სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გელაშვილი სერგო დეკანოზი. დახვრიტეს 1924 წელს სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი გელაშვილი სერგო დეკანოზი. დახვრიტეს 1924 წელს სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი
ბმულის კოპირება



გვარი გელაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

გელაშვილი სერგო დეკანოზი. დახვრიტეს 1924 წელს სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი

გელაშვილი სერგი 1920-24წწ მღვდელი . დახვრიტა და ამის დახვრეტის სრული ისტორიაც მაქვს 1916 წელს დაბადებული მიტუშა ქართველიშვილის ნაამბობი რომელიც ბავშვი იყო და უშუალოდ დაესწრო მღვდლის დაპატიმრებას.

მამა სერგი გელაშვილი ალის თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდელი 1920 -24 . 1924 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ბრილის ღვთაების სახელობის ეკლესიას ( ეს ის სოფელია სადაც ნაპოვნია დავით კურაპალატის ლაშქრის საწინამძღრო ჯვარი, რომელიც ეროვნულ მუზეუმში ბრილის ჯვრითაა ცნობილი და რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სხვა საგანძურთან ერთად დაუბრუნა საქართველოს) დილით წირვის დროს ოთხი ცხენოსანი ჩეკისტი მიადგა , პირველი რაც გააკეთეს კიბე მოითხოვეს ეკლესიის სახურავზე ავიდნენ  ჯვარი მოტეხეს და ძირს გადმოაგდეს. მღვდელს მოსთხოვეს გარეთ გამოსულიყო, მრევლის წინ მამა სერგი გელაშვილს წვერი გაეპარსა , ანაფორა გაეხადა, უფალი დაეგმო.  როდესაც მღვდლისგან უარი მიიღეს მას დაუწყეს თოკით გაკოჭვა,  მამა სერგის მრევლი მიეხმარა , მღდელმა ხალხი დააწყნარა ტაძარში შევიდა ცოტა ხანი ილოცა გამოვიდა და ჩეკისტებს მორჩილად გაჰყვა . მამა სერგი გელაშვილი ამ ამბიდან სამ დღეში , სოფელ გომში სოციალ ფედერალისტის სტატუსით დახვრიტეს, მიზეზად ქაქუცა ჩოლოყაშვილის და შეფიცულთა ლოცვებში მოხსენიება წაუყენეს.

ოჯახთან ერთდ

ბრილის საწინამძღვრო ჯვარი — (X ს.), ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუში, ნაპოვნია 1898 წ. სოფ. ბრილში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), საიდანაც თავდაპირველად საქართველოს საეკლესიო მუზეუმში მოხვდა, შემდეგ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი პარიზიდან ისევ თბილისს დაუბრუნდა (1945) და ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა.

ჯვარი (36.5 X 16 სმ) ვერცხლის ერთი მთლიანი მასიური ფირფიტისაგან არის გამოჭედილი, ორივე მხრიდან ერთიანად მოოქრული. წინა პირი ქანდაკოვანი ფიგურებითაა დატვირთული. მკაფიოდ გამოყოფილი ჯვარცმული ქრისტეს გარშემო ბევრად უფრო მომცრო ზომის გამოსახულებებია, ჯვრის მკლავებზე კი – ღვთისმშობელი (მარცხნივ) და წმ. იოანე მახარებელი (მარჯვნივ); ქრისტეს აქეთ-იქით ჩამატებულია ორივე ავაზაკი. ზედა მკლავზე გამოსახულია მამაღმერთი და ორი ანგელოზი, ქვემოთ – ღვთისმშობელი ყრმით და სამი ნახევარფიგურით, შუაში მაკურთხებელი წმინდანი და ორი ანგელოზია. სახელურის ბურთები (12 მოციქული) და ჯვრის ზურგის მთელი ზედაპირი გრავირებით შესრულებული ორნამენტითაა მოფენილი. ქვედა მკლავის ბოლოზე, ფოთლის მონახაზში ჩართულია ოქრომჭედელი ოსტატის მოკრძალებული მინაწერი: „ასათ მოქმედი“. ჯვრის დამათარიღებელი წარწერა წინა პირზეა ამოკვეთილი, ქვემოთ, ღვთისმშობლის ორივე მხარეს: „ქრისტე, ადიდე დღეგრძელებით დავით კურაპალატი, ამინ“. ეს არის დავით III ტაო-კლარჯეთის მფლობელი, X ს. II ნახევრის ცნობილი პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა გაერთიანებისათვის ბრძოლის გზაზე და განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ტაო-კლარჯეთის კულტცხოვრების აღორძინებას. იგი გარდაიცვალა 1001 წ., ხოლო ბრილის ჯვრის წარწერის მიხედვით, დავითი ცოცხალია („...ადიდე დღეგრძელებით“).

სოფელ ბრილში, სადაც აღმოჩენილია ჯვარი, დგას სამი ტაძარი – წმ. ნინოს ეკლესია, რომელიც აგებულია მეფე ერეკლე I-ის მეფობაში (1688-1703); მის მახლობლად, სოფლის სასაფლაოზე დგას XI ს. ღვთაების ეკლესია, რომელშიც შემორჩენილია ბარელიეფის ფრაგმენტი, მაღალი ხელოვნებით შესრულებული რამდენიმეფიგურიანი კომპოზიციით. ღვთაების ტაძრის ეზოში მოწყობილია სამალავი, რომელიც 100 კაცზე მეტს იტევდა და გვირაბით უკავშირდებოდა წმ. ნინოს ეკლესიას. მესამე ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული და მდებარეობს ღვთაების ეკლესიიდან ჩრდილოეთით მაღალ ბორცვზე. ტაძართან აღმოჩნდა ქვაზე ნაკვეთი წარწერის ფრაგმენტები, რომლებიც პალეოგრაფიულად IX-X სს.-ით თარიღდება.

თ. საყვარელიძე

ლიტერატურა

ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;

Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959,

его же, Золотых дел мастера Асата работа для Таосского владетеля, царя царей Давида Куропалата, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1948, ტ. 15 B.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

მადლობა იმედა ჯემალის ძე ჩუბინიძემ დაბ. 1974 წელს სოფელ ბრლიში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




გელაშვილი რევაზი (რეზო) შოთას ძე დაბ. 1968წ. დეკანოზი სოფ. ბაისუბნის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი

2 0

გელაშვილი მაკრინე დაბ. ქარელი 1978წ. მონაზონი კორცხელის დედათა მონასტერი, დაბ. სოფ. ახალსოფელი, ქარელი

2 0

გელაშვილი

1 0

ელგუჯა ვახტანგის ძე გელაშვილი გარდ. სამშობლოსთვის დაბ. ქარელი

2 0


გიორგი გელაშვილი გარდ. 1964-93 გარდ. 29 წლის, ტამიში აფხაზეთი მფრინავი დაბ. სართიჭალა საგარეჯო

3 0

მერაბი გელაშვილი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, სოხუმი დაბ. სოფ. ბროლოსანი ხაშური

2 0


თეიმურაზ გელაშვილი 1951-92წწ გარდ აფხაზეთი დაბ. მარნეული

2 0


დათო გელაშვილი 1965-92 წწ გარდ. გაგრა დაბ. ხაშური

3 0


თეიმურაზ გელაშვილი 1955-92 წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური

3 0


მერაბ სერგოს ძე გელაშვილი 1966-92წწ მფრინავი გარდ. 26 წლის ათარა აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური გალი

4 0


რეზო ალექსანდრეს ძე გელაშვილი 1964-93წწ გარდ. 29 წლის სოხუმი აფხაზეთში, დაბ. გულრიფში

2 0

ჯემალ გელაშვილი ვლადიმერის ძე 1955 - 1993 წწ დაკარგ. ლაბრა აფხაზეთი

2 0

გელა გელაშვილი 1956-92წწ გარდ. გაგრა დაბ. სოფ ალახაძე გაგრა აფხაზეთი

3 0


გელა გოდერძის ძე გელაშვილი 1969-93წწ გარდ.აფხაზეთი დაბ. სოფ. ტიმოთესუბანი ბორჯომი

2 0


ხვიჩა გიორგის ძე გელაშვილი 1972-92წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბორჯომი

2 0


გია ოთარის ძე გელაშვილი 1961-92წწ გარდ. სოხუმი დაბ. ბორჯომი

2 0


ზაზა ზაურის ძე გელაშვილი 1973-93წწ დაკარგ. ბაბუშერა აფხაზეთი წარ. სოფ. ვარიანი, გორი

2 0

ვარლამ გელაშვილი 1959-88წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ჭვინთა, ახალციხე

2 0

კობა გელაშვილი 1972-25/06/93წწ. გარდ. სოფ. აგუძერა გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. ნაბადური ხარაგაული იმერეთი

3 0

მერაბ გელაშვილი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ნადაბური ხარაგაული იმერეთი 112

1 0

რევაზ გელაშვილი ალექსანდრეს ძე 1965-16/09/93წწ გარდ. ბირცხა დაბ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი

3 0

თამაზი გელაშვილი 1972-1993წწ გარდ. 21 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მე-11 ბრიგადის 1-ლი სატანკო ბატალიონი. დაბ. სოფ.ყარსუბანი ლაგოდეხი კახეთი

3 0


დავით გელაშვილი 1966-93წწ დაკარგ. 27 წლის, კინდღი, აფხაზეთი. ეროვნული გვარდიის ასეული რიგითი. დაბ. სოფ. მსხალგორი ლაგოდეხი კახეთი

3 0


ზურაბ გელაშვილი 1963-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. ხარაგაული.

2 0

ვალერი გელაშვილი დ. 1960წ. 100 მლნ ბიზნესმენი დაბ. ხაშური

2 0

მარი გელაშვილი 1917წ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


ემზარ გელაშვილი დ.1962წ. მსოფლიო პრიზიორი ველოსიპეტისტი

1 0

0 0 1


ლუკა გელაშვილი დ.2005წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნუილ რომაული ჭიდაობა სოფ. სართიჭალა გარდაბანი

1 0

1 0 0


გიგა გელაშვილი დ.1995წ. ევროპის ჩემპიონი, ძიუდო დაბ. გორი

1 0

4 1 6