ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია აშენდა 2013 წელს. 2006 წელს საძირკველი აკურთხა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ბზობის დღესასწაულზე. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშიაა. ქტიტორი და მეურვე – გოდერძი ბუკია.
გოდერძი ბუკია
დაბადების თარიღი: 15 ოქტომბერი, 1951 (74 წლის)
კატეგორია: არქიტექტორი, დიპლომატი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი
დაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი, ხობის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს; ლვოვის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტის საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1983 წელს.
1969-1970წწ. სუბტროპიკული კულტურების საბჭოთა მეურნეობის "კოლხეთი" მუშა; 1976-1978წწ. სამხატვრო აკადემია, კომკავშირის გათავისუფლებული მდივანი; 1978-1995წწ. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე: 1985-1990წწ. ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობა, ინსტრუქტორი, 1990-1995წწ. ასოციაცია საქართველო, პრეზიდენტი; 1995 წელს საქართველოს საელჩო რუსეთში, დესპანი; 2000-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 101
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1995)
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1997)
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1999)
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2016)
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2005-2008)
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები", წევრი (2008-2012)
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2012-2016)
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები", მდივანი (2012-2016)