სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
მჭედლიშვილი გვარის ღვთიმსახურები, სიღნაღში ავტ. გიორგი მჭედლიშვილი მჭედლიშვილი გვარის ღვთიმსახურები, სიღნაღში ავტ. გიორგი მჭედლიშვილი
ბმულის კოპირება



გვარი მჭედლიშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

80       ბეჭდვა

მჭედლიშვილი გვარის ღვთიმსახურები, სიღნაღში ავტ. გიორგი მჭედლიშვილი

მჭედლიშვილი გიორგი ირაკლის ძე დაიბადა 30 ივნისი 1994 წელს სოფელი ნუკრიანი, სიღნაღი

საკუთარი რესურსებით აწარმოებს კვლევებს გვარის ღთისმსახურებზე.


მჭედლიშვილი სოლომონ (XIX ს-ის I ნახ. _ 10.05.1894) _ მღვდელი. დაიბადა ოჯახში. იცოდა ქართულ ენაზე საღმრთო წერილის კითხვა-გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1850 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. ბოლოს მსახურობდა ჭოტორის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში. 1884 წლის 3 თებერვალს სკუფია უბოძეს. 1888 წლის 1 სექტემბერს ითხოვა პენსიის დანიშვნა, და რადგან უსინათლობის გამო ხელს ვეღარ აწერდა, მის მაგივრად თხოვნას ხელი მოაწერა მედავითნე გიორგი მჭედლიშვილმა. მღვდ. სოლომონი 1894 წლის 10 მაისს გარდაიცვალა. მეუღლე სოფიო და შვილები: მღვდ. დიმიტრი (1850-1935წწ.), მღვდ. ფილიმონი (დაბ. 1861-1920წწ.), მედ. დავითი, მედ. გიორგი. 


მჭედლიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1848/1850 _ 1935/1936) _ მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გარეჯის (მეორე ვერსიით _ ხირსის) წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში ისწავლა. 1869 წლის 2 მარტს ანაგის წმ. თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. იმავე წლის 29 სექტემბრიდან დავით გარეჯის მონასტრის მორჩილია. 1872 წლის 2 თებერვლიდან თბილისის ფერისცვალების სახ. მონასტრის მედავითნედ დაინიშნა. 1873 წლის 29 ოქტომბერს ისევ დავით გარეჯის ლავრაში. 1875 წლის 17 მაისს ჩალაუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1876 წლის 11 დეკემბერს ნუკრიანის წმ. გიორგის ეკლესიის უშტატო მედავითნედ. 1878 წელს ისევ ჩალაუბნის ტაძრის შტატის მედავითნედ. 1880 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა. 1884 წლის 29 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მღვდლად დაასხა ხელი და ღოღეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში დანიშნა. 1885 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1886 წლის იანვარში ჭოტორის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1899 წლის 19 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წლის 20 მარტს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 1 ნოემბერს სიღნაღის მაზრის, II ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვარად აირჩიეს. 1928 წლის 4 სექრემბერს იხსენიებს სამღვდელოების სიაში, მაგრამ ამ დროისათვის ჭოტორის ეკლესია აღარ მოქმედებდა და მამა დიმიტრი სიღნაღის წმ. სტეფანეს ეკლესიაში მსახურობდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეუღლე ოლღა იოანეს ასული ღვინიაშვილი (დაბ. 1862წ.) და შვილები: ევგენი (დაბ. 1885წ.), ნინო (დაბ. 1890წ.), სოფიო (დაბ. 1895წ.), ეკატერინე (დაბ. 1898წ.), ირაკლი (1902-1973წწ.). 


მჭედლიშვილი ფილიმონ სოლომონის ძე (1861 _ 1920) _ მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1877 წლის 2 დეკემბერს იმავე მონასტრის მორჩილის შტატში მიიღეს. 1882 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) პატიოსანი სამსახურისათვის სტიქარი უკურთხა. 1883 წლის 31 ივლის `წითელი ჯვრის~ საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვარი გადასცა. 1885 წლის 28 მაისს საინგილოში, კახის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1891 წლის 24 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა. 1915 წლის 29 ნოემბერს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი და კეტუკლინის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში განამწესა. სავარაუდოთ, გარდაიცვალა 1920 წელს. მეუღლე ნინო დავითის ასული (დაბ. 1867წ.) და შვილები: თამარი (დაბ. 1888წ.), ქეთევანი (დაბ. 1889წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1892წ.), ელენე (დაბ. 1894წ.), თებრონია (დაბ. 1896წ.), დავითი. 


მჭედლიშვილი დავით სოლომონის ძე მედავითნე   1849 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება დავით გარეჯის მონასტერში მიიღო. 1877 წელს ჯიმითის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1880 წელს კაჭრეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. მედავითნე დავითი 1913 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე მინადორა (დაბ. 1864წ.) და შვილები: მიხეილი (დაბ. 1882წ.), რომანი (დაბ. 1886წ.).  

ჭოტორის (ნუკრიანის თემი) ღვთიმშობლის ტაძარი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.02.2024
ბოლო რედაქტირება 27.02.2024
სულ რედაქტირებულია 1




მჭედლიშვილი

1 0

წმიდა მამა ექვთიმე მჭედლიშვილი გარდ. 1804წ. მოღვ. დავით გარეჯის მამათა მონასტერი

2 0

მჭედლიშვილი, ალექსანდრე ლევანის ძე (1961) საქართველოს გენერალი ქართლი

1 0


ბადრი ჯემალის ძე მჭედლიშვილი დაბ. ქარელი

2 0


ბადრი მჭედლიშვილი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ.კაკაბეთი საგარეჯო კახეთი

3 0


მამუკა ოქრომჭედლიშვილი 1969-1993წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0


თეიმურაზ მჭედლიშვილი 1960-92წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ხაშური

3 0


ჯუმბერ მჭედლიშვილი 1966-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0

ზაურ მჭედლიშვილი გარდ. აფხაზეთი მცხოვრ. რუსთავი

2 0


ივანე მჭედლიშვილი 1872-1933წწ მსახიობი ქუთაისი

2 0

შალვა მჭედლიშვილი 1923- 2007წწ გარდ. 84 წელს ექიმი, მწერალი, პოეტი დაბ. სოფ. ანაგა, სიღნაღი, კახეთი

1 0


სოსო მჭედლიშვილი 1953წ დრამატურგი, დაბ. მწერალი, სცენარისტი, თბილისი

1 0


ჯემალ მჭედლიშვილი დ.1962წ. მსოფლიო ჩემპიონი სამბო ფალავანი. დაბ. ქარელი

1 0

6 0 2


კობა მჭედლიშვილი დ.1996წ. მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდო, დაბ. საგარეჯო

1 0

4 3 3


სალომე მჭედლიშვილი 1999წ მსოფლიო პრიზიორი, ძიუდო. დაბ. საგარეჯო

1 0

1 0 3


ნუკრი მჭედლიშვილი რევაზის ძე დ. 1970წ. ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. ზემო ხოდაშენი ახმეტა, ფუძე სოფ. კაკაბეთი საგარეჯო

2 0

თეა სუხიტაშვილი დ.1993წ. ევროპის პრიზიორი სამბო, მწრთვნელი ნიკოლოზ მჭედლიშვილი დაბ. სოფ. ახალსოფელი ყვარელი

1 0

0 1 3


შაქრია მჭედლიშვილი პავლეს ძე გარდ. 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

მჭედლიშვილი ვანია დათიას ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

მჭედლიშვილი გოგია ლადოს ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

მჭედლიშვილი არჩილა ილიას ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

მჭედლიშვილი არსენა ილიას ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

მჭედლიშვილი ნასყიდა გიოს ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0