მღვდელი ექვთიმე იოსების ძე მაისურაძე ონის რაიონის სოფელ წედისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაქორწინდა სოფელ ჩორდში მცხოვრებ, მღვდელ მაქსიმე იოსების ძე _ გოგრიჭიანის ქალიშვილ ტერეზიაზე, ვისთანაც შვიდი შვილი შეეძინა: ანთიმოზი (შემდგომში მღვდელი), იოანე, რევია, ნადეჟდა, ოლივია (პეპელა), ევგენია და ერასტი. მამა მაქსიმეს ვაჟი არ ჰყავდა და ექვთიმეს სთხოვა ახლადდაქორწინებულებს მის ოჯახში ეცხოვრათ. სიმამრთან ურთიერ-თობამ კეთილი გავლენა იქონია და ექვთიმემაც მიიღო გადაწყვეტილება მოძღვარი გამხდარიყო და მალევე, 1890 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად და მღვდლად დაასხა ხელი და კუდაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ექვთიმემ უმოკლეს დროში გამოიჩინა თავი, როგორც განათლებულმა და ღირსეულმა მოძღვარმა. 1894 წელს მეუფე გაბრიელმა იგი საგვერდულით დააჯილდოვა, ხოლო 1900 წელს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, სკუფია ეწყალობა. 1900-01 წლებში რაჭაში ჩატარებულა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც მამა ექვთიმემ აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამის გამო, იგი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. ეს სიგელი ამჟამად ონის მუზეუმში ინახება. 1908 წელს მამა ექვთიმე ცხმორის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1910 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
მამა ექვთიმეს მეუღლე ტერეზია, შეძლებული ოჯახის შვილი ყოფილა. ერთ დღეს, ტყეში მი-მავალს ყაჩაღები დახვედრიან და სახლში წაყვანა მოუთხოვიათ. იგი იძულებული გახდა მიეცა ყველაფერი, რაც კი მის ოჯახს იმჟამად გააჩნდა. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა უშედეგოდ არ ჩაიარა. მოძღვარმა ძლიერ განიცადა ეს ამბავი, იგი ლოგინად ჩავარდა და 1912 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა დაასაფლავეს ჩორდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ეზოში. მაგრამ, სამწუხაროდ 1990 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია როგორც საფლავი, ისე მამა ექვთიმეს ძველი სახლი, სადაც ინახებოდა მამა მაქსიმეს და მამა ექვთიმეს ნაქონი საეკლესიო საბუთები, ფოტოები, წერილები და სხვა მრავალი საეკლესიო ნივთი. მამა ექვთიმეს უფროსი ვაჟი ანთიმოზი, თავისი მამისა და ბაბუის მსგავსად მოძღვარი გახდა. 1910 წლის 2 სექტემბერს, ქვედის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი მაქსიმე გოგრიჭიანი მოხუცებულობის გამო, გავიდა პენსიაში და იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ახალგაზრდა ანთიმოზი იმავე წლის სექტემბრის თვეში მღვდლად აკურთხა და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 1912 წლის 15 ოქტომბრიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სამოღვაწეოდ გადავიდა ცხმორის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში, სადაც იმსახურა 1924-25 წლამდე, რის შემდეგაც კომუნისტური ხელისუფლების მიერ დევნილი იძულებული გახდა ღვთისმსახურება შეეწყვიტა და ანაფორა გაეხადა. ოჯახის გამოსაკვებად იგი ქალაქ ონში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა. ანთიმოზ მაისურაძე 1953 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ჩორდში. ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მამა ექვთიმეს შთამომავლებს ლალი და ნაიკო მაისურაძეებს.
თენგიზ მაისურაძე 1930-2003წწ მსახიობი. წარმ. რაჭა. დაბ. თბილისი.
1 0
ელიზბარ მაისურაძე 1920-2019წწ მწერალი, დაბ. სოფ. სასირეთი, კასპი, ქართლი
1 0
გოგა მაისურაძე (გოლოვაჩოვი) 1970-2021წწ. გარდ. 51 წლის. ბიზნესმენი, ნოვატორი დასასვენებელი ცენტრი ლოპოტას დამფუძნებელი და იდეის ავტორი. დაბ. თელავი კახეთი
1 0
ტარიელ (ტატო) მაისურაძე 1970წ. მომღერალი დაბ. სოფ ახალხოფელი გუდაუთა აფხაზეთი
2 0
გიორგი მაისურაძე 1817-85წწ გარდ. 68 წლის. მხატვარი, ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი; დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი.
1 0
ზაქარია მაისურაძე 1912-1971წწ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.
1 0
კოსტა მაისურაძე (1881-1918) ქართველი ფალავანი ცხმორი, ონი, რაჭა. გრიგოლ ბასილია სგან
5 0
უჩა მაისურაძე დ.1986წ. მსოფლიო პრიზიორი ხელბურთი ლაგოდეხი
1 0
001
ტარიელ (ტარზან) მაისურაძე 1995წ მსოფლიო პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა სტეფანწმიდა
1 0
416
კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი ცხმორი, ონი
5 0
ლუკა მაისურაძე დ.1998წ. ახალგ. მსოფლიო ჩემპიონი ძიუდო ხაშური
1 0
8814
მირიან მაისურაძე დ.1999წ. მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. ონი რაჭა
1 0
501
გიორგი ვასილის ძე მაისურაძე 1908-66წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. სოფ. ქვედი, ონი, რაჭა.