
ხელდასხმა
22 აპრილს ბოლნისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი აკაკი ქიტუაშვილი და სახელად არჩილი უწოდა. დიაკონი არჩილი ბოლნისის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
22 ივლისს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონს არჩილ ქიტუაშვილს. მღვდელი არჩილი კაზრეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.12
დაჯილდოება
21 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა ბოლნისის სამღვდელოების წარმომადგენლებს: მღვდელ იაკობ კობიაშვილს, მღვდელ გელასი ლაზარიშვილს, მღვდელ პეტრე კვარაცხელიას, მღვდელ არჩილ ქიტუაშვილს, მღვდელ ვასილ ახვლედიანს და მღვდელ დავით მესხს.