სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ფხაკაძე ფილიპე ოქროპირის ძე 1844-1922წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ფარცხანაყანევი, წყალტუბო. ქუთაისი ფხაკაძე ფილიპე ოქროპირის ძე 1844-1922წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ფარცხანაყანევი, წყალტუბო. ქუთაისი

1844-1922 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ფხაკაძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

467       ბეჭდვა

ფხაკაძე ფილიპე ოქროპირის ძე 1844-1922წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ფარცხანაყანევი, წყალტუბო. ქუთაისი

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

ფხაკაძე ფილიპე ოქროპირის ძე, 1872-1879წწ ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია, წყალტუბო. 1892-1917წწ ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძარი

დეკანოზი ფილიპე ფხაკაძე
დეკანოზი ფილიპე ოქროპირის ძე ფხაკაძე 1844 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ფარცხანაყანებში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მისი მეუღლე იყო პელაგია სიმონის ასული გრიგორიევა, თბილისის მამა-დავითის ფერისც- ვალების სახელობის ტაძრის განმაახლებლის მღვდელ თომა გრიგორიევის (შემდგომში მღვდელმონაზონი ფილოთეოსი) შთამომავალი, რომელთანაც მას სამი შვილი შეეძინა. სემინარიის დამთავრების შემდეგ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ფილიპეს ხელი დაასხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. მალე იგი გაიწვიეს რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომში სამხედრო მღვდლად. ომის დამთავრების შემდეგ იგი დაინიშნა თავის მშობლიური სოფლის, ფარცხანაყანების წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. ეს ეკლესია იყო ძველი, ხით აშენებული, მამა ფილიპეს მოთავეობით კი ახალი ქვის ეკლესია აიგო. 1880-იან წლებში დაჯილდოვდა საგვერდულითა და სკუფიით. მამა ფილიპეს თაოსნობითვე სოფელში სამრევლო-საეკლესიო სკოლა დაარსდა, სადაც თვითონვე ასწავლიდა. 1890 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამილავკით. 1892-93 წლებში დაინიშნა ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმსახურად. 1894 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1900 წლის 6 მაისს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1914 წელს დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით. 1921 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარიმ (ლეჟავა) ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის მიტრით დააჯილდოვდა. გარდაიცვალა 1922 წელს, 78 წლის ასაკში. მან ანდერძით ფარცხანაყანების წმ. გიორგის ეკლესიაში დასაფლავება ითხოვა, მაგრამ იგი ქუთაისის მთავარანგელოზთა ეკლესიაში დაასაფლავეს. II მსოფლიო ომის დროს კომუნისტებმა ქუთაისის მთავარანგელოზთა ეკლესია დაანგრიეს, რის გამოც შთამომავლებმა მამა ფილიპეს ნეშტი თავის მშობლიურ სოფელში გადაასვენეს და ფარცხანაყანევის წმ. გიორგის ეკლესიის· გალავანში დაასაფლავეს, რითაც აღსრულდა მისი ანდერძი. ბიოგრაფიული ცნობები მოგვაწოდა ნანა ლეჟავამ, ფოტო კი - ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახურმა ირაკლი ოთხმეზურმა.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.06.2023
ბოლო რედაქტირება 01.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0