901 წლებში კომიტეტმა 9100 მანეთზე მეტი თანხის შეკრება შეძლო, აქედან სინოდმა ტაძრის მშენებლობას 2000 მანეთი გამოუყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიას 2000 მანეთი შესწირა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევით რუსეთში გაიგზავნა მღვდელი იოანე კერესელიძე, რომელმაც გარკვეული თანხა შეაგროვა, რაც ეკლესიის დამთავრებას ეყო. 1903 წლის 9 თებერვალს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, რის შემდეგ იგი მოქმედებდა 1923 წლამდე. 1923 წელს ტაძარი დახურეს ბოლშევიკებმა და მასში განათავსეს ქუთაისის კომკავშირული კლუბი. საეკლესიო ნივთების ნაწილი კი 1924 წლის 2 ნოემბერს მუზეუმში გადაიტანეს. 1944 წელს დაანგრიეს ქუთაისის ცენტრში (დღევანდელი მერიის ადგილზე) მდებარე მთავარანგელოზის ეკლესია. მიტროპოლიტ ეფრემის ძალისხმევით, კანდელი და კანკელის ხატები გამოტანილ იქნა პეტრე-პავლეს ეკლესიაში. იმავე 1944 წელს პეტრე-პავლეს ეკლესია ეკურთხა საკათედრო ტაძრად. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტაძარში ინახება 1945 წელს მიტროპოლიტ ეფრემის მიერ შეწირული ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი, ვერცხლის შანდლები, ხელბანა, ლანგარი და სხვა. აგრეთვე ტაძარში ინახება უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს (ცინცაძე) ნაქონი ოდიკი. ტაძრის კანკელში დაბრძანებულია მე-18 საუკუნის ვერცხლის მთავარანგელოზების ხატი, იქვეა ვერცხლით მოჭედილი საწინამძღვრე ჯვარი, რომელიც სათაფლიის მიდამოებში აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა და ტაძარს შესწირა.
პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მიტროპოლიტები: ეფრემი (სიდამონიძე) 1944-1953 წწ., გაბრიელი (ჩაჩანიძე) 1953-1956 წწ., ნაუმი (შავიანიძე) 1957-1963 წწ., რომანოზი (პეტრიაშვილი) 1971-1974 წწ., შიო (ავალიშვილი) 1978-1981 წწ., ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1982 წწ.
პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან მიტროპოლიტები: დავით კაჭახიძე და ნაუმი შავიანიძე.
2003 წლის 12 ივლისს აღინიშნა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი იუბილე.
|
კანდელაკი დავით ოქროპირის ძე - მღვდელი.
1848წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ხუციშვილი ნიკოლოზ გრიგოლის ძე - მღვდელი.
1881-1892წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
გაბადაძე კონსტანტინე პავლეს ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ. კურსები ტყიბული, 1867-1932წწ დაკრძ. ჩხარის საერო სასაფლაოზე. ბიოგრაფია;
1891წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
კაპანაძე ტიმოთე გრიგოლის ძე - მღვდელი.
1893-1917წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
კერესელიძე იოანე იოსების ძე - მღვდელი.
1898-1904წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
კაჭახიძე ოქროპირ ვასილის ძე მღვდელი - მღვდელი.
1904-1917წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
მოდებაძე იასონ - მედავითნე.
1916წ.
მედავითნე
|
|
სვანაძე (სვანაიძე, სვიანაიძე) ონიფანტე - მეფსალმუნე.
1916წ.
მეფსალმუნე
|
|
კაჭახიძე დავითი - ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი.
1872-1935წწ დაბ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია ბიოგრაფია
1935წ.
ღვთივგანისვენა
ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
კაჭახიძე დავითი მიტროპოლიტი
1821 წლის მაისში მამა ათანასე (პეტრიაშვილი) რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858 არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868 არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი) 1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი) 1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე).
|
|
სიდამონიძე ეფრემ II - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
1944-1953წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ზაქარაშვილი ათანასე (ვასილ) იორდანეს ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ნაგარევი, თერჯოლა 1869-1967წწ დაკრძ. სოფ ნაგარევი. ბიოგრაფია
1947წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ჩაჩანიძე გაბრიელ ზაქარიას ძე - მიტროპოლიტი.
1901-1956წწ დაბ. სოფ.ერთაწმიდა კასპი ქართლი ბიოგრაფია
1953-1956წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ნუცუბიძე სოლომონ მიხეილის ძე - მღვდელი.
დაბ. 1891 წ. მღვდელი დაბ.სოფ ფარცხანაყანევი. წყალტუბო
1955წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
შავიანიძე ნაუმი - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი.
დაბ. სოფ. ოხომირა ტყიბული 1889-1969წწ ბიოგრაფია
1957-1963წ.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ჟორჟოლიანი გიორგი - დეკანოზი.
1965წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
ბერეკაშვილი ნიკოლოზ ილიას ძე - პროტოპრესვიტერი.
დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული 1901-1969წწ. ბიოგრაფია
1969წ.
ღვთივგანისვენა
პროტოპრესვიტერი
სრულად ნახვა
|
|
პეტრიაშვილი რომანოზ (რომან) გრიგოლის ძე - მიტროპოლიტი.
1971-1974 წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ავალიშვილი შიო - მიტროპოლიტი.
დაბ. ხარაგაული 1909-1991წწ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი
1971-1974 წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ნუცუბიძე ინდისი (კუკური) - დეკანოზი.
1977წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
ნუცუბიძე ინდისი (კუკური) დეკანოზი, 1980წ. ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მწვანეყვავილა. ქუთაისი, 2017. N 4 (30). გვ. 47-49. 
მარცხნიდან: დეკანოზი რევაზ მოსეშვილი, ეპისკოპოსი კონსტანტინე (მელიქიძე), ეპისკოპოსი დავითი (ჭკადუა), მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი), მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), იღუმენი მირიანი (ჩალაბაშვილი) და დეკანოზი ინდისი ნუცუბიძე. ქუთაისი. 1981 წელი
1977 წლის მონაცემებით ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი დეკანოზი ინდისი ნუცუბიძე, მღვდელი გრიგოლ ბერეკაშვილი, მღვდელი გურამ შალამბერიძე, პროტოდიაკვანი რევაზ მოსეშვილი, მედავითნე ნათელა მურუსიძე.
|
|
ბერეკაშვილი გრიგოლ - დეკანოზი.
1977წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
შალამბერიძე გიორგი (გური პორფირის ძე - ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი.
დაბ.1940წწ სოფ.ფერსათი ბაღდადი იმერეთი ბიოგრაფია
1977წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
შალამბერიძე გიორგი (გური პორფირის ძე დაბ.1940წწ ) ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი სოფ.ფერსათი ბაღდადი იმერეთი
|
|
მოსეშვილი რევაზ (არქიმანდრიტი თორნიკეს ძე) - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ჯვარისა (ტყიბული) 1954-2011წწ ქუთაისის პეტრე პავლეს ეკლესიის ეზოში. ბიოგრაფია.
1977წ.
პროტოდიაკონი
1988-2011წ.
ღვთივგანისვენა
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
მურუსიძე ნათელა - მედავითნე.
1977წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
არველაძე თეიმურაზი - დეკანოზი.
1980-იანი- 2025წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
არველაძე თეიმურაზ დეკანოზი, ქუთაის-გაენათის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.62 ფოტო 

მარჯვნიდან მეორე. 80-იანი წლები. ქუთაისის წმ. მოციქულთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი. ფოტოზე: ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი კალისტრატე (მარგალიტაშვილი), დეკანოზი თეიმურაზ არველაძე, დეკანოზი ილია კიკვიძე, მღვდელი უჩა ასათიანი (ამჟამად დეკანოზი), მღვდელი გიორგი შალამბერიძე (ამჟამად დეკანოზი), მღვდელი დავით სალაძე (შემდგომში დეკანოზი), დიაკონი დავით ბურჯანაძე (ამჟამად დეკანოზი). 
არველაძე თეიმურაზ დეკანოზი, 1980-იანი - 2025წ. ქუთაისი წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი 
ქვედა რიგში მარცხნიდან დეკანოზი ილია კიკვაძე, დეკანოზი რევაზ მოსეშვილი, დეკანოზი თეიმურაზ არველაძე, ზედა რიგში დიაკონი ანტონ ოჩიგავა, დეკანოზი გიორგი გაბუნია, დეკანოზი ავთანდილ გრძელიძე. ქ. ქუთაისი 2005წ.
|
|
მახარაძე ნიკოლოზ (ხუტა) ღენტორის ძე - მიტროპოლიტი.
დაბ. ქუთაისი 1932-2008წწ ბიოგრაფია
1981-1982წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
კიკვიძე ილია გიორგის ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ხომული (წყალტუბო) 1948-2007წწ
1983-2007წ.
დეკანოზი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.24 ფოტოს აღწერვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად 1980წ კიკვიძე ილია დეკანოზი, გარდ. 2007წ. საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2007. 18-24 იანვარი, N2(402), გვ.6 საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2007წ გვ. 6 გარდაიცვალა დეკანოზი ილია კიკვიძე დეკანოზი ილია კიკვიძე დაიბადა 1948 წლის 7 ნოემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში. 1981 წელს დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, ხოლო 1994 წელს გელათის სასულიერო აკადემია. 1979 წლის 15 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა შიომ (ავალიშვილი) აკურთხა დიაკვნად, 1981 წელს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (მახარაძე) - მღვდლად. 1982-1983 წლებში მოღვაწეობდა მოწამეთის მონასტერში. 1983 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმ სახური. 1986 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1996 წელს გამშვენიერებული ჯვრით, ხოლო 2000 წელს მიტრით დააჯილდოვეს. ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს დეკანოზ ილია კიკვაძის სული.

ქვედა რიგში მარცხნიდან დეკანოზი ილია კიკვიძე, დეკანოზი რევაზ მოსეშვილი, დეკანოზი თეიმურაზ არველაძე, ზედა რიგში დიაკონი ანტონ ოჩიგავა, დეკანოზი გიორგი გაბუნია, დეკანოზი ავთანდილ გრძელიძე. ქ. ქუთაისი 2005წ.
|
|
მოსეშვილი რევაზ (არქიმანდრიტი თორნიკეს ძე) - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ჯვარისა (ტყიბული) 1954-2011წწ ქუთაისის პეტრე პავლეს ეკლესიის ეზოში. ბიოგრაფია.
1977წ.
პროტოდიაკონი
1988-2011წ.
ღვთივგანისვენა
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
გაბუნია გიორგი - დეკანოზი.
2011 წლის 23 იანვარს დაჯილდოვდა: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: 2012 წლის 11 ნოემბერს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 2020წ. მეორე ჯვრის ტარების უფლება
2020წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
სრულად ნახვა

გაბუნია გიორგი დეკანოზი 2020წ. მეორე ჯვრის ტარების უფლება ქუთაის-გაენათის ეპარქია საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.7 დაჯილდოება 23 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გაბუნია; დეკანოზის წოდებით: მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ზაქარაიძე; მაღლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მღვდელი დავით ჯანელიძე; პატრიკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ხოჯავა; ქუთაისის (პანთეონი) წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რევაზ კოხრეიძე; წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ხარაბაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ლუკა წითური; თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ბურდული. საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 ნოემბერი 2012წ გვ 8 დაჯილდოება 11 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება. მიტრით –- მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გაიოზ დვალი; მიტრით – ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გაბუნია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ალიბეგაშვილი.
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |