ლევან იაშვილი მიხეილის ძე 1768-1836წწ გენერალი რუსეთის გენერალი ამბროლაური რაჭა
ლევან იაშვილი მიხეილის ძე (17 აგვისტო1768-19 აპრილი 1836) დაიბადა თავადის ოჯახში.
დაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი1786წელს.
1787-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, კერძოდ აკერმანის, ბენდერის და იზმაილის აღებაში; 1792-1795წწ. ვარშავისა და პრაღის გარემოცვასა და აღებაში; 1794-1799წწ. მსახურობდა ცხენოსან არტილერიაში; 1801 წლიდან გვარდიაში, პოლკოვნიკის ჩინით; 1805 წელს გაიგზავნა ავსტრიის სამფლობელოებში, სადაც ებრძოდა ფრანგებს ჰაილსბერგთან (1807), პროისიშ-აილაუსთან, გუტშტადტთან ფრიდლანდთან. 1808 წლის მარტიდან გენერალ-მაიორი. 1812 წელს სამამულო ომის დროს სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას პ. გ. ვიტგენშტეინის ცალკე კორპუსის შემადგენლობაში; 1812 წლის 18 ივლისს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი; 1813 წელს დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან; 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე იყო; 1832 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი; 1833 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით, მათშორის: 1794 წელს წმინდა გიორგის ჯვრით - პოლინეთის აჯანყების ჩაქრობისთვის, 1807 წელს ისევ წმინდა გიორგის ჯვრით - გამოჩენილი მამაცობისთვის. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი.