სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12259

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მაისურაძე ვასილ იოანეს ძე, დაბ. 1869წ.  წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კურდღელაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მაისურაძე ვასილ იოანეს ძე, დაბ. 1869წ.  წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კურდღელაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
ბმულის კოპირება



გვარი მაისურაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

მაისურაძე ვასილ იოანეს ძე, დაბ. 1869წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კურდღელაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

1869 წელს დაიბადა.

1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიაში სწავლის პერიოდში, განსკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საეკლესიო გალობისადმი, რის გამოც 1890 წლის 30 ნოემბერს სემინარიის პედაგოგიურმა საბჭომ „მადლობის ფურცელით“ დააჯილდოვა.

1892 წლის 30 ნოემბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. ასევე დაინიშნა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად.

1896 წლის 23 ივლისს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 12 მაისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფელში არსებული სამრევლო-საეკლესიო

სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

1903 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1909 წელს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 1 აპრილს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მმიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინეს.

1911 წლის 26 დეკემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. X საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1924 წელს რამოდენიმე თვით შეწყვიტა ღვთისმსახურება, მაგრამ 1925 წელს კვლავ დაუბრუნდა ეკლესიას და თელავის მაზრის III ოლქის (ნეკრესის) მთავარხუცესად დაადგინეს.

1927 წლის 21-27 ივნისის მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაზე.

1937 წელს ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ჰყავდა მეუღლე ანასტასია ადამის ასული მირიანაშვილი დაბადებული 1875 წელს და შვილები: ნიკოლოზი - დაბადებული 1893 წელს, იოანე - დაბადებული 1895 წელს, სოფიო - დაბადებული 1897 წელს და ელენე - დაბადებული 1901 წელს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




სანდრო მაისურაძე 1883-1918წწ გარდ. სოფ. ეკატერინოფელდთან სომხებთან ბრძოლა დაბ. სოფ. დვირი ბორჯომი

2 0


წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960) ხსენება 8 (21) სექტემბერი ცხინვალი

2 0


მაისურაძე

1 0

მაისურაძე დავითი თეიმურაზის ძე დ.1983წ. რუსთავის ეპარქია. დაბ. რუსთავი

2 0

მაისურაძე გიორგი პავლეს ძე დ.1991წ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის დიაკვნი. დაბ. რუსთავი.

2 0

მაისურაძე ნიკოლოზ გრიგოლის ძე, დაბ.1875წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ძველი გავაზის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

2 0

მაისურაძე ექვთიმე იოსების ძე 1859-1912წწ. მღვდელი დაბ. სოფ. წედისი, ონი

2 0

ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე 1888-1953წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. წედისი ონი

2 0

მაისურაძე, ივანე თედორეს ძე (1893-1937) საბჭოთა კომკორი წარმ. სოფ. ღები, ონი Майсурадзе, Иван Федорович

1 0


მაისურაძე, ნოდარ შალვას ძე (1924-1997) საბჭოთა გენერალი ხაშური

1 0


ანზორ მაისურაძე ამბროსის ძე (1937) საქართველოს გენერალი

1 0


დავით მაისურაძე ესტატეს ძე 1936-93წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. წედისი ონი რაჭა

2 0


ფრიდონ მაისურაძე 1962-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა

2 0


მალხაზ მაისურაძე 1970-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ ახალსოფელი გუდაუთა

2 0


გიორგი მაისურაძე 1972-93წწ გარდ. 21 წლის სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი, შინაგანი ჯარის საპატრულო პოლკი

3 0


მურმან მაისურაძე 1958-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0


დავით მაისურაძე 1931-93წწ. გარდ. სოფ. მაჭარა გულრიფში დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

3 0

თამაზ მაისურაძე 1952-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი

1 0

ანზორ ირაკლის ძე მაისურაძე 1973-93 წწ გარდ. ოჩამჩირე დაბ ხაშური

3 0


მამუკა მაისურაძე 1963-1992წწ. გარდ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ონი რაჭა-ლეჩხუმი.

3 0

მერაბ მაისურაძე 1962-21/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. ონი რაჭა-ლეჩხუმი

4 0

ლევან მაისურაძე კალენიკეს ძე 1972-1993წწ დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი.

2 0

გია ზურაბის ძე მაისურაძე 1977-98წწ გარდ. სოფ საბერიო გალი აფხაზეთი დაბ. სოფ ახალსოფელი გუდაუთა

2 0

ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949-92წწ. გარდ. 43 წლის, ათარა აფხაზეთი მფრინავი წარმ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი კახეთი

6 0


ზურაბ მაისურაძე 1951-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი

3 0

შოთა მაისურაძე 1932-93წწ. გარდ. სოფ. ოდიში სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. წედისი ონი რაჭა-ლეჩხუმი

2 0


ბადრი მაისურაძე 1972-93წწ გარდ. 21 წლის, ლაბრა ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ირი ონი

11 0

თენგიზ მაისურაძე 1930-2003წწ მსახიობი. წარმ. რაჭა. დაბ. თბილისი.

1 0


ელიზბარ მაისურაძე 1920-2019წწ მწერალი, დაბ. სოფ. სასირეთი, კასპი, ქართლი

1 0


გოგა მაისურაძე (გოლოვაჩოვი) 1970-2021წწ. გარდ. 51 წლის. ბიზნესმენი, ნოვატორი დასასვენებელი ცენტრი ლოპოტას დამფუძნებელი და იდეის ავტორი. დაბ. თელავი კახეთი

1 0


ტარიელ (ტატო) მაისურაძე 1970წ. მომღერალი დაბ. სოფ ახალხოფელი გუდაუთა აფხაზეთი

2 0

გიორგი მაისურაძე 1817-85წწ გარდ. 68 წლის. მხატვარი, ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი; დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი.

1 0


ზაქარია მაისურაძე 1912-1971წწ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


კოსტა მაისურაძე (1881-1918) ქართველი ფალავანი ცხმორი, ონი, რაჭა. გრიგოლ ბასილია სგან

5 0


უჩა მაისურაძე დ.1986წ. მსოფლიო პრიზიორი ხელბურთი ლაგოდეხი

1 0

0 0 1


ტარიელ (ტარზან) მაისურაძე 1995წ მსოფლიო პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა სტეფანწმიდა

1 0

4 1 6


კოსტა მაისურაძე 1881-18წწ ქართველი ფალავანი ცხმორი, ონი

5 0


ლუკა მაისურაძე დ.1998წ. ახალგ. მსოფლიო ჩემპიონი ძიუდო ხაშური

1 0

8 8 14


მირიან მაისურაძე დ.1999წ. მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. ონი რაჭა

1 0

5 0 1


გიორგი ვასილის ძე მაისურაძე 1908-66წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. სოფ. ქვედი, ონი, რაჭა.

1 0