დაიბადა თავად ხახუ ჩიჩუას ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1820 წლიდან ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1834-1836 წლებში ჯრუჭის მონასტრის მორჩილია. 1836 წლიდან კვლავ ხობის მონასტერშია.
1837 წლის 30 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი სწერდა სამეგრელოს ეპისკოპოს გიორგის (კუხალაშვილი): „გარდაცვალებულის თავადისა ჩემისა ხახუ ჩიჩუას ძე მორჩილებასა შინა მყოფი ბესარიონ ჩიჩუა შემოვიდა რა ჩემთან თხოვნითა თვისითა და განმიცხადა რა, რომელ წრფელისა სურვილისა გამო, თვისისა მეთექვემეტესა წელსა შობიდგან თვისისა შესულა მორჩილებასა შინა და დაუყვიეს მას შინა თოთხმეტი წელი. მთხოვა ნების მიცემა და წარწერა ვისდამიცა ჯერ არს აღკვეცად და ხელდასხმად მისსა, ადგილსა მყოფოს ხოფის მონასტერსა შინა მღვდელმონაზონის თომასსა. ვითარისა თხოვნისა გამო ვითხოვ რა მორჩილისა ბესარიონ ჩიჩუას საეროს ცხოვრებისაგან, ვაძლევ მას ამით ნებას შესვლად შავსა სასულიერო წოდებასა შინა და თქვენ წარმოგიგზავნი რა არზასა მისსა, მოგიწერ, უკეთუ სასულიეროს მხრით დაბრკოლება არა ნახო რა მას შინა, მაშინ წარადგინო, სადაცა ჯერ არს სია ნამსახურებათა მისისა და გამოითხოვო მისთვის აღკვეცა ბერობისა სქიმისა და კურთხევა დიაკონობისა და მღვდელმონაზონობისა“. ერთი წლის შემდეგ, 1840 წლის 31 დეკემბერს, მარტვილის საკათედრო ტაძარში სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი) მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცა და სახელად ბართლომე უწოდა (შემდგომში იგი მაინც ბესარიონის სახელით მოიხსენიებოდა), 1841 წლის 30 მარტს კი დიაკვნად აკურთხა. 1846 წლის 1 ოქტომბერს სამეგრელოს ეპისკოპოსის, ანტონის (დადიანი) ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა. 1850 წლის 14 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1854 წლის 14 მარტს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1854 წლის 1 აგვისტოს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1857 წლის 7 მარტს ბართლომე ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და არქიმანდრიტის პატივში აიყვანეს. 1863 წლის 1 იანვარს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი), გორის ეპისკოპოს გერონტისა (პაპიტაშვილი) და იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელის (ქიქოძე) ხელდასხმით ეპისკოპოსად ეკურთხა და სამეგრელოს სავიკარიო ეპარქიის მმართველად დაინიშნა.
1863 წლის 22 იანვარს ბართლომემ პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღასრულა მარტვილის საკათედრო ტაძარში, სადაც მას სამღვდელოების სახელით ეპისკოპოსად ხელდასხმა მიულოცა დეკანოზმა ლუკა გაწერელიამ: „ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! სახარულევანი შემთხვევა, რომელსაცა მოელოდა კათედრა ესე, სრულ იქმნა სანუგეშოდ სამეგრელოს საზოგადოებათა. დაუსაბამომან განგებულებამან ღვთისამან, კეთილმნებებელობითა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათა აღმოგირჩიათ თქვენ, სამეგრელოს შვილი, მწყემსმთავრად მისვე მინგრელიის ეპარქიისა. ჩვენ ვსასოებთ, რომელ მმართველობა და მწყსვა თქვენი ამა ეპარქიასა შინა იქმნებიან კეთილნი და ნაყოფიერნი, ვითარცა ძველთა მღვდელმთავართა, ჩვენთა მემამულეთა, რომელნიცა, შეძლებისაებრ მათისა, ფრიად მეცადინეობდნენ განმტკიცებისათვის ყოვლისა ქრისტიანობრივისა წესისა სამეგრელოს შინა“.
ბართლომეს მღვდელმთავრობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მან, როგორც მღვდელმთავარმა, სამეგრელოს მრევლში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში.
გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
„საქართველოს სასულიერო მახარებელი“, 1865, №199-200;
სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №6138; საქმე №17704.
„საპატრიარქოს უწყებანი“, 2009, №10.
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.19
ეპისკოპოსი ბართლომე (ჩიჩუა) 1804-1864
ეპისკოპოსი ბართლომე — ერისკაცობაში ბესარიონ ხახუს ძე ჩიჩუა ― 1804 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1820 წლიდან ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საღმრთო წერილი, წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1834-36 წლებში ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილია. 1836 წლიდან ისევ ხობის მონასტერშია. 1837 წლის 30 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი ლევან დიანი სამეგრელოს ეპისკოპოსს გიორგის (კუხალაშვილს) წერს: „გარდაცვალებულის თავადისა ჩემისა ხახუ ჩიჩუას ძე, მორჩილებასა შინა მყოფი ბესარიონ ჩიჩუა შემოვიდა რა ჩემთან თხოვნითა თვისითა და განმიცხადა რა, რომელ წრფელისა სურვილისა გამო თვისისა მეთექვსმეტესა წელსა შობიდგან თვისისა შესულა მორჩილებასა შინა და დაუყვიეს მას შინა თოთხმეტი წელი. მთხოვა ნების მიცემა და წარწერა ვისდამიცა ჯერ არს აღკვეცად და ხელდასხმად მისსა, ადგილსა მყოფოს ხოფის მონასტერსსა შინა მღვდელ-მონაზონის მასსა. ვითარისა თხოვნისა გამო, ვითხოვ რა მორჩილისა ბესარიონ ჩიჩუას საეროს ცხოვრებისაგან, ვაძლევ მას ამით ნებას შესვლად შავსა სასულიერო წოკებასა შინა და თქვენ წარმოგიგზავნი რა არზასა მისსა, მოგიწერ უკეთუ სასულიეროს მხრით დაბრკოლება არა ნახო რა მას შინა, მაშინ წარადგინო, სადაცა ჯერ არს სია ნამსახურებათა მისისა და გამოითხოვო მისთვის აღკვეცა ბერობისა სქემისა და კურთხევა დიაკონობისა და მღვდელ-მონაზონობისა“. 1840 წლის 31 დეკემბერს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილმა) მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცა და სახელად ბართლომე უწოდა. 1841 წლის 30 მარტს კი დიაკვნად აკურთხა. 1846 წლის 1 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ანტონმა. (დადიანმა) მღვდლად დაასხა ხელი. 1854 წლის 1 აგვისტოს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1857 წლის 7 მარტს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1863 წლის 1 იანვარს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილმა) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა. 1863 წლის 22 იანვარს მეუფე ბართლომემ პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღასრულა მარტვილის საკათედრო ტაძარში, სადაც მას ეპისკოპოსად ხელდასხმა სამღვდელოების სახელით დეკანოზმა ლუკა გაწერელიამ მიულოცა: „ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! სახარულევანი შემთხვევა, რომელსაცა მოელოდა კათედრა ესე, სრულ იქმნა სანუგეშოდ სამეგრელოს საზოგადოებათა. დაუსაბამომან განგებულებამან ღვთისამან, კეთილ-მნებებელობითა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათა, აღმოგირჩიათ თქვენ, სამეგრელოს შვილი, მწყემსმთავრად მისვე მინგრელიის ეპარქიისა. ჩვენ ვსასოებთ, რომელ მმართველობა და მწყსვა თქვენი ამა ეპარქიასა შინა იქმნებიან კეთილნი და ნაყოფიერნი, ვითარცა ძველთა მღვდელმთავართა, ჩვენთა მემამულეთა, რომელნიცა, შეძლებისაებრ მათისა, ფრიად მეცადინეობდნენ განმტკიცებისათვის ყოვლისა ქრისტიანობრივისა წესისა სამეგრელოს შინა. მოწყალეო მწყემსმთავარო! სამღვდელონი მენგრელიისა შევსწირავთ დიდ- სა მადლობასა და თაყვანისცემასა მამასა ზეცათასა, და ვილოცავთ ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათვის მონიჭებისათვის ჩვენდა ესრეთისა მწყემსმთავრისა. ჩვენ ყოველნი სულიერითა სიხარულითა ვისწრაფით მიგებებად თქვენდა, ვითარცა ახლისა მწყემსმთავრისა ჩვენისა, და მოგილოცავთ მღვდელმთავრობასა და აღსვლასა მარტვილის კათედრასა ზედა. წარმართნეს უფალმან მამობრივნი მზრუნველობანი თქვენნი მენგრელიას შინა, და გყოს მრა- ვალჟამიერ სანუგეშოდ და სასიხარულოდ ჩვენდა, კეთილ-საიმედოთა სკიტათა და სამწყსოთა თქვენთა, და სადიდებელად ღვთისა და სასარგებლოდ ეკლესიისა და მამულისა! გვაკურთხენ ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, დიდითა მით კურთხევითა თქვენითა“. სამწუხაროდ, ეპისკოპოს ბართლომეს არ დასცალდა ეპარქიის დიდი ხნით გაძღოლა, იგი 1864 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. მეუფე ბართლომეს ნეკროლოგი დაიბეჭდა მაშინ გამომავალ ქართულ ჟურნალში „საქართველოს სასულიერო მახარებელში“ — „15 დეკემბერს 1864-სა წელსა, მიიცვალა მარტვილს (მინგრელიაში), შემდგომად სამის დღის ავადმყოფობისა, ყოვლადსამღვდელო ბესარიონ (ნეკროლოგში ყველგან იხსენიება ერისკაცობის სახე-..
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.20
ეპისკოპოსი ბართლომე (ჩიჩუა) 1804-1864 (დასასრული)
ლით გ. მ.) ეპისკოპოსი მინგრელიისა, 54-სა წლისა შობიდგან (შეცდომაა, გარდაიცვალა 60 წლის გ. მ.) მსახურება მისი ქრისტეს ეკლესიისა, ეპისკოპოსობის ხარისხში, იყო მოკლე დროებითი, ესე იგი — ორი წლის ნაკლებ, მაგრამ ხსენება მისი სასიამოვნოა ყოველთა ნაცნობთა მისთათვის, და უმეტესად მინგრელიის ეპარქიისათვის, რომლისაცა იყო იგი ფრიად საყუარელი მწყემსი. ყოვლად-სამღვდელო ბესარიონ, გვაროვნებით სამეგრელოს თავადთაგანი ჩიჩუა, არქიმანდრიტობის ხარისხში იმყოფებოდა ხობის მონასტრის წინამძღვრად, რომელიცა არის სამეგრელოში. მღვდელმთავრად ხელდასხმულ იქნა 1 იანვარს 1863-სა წელსა. სწავლა-განათლება არ მიუღია მას უმაღლეს სასწავლებელში, არამედ აღიზარდა თავის სახლში და მონასტერში, მაგრამ კარგად იცოდა მან ყოველივე წესი სამწყსოს მართვისა მწყემსობრივი გონიერებით და განმხილველობით, სიყვარულით და სიმშვიდით. ესრეთითა თვისებითა მალე მოიპოვა მან მთელს სამეგრელოში სიყვარული და პატივისცემა. მზაკვრობა და ბოროტება, პირმოთნეობა და პირ-მხედველობა, ქრთამის-მოყვარება და დიდების-მოყვარება, ამპარ- ტავნება და უდრეკელობა, ანუ უდიარობა, სისწრაფე და დაუფიქრებლობა, რაიცა შეემთხვევათ ზოგიერთს დიდკაცებს და მწყემსმთავრებსაც — ყოვლადსამღვდელო ბესარიონში სრულიად არ იპოებოდა, ანუ არა ჩანდა, და გულთა მხილველი ღმერთი არს, ამისთვის მთავრობასა და გარეშე პირთაცა აქუნდათ მას ზედა ძლიერ კეთილი აზრი, და უწოდებდნენ მას ფრიად კეთილ-გონიერ მწყემსმთავრად რიცხვთა შორის საქართველოს ეკლესიების მღვდელმთავართა. შესახებელად ჩვენისა რედაქციისა სიმართლე ითხოვს ვახსენოთ, რომ შემდგომად მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ეგზარქოსისა, ყოვლადსამღვდელო ბესარიონმა აღმოგვიჩინა ჩვენ დიდი შემწეობა განსამრავლებელად ჩვენისა ჟურნალისა თავის ეპარქიაში, და კიდეც აღგვითქვა მომეტებული შემწეობა, მაგრამ იყავნ ნება ღვთისა! საკვირველი საქმეა! პირველ იანვარს 1863-სა წელსა ჩვენ მივულოცეთ ყოვლადსამღვდელო ბესარიონს ახალი წელი, ახალი ხარისხი და ახალი ბედნიერება, და ვისურვეთ მისთვის ყოველი კეთილი, და იანვარში 1865-სა წელსა მოგვიხდა ჩვენ გამოცხადება მისი სიკვდილისა. სჩანს, რომ ის არ ყოფილა დიდად მოსურნე ქვეყნიერის ბედნიერებისა, არამედ ყოველი აზრი და ფიქრი ჰქონია მიქცეული ზეცად „სათნო ეყო უფალსა სული მისი. ამისთვის აღიტაცა იგი შორის უკეთურებისა, რათა არა ბოროტებამან შესცვალოს გული მისი, ანუ მზაკვარებამან აცთუნოს სული მისი“... განუსვენოს უფალმან სულსა ამა კეთილისა მწყემსმთავრისა საყოფელსა შინა მართალთასა, ადგილსა განსასვენებელსა! და იყავნ სტრიქონნი ესე სახსენებელად მისისა კეთილ-მმარ- თველობისა და კეთილ-მზრუნველობისა ქრისტეს ეკლესიისათვის, და სამოწმებელად ჭეშმარიტისა ჩვენისა პატივისცემისა მისდა მიმართ!“