სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12259

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე 1850-192?  დეკანოზი, მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ფარცხანაყანები, წყალტუბო იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე 1850-192?  დეკანოზი, მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ფარცხანაყანები, წყალტუბო
ბმულის კოპირება



გვარი ფხაკაძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე 1850-192? დეკანოზი, მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ფარცხანაყანები, წყალტუბო

 იაკობ ფხაკაძე დაიბადა 1850 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანებში გლეხის ოჯახში. მისი ბაბუა გახლდათ მღვდელი და ძმებიც სასულიერო პირები იყვნენ: დეკანოზი ფილიპე, მღვდელი ტრიფონი, მღვდელი ლუკა.


   იაკობმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

   1874-1879 წლებში ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. წლების მანძილზე იყო ერევნის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერევნის განყოფილების თავმჯდომარე.

   1915 წელს ერევნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.


   1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1915 წელს ერევნის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1919 წლის იანვარში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მთავარი გამგეობის სხდომამ ერევნის განყოფილების თავმჯდომარის მამა იაკობის განცხადება განიხილა ამ განყოფილების გაუქმების შესახებ.

   იაკობ ფხაკაზე გარდაიცვალა 1920-იან წლებში. ზუსტი თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საპატიო წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2023
ბოლო რედაქტირება 05.10.2023
სულ რედაქტირებულია 1




ფხაკაძე

1 0

ფხაკაძე ფილიპე ოქროპირის ძე 1844-1922წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ფარცხანაყანევი, წყალტუბო. ქუთაისი

2 0

კობა ფხაკაძე 1967-93წწ. გარდ. 26 წლის, სოფ. აგუძერა გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარცხანაყანები წყალტუბო იმერეთი

3 0

ლევან და სოსო ფხაკაძე 100 მლნ ბიზნესმენი დაბ. თბილისი

2 0

თამარ ფხაკაძე 1957წ. დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი, ფილოლოგი დაბ. თბილისი

1 0


კობა ფხაკაძე დ.1984წ მსოფლიო პრიზიორი კრივი დაბ. ქუთაისი

1 0

0 0 2


ომარ ფხაკაძე 1944-93წწ ოლიმპ.მედალოსანი ველოსპორტი დაბ. ქუთაისი წარმ. სოფ. ფარცხანაყანები წყალტუბო იმერეთი

1 0

1 1 2