სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით იაშვილი) 1872-1961წწ დაბ. სოფ. საქობო სიღნაღი მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით იაშვილი) 1872-1961წწ დაბ. სოფ. საქობო სიღნაღი

1872-1961 წწ. გარდ. 89 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი იაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

244       ბეჭდვა

მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით იაშვილი) 1872-1961წწ დაბ. სოფ. საქობო სიღნაღი

მიტროპოლიტი დიმიტრი (ერისკაცობაში — დავით ილარიონის ძე იაშვილი; დ. 15 დეკემბერი, 1872, საქობო, სიღნაღის მაზრა — გ. 22 ივლისი, 1961, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.


მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილარიონის ძე იაშვილი, დაიბადა 1872 წლის 15 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ საქობოში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1888-1896 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების დევნა-შევიწროების გაძლიერების ხანას. ამ ნიადაგზე სემინარიაში არაერთხელ მომხდარა დაპირისპირება და შფოთი. სემინარიიდან გარიცხული მოსწავლეების უმრავლესობამ ახლადშექმნილ მარქსისტულ ჯგუფებში გადაინაცვლა. ახალგაზრდა დავით იაშვილმა შეინარჩუნა სულიერი სიმშვიდე და არჩეული გზის ერთგულება. სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი 1896-1898 წლებში მსახურობდა მართლმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად. 1898 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა საქობის ეკლესიის წინამძღვრად. ამავე დროს ასრულებდა სიღნაღის ეპარქიალური სასწვლებლის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.


1912 წელს მამა დავითი გადმოყვანილ იქნა თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. ამის შემდეგ იგი ძირითადად თბილისის ეკლესიებში მსახურობდა. მამა დავითი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, ქრისტიანული მოკრძალებითა და პირდაპირობით. 1952 წელს სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის წინადადებით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დიმიტრი. სულ მალე 80 წლის ასაკში იგი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 1958 წლიდან მეუფე დიმიტრი გახდა მიტროპოლიტი ბოდბისა და ალავერდისა. უწმიდესმა მელქისედეკ III-მ წერილობითი განკარგულებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი). 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. 11 იანვარს შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელიც გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ წერილობითი განკარგულებით დატოვებულმა ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი). პირველი სიტყვა ითხოვა ქიროტონიით უპირატესმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ ეტაპზე მოსაყდრეობა ეკუთვნის ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე), მის წინადადებას მხარი დაუჭირეს ქუთათელ-გაენათელმა ნაუმმა (შავიანიძე) და სინოდის წევრთა უმრავლესობამ. მიტროპოლიტმა დავითმა პირადი განცხადებით მოიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობა. ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ეფრემი, რომელიც შემდეგ გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მიტროპოლიტი დიმიტრი იყო საქართველოს ისტორიის, ქართული მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, თვითონაც წერდა ისტორიული ჟანრის მოთხრობებს, ნოველებს, რომელთა უმრავლესობა დაცულია იოსებ გრიშაშვილის არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.


მიტროპოლიტი დიმიტრი გარდაიცვალა 1961 წლის 22 ივლისს 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში. განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ, რომელმაც მიტროპოლიტი დიმიტრი დაახასიათა, როგორც მშვენიერი მქადაგებელი და ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე, რომლის სახელს არასოდეს დაივიწყებს ქართველი ერი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

სერგო ვარდოსანიძე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0


მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი) 1872-1961წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 


მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში – დავით ილარიონის ძე 
იაშვილი 1872 წლის 15 დეკემბერს 
სიღნაღის მაზრაში, სოფელ საქობაოში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 
1886-1890 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1890-1896 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 
1896-1898 წლებში სოფელ ჯუგაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 
ამავე პერიოდში დავითი დაქორწინდა ეკატერინე ილიას ასულზე (1880 წ.). მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: ზინაიდა – (1901 წ), მარგალიტა – (1904 წ.), 
ილია – (1906 წ.) და ნინო – (1908 წ.). 
1898 წლის 19 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწშინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის 
ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა (საგულისხმოა, რომ ამავე დღეს აკურთხეს მღვდელმთავრად ეპისკოპოსი ლეონიდე, 
რომელმაც, თავის მხრივ, დიაკვნად აკურთხა დავით იაშვილი), ამავე წლის 23 აპრილს კი საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი)
მღვდლად დაასხა ხელი და საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 
მღვდლად კურთხევის შემდეგ მამა დავითი კვლავ განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 
1900 წლის 24 იანვარს სიღნაღის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედვე
გვ485
ლად დაინიშნა. 1900 წლის 23 მარტს თბილისის ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოში, სიღნაღის განყოფილების თავჯდომარედ. 
ხაზინადრად და საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1901 წლის 6 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1904 წლის 20 თებერვლიდან ზაქათალას ოლქში მდებარე ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლებიც მას 
ჩააბარეს და გაწეული ღვაწლისათვის ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) სკუფია უბოძა. 
1903 წლის 27 ოქტომბერს იკურთხა საქობაოს ახალი ეკლესია, რაზხედაც მამა დავითმა პირადი ხარჯებიღან 500 მანეთი გაიღო. 
ამის გამო, 1905 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისიხს ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 
6 მაისს სასწავლო კომიტეტის წარდგინებით, ამ დარგში კეთილსინდისიერი სამსახურისთვის კამილავკა ეწყალობა. 
1909 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 
1912 წლის 23 ივნისს 9 მღვდელი დავითი თბილისში გადმოიყვანეს და ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის 
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1915 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მამა დავითს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. ეკლესიაში მეორე მღვდელი 
ეროვნებით რუსი იყო და დიდძალი მრევლი ჰყავდა. ისინი ძლიერ ავიწროებდნენ ქართულ მრევლს, ბევრჯერ მამა დავითსაც 
მიაყენეს შეურაცხყოფა. 
1917 დეკანოზი დავითი მეუღლესთან წლის 12 მარტს (ახალი სტილით: 25 მარტს) აღდგა საქარ


გვ486
თველოს მართლმაღიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. ამ მოვლენის შემდეგ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა, რუსი სამღვდელოება არ 
სცნობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი პრივილეგიები ჩვენს ეკლესიაში. 
საქმე იქამდე მივიდა, რომ გადაყენებული ეგზარქოსის ქორეპისკოპოსმა, ბაქოს ეპარქიის მმართველშა გრიგოლმა (იაცკოვსკი) 1917 წლის ივნისში სრულიად 
უკანონოდ გადააყენა მამა დავითი ტაძრის წინამძღვრობიდან და სამრევლო რუს მღვდელს ჩააბარა. დილით ეკლესიაში მისული მამა დავითი 
რუსემა მრევლმა ტაძარში არ შეუშვა. აი, რას წერდა ამ ამბავთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 1917 წლის ერთ-ერთ ნომერში: 
„კვირას, თიბათვის 18-ს, საღამოთი, დეკანოზ დავით იაშვილთან მივიდა დეპუტაცია შვიდი კაცისაგან და ავლაბრის წმინდა მარინესა და მთავარანგელოზის 
ქართველ მრევლთა შემაერთებელი კრების დადგენილების თანახმად, მხურვალე თანაგრძნობა გამოუცხადა იმ ინციდენტისა და უსიამოვნების გამო, 
რომლებიც მას ამ ბოლო დროს გადახდა თავს. 
ამ დღეს მთავარანგელოზის ეკლესიაში მწირველი იყო ახლად დანიშნული რუსის მღვდელი. ქარეველი მრევლის თხოვნით, 
დეკანოზი დავითიც სამწირველოში შეიმოსა, რომ რუსის მღვდელთან ერთად ეწირნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნება არ დართო. 
წირვის შემდეგ რამდენიმე ქართველმა რუს მოძღვარს კერძო მღვდელმსახურების შესრულება სთხოვა, მაგრამ მან თარჯიმნის საშუალებით განუცხადა 
ქართულად მსახურების უცოდინრობის გამო. დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა წირვის შემდეგ ქართველ და რუს მრევლთა შორის იმის თაობაზე, ვის უნდა 
ჩაბარებოდა ეკლესიის გასაღები. მოწვეულ იქნა ადგილობრივი კომისარი, რომელმაც ორივე მხრის თანხმობით, საყდრის გასაღები 
ნეიტრალურ პირს გადასცა, ვიდრე საყდრის საკითხი გადაწყდებოდეს, საყდარი დაკეტილი იქნება“.
გვ487

ამ დაპირისპირებამ კიდევ რამდენიმე თვე გასტანა, საბოლოოდ, მამა დავითის ბრძნული და მტკიცე ქმედებების შემდეგ ტაძარი ისევ ქართველებს დარჩათ. 
1921 წლის 25 თებერვლიდან, კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ეკლესიისა და სასულიერო პირების მდგომარეობა მეტად დამძიმდა. 
გამონაკლისი არც დეკანოზი დავითი ყოფილა. 
1923 წლის 26 აპრილს იგი წერილს უგზავნის საკათოლიკოსო საბჭოს და თავის მძიმე მდგომარეობას მოუთხრობს:
„1921 წლიდან მე ვმსახურობ ქალთა პირველ საავადმყოფოში საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე. აქამდე მითმენდნენ ანაფორით სამსახურში სიარულს, 
მაგრამ ამ მოკლე ხანში, როგორც საავადმყოფოს მთავრობამ, ნამეტნავად კი აღმასკომმა, წინადადება მომცა კატეგორიულად: ან ანაფორა გაიხადე, 
ან დატოვე აქაურობაო. ამავე დროს, კახეთში, სადაც მამულები მაქვს და რომლისაგანაც უმეტესად ვსაზრდოობდი, მიწკომმა ჩამომართვა ყველა მამულ-დედული, 
როგორც მღვდელს და დიდი ცდილობის შემდეგ დამთანხმდა ზოგიერთი მამულების უკანვე დაბრუნებას, თუ ანაფორას გავიხდიდი და დავანებებდი თავს მღვდლობას. 
ასე რომ, ყოველიმხრიდან წრე შემომევლო და ორში ერთი უნდა ამერჩია. ამა წლის 19 აპრილს იძულებული გავხდი, გამეხადა ანაფორა, 
რაც ვაცნობე სასულიერო უწყებას, მაგრამ გავიხადე თუ არა ანაფორა, მომთხოვეს რომ მასთან ერთად მიმეტოვებინა ეკლესიაში და მრევლში სამსახური,
რაზედაც დავემორჩილე, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. მაგრამ, მიუხედავად ყოვე 
გვ488
ლივე ამისა, მე მღვდლობიდან სამუდამოდ ხელს არ ვიღებ და თუ რაიმე შელავათი მომეცა ცხოვრებაში, მაგალითად: ერთერთი შვილის სამსახურში ჩაყენება, 
მე ისევ დავუბრუნდები ჩემს ნაამაგდარ ეკლესიას, რომლის გამოც ამდენი დავიდარაბა და უსიამოვნება გადამიტანია“. 
თბილისის პირველ საავადმყოფოში მამა დავითმა 1934 წლამდე იმუშავა. 
1934-1948 წლებში იგი თვალის დისპანსერში საქმისმწარმოებლად და ბუღალტრად მუშაობდა. 
1949 წლის 30 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და 
თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 
1952 წლის 14 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) ბერად აღკვეცა და სახელად დიმიტრი უწოდა. 
მეორე დღეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ქორეპისკოპოსად დანიშნა· 
1953 წლიდან მასვე დაევალა ბოდბის ეპარქიის (სიღნაღის, გურჯაანის, წითელწყაროსა და ლაგოდეხის რაიონები) მართვა-გამგეობა. 
1957-1958 წლებში ალავერდის ეპარქიასაც განაგებდა· 
1958 წელს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 
მიტროპოლიტი დიმიტრი 1961 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. თავისი ანდერძის თანახმად, იგი თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა 
და პავლეს სახელობის ეკლესიაში დაიკრძალა.
თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი) შემოგვინახა მოგონებები მეუფე დიმიტრის შესახებ, 
სადაც კარგად არის აღწერილი მისი გარეგნული და შინაგანი თვისებები: 
„ჩემს სიცოცხლეში შევხვედრივარ სულიერად მშვენიერ ადამიანს, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით. მისი კეთილშობილება მჟღავნდებოდა მისსავე 
სიტყვასა და მოძრაობაში. 
გვ489

მასში იგრძნობოდა არა ღვლარჭნილი მანევრულობა, არამედ სულის კეთილშობილური უბრალოება. იგი გახლდათ მიტროპოლიტი 
დიმიტრი, არა მარტო წარმოშობით არისტოკრატი, არამედ სულიერადაც დიდებული. ის არ იყო ასკეტი ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, 
ჰქონდა ნიჭი ადამიანთა სიყვარულისა. მისი სათნოება, სულიერი თანადგომა ერთგვარ დედობრივ სინაზემდე მიდიოდა, მისი დიდსულოვნება და სხვათა 
სულებთან ურთიერთობის უნარი, მისი უმაღლესი წოდებრივი კულტურა, რომელიც არ იყო დადაღული წოდებრივი სიამაყით, მის გარშემო განსაკუთრებულად 
თბილ ატმოსფეროს ქმნიდა და ის, ვინც მის სახლში მიდიოდა, თითქოს მისი ოჯახის წევრი ხდებოდა. 
კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ინტელიგენტობა და ინტელექტუალობა მასში გულის სიცოცხლეს ვერ თრგუნავდა, ის არა მარტო საღვთისმეტყველო 
სტატიებს წერდა, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად, „პასუხი პროფესორ კეკელიძეს“, ქრისტიანობის აპოლოგიას წარმოადგენდა. ახალგაზრდობაში ლექსებსა 
და დრამებსაც თხზავდა,რომელთაც ლიტერატურულ წრეებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, მაგრამ მათი გამოქვეყნება ვერ შეძლო, ვინაიდან სასულიერო პირი გახლდათ. იგი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოქადაგე, მისი 
სიტყვა სიწმინდით და ენის მოხდენილობით გამოირჩეოდა. 
იმავე დროს ბავშვივით უბრალო იყო. ის ვერ წარმოიდგენდა სხვების ბოროტებას, ამიტომაც ხშირად ატყუებდნენ და ბოროტად იყენებდნენ მის მიმნდობლობას. 
უცნაურად მოგე
გვ490
ჩვენებათ, რომ ამ მეტისმეტად გონიერ კაცს, რომელიც ჩინებული ლიტერატორი იყო, კარგად იცნობდა ფსიქოლოგიას, მათ 
შორის ცოდვის ფსიქოლოგიას, არ სჯერდებოდა, რომ თანამოსაუბრეს შეეძლო მისთვის თვალებში ეცქირა და ეცრუა. აქაც 
ფსიქოლოგიური პარადოქსია: ადამიანი, რომელიც სხვებზე თავის აზრს აყალიბებს, მის ადგილას საკუთარ თავს აყენებს, მერე კი 
აანალიზებს, როგორ მოიქცეოდა ის (სინამდვილეში თვითონ) მოცემულ სიტუაციაში. ამიტომაც კეთილშობილი ადამიანი 
ძნელად წარმოიდგენს სხვის უნამუსობას. მაშინაც კი, თუნდაც აშკარა სიცრუეს ხედავდეს, რომელიც შესაძლოა ხიფათის ქვეშ 
აყენებდეს მას, ეცდება, ის რაღაც გაუგებრობით ახსნას. არასოდეს მომისმენია მიტროპოლიტ დიმიტრისგან უხეშად ნათქვამი,
გაბრაზებული ანდა მოუთმენელი ტონით წარმოთქმული სიტყვა. ის მუდამ მზად იყო, სხვისი სიმძიმე ეტვირთა. როცა 
მონაზვნად კურთხევისას მას წმინდა დემეტრე თავდადებულის პატივად სახელად დიმიტრი უწოდეს, თქვა: „ვისურვებდი მის 
ადგილას ყოფნას, რომ საკუთარი სიცოცხლე გავწირო ჩემი ერისთვისო“. 
მას კიდევ ჰქონდა ერთი, ჩვენი დროისათვის იშვიათი თვისება: ცდილობდა, არავინ განეკითხა, თითქოს ეშინოდა, სიტყვით 
ადამიანისთვის შორიდანაც კი არ მიეყენებინა ტკივილი. სულმოკლე ადამიანები ადვილად და სიამოვნებით განიკითხავენ სხვებს, 
რათა შექმნან შავი ფონი, რომელზეც მათი სახის გამუქებული ფერი ნათლად გამოჩნდება. ასეთი ადამიანები, ვითომდა 
სიმართლის სახელით, სხვის ნაკლს ამხელენ, სინამდვილეში კი იმიტომ აკეთებენ, რომ მათი კნინი ზნეობა და დამყაყებული 
ცხოვრება მოწესრიგებული მოგვეჩვენოს. ეს თავდაცვაა მელანთევზასი, რომელიც შავ სითხეს უშვებს დასამალავად. 
კეთილ-შობილი სულის ერთ-ერთი თვისებაა ის, რომ ყველა შემთხვევისას ცდილობს სხვისი სახელის პატივი (ღირსება) შეინახოს, როგორც 
მამაცი მხედარი ცდილობს, დაიფაროს თანამოძმე და თვით დაჭრილი მტერიც კი. 
გვ491

მიტროპოლიტი დიმიტრი ადრე დაქვრივდა. თავისი დიდი წესიერების გამო არ სურდა, მოსამსახურე ქალს მის სახლში ეცხოვრა და ამას ხალხის საყვედური 
გამოეწვია. მისმა ქალიშვილმა ქრისტიანული ღვაწლი იტვირთა: აღარ გათხოვდა და მამის მსახურებას მიუძღვნა სიცოცხლე. 
მიტროპოლიტ დიმიტრის სახლის კარები, ისევე როგორც მისი გულისა, ღია იყო ყველასთვის. მისგან ყველა ნუგეშცემული მიდიოდა
იმის შეგრძნებითაც, რომ სამყაროს აღსასრულამდე არ განილევა ის ძალა, რომელსაც სიყვარულს ეძახიან, სიყვარული კი, როგორც მცენარეს მზის სითბო, 
ყოველი კაცის სულს სჭირდება, რანაირიც არ უნდა იყოს ის. თავისი მიმნდობლობით მიტროპოლიტ დიმიტრის ხშირად თავს ესხმოდნენ, ეკვეთებოდნენ, 
მაგრამ გეგონებოდა, მას უნდოდა თავდასხმების სხვათათვის აცილება და საკუთარ თავზე მიღება.  
ხშირად სიკეთეს უმადურობით უხდიდნენ, მაგრამ ის თითქოს ვერ ამჩნევდა ამას და ადრინდელი სიყვარულით განაგრძობდა  
მათთან ურთიერთობას. 
მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მშობლებმა სურათების გალერეაში წამიყვანეს. ხარბად უცქერდი ძველ 
ოსტატთა ნახატებს, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ რაინდები, თავადები, ჭაღარა ბერიკაცები, მათ სახეებზე სულიერი დიდებულება აღბეჭდილიყო. 
როგორ ვწუხდი, რომ ეს ხალხი აღარ იყო ცოცხალი! მიტროპოლიტ დიმიტრის რომ ვიხსენებ, მეჩვენება, თითქოს ერთ-ერთი ის ძველი პორტრეტი გამიცოცხლდა,
გვ492
ტილოდან გადმოვიდა და ჩემს წინ დადგა. მე მიტროპოლიტ დიმიტრის სახით სულიერ რაინდს ვხედავდი და კიდევ იმას, 
რაც ჩემთვის გამოუთქმელად ძვირფასია: ძველ, წარსულ საქართველოს“. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2022
ბოლო რედაქტირება 08.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0