სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე
ბმულის კოპირება

წიგნები

გვარი კალანდაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

75       ბეჭდვა

ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე


ნათია ჯემალის ასული კალანდაძე დაბ 1975 წელს სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი .


მასალა ელექტრონულად დაამუშა და ანბანის მიხედვით დაალაგა დავით ფეიქრიშვილი,

კონტაქტი ფბ. მესენჯერი, მეილი.


ახალაძე ათანასე ოქროპირის ძე მედავითნე დაბ. 1855წ. სოფელ ქვემო სურები (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია.

ახალაძე ზურაბ მედავითნე სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1900-იანი წლები

ახალაძე პროკობი მედავითნე სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1900-იანი წლები

ბენიამინი მონაზონი მონასტრის მღვდელი

ბერიძე იესე დავითის ძე დიაკვანი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ბერძენიშვილი ანტონ სვიმონის ძე პრიჩედნიკი ( სოფელი გოგოლესუბანი (ჩოხატაური)) 1900-იანი

ბერძენიშვილი დავით გიორგის ძე 1858 წელი მღვდელი სოფელი გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ბერძენიშვილი იესე დიაკვანი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ბერძენიშვილი სამსონ მედავითნე  შუა ფარცხმა (ჩოხატაური) წმიდა დიმიტრის ეკლესია 1900-იანი

ბერძენიშვილი სიმონ პრიჩედნიკი (მედავითნე) 1811-1917წწ გარკვეულ პერიოდში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი                       

ბრიკიშვილი გიორგი ივანეს ძე 1842-1877წწ მღვდელი, სოფელი ზემოხეთი. (კალაგონი) (ჩოხატაური) წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია.

ბროკიშვილი თომა მედავითნე სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელი წიფნარი. 1811-1917წწ გარკვეულ პერიოში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი       

ბროკიშვილი ფილიმონ  მღვდელი, სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1811-1917წწ გარკვეულ პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი       

გოგიბერიძე ლეონდი მღვდელი სოფელი ხიდისთავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

გოგიტიძე იოანე ბლაღოჩინი გურიის დეკანოზი ოზურგეთის მაზრა, ჩოხატაური 1917 წელამდე პერიოდი

გუბელიძე გერმანე მედავითნე სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელი წიფნარი 1900-იანი წლები

გუბელიძე გრიგოლ მედავითნე სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელი წიფნარი 1900-იანი წლები

გურგენიძე ესე დავითი ძე დიაკვანი (სოფელი გოგოლესუბანი (ჩოხატაური)) 1900-იანი

გურგენიძე ილარიონ მღვდელი, სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1900-იანი

გურგენიძე კასიანე მედავითნე ახალი სოფელი. (დაბა ჩოხატაური. გოგიბერიძის ქუჩა) ღვთისმშობლის ეკლესია. 1811-1917წწ გარკვეულ პერიოდში

გურგენიძე ფილიპე  დიაკონი, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

გურგენიძე ხარიტონ მედავითნე, ახალი სოფელი. (დაბა ჩოხატაური. გოგიბერიძის ქუჩა) ღვთისმშობლის ეკლესია.  1811-1917წწ გარკვეულ პერიოდში

დარასელია ვლადიმერ მერაბის ძე (გლეხი) მღვდელი1913 წლიდან, სოფელ თავ-სურების (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.

დარჩია ალექსანდრე მღვდელი, სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელი წიფნარი. 1900-იანი

დოლიძე ქრისტეფორე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

დოლიძე ბესარიონ მღვდელი 1900-იანი წლები, სოფ. ზემო ამაღლება (ჩოხატაური)   წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

დოლიძე სვიმონ, მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

დოლიძე სიმონ მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

დოლიძე ხარიტონ მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ვადაჭკორია ნიკიფორე დიაკონი, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ვაშაძე მღვდელი, სოფელ ჯვარცხმის მაცხოვრის ეკლესია ( სოფ. ჩაისუბანი (ჩოხატაური)) 1900-იანი

თავართქილაძე დავით მედავითნე სოფელი გუთური, ჩოხატაური

თავბერიძე  საბა გოგიტას ძე მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

თავბერიძე ბესარიონ მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

თავბერიძე გიორგი მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

თალაკვაძე სვიმონ 1845 წელი. მღვდელი, სოფელი ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

თალაკვაძე სტაქო მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917წლამდე

თევზაძე ანდრია მღვდელი 1900-იანი წლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

თევზაძე გერასიმე მედავითნე სოფელი ზემოხეთი (ჩოხატაური) წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. 1900-იანი

თევზაძე ილარიონ ანდრიას ძე მღვდელი 1888 წლიდან სოფელ ქვემო სურები (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია.

თევზაძე ლეონტი ანდრიას ძე მღვდელი, სოფელი  თავსურები (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია 1892-1918წწ.

თევზაძე სილიბისტრო მღვდელი სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

თოთიბაძე სიმონ ბლაღოჩინი მღვდელი, სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

თოხაძე ბესარიონ 1891წ. მღვდელი სოფელი ნაბეღლავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1895 წწ

ინწკირველი ნიკიფორე სვიმონის ძე მღვდელი, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917 წლამდე

კალადაძე ანტონ მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

კალანდაძე ანთიმოზ მედავითნე,  სოფელი ხიდისთავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

კალანდაძე ანტონ მღვდელი სოფელი ხიდისთავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

კალანდაძე ბესარიონ დავითის ძე, მღვდელი. 1841-1872 წლები, სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

კალანდაძე გიორგი ესეს ძე პრიჩედნიკი (სოფელი  გორაბერეჟოული , ჩოხატაური 1900-იანი წლები

კალანდაძე გრიგოლ ბესარიონის ძე მღვდელი სოფელი ხიდისთავი (მეწიეთი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1900-იანი

კალანდაძე დავით დიაკონი პრიჩედნიკი (სოფ ხიდისთავი მეწიეთი) (ჩოხატაური) 1917 წლამდე პერიოდი

კალანდაძე ესე მღვდელი სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1841-1872 წლები

კალანდაძე იროდიონ პრიჩედნიკი  (სოფელი ახალშენი ხიდისთავი) (ჩოხატაური) 1917 წლამდე პერიოდი

კალანდაძე ლაზარე პრიჩედნიკი (მეწიეთი) (ჩოხატაური) 1917 წლამდე პერიოდი

კალანდაძე ლუკა მედავითნე, სოფელი ხიდისთავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

კალანდაძე მაქსიმე მღვდელი, სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1900-იანი წლები

კალანდაძე მიქაელ პრიჩედნიკი სოფელი ხიდისთავი (მეწიეთი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1900-იანი

კალანდაძე ნესტორ მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

კალანდაძე პეტრე გიორგის ძე მღვდელი სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1841-1872 წლები

კალანდაძე რაფიელ მღვდელი, სოფელი ხიდისთავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

კალანდაძე სერაპიონ მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

კალანდაძე სერგი მღვდელი, სოფელი ხიდისთავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

კალანდაძე ფილიპე მღვდელი, სოფელი ხიდისთავი(ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

კალანდაძე არსენი ოტიას ძე არქიმანდრიტი 1901-1921წწ გურიის უდაბნოს(ჩოხატაური) სავანეში მოღვაწე წინამძღვრი

კანდელაკი ვლადიმერ მღვდელი, სოფელ  ზემო ფარცხმის (ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია 1900-იანი

კეკელიძე ანთიმოზ შტატის მღვდელი სოფელი იანეული (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია

კეკელიძე ანტონ იოანეს ძე მღვდელი, 1851-1880 წლეები, სოფელი იანეული (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

კეკელიძე იესე დავითის ძე მღვდელი,  1870 წელი, სოფელი შუბანი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

კეკელიძე ივანე მღვდელი 1851-1880 წლეები, სოფელი იანეული (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

კეკელიძე ისააკ მღვდელი ქვემო სურები (დიდი-ვანი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლებამდე პერიოდი

კეკელიძე ლეონტი ნიკოლოზის ძე პრიჩედნიკი  (სოფელი იანეული (ჩოხატაური)) 1917 წლებამდე პერიოდი

კეკელიძე მიხეილ ანტონის ძე მღვდელი სოფელი ბუკისციხე (ჩოხატაური) ნათლისმცემლის ეკლესია  1900-იანი

კეკელიძე სერაპიონ მღვდელი (სოფ. საყვავის (ჩოხატაური) ტყის წმ.ღვთისმშობლის ეკლესია) 1917 წლამდე

კეკელიძე სოფრომ მღვდელი, სოფელი ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა პეტრე პავლეს ეკლესია, 1917 წლამდე

კვაჭაძე ნოე მღვდელი, სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია, 1917 წლამდე

კიკვაძე იოანე მღვდელი სოფელი დაბლაციხე.(ციხე)  (ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. 1917 წლამდე

კირკველია გიორგი მღვდელი, ქალაქ ფოთის მცხოვრები, სოფელ ხევის (ჩოხატაური) ტაძარში ჩაატარეს ნათლობა 1900-იანი წლები

კობიძე ნიკოლოზ იოანეს ძე მედავითნე, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

კომახიძე შალვა  მოწვეული, მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში

კოროშინაძე კონსტანტინე ივანეს ძე მედავითნე სოფელი ნაბეღლავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1895წ.

კუკულავა გიორგი დიაკონი პრიჩედნიკი (სოფელი ხიდისთავი ახალშენი (ჩოხატაური)) 1917 წლამდე

ლომაძე ანდრია დავითის ძე დიაკვანი (სოფელი ქვენობანი (ჩოხატაური)) 1917 წლამდე

ლომაძე გრიგოლ მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

ლომაძე ლაზარე სამოელის ძე, მღვდელი, 1854 წელი სოფელი ქვენობანი (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ლომაძე ნიკოლოზ მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

ლომთათიძე გრიგოლ მღვდელი სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

ლომთათიძე თეოფანე მღვდელი სოფელ შუბნის (ჩოხატაური) წმ. გიორგის ეკლესია 1898წწ

ლომთათიძე ნიკოლოზ დავითის ძე დიაკონი (სოფ ხიდისთავი მეწიეთი (ჩოხატაური)) 1917 წლამდე

ლომთათიძე პავლე მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917 წლამდე

ლომინეიშვილი სერაპიონ დიაკონი, სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ. 

მათეიშვილი გლახუნ მედავითნე სოფელი გორა (გორაბერეჟოული (ჩოხატაური)). წმინდა გიორგის ეკლესია. 1880-იანი წლები

მამალაძე ალმასხან პრიჩედნიკი, სოფელი ხევი ჩოხტაური, 1917 წლამდე

მამალაძე ანდრია მღვდელი სოფელი ხევი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1840-1875 წლები

მამალაძე დომეტი დიაკონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე

მამალაძე იასე  პრიჩედნიკი (სოფელი ხევი (ჩოხატაური))  1917 წლამდე

მამალაძე ივანე გაბრიელის ძე, მღვდელი, 1840-1875 წლები, სოფელი ხევი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მამალაძე ლუკა მღვდელი სოფელი ხევი (ჩოხატაური). წმინდა გიორგის ეკლესია. (1897 – 1918 წწ)

მამალაძე მალაქია პრიჩედნიკი (სოფელი ხევი (ჩოხატაური)) 1917 წლამდე პერიოდი

მამალაძე სპირიდონ მერაბის ძე მედავითნე სოფელ თავ-სურების (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1894 წლიდან

მამალაძე ყაისარ ანდრიას ძე დიაკონი სოფელი ხევი (ჩოხატაური). წმინდა გიორგის ეკლესია. (1897 – 1918 წწ)

მახარაძე ამბაკო მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

მახარაძე იოანე მღვდელი 1875 წელი,  სოფელი სამება (ჩოხატაური). წმინდა სამების სახელობის ეკლესია.

მგალობლიშვილი ანდრია ბლაღოჩინი მღვდელი  ( სოფელი ზემო ამაღლება (ჩოხატაური)) 1917 წლამდე

მგალობლიშვილი ბესარიონ 1875 წელი, მღვდელი სოფელი ფარცხმა (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

მგალობლიშვილი გიორგი ბეჟანის ძე, 1875 წელი, მღვდელი სოფელი ერკეთი (ჩოხატაური). მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.

მგალობლიშვილი ექვთიმე პრიჩედნიკი (სოფელი ერკეთი (ჩოხატაური)). 1917 წლამდე

მგალობლიშვილი ილარიონ ანთიმოზის ძე მღვდელი 1895 წლიდან სოფელი  ჯვარცხმა (ჩაისუბანი (ჩოხატაური)) მაცხოვრის ეკლესია.

მგალობლიშვილი კონსტანტინე პრიჩედნიკი სოფელ შუბნის (ჩოხატაური) წმ. გიორგის ეკლესია 1898წწ

მგალობლიშვილი მაქსიმე 1847 წელი,  მღვდელი. სოფელი თავსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

მგალობლიშვილი სამსონ გიორგის ძე დაბ. 1847წ. მედავითნე, შემდგ. მღვდელი სოფელი  ჯვარცხმა (ჩაისუბანი (ჩოხატაური)) მაცხოვრის ეკლესია.

მგალობლიშვილი სვიმონ ბლაღოჩინი მღვდელი, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის ჯვარცხმის (ჩოხატაური) საზოგადოება 1917 წლამდე  

მეგრელიშვილი ანდრია ბლაღოჩინი მღვდელი სოფელი ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია 1917 წლამდე

მეგრელიშვილი ბესარიონ მღვდელი შუა ფარცხმა (ჩოხატაური) წმიდა დიმიტრის ეკლესია 1917 წლამდე

მეგრელიშვილი თომა, ბლაღოჩინი.  სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

მეგრელიშვილი სვიმონ ბლაღოჩინი მღვდელი (ჩოხატაური) 1917 წლამდე                      

მეგრელიძე გიორგი მღვდელი, სოფელი ქვენობანი (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1900-იანი წლები

მეგრელიძე ზაქარია ივანეს ძე მღვდელი,  სოფელი ქვენობანი (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1854წ.

მეგრელიძე იოსებ ივანეს ძე მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე ლუკა ივანეს ძე მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე მიხეილ იესეს ძე მღვდელი 1851-1868 წლები სოფელი ხიდისთავი. (ახალშენის (ჩოხატაური)) მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

მეგრელიძე მიხეილ მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე ოქროპირ ბლაღოჩინი დეკანოზი (სოფელი ქვენობანი, ჩოხტაური) 1917 წლამდე

მეგრელიძე პროკლე მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე ნიკიფორე  შტატის მღვდელი  სოფელი გორა (გორაბერეჟოული (ჩოხატაური)). წმინდა გიორგის ეკლესია. 1848 წლის მერე

მჟავანაძე ილია მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

ნაჭყებია პოლიკარპე მღვდელი, სოფელი გორა (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

ნიკიფორე მღვდელ მონაზონი ოზურგეთის მაზრა, ჩოხატაური 1917 წლამდე    

ნიკოლაიშვილი იოანე ანდრიას ძე მღვდელი სოფელი ზემოხეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1861 წლის შემდგომ

პატარაია ნიკოლოზ მედავითნე, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ჟღენტი  მაქსიმე პრიჩედნიკი (ზემო სურები) სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

რამიშვილი ანდრე ლუკას ძე მღვდელი 1910 წლიდან სოფელი ქვემო-სურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 

რამიშვილი ბართლომე მღვდელი, სოფელი ქვემოსურები (ჩოხატაური),  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1917 წლამდე 

რამიშვილი გიორგი ივანეს ძე მედავითნე 1904 წლიდან, სოფელ შუა-სურების (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. (ლომისკარელი)

რამიშვილი იოანე გაბრიელის ძე მღვდელი 1842 წელი სოფელი ქვემოსურები (ჩოხატაური),  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

რამიშვილი იოსებ მედავითნე სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

რამიშვილი ლუკა მღვდელი, ქვემო სურები (დიდი-ვანი (ჩოხატაური)) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი 

რამიშვილი მიხეილ პრიჩედნიკი სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

რამიშვილი ნიკოლოზ ბლაღოჩინი მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

რამიშვილი სპირიდონ მედავითნე, ქვემო სურები (დიდი-ვანი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი 

რამიშვილი ქრისტეფორე მედავითნე, ქვემო სურები (დიდი-ვანი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი 

რამიშვილი ყარამან ბლაღოჩინი მღვდელი სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

სიმონი  მღვდელ მონაზონი ნათლისმცემლის მონასტერი (ჩოხატაური)

სიორიძე ერამალოზ მედავითნე, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

სირაძე იოვანი პრიჩედნიკი (ჯვარცხმა ჩაისუბანი) (ჩოხატაური) 1917 წლებამდე პერიოდი

სიხარულიძე გიორგი მედავითნე, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე დიმიტრი სვიმონის ძე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე ეპიფანე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე იესე მამუკას ძე მღვდელი, სოფელი გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1858წ.

სიხარულიძე იოსებ მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917წლამდე

სიხარულიძე იოსებ მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე ისიდორე გიორგის ძე პრიჩეტნიკი, 1900-იანი წლები, სოფ. ზემო ამაღლება (ჩოხატაური)   წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

სიხარულიძე ისიდორე მედავითნე, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე სვიმონ გაბრიელის ძე მღვდელი სოფელი გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ტრაპაიძე დომენტი დიაკვანი (სოფ. შუასურები ლომისკარელი (ჩოხატაური)) 1917 წლებამდე პერიოდი

ტრაპაიძე კაპიტონ ალექსანდრეს ძე მღვდელი 1900-იანი წლებიდან სოფელი ზემო-სურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.

ტრაპაიძე ლუკა ნიკოლოზის ძე დაბ. 1821წ. მღვდელი სოფელი ზემო-სურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.

ტრაპაიძე ნესტორ საშას ძე მღვდელი 1890 წლებიდან სოფელ შუა-სურების (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. (ლომისკარელი)

ტრაპაიძე ნიკოლოზ ესეს ძე მღვდელი, სოფელი ქვემოსურები (ჩოხატაური),  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1860 წლები 

ტრაპაიძე სამსონ მღვდელი, სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

ტუსკია  იოსებ გურიის უდაბნოს მამათა მონასტრის წინამძღვარი.  პირველი 1774წ, მეორე 1776წ. (ჩოხატაური)

ტყეშელიაძე სვიმონ 1872 წელი. მღვდელი სოფელი გორა (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია

უნგიაძე ანდრია იობის ძე მღვდელი, 1873-1890წწ სოფელი ჩაისუბანი (ჯვარცხმა) მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

უნგიაძე იოანე ანდრიას ძე მღვდელი, სოფელი ჩაისუბანი (ჯვარცხმა) (ჩოხატაური) მაცხოვრის სახელობის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

უნგიაძე კირილე მედავითნე, სოფელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

უნგიაძე მაქსიმე ნიკოლოზის ძე მღვდელი სოფელი ჩაისუბანი (ჯვარცხმა) (ჩოხატაური) მაცხოვრის სახელობის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

ურუშაძე ბართლომე დიაკვანი სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ურუშაძე მიხეილ დიაკვანი სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ურუშაძე ნესტორ ბლაღოჩინი მღვდელი, 1892 წლიდან სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

უშვერიძე ალექსანდრე მედავითნე, სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1917 წლებამდე პერიოდი

უშვერიძე ალმასხან მედავითნე სოფელი ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია 1917 წლებამდე პერიოდი

უშვერიძე ანტონ  დიაკონი, სოფელი კოხნარი (ნანეიშვილი) (ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლებამდე პერიოდი

უშვერიძე ბართლომე დიაკონი, სოფელი ხიდისთავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

უშვერიძე ბესარიონ მღვდელი, სოფელი კოხნარი (ნანეიშვილი) (ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

უშვერიძე გიორგი მღვდელი, 1840-1880 წწ სოფელი კოხნარი (ჩოხატაური), იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

უშვერიძე ეფრემ მედავითნე სოფელი ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა პეტრე პავლეს ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

უშვერიძე ზაქარია მღვდელი სოფელი ბუკისციხე (ჩოხატაური) ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლებამდე პერიოდი                 

უშვერიძე თედეოზ ოქროპირის ძე მედავითნე, სოფელი კოხნარი (ნანეიშვილი) (ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

უშვერიძე იოსებ დიაკონი, სოფელი ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

უშვერიძე მიხეილ მღვდელი, სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

უშვერიძე ნიკოლოზ მღვდელი სოფელი კოხნარი (ნანეიშვილი) (ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

უშვერიძე ოქროპირ 1862 წელი მღვდელი სოფელი ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია

უშვერიძე ფარნავაზ მღვდელი სოფელი კოხნარი (ნანეიშვილი) (ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

უშვერიძე ყარსუმ მედავითნე სოფელი ბუკისციხე (ჩოხატაური) ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლებამდე პერიოდი

ფილიმონი  მღვდელ მონაზონი, ბლაღოჩინი (ჩოხატაური)

ფილიმონი ბლაღოჩინი მღვდელ მონაზონი (ჩოხატაური)

ქიქოძე გიორგი ბლაღოჩინი მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ქორიძე ივილიანე დიაკონი ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ქორიძე ირაკლი ბლაღოჩინი მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

ქორიძე მიხეილ მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

ღლონტი პეტრე მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ყაჭეიშვილი გიგო  პრიჩედნიკი (ზემო ამაღლება) (ჩოხატაური) 1917 წლებამდე პერიოდი

შანიძე გიორგი მღვდელი, სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური).  მაცხოვრის სახელობის ეკლესია 1900-იანი წლები

შანიძე კარპეზ დიაკონი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

შანიძე პეტრე 1844-1880 წწ მღვდელი სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური).  მაცხოვრის სახელობის ეკლესია

შანიძე კარპეზ დიაკონი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

შარაშიძე კონსტანტინე მედავითნე სოფელი გორა (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წალმდე პერიოდი

შაქარიშვილი ნესტორ მღვდელი ახალი სოფელი. (დაბა ჩოხატაური. გოგიბერიძის ქუჩა) ღვთისმშობლის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

შაქარიშილი გრიგოლ ეპისკოპოსი ოზურგეთის მაზრა ჩოხატაური 1917 წლამდე პერიოდი

ჩიგოგიძე ანტონ პეტრეს ძე  მღვდელი, 1851 წელი სოფელი გუთური (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ჩიგოგიძე ერმალოზ მღვდელი სოფელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 1900-იანი წლები

ჩიგოგიძე იობი ერმალოზის ძე დაბ. 1880წ. მღვდელი სოფელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია

ჩიგოგიძე იობი ოტიას ძე მღვდელი, 1842-1877წწ. სოფელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ჩიგოგიძე იოსებ  პრიჩედნიკი სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

ჩიგოგიძე ისააკ მიხეილის ძე მედავითნე სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

ჩიგოგიძე მიხეილ  გიორგის ძე, მღვდელი სოფელი ხიდისთავი. (ახალშენის) (ჩოხატაური) მაცხოვრის სახელობის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

ჩიგოგიძე ფილიპე  იოსებ მედავითნე, სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

ჩიგოგიძე ხალამპრე იობის ძე მედავითნე სოფელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია. 1900-იანი წლები

ჩიჩუა ზინობ  მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ჩიჩუა სიმონ  მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ჩხაიძე ნიკოლოზ  მღვდელი, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917 წლამდე

ჩხიკვაძე ბესარიონ დიაკონი  სოფელ  ზემო ფარცხმის (ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ჩხიკვაძე დიომიდე ბლაღოჩინი მღვდელი სოფელი ნაბეღლავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1895 წწ

ჩხიკვაძე კაპიტონ სფირიდონის ძე მედავითნე ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917 წლამდე

ჩხიკვაძე სფირიდონ იესეს ძე მღვდელი, სოფელი ხიდისთავი. (ახალშენის) (ჩოხატაური) მაცხოვრის სახელობის ეკლესია. 1900-იანი წლები

ჩხიკვიშვილი დავით მახარობლის ძე მღვდელი 1851 წელი სოფელი გუთური ჩოხატაური

ჩხიკვიშვილი მელქისედეკ მედავითნე  1851 წელი სოფელი გუთური ჩოხატაური           

ჩხიკვიშვილი ფილიპე პრიჩედნიკი  1851 წელი სოფელი გუთური ჩოხატაური

ციკვანაძე გიორგი იობის ძე მღვდელი  სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1900-იანი წლები

ცინცაძე გიორგი მღვდელი 1875 წელიდან  სოფელი ფარცხმა (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ცინცაძე ზაქარია მღვდელი 1904 წელი ქვემო სურები (დიდი-ვანი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.

ცინცაძე იესე პროფილეს ძე ბლაღოჩინი მღვდელი (სოფელი ციხე) (ჩოხატაური) 1854-1899წწ.

ცინცაძე იოანე მედავითნე სოფელი ზემოხეთი (ჩოხატაური) წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

ცინცაძე ირაკლი სვიმონის ძე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ცინცაძე იულიანე პრიჩედნიკი (მედავითნე) სოფელ  ზემო ფარცხმის (ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია, 1917 წლამდე პერიოდი

ცინცაძე კაპიტონ მღვდელი სოფელი ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

ცინცაძე კონსტანტინე პრიჩედნიკი, ქვემო სურები (დიდი-ვანი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდში                          

ცინცაძე ლავრენტი მედავითნე  პრიჩედნიკი, შუა ფარცხმა (ჩოხატაური) წმიდა დიმიტრის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი          

ცინცაძე მაქსიმე მღვდელი სოფელი დაბლაციხე.(ციხე)  (ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. 1900-იანი წლები

ცინცაძე ნიკო სპირიდონის ძე მედავითნე ოზურგეთის მაზრა, ჩოხატაური 1917 წლამდე პერიოდი

ცინცაძე ნიკოლოზ პროფილეს ძე მღვდელი სოფელი ხევი (ჩოხატაური). წმინდა გიორგის ეკლესია. (1897 – 1918 წწ)

ცინცაძე ნოე (თავადი) მედავითნე სოფელი ქვემო-სურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1900-იანი წლები

ცინცაძე ონიფანტე პრიჩედნიკი  (ზემო სურები) ოზურგეთის მაზრა, ჩოხატაური 1917 წლამდე პერიოდი

ცინცაძე სპირიდონ პრიჩედნიკი ოზურგეთის მაზრა, ჩოხატაური 1917 წლამდე პერიოდი                                             

ცინცაძე ხალამპრე 1875 წელი, მღვდელი  სოფელი ფარცხმა (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ცინცაძე ხარიტონ ბლაღოჩინი მღვდელი სოფლის სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919 წელი. 

ძნელაძე ანტონ გრიგოლის ძე მედავითნე 1896 წლიდან სოფელ ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია

ძნელაძე იესე ნიკოლოზის ძე მედავითნე სოფელი ზემოხეთი (ჩოხატაური) წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. 1900-იანი წლები

ძნელაძე ონისე ანანის ძე მედავითნე 1898 წლიდან სოფელი ზემოხეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია

ძნელაძე სარდიონ ონისიმეს ძე მღვდელი 1903 წლიდან  სოფელ ბურნათი (ჩოხატაური) წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია

წეროძე ანდრია მღვდელი მღვდელი 1875 წელი სოფელი სამება (ჩოხატაური). წმინდა სამების სახელობის ეკლესია.

წეროძე იოანე დეკანოზი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში

წეროძე ოქროპირ პრიჩედნიკი  დიაკვანი, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში

წიქორიძე ამბაკო ათანასეს ძე დაბ. 1852წ. მღვდლის დამხმარე სოფელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია

ჭკუასელი სილვესტერ ოქროპირის ძე დაბ. 1875წ. მედავითნე სოფელ ზემოხეთის (ჩოხატაური) კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესია, ჰყავდა 8 შვილი

ხონელია დავით მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ხონელია ეპიფანე მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში

ხოშტარია ანდრია მედავითნე, ქალაქ ფოთის მცხოვრები, სოფელ ხევის (ჩოხატაური) ტაძარში ჩაატარეს ნათლობა 1900-იანი წლები

ხუნდაძე სილიბისტრო მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლამდე

ხუნდაძე აკაკი მედავითნე სოფელი ზემოხეთი (ჩოხატაური) წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. 1900-იანი წლები

ხუნდაძე ალექსანდრე ანტონის ძე მედავითნე სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

ხუნდაძე ალექსი ივანეს ძე 1842-1879 წწ. მღვდელი სოფელი ზემოხეთი (ჩოხატაური) წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია.

ხუნდაძე ბესარიონ ვახტანგის ძე მღვდელი, სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1900-იანი წლები

ხუნდაძე დომენტი ივანეს ძე მედავითნე 1900-იანი წლები სოფელ ჩომეთის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.

ხუნდაძე ვასილ ბესარიონის ძე დაბ. 1825წ. მღვდელი სოფელ ჩომეთის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.

ხუნდაძე იესე ნიკოლოზის ძე მედავითნე სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ხუნდაძე იესსე იოვანეს ძე მედავითნე სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ხუნდაძე ივანე ნიკოლოზის ძე მღვდელი სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური).  მაცხოვრის სახელობის ეკლესია 1900-იანი წლები

ხუნდაძე მიტროფანე ალექსანდრეს ძე მღვდელი 1889 წლის შემდგომ სოფელ ზემოხეთის (ჩოხატაური) კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესია 

ხუნდაძე ნიკიფორე მღვდელი, სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია, 1917 წლამდე პერიოდი 

ხუნდაძე ნიკოლოზ მღვდელი სოფელი ზემოხეთი. (კალაგონი) (ჩოხატაური)  წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

ხუნდაძე ონიფანტე ბესარიონის ძე მღვდელი 1895 წლიდან სოფელ ჩომეთის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 6 შვილი

ხუნდაძე სარდიონ მღვდელი, სოფელი ჩომეთი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ხუნდაძე სილიბისტრო ბლაღოჩინი (დეკანოზი) სოფელი   ზემოსურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

ჯაყელი ბესარიონ მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917 წლამდე

ჯაყელი ივანე  დიაკონი, სოფელი ბუკისციხე (ჩოხატაური) ნათლისმცემლის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ჯაში ალექსი მღვდელი, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917 წლამდე

ჯაში დიომიდე 1888წ. მღვდელი სოფელი ნაბეღლავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია

ჯაში დიომიდე მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917 წლამდე პერიოდი

ჯაში მაქსიმე, მღვდელი, 1854-1872 წლები სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური). წმინდა ვასილის სახელობის ეკლესია.

ჯაში მელიტონ მედავითნე, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ჯაში პეტრე დავითის ძე, მღვდელი, 1854-1872 წლები სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური). წმინდა ვასილის სახელობის ეკლესია.

ჯაში სვიმონ მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917 წლამდე პერიოდი

ჯაში სოფრომ მღვდელი, 1854-1872 წლები, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური). წმინდა ვასილის სახელობის ეკლესია.

ჯიბლაძე ეპიფანე მღვდელი, სოფ.  შუა ამაღლების ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1906 წელი

ჯიბუტი ანტონ მედავითნე, სოფ.  შუა ამაღლების ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1906 წელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ჯიბუტი ესე დავითის ძე, მღვდელი 1868-1879 წლები, სოფელი ზემო ამაღლება (ჩოხატაური). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ჯიბუტი მარკოზ მატათას ძე მღვდელი, ოზურგეთის მაზრა, ჩოხატაური 1917 წლამდე პერიოდი

ჯინჭარაძე გერმანე მღვდელი, სოფელი ნაბეღლავი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1895 წწ




   დასავლეთ საქართველოს თბილი, ქვეტროპიკული ჰავა, ნაყოფიერი ნიადაგი,   წყაროთა სიუხვე. ფართო სამდინარო ქსელი, ზღვის სიახლოვე, ხშირი ტყე. და მრავალი სხვა, როგორც ჩანს თავიდანვე იზიდავდა ადამიანს. ნამოსახლარები აქ შედარებით მაღალ, ზღვიურ და მდინარულ ტერასებზე, ბუნებრივ ბორცვებზე, წყალგამყოფ ზეგნებზეა განლაგებული. საქართველოში აღმოჩენილი ნამოსახლარები ისტორიული პროვინციებით ნაწილდება: მოხსენიებულ პროვინციებს შორის არის ჩოხატაურის რაიონის სოფლები. 

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (აღმოსავლეთ გურია) მდებარეობს დასავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში. (დაბა 01 ერთეული. სოფელი 60 ერთეული). დასავლეთით ესაზღვრება ოზურგეთის, აღმოსავლეთით ვანის, სამხრეთით ხულოსა და ადიგენის ჩრდილოეთის სამტრედიის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია შეადგენს 813,3 კვ.მ. წარმოადგენს მთაგორიან მხარეს. დაბლობებს ეკუთვნის მდინარე სუფსისა და გუბაზეულის ჭალები. (მოსახლეობის რაოდენობა მიახლოებით 25 000 (ოცდახუთი ათასი)). მანძილი დედაქალაქიდან რაიონის ცენტრამდე 273კმ. მახლობელი რკ\გ სადგური--- საჯავახო მანძილი დაბის ცენტრამდე 20 კმ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი შავი ზღვის პირეთიდან დაშორებულია 60-80კმ-ით. 

      ოდესღაც ჩოხატაურში თითქოს `ჩოხა  დაატოვებინეს კაზაკებს და სახელიც აქედან ეწოდა. `ჩოხატაური ჩოხა დანატოვარი ადგილია, ჩოხატოულია. ასეთია ამ სახელის ხალხური ახსნა. ამ ეტიმოლოგიაში გარკვევით მოჩანს ისტორიული ფაქტის კვალი, კერძოდ ის გამარჯვება, რომელიც 1820 წელს მოიპოვეს გურიის აჯანყებულებმა ჩოხატაურის საგუშაგოზე, მაგრამ ხალხურ ახსნას ამ მეცნიერული განმარტებისათვის ღირებულება არ გააჩნია. ისტორიულ საბუთებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ჩოხატაური იხსენიება შემდეგი ვარიანტული ფორმებით: ჩეხატაური, ჩახატოური, ჩოხატოური და ჩოხატაური. ეს უკანასკნელი დაკანონებულია დღესაც.     

ადგილს სადაც დღეს დაბა ჩოხატაურია გაშენებული `ბირკნალა ერქვა, მცენარე ბირკნალა ყვავილობს გაზაფხულზე, შემოდგომაზე ქრება. ძირითადად გავრცელებული იყო ჭაობიან ადგილებში. (მცენარე გადაშენებულია). 

        კარგა ხნის განმავლობაში საგეოგრაფიო სახელს  ჩოხატაურს  საგვარეულო სახელს ჩხატარაშვილს უკავშირებენ. აზნაური ჩხატარაიშვილები ქვემო ერკეთის მკვიდრნი იყვნენ და მიწებს მდინარე სუფსის სანაპიროზე ფლობდნენ. მიწებს მფლობელის გვარის მიხედვით ჩახატაური (ჩხატარაული—ჩახატაური) შეერქვა.

      აღმოსავლეთ გურიის ტერიტორიის რთული რელიეფის აღნაგობა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება ქმნიან ერთი დიდი მდინარის არტერიას მდინარე სუფსის სახელწოდებით.

      ისტორიული განვითარების ხანგრძლივ პროცესში ქართველმა ხალხმა შექმნა ყოფისა და კულტურის დამახასიათებელი ისეთი მონაცემები, რომლებიც შეადგენენ ქართველი ხალხის კულტურის ძირითად ფონდს. 

ჩოხატაურის ტერიტორიის გეოგრაფილმა მდებარეობამ, ნაირგვარმა კლიმატურმა პირობებმა, მდიდარმა მცენარეულმა და მინერალურმა სამყარომ, ეთნოგრაფიულმა და ისტორიულმა ნიშანდობლივმა თავისებურებებმა ისტორიკოსთა მხრით ყურადღება დაიმსახურა მე-19-ე საუკუნის 70-იან წლეებში ეს მხარე (გურია) შეისწავლა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, მან ისტორიის პირველი მეცნიერული ხნული გაავლო.

გაკვრით შეეხნენ გურიის სიძველეებს და მისი ისტორიის სხვა საკითხებს აკადემიკოსები ნიკო მარი და ექვთიმე თაყაიშვილი, პროფესორები ს.ჟღენტი, ი.მეგრელიძე. და ბევრი სხვა

დიმიტრი ბაქრაძემ დაამთავრა ქალაქ თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია (1850წ). დიმიტრი ბაქრაძე თანამშრომლობდა კავკასიის არქეოლოგიურ კომისიაში. 

1873 წელს, თავისივე მონდომებით, იმოგზაურა აჭარასა და გურიაში ჩაატარა არქეოლოგიური კვლევა, ამ ღონისძიებას დიდი ეროვნული ჟღერადობა გააჩნდა.

სოფლები, რომლებიც მოინახულა დიმიტრი ბაქაძემ არქეოლოგიური მოგზაურობის დროს: 

სოფელი ბასილეთი  ბასილი დიდის ეკლესია (სოფლის სახელწოდება წმინდა ბასილს უკავშირდება, კალანდა საღამოს ოჯახის უფროსი მამაკაცი ილოცებოდა, `წმინდა ბასილი მობრძანდება მოაქვს თეთრი, მშვიდობა და სხვა სიუხვე მრავალი). (ჩოხ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივი)

დიმიტრი ბაქრაძემ ნახა: `წმინდა ბასილის მოოქროვილი, ვერცხლით მოჭედილი ხატი, რომელიც, გადმოცემით, მღვდლის ჯაშის წინაპრებმა გადმოასვენეს სამცხიდან, როცა სამცხის მოსახლეობა აცდუნეს ისლამზე.

მეორე ხატი, წმინდა გიორგის, რომელზეც ამოიკითხა: `წმინდაო გიორგი, შეუნდე ამასა ოსტსტსა ავთიძესა ღმერთო და წმინდაო გიორგი, სდგრისო, მოქიჭედე ხატი წმინდისა გიორგისა მე მამიამან ბარამიძემან ჩემდა გასასამართლებლათ

სოფელი მეწიეთი (სოფელი ხიდისთავი) სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ხალხში გავრცელებული ასეთი ვერსია არსებობს: მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიას, უწოდებდნენ `შეწევნის, მეოხის მოცემის წმინდა გიორგის, ეკლესიაში შემწეობის სათხოვნელად არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ სხვადასხვა კუთხიდანაც მოდიოდნენ, ისინი წმინდა გიორგის სთხოვდნენ `მეწიე წმინდაო გიორგი. სიტყვა `მეწიე ძველი ქართული ფორმაა და შემეწიეს ნიშნავს. სოფელში რამდენიმე წმინდა გიორგის ეკლესია იყო. ერთმანეთისაგან სახელებით ასხვავებდნენ `მეწიეთის  ე. ი. შეწევნის ასე მოიხსენიებდნენ სოფელ მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიას. შესაბამისად სოფელსაც, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს მეწიეთი დაერქვა. (ჩოხ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივი)

            დიმიტრი ბაქრაძემ ნახა:  მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიის:

1. წმინდა გიორგის ხატი. ხატი კუბოთი და ოქროს მჭედლობით, რომელზედაც ასეთი წარწერა იყო: `ამის ოსტ ბეჟან ბულახვაძე. წელსა ჩყმბ (1842) გააკეთა კუბო ესე პირველი წმინდა გიორგის მეწის.

2) ჯვარი ორი თვალით, რომელზედაც ამოკვეთილია არაბული სიტყვები და

3) ნუსხახუცურით სქელ ქაღალდზე მშვენივრად დაწერილი `მარხვანი, რომელმაც ძალზე დამაინტერესა. იგი სხვათაშორის შეიცავს `ძეგლის წერას, რომელიც როგორც მასშია ნათქვამი შეუდგენიათ კონსტანტინოპოლის წმინდა ხატების თაყვანისცემად შეკრებილ წმინდა მამებს; მას კითხულობს შემოსილი მღვდელი წმ. სოფიის ტაძარსა და ყველა ეკლესიაში წირვის დროს დიდმარხვის პირველ კვირას. ამას მოსდევს თვით `ძეგლის წერა და ბოლოს ჩამოთვლილი არიან აღმოსავლეთის ეკლესიაში ცნობილი საერო და სასულიერო მოღვაწენი მართლმადიდებლობისა. ქართველ სახელოვან ერისკაცთა და სასულიეროთაგან.

           სოფელი ერკეთი ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობაზეა აგებული. იგი არაა დიდი, აგების წესითა და ჩუქურთმებით ნაწილობრივ ლიხაურის ეკლესიას ჩამოგავს. სამი კარიბჭე აქვს, შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული. აქ გამოხატულია მაცხოვარი თხემზე, ერთი ხელით კურთხევას არიგებს, მეორეში გაშლილი სახარება უპყრია; მის გვერდით იქით-აქეთ დგანან დედა ღვთისა და იოანე მოციქული. შემდეგ კამარაზე ამაღლება და სამებაა მინაწერით. დასავლეთის შესასვლელთან მარცხნივ- დედა ღვთისა კალთაში ყრმით. ხელგანპყრობილი. მარჯვნივ მამაკაცი და ქალი, გვირგვინებით, მათ შორის ჯვარი, მოსდევს შემოსილი ბერი, დაბალი ბარტყულა ხურავს, ხელში კვერთხი უჭირავს. მარჯვენა კედელზე კვლავ ბერია წარმოდგენილი, მაგრამ უკვე ეპისკოპოსის სამოსელში და თავზე მიტრით. ლამაზი სახე აქვს, ულვაში ორად გაყოფილი, თმა თხემამდე სცემს.

ხატები:

1. მაცხოვრის მომცრო ხატი.

2. მთავარანგელოზთა ხატი ვერცხლის მოჭედილობით და მასზე: `ქ. მოვაჭედინე ხატი ესე მთავარანგელოზთა ჩვენ შერვაშიძემან ქაიხოსრო; ძემან ერისთავის ბაგრატისამან და დავასვენეთ სამარხოსა ჩვენსა მონასტერს ერკეთისას. ქორონიკონს უ თ (409-1721).

3. წმინდა გიორგის ხატი  და მასზე: `წმინდა გიორგის ხატი შემოგვწირა თავპანტის ეკლესო(ა)სა გაბრიელ კალანდაძემან. სოფელი თავპანტა გუბაზეულის ხეობაშია. სოფელ ხევის ზემოთ. იგი ხშირი თავდასხმების გამო მიატოვეს და ახლა ისევ შენდებაო.

სოფელი ხევი--- აქ დიმიტრი ბაქრაძემ ნახა მხოლოდ ორი წიგნი:

1) სახარება სხვადასხვა ხელით შესრულებული.

2) უსათაურო წიგნი, მისი ფიცრის ყდის გვერდზე იკითხება: `ქ: შეიწირე: შენ: . . .ებაო: ღმერთო მცირე ესე: შესაწირავი

  სოფელი ვანი (დიდივანი)  წმინდა გიორგის ეკლესიაში ამ წმინდანის ვერცხლით მოჭედილ ხატზე წაიკითხა `წმინდა გიორგი ვანისა, ხოლო ზურგზე: `ღმერთო და ღვაწლით შემოსილო მხნეო და მხედარო და დიდო წმინდაო გიორგი სურებს ვანისაო, შემოგწირეთ და მოგიჭედეთ ხატი ესე მე მამუკამან რამიძემან შათირმან, ქობულეთის მებაჟემან და თანამეცხედრემან ჩვენმან სანიგიძის ქალმან თუთამან ჩვენთვის და ჩვენი შვილების გიორგისა და პეპნაისა გასაზრდელად და წასამართებლად . . .

       ლომისკარელის ჯვარზე იკითხება: `ქ. ღმერთო, დაიცავ ანიზრად რაპაიძე, რომელიც     სრულიად უცნობია, და კიდევ: `ქ. ამას ოსტატს, ღმერთო შეუნდევ

        სოფელი ციხე (ბუკისციხე) აქ ხის ეკლესიაში დიმიტრი ბაქრაძემ ნახა მხოლოდ ერთი ვერცხლით მოჭედილი ხატი:  ნათლისმცემელს იოანეს და ზედა არშიაზე: `პროფილ მღვდლის იოვანე ცინცაძის ძემ მოყვითლა ხატი ესე თავისი ფულით, აღნიშნავს, რომ იოანე ციხის ახლანდელი მღვდლის მამა ყოფილა. 

         სოფელი ნანეიშვილი ეკლესია არის ძველი, ქვის რვაწახნაგიანი გუმბათით, მისი შესასვლელი მოჩუქურთმებულია. მისი სიგრძე შიგნით 22, ხოლო სიგანე 10 ნაბიჯია. ადგილობრივი მცხოვრებლები მის აშენებას მიაწერდნენ ვინმე `ქობულაძეს, რომელიც აქ მემამულე ყოფილა ჭილაძეებზე დიდი ხნით ადრე. ეკლესია იოანე ნათლისმცემლისა. საეკლესიო წიგნები რომელზეც წარწერები ნახა შემდეგია:

1. ვერცხლის ფეშხუმი.

2. ვერცხლის ბარძიმი

3. იოანე ნათლისმცემლის დიდი ხატი მოოქრული ვერცხლის ჩარჩოში.

ეკლესიაში იყო აკლდამები:

1. ანანასი, მიხეილ ერისთავის დედისა, უქვო და უეპიტაფო.

2. თავად იოსებ გიორგის ძე წულუკიძისა, რომელიც გარდაიცვალა შობიდან 15 წლისა.

    სოფელი ზემოხეთი კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. `ეკლესია ახალია ქვის. ძველ  მომცრო ვერცხლის ჯვარზე იკითხება: `მოვაჭედინეთ ცხოველისმყოფელი ჯვარი ჩვენ დედოფალმან გოშაძის ქალმან ბატონმან  ხ(ვ)არამზე ჩემის გურიელის ბატონის გიორგის საცხოვნებლათ და წასამართებლათ და ჩემდა . . . 

გაცილებით დიდ ჯვარზე იკითხება: `ხატვარი ამისი აზნაური ჩხარში ცხოვრებული ვერულაშვილი მერაბ~~

სოფელი ამაღლება უდაბნოში დიმიტრი ბაქრაძემ ნახა შვიდი ბერი და ათამდე ბიჭი, რომლებიც ქართულ წერა-კითხვას სწავლობდნენ.

უდაბნოში ორი ეკლესიაა: `ძველი მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთლი და ახალი საკმაოდ ვრცელი, თლილი ქვისა, უგუმბათო. უდაბნოს წინამძღვართაგან განსაკუთრებით  ცნობილია მხოლოდ ერტი გვარად ტუსკია.

    უდაბნოში არის ძველი ხელნაწერების პატარა ბიბლიოთეკა. ხელნაწერთა შორის აღმოჩნდა: სახარების თარგმანები იოანე ოქროპირისა და მეტაქრასი ანუ წმინდანთა ცხოვრება, ორივე სქელ ეტრატზე ნაწერი. ასომთავრულის დამწერლობა სხადყოფს რომ დამწერლობა ძალზე ძველია. ყველაზე საინტერესო დავთარი ანუ უდაბნოს 29 გუჯარის კრებული.


გურია—სამეგრელოს ეპარქიის ერკეთის საბლაღოჩინოს ეკლესიების კრებული. (1915წელი).


1. სოფელი გორა წმინდა გიორგის ეკლესია.

2. სოფელი ჯვარცხმა (ჩაისუბანი) მაცხოვრის ეკლესაია.

3. სოფელი ერკეთი მთავარანგელოზის ეკლესია.

4. სოფელი ზენობანი წმინდა გიორგის ეკლესია.

5. სოფელი ქვენობანი წმინდა გიორგის ეკლესია.

6. სოფელი იანეული წმინდა გიორგის ეკლესია.

7. სოფელი ინტაბუეთი ღვთისმშობლის ეკლესია.

8. სოფელი ნაბეღლავი წმინდა გიორგის ეკლესია.

9. სოფელი ფარცხმა წმინდა დიმიტრის ეკლესია.

10. სოფელი ხიდისთავი წმინდა გიორგის ეკლესია.

11. სოფელი შუბანი წმინდა გიორგის ეკლესია.


სოფელი გორა (გორაბერეჟოული). წმინდა გიორგის ეკლესია.

ეკლესია (ხის) აშენებულია  1848 წელს. სამრეკლო ხის. 

მეგრელიძე ნიკიფორე  შტატის მღვდელი  სოფელი გორა (გორაბერეჟოული). წმინდა გიორგის ეკლესია.

მათეიშვილი გლახუნ მედავითნე სოფელი გორა (გორაბერეჟოული). წმინდა გიორგის ეკლესია.

სოფელი  ჯვარცხმა (ჩაისუბანი) მაცხოვრის ეკლესია.

ეკლესია აშენებულია 1550 წელს. მასალა ქვა. სამრეკლო ხის

ტაძარი მოხატული იყო წმინდანების ფრესკებით, წარწერა შესრულებული იყო  ასომთავრულით.

 შტატის მღვდელი ილარიონ ანთიმოზის ძე მგალობლიშვილი. (ყავდა მეუღლე ტერეზა   სტეფანეს ასული და ოთხი შვილი)

დაიბადა 1876 წელს. 

1890 წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელის სრული კურსი. 

1891 წელს სწვლობდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში. 

1895 წელს ქალაქ თბილისის წმინდა მიხაილის სახელობის საფერშლოში. მას ხელი დასხეს ჯვარცხმის ეკლესიის მღვდლად.

1910 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.

1913  წელს დააჯილდოვეს სკუფიით.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე სამსონ გიორგის ძე მგალობლიშვილი. 

დაიბადა 1847 წელს. წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიიღო მედავითნის მოწმობა. მას ხელი დასხეს ჯვარცხმის ეკლესიაში შტატის მედავითნედ, შემდეგ ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესიაში.


სოფელი ზენობნი (ხიდისთავი) წმინდა გიორგის ეკლესია

სოფლის მოსახლეობის რაოდენობა: 89 კომლი.

ეკლესიიდან 03 (სამი) ვერსის დაშორებით მდებარეობს სოფელ ახალშენის სამლოცველო.

ეკლესია აშენებულია 1874 წელს. ხის (კარგად შეკრული), სამრეკლო ხის.

შტატის მღვდელი ნესტორ კალანდაძე. (მეუღლე მელანია გიორგის ასული).

დაიბადა 1854 წელს. 

1867წელს დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასწავლებელი. სწავლა განაგრძო იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიენიჭა მედავითნის წოდება.

1867 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა  ხელი დასხა ჯუმათის მონასტერში მედავითნედ. 1890 წელს სოფელ ბუკნარის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში მღვდლად.

1895 წელს დააჯილდოვეს სკუფიით. 

1898 წელს გურია—სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ ზენობნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად. 

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.


სოფელი იანეული წმინდა გიორგის ეკლესია სოფლი მოსახლეობის რაოდენობა: 92 კომლი.

ეკლესია აშენებულია 1876 წელს.  ხის კარგად შეკრული. სამრეკლო ხის.

უახლოესი სამლოცველო დაშორებული იყო 03 (სამი) ვერსის მანძილზე. (ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია).

შტატის მღვდელი ანთიმოზ კეკელიძე. (ყავდა მეუღლე და 08 (რვა) შვილი).

დაიბადა 1863 წელს. 

1882 წელს დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასულიერო სემინარია, დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სპეციალობით.

1892 წელს დაინიშნა სოფელ იანეულის ეკლესიაში მედავითნედ, ამავე წელს ხელი დასხეს მღვდლად.

1889 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.

1893 წელს მუშაობს სოფელ იანეულის ეკლესიასთან არსებულ ორკლასიან სასწავლებელში მასწავლებლად.

1893-1899 წწ დაინიშნა ოზურგეთის გუბერნიის სამასწავლებლო დეპუტატად.

1905 წელს დააჯილდოვეს სკუფიით.

1913 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.

1913 წელს დააჯილდოვეს კამილავკით.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.


სოფელი ინტაბუეთი ღვთისმშობლის ეკლესია.

სოფლი მოსახლეობის რაოდენობა: 86 კომლი.

ეკლესია აშენებულია 1855წელს ხის კარგად შეკრული. სამრეკლო ხის.

3-4 ვერსის დაშორებით არის ახლომდებარე ეკლესია.

შტატის მღვდელი იობი ერმალოზის ძე ჩიგოგიძე. (მეუღლე ოლგა ლუკას ასული).

დაიბადა  1880 წელს.

1908 წელს დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. ამავე წელს ეპისკოპოსმა ლეოიდმა ხელი დასხა სოფელ ინტაბუეთის შტატის მღვდლად.

მედავითნე ხალამპრე იობის ძე ჩიგოგიძე დაიბადა 1832 წელი.

წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1858 წელს დაინიშნა სოფელ ინტაბუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შტატის მედავითნედ.

დამხმარე ამბაკო ათანასეს-ძე წიქორიძე დაიბადა 1852 წელს.

სოფელი ნაბეღლავი წმინდა გიორგის ეკლესია.

სოფლის მოსახლეობის რაოდენობა: 111 კომლი.

ეკლესია აშენებულია 1898 წელს, ხის კარგად შეკრული. სამრეკლო ხის.

ახლომდებარე სოფელ ხევის წმინდა გიორგის ეკლესია დაშორებულია 08 (რვა) ვერსის მანძილით.

სოფელ ქვაბღის სამლოცველო 04(ოთხი) ვერსის მანძილითაა დაშორებული.

მიახლოებით ამავე მანძილითაა დაშორებული სოფელ თავპანტის სამლოცველო.

შტატის მღვდელი სტაქო მალაქის ძე თალაკვაძე (ყავდა მეუღლე ეფემია ლეონტის ასული და სამი შვილი).

დაიბადა  1883 წელს.

1900წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი.

1908 წელს მუშაობდა სოფელ ასკანის ეკლესიაში მედავითნედ. ამავე წელს გურია სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიაში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად, აგრეთვე იყო წინამძღვარი სოფელ ნაბეღლავის ეკლესიისა და სოფლების თავპანტისა და ქვაბღის სამლოცველოებში.  მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ნაბეღლავის ეკლესიასთან არსებულ ორკლასიან სასწავლებელში.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე კონსტანტინე ივანეს ძე კოროშინაძე.

დაიბადა 1857 წელს. წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში 1889 წელს ხელი დასხეს სოფელ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად. (ყავდა მეუღლე ელენა ეგნატეს ას და ოთხი შვილი).


სოფელი ფარცხმა წმინდა დიმიტრის ეკლესია.

სოფლი მოსახლეობის რაოდენობა: 45 კომლი

ეკლესია აშენებულია 1873 წელს, ხის კარგად შეკრული. სამრეკლო ხის.

შტატის მღვდელი ხარიტონ ანტონის ძე ცინცაძე (ყავდა მეუღლე ეკატერინე ანტონის ასული და ოთხი შვილი).

დაიბადა 1869 წელს

1893 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარია. ამავე წელს გაიხსნა სოფელ ფარცხმაში ორკლასიანი სამრევლო სასწავლებელი. სადაც დაიწყო მუშაობა.

1896 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ ფარცხმაში წმინდა დიმიტრის ეკლესიაში მღვდლად და წინამძღვრად.

1898 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით.

1902 წელს სკუფიით.

1910 წელს კამილავკით.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.


სოფელი ხევი წმინდა გიორგის ეკლესია. 

სოფლი მოსახლეობის რაოდენობა: 190 კომლი.

ეკლესია აშენებული 1863 წელს. მასალა ქვა. სამრეკლო ხის

ეკლესია მდებარეობს 08 (რვა) ვერსზე სოფელ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიიდან. 06 (ექვს) ვერსზე სოფელ შუბანის წმინდა გიორგის ეკლესიიდან.

სოფელ ხევის წმინდა გიორგის ეკლესიის დაქვემდებარებაში შედიოდა სოფლების ბჟოლიეთისა და ხევის სამლოცველოები.


სოფელი შუბანი წმინდა გიორგის ეკლესია.

მოსახლეობის რაოდენობა: 111 კომლი

მასალა ქვა სამრეკლო ქვის ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესიიდან დაშორებულია ორი ვერსის მანძილით, სოფელ ხევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ექვსი ვერსის მანძილით.


გურია-სამეგრელოს ეპარქიის საჯავახოს საბლაღოჩინოს ეკლესიების კრებული


1. სოფელ ბურნათის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია.

2. სოფელ ზემოხეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია.

3. სოფელ ზემოხეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

4. სოფელ ზემო სურების წმინდა გიორგის ეკლესია

5. სოფელ ქვემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესია.

6. სოფელ ქვემოხეთის მაცხოვრის ეკლესია

7. სოფელ თავსურების წმინდა გიორგის ეკლესია.

8. სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

9. სოფელ შუა სურების წმინდა გიორგის ეკლესია.


სოფელ ბურნათი წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია

აგებულია 1872 წელს. ტაძარი ქვის სამრეკლო ქვის.

შტატის მღვდელი სარდიონ ონისიმეს ძე ძნელაძე. (ყავდა მეუღლე და ორი შვილი)

დაიბადა 1875 წელს.

1895 წელს დაამთავრა ოზურგეთის საერო სასწავლებელი, მუშაობა დაიწყო სოფელ ბურნათის სამრევლო სკოლაში მასწავლებლად. ამავე წელს დაიწყო მუშაობა სოფელ ბურნათის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში მედავითნედ.

1903 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა ამავე ტაძარში მღვდლად. ის წირვას ატარებდა სოფელ ბუკნარის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში.

1910 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე  ანტონ გრიგოლის ძე ძნელაძე. (ყავდა მეუღლე და ხუთი შვილი).

დაიბადა 1861 წელს. წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიიღო მედავითნის წოდება. 1896 წელს ხელი დასხეს სოფელ ბურნათის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში მედავითნედ.


სოფელი ზემოხეთი წმინდა გიორგის ეკლესია   

ეკლესია აიგო 1861 წელს. ტაძარი ქვის. სამრეკლო ხის. 

შტატის მღვდელი იოანე ანდრიას ძე ნიკოლაიშვილი. (ყავდა მეუღლე სარა ამბაკოს ასული და ხუთი შვილი).

დაიბადა 1874 წელს. დაამთავრა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარია და მუშაობა დაიწყო სოფელ ზემოხეთში წმინდა კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესიასთან არსებულ სასწავლებელში მასწავლებლად. 

1900 წელს ხელი დასხეს მღვდლად სოფელ ზემოხეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მინიჭებული ქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე ონისე ანანის ძე ძნელაძე (მეუღლე სოფია მაქსიმეს ასული და ოთხი შვილი)

წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. 

1898 წელს სწავლა განაგრძო სოფელ ბურნათის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში.

1898 წელს ხელი დასხეს სოფელ ზემოხეთის წმინდა გიორგის ეკლესიასში მედავითნედ.


სოფელ ზემოხეთის კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესია

აიგო 1867წელს, ტაძარი ქვის. სამრეკლო ქვის.

შტატის მღვდელი მიტროფანე ალექსანდრეს ძე ხუნდაძე (ყავდა მეუღლე და სამი შვილი).

დაიბადა 1870 წელს.

1889 წელს დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. მუშაობდა ოზურგეთის გუბერნიის სხვადასხვა სოფლის სკოლებში მასწავლებლად. მას ხელი დასხეს სოფელ ზემოხეთში წმინდა კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესიაში მედავითნედ, შემდეგ მღვდლად. 

1895 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით, შემდეგ სკუფიით. დაჯილდოვდა აგრეთვე სამკერდე მედლით.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე  სილვესტერ ოქროპირის ძე ჭკუასელი. (ყავდა მეუღლე და რვა შვილი).

დაიბადა 1875 წელს. დაამთავრა ერთწლიანი სასულიერო სასწავლებელი.


სოფელი ზემო-სურები წმინდა გიორგის ეკლესია.

მოსახლეობის რაოდენობა 95 კომლი.

აიგო 1880 წელს. ტაძარი ხის სამრეკლო ხის, პატარა საგუშაგოთი.

ახლომდებარე სამლოცველოები: სოფელი თავსურებისა და შუასურების წმინდა გიორგის ეკლესიები.

შტატის მღვდელი კაპიტონ ალექსანდრეს ძე ტრაპაიძე (მღვდლის შვილი), (ყავდა მეუღლე და სამი შვილი)

დაიბადა 1834 წელს.

დაამთავრა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარია.

1897 წელს გურია--სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა დიაკვნად სოფელ ზემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში. პარალელურად ასწავლიდა ეკლესიასთან არსებულ სასულიერო ორკლასიან სასწავლებელში.

1900 წლიდან ხელი დაესხეს და აკურთხეს მღვდლად.

1904 წლიდანი ის აირჩიეს ოზურგეთის გუბერნიის სასულიერო სკოლების დეპუტატად. ამავე წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.

1911 წელს დააჯილდოვეს სკუფიით. 

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე ლუკა ნიკოლოზის ძე ტრაპაიძე.

დაიბადა  1821 წელს. წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. სწავლა განაგრძო იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიენიჭა მადავითნის წოდება. დაინიშნა სოფელ ზემო-სურებში წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.



სოფელი ქვემო-სურები წმინდა გიორგის ეკლესია. 

მოსახლეობის რაოდენობა: 159 კომლი.

აიგო 1851 წელს. ტაძარი ქვის. სამრეკლო ხის.

შტატის მღვდელი  ანდრე ლუკას ძე რამიშვილი (თავადი). (ყავდა მეუღლე და ოთხი შვილი).

დაიბადა 1885 წელს. 

დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, იყო სოფელ ქვემო სურების წმინდა გიორგის  ეკლესისთან არსებული სასულიერო-სამრევლო სკოლის მასწავლებელი. 

1910 წელს ხელი დასხეს სოფელ ქვემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდლად და წინამძღვრად.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე ნოე ცინცაძე (თავადი). (ყავდა მეუღლე და სამი შვილი).

წერ-კითხვა სახლში შეისწავლა, სწავლა განაგრძო ოზურგეთის ორკლასიან სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მინიჭებული ჰქონდა მედავითნის წოდება. 1911 წლიდან არის მედავითნე ქვემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში.


სოფელ ქვემო სურები მაცხოვრის ეკლესია.

აიგო 1855 წელს, ტაძარი ქვის. სამრეკლო ხის. 

შტატის მღვდელი  ილარიონ ანდრიას ძე თევზაძე. (ყავდა მეუღლე და ოთხი შვილი)

დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 

1888 წელს ხელი დასხეს სოფელ ქვემო—სურების მაცხოვრის ეკლესიის დიაკვნად, შემდეგ მღვდლად. მუშაობდა ეკლესიასთან არსებულ სოფლის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად. 

1889 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.

1903 წელს სკუფიით.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.


მედავითნე ათანასე ოქროპირის ძე ახალაძე. დაიბადა 1855 წელს.

წერა-კითხვა შეისწავლა სახლში, სწავლა განაგრძო იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიენიჭა მედავითნის წოდება. დაინიშნა სოფელ ქვემო სურების ეკლესიაში შტატის მედავითნედ.


სოფელ თავ-სურების წმინდა გიორგის ეკლესია.

ახლომდებარე ეკლესია 02 (ორი) ვერსის მანძილზე, სოფელ ზემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესია. 

აიგო 1865 წელს. ტაძარი ხის ეკლესიას არ ჰქონდა სამრეკლო, ამიტომ ზარი დაკიდებული იყო ხეზე.

სოფელს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 100 კომლს. მოსახლეობა ცხოვრობდა მდინარე სუფსის ორივე სანაპიროზე. 30 ვერსის მანძილზე დადიოდნენ ტაძარში. 

შტატი მღვდელი ვლადიმერ მერაბის ძე დარასელია (გლეხი).

დაიბადა 1883 წელს.

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო ოთხკლასიანი სასწავლებლის სრული კურსი. 

1908 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ თავსურების წმინდა გიორგის ეკლესიაში შტატის მედავითნედ.

1913 წელს ხელი დასხეს ამავე ეკლესიში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე სპირიდონ მერაბის ძე მამალაძე. (ყავდა მეუღლე ელენა და 5 ხუთი შვილი)

დაიბადა 1867 წელს. დაამთავრა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მედავითნის კურსი. მიენიჭა მედავითნის წოდება. 

1894 წელს დაინიშნა სოფელ ხევის წმინდა გიორგის ეკესიის მეორე მედავითნედ.

1913 წელს თავ-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში შტატის მედავითნედ.


სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესია. 

(ახლომდებარე ეკლესია 02 (ორი) ვერსის მანძილზე).

აიგო 1858 წელს. ტაძარი ხის. სამრეკლო ხის.

შტატის მღვდელი ონიფანტე ბესარიონის ძე ხუნდაძე (მღვდლის შვილი), (ყავდა მეუღლე ანასტასია ანტონის ასული და ექვსი შვილი).

დაიბადა 1863 წელს.

დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სამასწავლებლო სასულიერო სასწავლებელი.

1890წელს დაიწყო მუშაობა სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მასწავლებლად.

1895 წელს ხელი დასხეს სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესიში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად.

1899 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.

1905 წელს სკუფიით.

1914წელს კამილავკით.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე დომენტი ივანეს ძე ხუნდაძე. (ყავდა მეუღლე მართა გიტოს ასული და ხუთი შვილი).

წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. მედავითნის კურსი გაიარა იოანე ნათლიმცემლის მონასტერში. მიენიჭა მედავითნის წოდება.

მორიგე ალექსანდრე ანტონის ძე ხუნდაძე.

სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ყოფილი მღვდელი (პენსიონერი) ვასილ ბესარიონის ძე ხუნდაძე. დაბადებული 1825 წელს.


სოფელ შუა-სურების წმინდა გიორგის ეკლესია. (ლომისკარელი)

მოსახლეობის რაოდენობა 116 კომლი.

03 (სამი) ვერსის დაშორებით მდებარეობდა უახლოესი ეკლესია.

ეკლესია იყო ხის ძალიან ლამაზი, სამრეკლო ხის, ისიც ძალიან ლამაზი.

1894 წელს ეკლესიასათან დაარსდა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა, 1908 წელს მოსწავლეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად სკოლაც გადაკეთდა ორკლასიანად. 

შტატის მღვდელი ნესტორ საშას ძე ტრაპაიძე (მღვდლის შვილი), (ყავდა მეუღლე ტერეზა ალექსის ასული და ხუთი შვილი).

დაიბადა 1867 წელს. 

წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. პირველ კლასში სწავლობდა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1888 წელს მუშაობს გადამწერად გურია-სამეგრელოს ეპარქიაში.

1890წელს გურია—სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ აცანის ეკლესიის მედავითნედ.

1893 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ შუა-სურების წმინდა გოირგის, ლომისკარელის ეკლესიაში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად.

1894 წელს მისი ძალისხმევით დაარსდა ეკლესიასთან არსებული სამრევლო სასწავლებელი.

1897 წელს სამი წლის ვადით აირჩიეს გურიის გუბერნიის მასწავლებელთა დეპუტატად.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე  გიორგი ივანეს ძე რამიშვილი. (ყავდა მეუღლე და ოთხი შვილი).

დაიბადა 1850 წელს. 

წერა—კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიეცა მედავითნის წოდება.

1881 წელს დაინიშნა სოფელ ზემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.

1904 წელს სოფელ შუა სურების ლომის კარელის წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.

 (მასალები მოპოვებულია საქართველოს საპატრიარქოს არქივში).

ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის  ნათია კალანდაძის მიერ. 2010 წელი. 

                                                                 

ქუთაისის ღუბერნიის ოზურგეთის მაზრის გურია სამეგრელის ეპარხიის სამების                     

სოფლის სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919 წელი. 

ცინცაძე ხარიტონ ბლაღოჩინი მღვდელი სოფლის სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919 წელი. 

წეროძე იოანე დეკანოზი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში

ხონელია ეპიფანე მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში

კომახიძე შალვა  მოწვეული, მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში

დოლიძე სვიმონ, მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ჩიჩუა სიმონ  მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ჩიჩუა ზინობ  მღვდელი სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ვადაჭკორია ნიკიფორე დიაკონი, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

გურგენიძე ფილიპე  დიაკონი, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ღლონტი პეტრე მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

დოლიძე ხარიტონ მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

ხონელია დავით მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 

მახარაძე ამბაკო მედავითნე, სოფ.  სამების (ჩოხატაური) ეკლესია. 1899-1919წწ გარკვეულ პერიდში 


სოფელი ზემო ამაღლება   წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

(ქვემო ამაღლება ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია)

დოლიძე ბესარიონ მღვდელი 1900-იანი წლები, სოფ. ზემო ამაღლება (ჩოხატაური)   წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

სიხარულიძე ისიდორე გიორგის ძე პრიჩეტნიკი, 1900-იანი წლები, სოფ. ზემო ამაღლება (ჩოხატაური)   წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

(სამრევლო სასაფლაო ე.ი. გალავანი არ ქონდა) 

სოფელი შუა ამაღლების ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1906 წელი

ჯიბლაძე ეპიფანე მღვდელი, სოფ.  შუა ამაღლების ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1906 წელი

ჯიბუტი ანტონ მედავითნე, სოფ.  შუა ამაღლების ჩოხატაური) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1906 წელი


სოფელი გოგოლესუბანი წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

მეგრელიშვილი თომა, ბლაღოჩინი.  სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

დოლიძე სიმონ მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

დოლიძე  ქრისტეფორე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე ეპიფანე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

კალადაძე ანტონ მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე იოსებ მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ცინცაძე ირაკლი სვიმონის ძე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე დიმიტრი სვიმონის ძე მღვდელი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ბერძენიშვილი იესე დიაკვანი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ბერიძე იესე დავითის ძე დიაკვანი, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე ისიდორე მედავითნე, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

ჯიბუტი ანტონ მედავითნე, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

კობიძე ნიკოლოზ იოანეს ძე მედავითნე, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ

სიხარულიძე გიორგი მედავითნე, სოფ. გოგოლესუბანი (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1901-1917 წწ


ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის ბასილეთის საზოგადოება.

სოფელი ბასილეთი წმინდა ვასილის ეკლესია

ინწკირველი ნიკიფორე სვიმონის ძე მღვდელი, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917 წლამდე

ჩხაიძე ნიკოლოზ  მღვდელი, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917 წლამდე

ჯაში ალექსი მღვდელი, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917წლამდე

ჯაში დიომიდე დიაკონი. სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917წლამდე

ჯაში მელიტონ მედავითნე, სოფელი ბასილეთი (ჩოხატაური) წმინდა ვასილის ეკლესია 1917წლამდე


სოფელი ბუკნარი წმინდა დიმიტრის ეკლესია.

კალანდაძე ნესტორ მღვდელი 


სოფელ ქვენობნის წმინდა გიორგის ეკლესია

რამიშვილი ნიკოლოზ ბლაღოჩინი მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე
ურუშაძე ნესტორ ბლაღოჩინი მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

ქორიძე ირაკლი ბლაღოჩინი მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

ჯაოლიძე ბესარიონ მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

ურუშაძე ნესტორ მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

ლომაძე ნიკოლოზ მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მჟავანაძე ილია მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე იოსებ ივანეს ძე მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე ლუკა ივანეს ძე მღვდელი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

შანიძე კარპეზ დიაკონი, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

ლომაძე გრიგოლ მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე  მიხეილ მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

ქორიძე მიხეილ მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე

მეგრელიძე პროკლე მედავითნე, სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია 1917წლამდე


ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია.

ქიქოძე გიორგი ბლაღოჩინი მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ქორიძე ირაკლი ბლაღოჩინი მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ნიკიფორე მღვდელ მონაზონი         

თავბერიძე ბესარიონ მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ჯაში დიომიდე მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

კალანდაძე  ნესტორ მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

თავბერიძე გიორგი მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

თავბერიძე  საბა გოგიტას ძე მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

კალანდაძე სერაპიონ მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ხუნდაძე  სილიბისტრო მღვდელი, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

ქორიძე ივილიანე დიაკონი ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

სიორიძე ერამალოზ მედავითნე, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე

პატარაია ნიკოლოზ მედავითნე, ხიდისთავი (ზენობნი) (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. 1917წლამდე


ხიდისთავი (ჭაჭიეთი) მთავარანგელოზის ეკლესია

ლომთათიძე პავლე მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917წლამდე

სიხარულიძე იოსებ მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917წლამდე

ჯაში სვიმონ მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917წლამდე

თალაკვაძე სტაქო მღვდელი ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917წლამდე

ჩხიკვაძე კაპიტონ მედავითნე ხიდისთავი (ჭაჭიეთი) (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია 1917წლამდე


სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

თოთიბაძე სიმონ ბლაღოჩინი მღვდელი, სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ

ჩხიკვაძე სფირიდონ იესეს ძე მღვდელი

თითობაძე სიმონ გრიგოლის ძე მღვდელი

კალანდაძე გრიგოლ მღვდელი

უშვერიძე მიხეილ მღვდელი

ლომთათიძე გრიგოლ მღვდელი

ქორიძე ივლიანე  დიაკონი

ჩიგოგიძე ისააკ მიხეილის ძე მედავითნე

ჩიგოგიძე ფილიპე  იოსებ მედავითნე

ჩიგოგიძე იოსებ მედავითნე


სოფელი ხიდისთავი წმინდა გიორგის ეკლესია  1898-1915წწ

კალანდაძე სერგი მღვდელი

კალანდაძე სერაპიონ მღვდელი

კალანდაძე ანტონ მღვდელი

კალანდაძე რაფიელ მღვდელი

კალანდაძე ფილიპე მღვდელი

მეგრელიძე გიორგი მღვდელი

გოგიბერიძე ლეონდი მღვდელი

მჟავანაძე ილია მღვდელი

ქორიძე ივილანე დიაკონი

კალანდაძე ლაზარე დიაკონი

უშვერიძე ბართლომე დიაკონი

კალანდაძე ლუკა მედავითნე

კალანდაძე ანთიმოზ მედავითნე

ჩიგოგიძე ფილიპე მედავითნე

მეგრელიძე  ნიკიფორე მიხეილის ძე მედავითნე


სოფელი ხიდისთავი (მეწიეთი) წმინდა გიორგის ეკლესია

კალანდაძე ფილიპე მღვდელი

კალანდაძე გრიგოლ მღვდელი

კალანდაძე სერგი დიაკონი

ჩიგოგიძე ფილიპე მედავითნე

კალანდაძე ანთიმოზ მედავითნე

კალანდაძე ანტონ მედავითნე

კალანდაძე მიქაელ მედავითნე

კალანდაძე სერგი მედავითნე


ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის ერკეთის საზოგადოება

სოფელი ხევი. წმინდა გიორგის ეკლესია. (1897 – 1918 წწ)

ცინცაძე ნიკოლოზ პროფილეს ძე მღვდელი

კეკელიძე  სერაპიონ მღვდელი

ცინცაძე  ზაქარია 1904 წელი მღვდელი

მამალაძე ლუკა მღვდელი

მამალაძე ივანე მღვდელი

მამალაძე ყაისარ ანდრიას ძე დიაკონი

მამალაძე ივანე მედავითნე

მამალაძე სპირიდონ მედავითნე

კირკველია გიორგი მღვდელი, ქალაქ ფოთის მცხოვრები, სოფელ ხევის ტაძარში ჩაატარეს ნათლობა

ხოშტარია ანდრია მედავითნე, ქალაქ ფოთის მცხოვრები, სოფელ ხევის ტაძარში ჩაატარეს ნათლობა


სოფელი ნაბეღლავი წმინდა გიორგის ეკლესია 1895 წწ

ჩხიკვაძე დიომიდე ბლაღოჩინი მღვდელი

ბენიამინი მონაზონი მონასტრის მღვდელი

მამალაძე ლუკა მღვდელი

ჯინჭარაძე გერმანე მღვდელი

თალაკვაძე სტაქო მღვდელი

ჯაში დიომიდე 1888წ. მღვდელი

თოხაძე ბესარიონ 1891წ. მღვდელი

კოროშინაძე კონსტანტინე მედავითნე


სოფელ შუბნის წმ. გიორგის ეკლესია 1898წწ

ცინცაძე იესე ბლაღოჩინი მღვდელი

ლომთათიძე გრიგოლ მღვდელი

ლომთათიძე თეოფანე მღვდელი

ცინცაძე მაქსიმე დიაკონი

ცინცაძე ნიკო სპირიდონის ძე მედავითნე

მგალობლიშვილი კონსტანტინე მედავითნე


სოფელი ერკეთი  მთავარანგელოზის ეკლესია

მგალობლიშვილი ილარიონ ანთიმოზის ძე მღვდელი

მგალობლიშვილი სამსონ მღვდელი


ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის ჯვარცხმის საზოგადოება

სოფელი ინტაბუეთი ღვთისმშობლის ეკლესია.

მგალობლიშვილი სვიმონ ბლაღოჩინი მღვდელი

ჩიგოგიძე ერმალოზ მღვდელი

კალანდაძე ანტონ მღვდელი

უნგიაძე კირილე მედავითნე

მგალობლიშვილი კონსტანტინე მედავითნე

ჩიგოგიძე ხალამპრე მედავითნე

ჩიგოგიძე იოსებ მედავითნე


სოფელ ჯვარცხმის მაცხოვრის ეკლესია ( სოფ. ჩაისუბანი)

მგალობლიშვილი სვიმონ ბლაღოჩინი მღვდელი

ფილიმონი  მღვდელ მონაზონი, ბლაღოჩინი 

მგალობლიშვილი ანდრია დეკანოზი

მგალობლიშვილი ილარიონ მღვდელი

ჯიბლაძე ეპიფანე მღვდელი

ვაშაძე მღვდელი

ცინცაძე მაქსიმე დიაკვანი

ჩიგოგიძე ხალამპრე მედავითნე

ჩიგოგიძე იოსებ მედავითნე

უნგიაძე მაქსიმე მედავითნე

ცინცაძე ნიკოლოზ მედავითნე


სოფელი გუთური

რამიშვილი ყარამან ბლაღოჩინი მღვდელი

მგალობლიშვილი სვიმონ დეკანოზი

შაქარიშვილი გრიგოლ მღვდელი

შაქარიშვილი ნესტორ მღვდელი

ჩხიკვიშვილი დავით მახარობლის ძე მღვდელი

ჯაყელი ბესარიონ მღვდელი

ჩხიკვიშვილი მელქისედეკ მედავითნე 

ჩხიკვიშვილი ფილიპე მედავითნე 

თავართქილაძე დავით მედავითნე 


სოფელი გორა წმინდა გიორგის ეკლესია

კალანდაძე რაფიელ მღვდელი

კალანდაძე ანტონ მღვდელი

ტყეშელიაძე სვიმონ მღვდელი

ნაჭყებია პოლიკარპე მღვდელი

კალანდაძე გრიგოლ მღვდელი

მამალაძე დომეტი დიაკონი

ჩიჩუა სვიმონ დიაკონი

მეგრელიძე ნიკიფორე მედავითნე

შარაშიძე კონსტანტინე მედავითნე

ცინცაძე ივლიანე მედავითნე

კალანდაძე ნესტორ მედავითნე


სოფელი ბუკისციხე ნათლისმცემლის ეკლესია

ცინცაძე ზაქარია ბლაღოჩინი მღვდელი 

ცინცაძე  იესე პროფილეს ძე მღვდელი

რამიშვილი ნიკო მღვდელი

ურუშაძე ნესტორ (1892წწ) მღვდელი

კეკელიძე სერაპიონ  (სოფ. საყვავის ტყის წმ.ღვთისმშობლის ეკლესია) მღვდელი

ხუნდაძე სილიბისტრო მღვდელი

კეკელიძე მიხეილ მღვდელი

უშვერიძე ზაქარია მღვდელი

ჯაყელი ივანე  დიაკონი

ცინცაძე სპირიდონ მედავითნე

ცინცაძე კონსტანტინე მედავითნე

ცინცაძე ნიკოლოზ მედავითნე

უშვერიძე ყარსუმ მედავითნე

ცინცაძე ლავრენტი მედავითნე


სოფელი   ზემოსურები წმინდა გიორგის ეკლესია.    1892-1918წწ.

თავსურები ღვთისმშობლის ეკლესია.

ხუნდაძე სილიბისტრო ბლაღოჩინი მღვდელები

რამიშვილი ყარამან ბლაღოჩინი მღვდელები

ტრაპაიძე ლუკა მღვდელი

თევზაძე სილიბისტრო მღვდელი

ტრაპაიძე სამსონ მღვდელი

 ცინცაძე კაპიტონ (ღვთისმშობლის ეკლესიის) მღვდელი

თევზაძე ლეონტი ანდრიას ძე (ღვთისმშობლის ეკლესიის) მღვდელი

ლომინეიშვილი სპირიდონ დიაკონი

ჟღენტი მაქსიმე მედავითნე

ცინცაძე ონიფანტე მედავითნე

რამიშვილი მიხეილ მედავითნე

რამიშვილი გიორგი მედავითნე

რამიშვილი იოსებ მედავითნე 

დარასელია ვლადიმერ (ღვთისმშობლის ეკლესიის) მედავითნე

მამალაძე სპირიდონ (ღვთისმშობლის ეკლესიის) მედავითნე


ქვემო სურები (დიდი-ვანი) წმინდა გიორგის ეკლესია.

ცინცაძე ზაქარია ბლაღოჩინი მღვდელი

კეკელიძე ისააკ მღვდელი

რამიშვილი ლუკა მღვდელი

რამიშვილი იოანე გაბრიელის ძე მღვდელი

ცინცაძე სპირიდონ მედავითნე

ცინცაძე კონსტანტინე მედავითნე

რამიშვილი ქრისტეფორე მედავითნე
რამიშვილი  სპირიდონ მედავითნე

ჟღენტი მაქსიმე მედავითნე

რამიშვილი იოსებ მედავითნე


სოფელ  ზემო ფარცხმის წმიდა გიორგის ეკლესია

შუა ფარცხმა წმიდა დიმიტრის ეკლესია

ცინცაძე ხარიტონ ბლაღოჩინი მღვდელი

ცინცაძე გიორგი მღვდელი

კანდელაკი ვლადიმერ მღვდელი

მეგრელიშვილი ბესარიონ მღვდელი

ჩხიკვაძე ბესარიონ დიაკვანი

ცინცაძე ლავრენტი მედავითნე

ბერძენიშვილი სამსონ მედავითნე

ცინცაძე იულიანე მედავითნე


სოფელი ბურნათი წმინდა პეტრე პავლეს ეკლესია

კეკელიძე სოფრომ მღვდელი

უშვერიძე ეფრემ მედავითნე


სოფელ ზემოხეთის საზოგადოება

სოფელი ზემოხეთი წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია.

კალაგონი ღვთისმშობლის ეკლესია.

თევზაძე ილარიონ მღვდელი

თევზაზე ანდრია მღვდელი

მეგრელიძე გიორგი მღვდელი

ხუნდაძე ალექსი ივანეს ძე მღვდელი

ხუნდაძე მიტროფანე მღვდელი

ნიკოლაიშვილი იოვანე მღვდელი

ბროკიშვილი ფილიმონ მღვდელი

ხუნდაძე ონიფანტე მღვდელი

თევზაძე გერასიმე მედავითნე

ბროკიშვილი თომა მედავითნე

ძნელაძე იესე ნიკოლოზის ძე მედავითნე 

ჭკუასელი სილიბისტრო მედავითნე

შანიძე პიღასტი მედავითნე

ხუნდაძე აკაკი მედავითნე

ცინცაძე იოანე მედავითნე

ხუნდაძე დომენტი მედავითნე


სოფელი ჩომეთი წმინდა გიორგის ეკლესია

ხუნდაძე სილიბისტრო ბლაღოჩინი

ხუნდაძე მიტროფანე მღვდელი

ხუნდაძე სარდიონ მღვდელი

ხუნდაძე ონიფანტე მღვდელი

ხუნდაძე ნიკიფორე მღვდელი

კვაჭაძე ნოე მღვდელი

თევზაძე ლეონტი მღვდელი

ხუნდაძე ბესარიონ ვახტანგის ძე მღვდელი

ქორიძე იულიანე დიაკონი მედავითნე

გურგენიძე გერმანე მედავითნე

ხუნდაძე იესე ნიკოლოზის ძე მედავითნე

ახალაძე პროკოპი მედავითნე

ხუნდაძე დომენტი მედავითნე

რამიშვილი იოსებ მედავითნე

ახალაძე ზურაბ მედავითნე

ხუნდაძე იესსე იოვანეს ძე მედავითნე


სოფელი კოხნარი (ნანეიშვილი) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

სოფელი ჩომეთი წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელი წიფნარი.

მგალობლიშვილი სვიმონ ბლაღოჩინი მღვდელი  

ხუნდაძე ბესარიონ მღვდელი

უშვერიძე ნიკოლოზ მღვდელი

მეგრელიშვილი ბესარიონ მღვდელი

მეგრელიძე გიორგი მღვდელი

უშვერიძე ბესარიონ მღვდელი

დარჩია ალექსანდრე მღვდელი

ბროკიშვილი ფილიმონ მღვდელი

თევზაძე სილიბისტრო მღვდელი

უშვერიძე მიხეილ მღვდელი

ძნელაძე სარდიონ მღვდელი

კეკელიძე ლეონტი მღვდელი

თევზაძე ილარიონ მღვდელი

უშვერიძე ფარნავაზ დიაკონი

უშერიძე იოსებ დიაკონი

ქორიძე იულიანე დიაკონი

გუბელიძე გრიგოლ მედავითნე

გუბელიძე გერმანე მედავითნე

უშვერიძე თედეოზ მედავითნე

ბროკიშვილი თომა მედავითნე

ახალაძე ზურაბ მედავითნე

ახალაძე ათანასე მედავითნე

უშვერიძე ანტონ მედავითნე

უშვერიძე ეფრემ მედავითნე

უშვერიძე ყურსუმ მედავითნე

უშვერიძე  ბართლომე მედავითნე


სოფელი ქვემოხეთი მაცხოვრის ეკლესია

მგალობლიშვილი ბლაღოჩინი მღვდელი

უშვერიძე ფარნავაზ მღვდელი

ბროკიშვილი ფილიმონ მღვდელი

თევზაძე სილიბისტრო მღვდელი

გურგენიძე ილარიონ მღვდელი

ხუნდაძე მიტროფანე მღვდელი

თევზაძე ილარიონ მღვდელი

უშვერიძე ბესარიონ მღვდელი

ნიკოლაიშვილი იოანე მღვდელი

უშვერიძე ნიკოლოზ მღვდელი

მეგრელიძე გიორგი მღვდელი

კეკელიძე სოფრომ მღვდელი

ქორიძე ივლიანე დიაკვანი

ურუშაძე ბართლომე დიაკვანი

ურუშაძე მიხეილ დიაკვანი

ახალაია ათანასე მედავითნე

უშვერიძე ალექსანდრე მედავითნე

ახალაძე ზურაბ მედავითნე

უშვერიძე ბართლომე მედავითნე

ხუნდაძე დომენტი მედავითნე

ქორიძე ივლიანე მედავითნე

ახალაძე პროკობი მედავითნე

უშვერიძე თედეოზ ოქროპირის ძე მედავითნე

მგალობლიშვილი კონსტანტინე მედავითნე

ძნელაძე ონისიმე მედავითნე


სოფელი ბურნათი წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია

საჯავახო წმინდა გიორგის ეკლესია

რამიშვილი ყარამან ბლაღოჩინი მღვდელი 

მეგრელიშვილი ანდრია ბლაღოჩინი მღვდელი 

ხუნდაძე სილიბისტრო ბლაღოჩინი მღვდელი 

თევზაძე სილიბისტრო მღვდელი

 უშვერიძე ნიკოლოზ მღვდელი
მეგრელიძე გიორგი მღვდელი

უშვერიძე ანტონ  დიაკონი

უშვერიძე ალმასხან მედავითნე

ძნელაძე ონისიმე მედავითნე

უშვერიძე იოსებ მედავითნე

ძნელაძე სარდიონ მედავითნე


ახალი სოფელი. (დაბა ჩოხატაური. გოგიბერიძის ქუჩა) ღვთისმშობლის ეკლესია.

ცინცაძე ხარიტონ  ბლაღოჩინი მღვდელი 

შაქარიშვილი ნესტორ მღვდელი

ცინცაძე ივანე მედავითნე

გურგენიძე კასიანე მედავითნე

გურგენიძე ხარიტონ მედავითნე


სოფელი შუასურები

წმინდა გიორის ეკლესიის (ლომისკარელის) ისტორია

     


   სოფელი შუასურები მდებარეობს, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 17 კმ-ის დაშორებით. სოფელი მთაგორიანია. დასავლეთით ესაზღვრება სოფელი დიდივანი, აღმოსავლეთით სოფელი  ზემოსურები. ჩრდილოეთით ვანის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით სოფლები ნაბეღლავი და დიდივანი. 

    სოფელი გაშენებულია მდინარე სუფსის ხეობის შუაწელში ორივე სანაპიროზე. ამ ტერიტორიაზე მდინარე სუფსის პატარა შენაკადია ჟავის წყალი, მარცხენა შენაკადია აგაშის წყალი, რომელიც `ქვაბსაქცევის~ ქედზე იღებს სათავეს.

   სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს თქმულებები, ერთ-ერთი ვერსია ასეთია:

    `ბატონს გაქცევია ყმა, სახელად ესე, რომელსაც ბატონმა დაადევნა მდევარი, მდევარმა ბატონს ამბავი ჩამოუტანა, ვეძებეთ მდინარე სუფსის გაუვალ ხეობაში `სულ-ურებ~ ადგილას, კვალში ჩაუდექით, მაგრამ ვერ დავიჭირეთო~. ყმა ესე, სადაც ცხოვრობდა იმ ადგილს დღესაც `ესეს გორას~ ეძახიან.

     სიტყვამ სულ-ურები განიცადა ცვლილება, სიტყვის ფუძიდან ამოვარდა `ლუ~ და მივიღეთ სიტყვა `სურები~. 

     სოფლ სურების ტერიტორია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, იყო დიდი, გამოყვეს ერთმანეთისაგან სოფლების ქვემოსურების (დიდივანი), შუასურებისა და თავსურების სახით.

     სოფელ შუასურებს სახელწოდება მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მიეკუთვნა.

 (მდებარეობს სოფლების დიდივანისა (ქვემოსურები) და ზემოსურების შუა).

     რელიეფის მიხედვით სოფელის ტერიტორია საშუალო სიმაღლის მთიანი ზონაა. რელიეფის უმაღლეს მწვერვალს წამოადგენს მთა `ჯვარი~, მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 1400 მეტრს უდრის.

     მთები დაფარულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის ჯიშებით. სოფელ შუასურების ტოპონიმებია: ნასახლევა, ლეღვეთა, ნაჭიანები, ცეცხლკლდე, ქვაბსაქცევი, ზვარისწვერი, კოკოცა, საჩიტია, დობირო და სხვა. 

      ტოპონიმთა განმარტება ასეთია: მაგალითად:

`ნაჭიანები სიტყვა სავარაუდოდ წარმოშობილი უნდა იყვეს ცხენების ჭენებასთან, ერთი ადგილიდან მეორე ადგილას სასწრაფო გადასვლასთან დაკავშირებით. (მდინარე სუფსის ხეობაში, გურის ტბის ზემოთ სოფელ ბუკისციხიდან, სოფელ შუასურებამდე).

      სოფელი უძველესი დროიდანააა დასახლებული, ამის ნათელი დადასტურებაა ნასახლარების არსებობა სოფლის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავდნენ, რომ უძველესი მცხოვრებლები ემსხვერპლნენ ეპიდემიასა და ტყვეთა მტაცებლობას. აუტანელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა, ღამე არ გავიდოდა, რომ თათრებს არ აეწიოკებინათ სოფელი, თავდაცვის საშუალებად სურებლებს, ორმოები ჰქონდათ გაკეთებული. მტრის მოახლოებას თუ შენიშნავდნენ მიაშურებდნენ თავშესაფარს.. თურქი ყაჩაღები ძარცვავდნენ და ისედაც მცირე ქონებას უნიავებდნენ. 

    გადმოცემით პირველი მოსახლენი იყვნენ გვარად ხაბეიშვილები. ძირითადად ცხოვრობდნენ შემდეგი გვარები: შათირიშვილები, ბერიშვილები, ტრაპაიძეები, თევზაძეები, ლაგვილავები.  

     `ზახტოურას~ გორაზე სოფლის ცენტრიდან 2კმ-ის დაშორებით იდგა  წმინდა გიორგის ეკლესია (ზომით პატარა), ეს პატარა ეკლესია იყიდა სოფელ ქვემოსურების `გადაღმა დობიროს~ მოსახლეობამ ეკლესიად. ზახტოურას გორაზე 1893 წელს ააშენეს, ხის ძალიან ლამაზი ეკლესია, ასევე ხის ძალიან ლამაზი სამრეკლოთი, ეს ეკლესია ისტორიას შემორჩა `ლომისკაელის~ სახელით. ეკლესიიდან 03 (სამი) ვერსის დაშორებით მდებარეობდა უახლოესი ეკლესია.    

    ეკლესიაში დაბრძანებული იყო წმინდა გიორგის ხატი, ხატი დასავლეთ საქართველოში სახელგანთქმული იყო ლომისკარელის სახელით, (ხალხმა სასწაულმოქმედი ხატის ძლიერება, ლომს შადარა და ლომისკარელი შეარქვა). ხატი სხვა ხატებთან შედარებით, ფორმითაც დიდი იყო. სოფლის და არა მარტო სოფლის მოსახლეობას ხატის დიდი შიში და იმედი ჰქონდა. უამრავი თქმულება არსებობს ხატთან დაკავშირებით. 

    ლეგენდა გვიყვება ` ქვესკნელიდან ამოძვრა ყაზან—დევი, კლდე წიწინათაზე ნადირთა მეფეს გამოსტაცა ალმასის თვლი და თვით გახდა მეფეთ-მპყრობელი, დევს დიდხანს ედო კლდის უბეში ალმასის თვალი და რაღაც ამ თვალზე ძვირფასი. გამოჩნდა ვინმე ლომკაცა რაინდი, რომელმაც დაამარცხა დევი ხელთ იგდო ალმასი და ძვირფასი განძი, ხატი გმირისა (წმინდა გიორგის) აიტანა ზახტოურას გორაზე, ააგო ხატისთვის საყდარი. აქ `სულ-ურებ~ ადგილას გაჩნდა ახალი სიცოცხლე `ლომისკარელის~ სახელობის საყდარი.

     გვალვიანი გაზაფხული დადგა, აპრილი იწურებოდა, მოსახლეობა ვერ ახერხებდა მიწის დამუშავებას, სოფლის, რამდენიმე თავკაცი შეიკრიბა, მივიდნენ ეკლესიაში და ითხოვეს ხატის ჩაბრძანება მდინარესთან, ვთხოვთ ჩვენს გასაჭირს და იქნებ გაწვიმდესო, ჩააბრძანეს ხატი მდინარის ნაპირთან, წაიკითხა მღვდელმა ლოცვები, ხატი დაასველეს, მდინარის წყლით. წმინდა გიორგის მადლითა და ძლიერებით, სასწაული მოხდა, ღამით გაწვიმდა. 

     ხატთან დაკავშირებით, სასწაულების შესახებ ხალხში გადადიოდა და მრავლდებოდა თქმულებები. ოზურგეთიდან მოიყვანეს ცხენზე შემჯდარი ბრმა. უამრავი ხალხი მოყვებოდა, ჭირისუფალი, მორწმუნეც და `სეირისმოყვარეც~. ბრმა ხატთან მიიყვანეს მღვდელმა ლოცვები წაიკითხა, კვლავ ერთი სასწაულის მოწმე გახდა იქ მყოფნი, ბრმას თვალი აეხილა. დაუწყეს ბრმას კოცნა და მილოცვები, სიხარულისაგან ყველა ტიროდა.

     სასწაულების ნახვის შემდეგ უფრო იზრდებოდა ხატისადმი პატივისცემა და მოკრძალება, ღრმავდებოდა სიყვარული და იმედი. 

     სოფელ ნაბეღლავში მკვლელობა მოხდა, მეზობელმა მოკლა მეზობელი. საქმე გამოუძიებელი რჩებოდა, უდანაშაულოს ბრალდებოდა მეზობლის სიკვდილი. ბრალდებული სოფელ შუასურებში ფეხით წავიდა, წმინდა გიორგის დახმარება შესთხოვა. მღვდლისგან კურთხევა აიღო. მეზობლების დახმარებით ხატი  გადააბრძანა სოფელ ნაბეღლავში, მიაბრძანეს მკვლელობის ადგილას, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, უდანაშაულომ დაიფიცა ხატის წინაშე, რომ მას მკვლელობა არ ჩაუდენია, დამნაშავემ ვერ გაუძლო ხატის ყურებას და დანაშაული აღიარა.

    ხატისთვის მოჰქონდათ შესაწირავი, მოჰყავდათ საკლავი, ძალიან დიდ პატივს სცებდნენ ლომისკარელის წმინდა გიორგის.

     ხელისუფლებას არ მოსწონდა ხალხის დამოკიდებულება ხატისადმი, ყველანაირად ცდილობდა, როგორმე შეერყია რწმენა და მოსახლეობაში ხატის პატივისცება დაკარგულიყო. 1905 წლის რევოლუციის დროს, პოლიტიკურმა არეულობამ სოფლის მოსახლეობა დააბნია და ხატის იმედად იყვნენ. 

  მეფის რუსეთის მოხელეებმა გადაწყვიტეს `ლომისკარელი~ სათავისოდ გამოეყენებინათ, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა მათ საწინააღმდეგოდ ღვთის შიში და სიყვარული იყო, რომელიც ღრმად იყო გამჯდარი ხალხში. 

   ერთ დღეს ხატი სოფელ ბუკისციხეში ჩააბრძანეს, რაფიელ შარაშიძის ეზოში დააბრძანეს, თავი მოუყარეს არა მარტო ამ სოფლის, არამედ ახლოს მდებარე სოფლების მოსალეობასაც. აიძულეს ხალხი სათითაოდ მისულიყვნენ ძლიერ ლომისკარელთან და აზრი გამოეხატათ, თავისი შეხედულებები ეღიარებინათ ხელისუფლების მიმართ. საკუთარი თავი და შვილები `გასცა~ მშობლებმა ვერ გაბედეს ტყუილი, ხატის მიმართ მოსახლეობას საუბედუროდ ბოროტი შიში გაუჩნდა. მეფის მთავრობამ საწადელს მიაღწია, ლომისკარელის მეშვეობით გააკეთეს რაც სურდათ. ხატი ისევ თავის ადგილს დაუბრუნეს.

    ღამით სავარაუდოდ გიორგი ძნელაძე, კაპიტო გოჯასპირის ძე სანიკიძე, გიორგი ივანეს ძე ბარამიძეს მიადგნენ ეკლესიის ეზოს, მცველმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, ხატი გაიტაცეს, სოფელ შუასურების ტყეში აიტანეს დაშალეს, გაძარცვეს, წმინდა გიორგის სახე დაწვეს. 

   ხმა ხატის შესახებ, სწრაფად გავრცელდა. ვერაგი განზრახვა ასრულდა, ხალხი ეკლესიას ჩამოშორდა. 

 1921 წელს ეკლესიის შენობა დაშალეს, ჩაიტანეს სოფლის ცენტრში ააშენეს, სოფლის კლუბად. (სავარაუდოდ ეკლესიის შენობის იერსახე უცვლელია).                       

                

   (ქრისტეს შობა ხსნილი კვერცხითა დაყველით ხალხში გავრცელებული მასალების მიედვით)


 შობის დღესასწაული. ამ დღისათვის ოჯახი განსაკუთრებულად ემზაებოდა, წინა დილით მზადდებოდა მრავალფეროვანი სანოვაგე, `ცხემლის~ შეშით გახურებულ კეცებზე, ღამით ცხვებოდა ღვეძელი (კვერცხითა და ყველით). (ჩვენთან ღვეძელს აცხობდნენ სადღესასწაულოდ, მხოლოდ ქრისტეს_შობის აღსაღნიშნავად, მარხვის ხსნილი ყველითა და კვერცხით). რაოდენ მრავალრიცხოვანი ოჯახი არ უნდა ყოფილიყო ღვეძელი ყველას თავისი ერგებოდა. ცხვებოდა აგრეთვე სასტუმრო ღვეძელი. ღვეძელი აუცილებლად დაიჭრებოდა `ცისკრის ვარსკვლავის~ ამოსვლის შემდეგ. 

  მანამ სოფლებში ეკლესიები არსებობდა, დილით აუცილებლად წირვაზე მიდიოდა სოფლის მოსახლეობა, საუბედუროდ ვინც ტაძრებს ვერ მოესწრო ისინი, მოკლებული იყო შობის შეხვედრის საოცარ ბრწყინვალებას, რომელიც სრულდებოდა ეკლესიებში, სანთლების შუქით გაჩირაღდნებულ ტაძრებში, გუგუნებდა შობის საგალობელი, (თითქმის მთელი სოფელი გალობდა). საუბედუროდ ეკლესიების დანგრევის შემდეგ, ოჯახი სახლში უფროსი დედა--ქალი `ჩამოქნიდა~ სანთლებს, სუფრის გაშლის, შემდეგ ოჯახის უფროსი მამაკაცი წაიკითხავდა ლოცვას (შეძლებისდაგვარად), ე. ი. სუფრა ნაკურთხი იყო. (სოფელი ხიდისთავი გ. კალანდაძე, არსენ ბერის ძმისშვილი). 


1840—1861 წწ

(ჩოხატაურში მოღვაწე სასულიერო პირები). 


1. სოფელი ერკეთი. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.

მგალობლიშვილი გიორგი ბეჟანის ძე, 1875 წელი, მღვდელი

მგალობლიშვილი  სვიმონ  

მგალობლიშვილი მაქსიმე  


2. სოფელი იანეული. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

კეკელიძე ანტონ იოანეს ძე მღვდელი, 1851-1880 წლეები,

კეკელიძე ივანე  


3. სოფელი ზემო ამაღლება. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ჯიბუტი ესე დავითის ძე, მღვდელი 1868-1879 წლეები,

დოლიძე სვიმონ  


4. სოფელი სამება. წმინდა სამების სახელობის ეკლესია.

მახარაძე იოანე მღვდელი 1875 წელი

წეროძე ანდრია მღვდელი 1875 წელი

წეროძე იოანე მღვდელი 1875 წელი


5. სოფელი ფარცხმა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ცინცაძე გიორგი, 1875 წელი, მღვდელი

მგალობლიშვილი ბესარიონ 1875 წელი, მღვდელი

ცინცაძე ხალამპრე 1875 წელი, მღვდელი


6. სოფელი გუთური. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ჩიგოგიძე ანტონ მღვდელი, 1851 წელი 

ჩხიკვიშვილი დავით მღვდელი, 1851 წელი 


7. სოფელი ბასილეთი. წმინდა ვასილის სახელობის ეკლესია.

ჯაში სოფრომ მღვდელი, 1854-1872 წლები
ჯაში პეტრე დავითის ძე, მღვდელი, 1854-1872 წლები

ჯაში მაქსიმე, მღვდელი, 1854-1872 წლები 


8. სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

კალანდაძე ბესარიონ დავითის ძე, მღვდელი. 1841-1872 წლები
კალანდაძე პეტრე გიორგის ძე მღვდელი

კალანდაძე  ესე მღვდელი

ციკვანაძე გიორგი იობის ძე მღვდელი

კალანდაძე მაქსიმე მღვდელი

ლომთათიძე გიორგი მღვდელი

კალანდაძე სერაპიონ მღვდელი

კალანდაძე ფილიპე მღვდელი

კალანდაძე გრიგოლ ბესარიონის ძე მღვდელი


9. სოფელი ხიდისთავი. (ახალშენის) მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

მეგრელიძე მიხეილ, მღვდელი, 1851-1868 წლები 

ჩიგოგიძე მიხეილ  გიორგის ძე, მღვდელი 

მეგრელიძე ლუკა, მღვდელი

ჩხიკვაძე სფირიდონ, მღვდელი 


10. სოფელი ქვენობანი. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ლომაძე ლაზარე სამოელის ძე, მღვდელი, 1854 წელი

მეგრელიძე მიხეილ იესეს ძე მღვდელი

ლომაძე ნიკოლოზ ლაზარს ძე მღვდელი

მეგრელიძე ზაქარია ივანეს ძე მღვდელი

მეგრელიძე ლუკა ივანეს ძე მღვდელი

მეგრელიძე გიორგი მღვდელი


11. სოფელი შუბანი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

კეკელიძე იესე დავითის ძე მღვდელი,  1870 წელი


12. სოფელი ხევი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მამალაძე ივანე გაბრიელის ძე, მღვდელი, 1840-1875 წლები

ანთიძე გიორგი მაარობლის ძე მღვდელი

მამალაძე ანდრია მღვდელი


13. სოფელი ქვემოსურები,  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

რამიშვილი იოანე მღვდელი 1842 წელი

ტრაპაიძე ნიკოლოზ ესეს ძე მღვდელი 

რამიშვილი ლუკა მღვდელი 

რამიშვილი ბართლომე მღვდელი 


14. სოფელი ზემოსურები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

თალაკვაძე სვიმონ 1845 წელი. მღვდელი

ტრაპაიძე ლუკა ნიკოლოზის ძე მღვდელი


15. სოფელი. თავსურები  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

მგალობლიშვილი  მაქსიმე 1847წელი. მღვდელი. 

თევზაძე ლევანტი 


16. სოფელი ინტაბუეთი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ჩიგოგიძე იობი ოტიას ძე მღვდელი, 1842-1877წწ.

ჩიგოგიძე ანტონ პეტრეს ძე 

ჩიგოგიძე ერმალოზ 


17. სოფელი ჩაისუბანი (ჯვარცხმა) მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

უნგიაძე ანდრია იობის ძე მღვდელი, 1873-1890წწ

უნგიაძე იოანე ანდრიას ძე მღვდელი

უნგიაძე მაქსიმე ნიკოლოზის ძე მღვდელი


18. სოფელი გორაბერეჟოული  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ტყეშელიაძე სვიმონ 1872 წელი. მღვდელი


19. სოფელი გოგოლესუბანი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ბერძენიშვილი დავით გიორგის ძე 1858 წელი მღვდელი

სიხარულიძე სვიმონ გაბრიელის ძე მღვდელი

სიხარულიძე იესე მამუკას ძე მღვდელი


20. სოფელი დაბლაციხე.(ციხე)  იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.

ცინცაძე იესე პროფილეს ძე მღვდელი 1854-1899წწ.

ცინცაძე მაქსიმე მღვდელი

კიკვაძე იოანე მღვდელი


21. სოფელი კოხნარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

უშვერიძე გიორგი მღვდელი, 1840-1880 წწ

უშვერიძე ბესარიონ მღვდელი

უშვერიძე  ნიკოლოზ მღვდელი

უშვერიძე მიხეილ მღვდელი


22. სოფელი ზემოხეთი. (კალაგონი)  წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია.

ბრიკიშვილი გიორგი ივანეს ძე 1842-1877წწ მღვდელი,

ბროკიშვილი ფილიმონ  მღვდელი

ხუნდაძე ივანე მღვდელი

ხუნდაძე ნიკოლოზ მღვდელი

ხუნდაძე ალექსი მღვდელი


23. სოფელი ქვემოხეთი.  მაცხოვრის სახელობის ეკლესია

შანიძე პეტრე 1844-1880 წწ მღვდელი

უშვერიძე ბესარიონ მღვდელი

შანიძე გიორგი მღვდელი

ხუნდაძე ივანე ნიკოლოზის ძე მღვდელი


24. სოფელი საჭამიასერი. (ჩომეთი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ხუნდაძე ალექსი 1842-1879 წწ. მღვდელი

ხუნდაძე ბესარიონ ვახტანგის ძე მღვდელი


25. სოფელი ბურნათი წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია

უშვერიძე ოქროპირ 1862 წელი მღვდელი 


 შედგენილია ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივში, დაცული საეკლესიო  ჩანაწერების მიხედვით: დირექტორი ნათია კალანდაძე  2009 წელი.


იოსებ ტუსკია  გურიის უდაბნოს მამათა მონასტრის წინამძღვარი. (სოფელი შუაგანახლება. ძველი სახელწოდება ამაღლება.) იოსებ ტუსკია ცხოვრობდა გურიელების მამია IV-ისა, გიორგი V-ისა და ვახტანგის დროს. ის თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ყველაზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა მთელს იმერეთსა და გურიაში. არსებობს ორი საბუთი, რომელიც გიორგი V გურიელმა უბოძა მას: პირველი 1774წ, მეორე 1776წ.

ამ საბუთების მიხედვით აღიარებულია ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად და საჯუმათელოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად და მეომოფრედ. ასევე არსებობს აფხაზეთის კათოლიკოს მაქსიმეს 1777წ ინსტრუქცია უდაბნოს მამა იოსებისა და ერკეთის წინამძღვარ ბასარიონისადმი. ამ ინსტრუქციით: მათ ევალებათ მოიხილონ გურიის ეკლესიები და თვალყური ადევნონ მათ კეთილსახიერებას და ასწავლონ მღვდლებს მათი მოვალეობა.


1846-1921 წლეებში, გურიის უდაბნოს სავანეში, მოღვაწე წინამძღვრები:


არქიმანდრიტი გაბრიელ (ტუსკია). ____ 1846-1856წწ.

შემდგომში გურიის ეპისკოპოსი.    ___  1860-1882წწ.

არქიმანდრიტი თომა.                ____  1857-1885წწ.

არქიმანდრიტი გერასიმე.           ____  1886-1900წწ.

არქიმანდრიტი არსენი.             ____   1901-1921წწ. 


ეპისკოპოსი შაქარიშილი გრიგოლ.    


ხუნდაძე ლუკა დაიბადა 1877 წელს სოფელ ჩომეთში(ოზურგეთის მაზრა). დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის საეკლესიო სკოლაში. საფრანგეთში დაამთავრა სასულიერო სემინარია და დაბრუნდა მშობლიურ მხარეში. იყო სოფლის ეკლესიის მღვდელი. ხელმძღვანელობდა სოფელ საჭამიასერის ცენტრისა და დაწყებითი 7- წლიანი სკოლის მშენებლობას. 1907 წელს ლუკა ხუნდაძემ შეძლო `იარმუკობის~ (სადღესასწაულო ბაზრობის) გადატანა სოფელ ნანეიშვილისეულიდან (კოხნარიდან) სოქ. საჭამიასერში. პროგრესულად მოაზროვნე ლ. ხუნდაძე ილაშქრებდა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ტფილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, 1893 წელს მონაწილეობა მიიღო მოსწავლეთა გაფიცვაში და ამიტომაც სასწავლებლიდან გარიცხეს.

1906 წელს ლუკა ხუნდაძემ ქუთაისის გუბერნატორს დაამტკიცებინა პირველ-დაწყებითი ოთხწლიანი უმაღლესი სკოლა მშენებლობა დაიწყო 1906 წელს. დასრულდა 1914 წელს. სკოლის პირველი დირექტორის კარპეზ ბერიძის შემდეგ თავად იყო დირექტორი, რომელიც ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.  


ხუნდაძე რაჟდენი დაიბადა 1845 წელს, სოფ. კალაგონში (ოზურგეთის მაზრა), აზნაურის ოჯახში. ის იყო სილოვან ხუნდაძის უფროსი ძმა. 

  მშობლებმა ის მიაბარეს საქართველოში განთქმული მგალობლის ანტონ დუმბაძის ოჯახს. მშვენიერი ხმითა და სმენით დაჯილდოებული რაჟდენი, როგორც “სრული მგალობელი”, განწესებულ იქნა მარტვილის მონასტერში.

    1884 წელს რაჟდენ ხუნდაძე დაინიშნა გალობის მასწავლებლად  ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ის ამავე დროს მოღვაწეობდა პრესაში “საჯავახოელების”, “ქართველიშვილის”, “ბეკო გმირიძის” ფსევდონიმით. კორესპოდენციებს ბეჭდავდა ჟურნალებში “კვალი”, “მწყემსი”. წერდა ლექსებს, სტატიებს -----  ქართული სიმღერა-გალობის დაცვისა და გავრცელების თემაზე, ნარკვევებს ---- ძველ ქართველ მოღვაწეებზე, ისტორიულ ძეგლებზე და სხვა.

 1905 წელს გამოვიდა მისი ლექსთა კრებული.

   რაჟდენ ხუნდაძეს მთავარი ღვაწლი მიუძღვის ქართული საერო და სასულიერო სიმღერების დაცვის საქმეში. მან შექმნა ხუთი ხელნაწერი წიგნი, შეაგროვა და ნოტებზე გადაიტანა ორი ათასი სხვადასხვა ქართული საგალობელი (პირველი, მეორე და მესამე ხმა), გალობდა გუნდში, ლოტბარობდა, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა გალობას ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სასულიერო, საქალაქო, წმინდა ნინოსა და ეპარქიულ სასწავლებლებში, მართავდა საჯარო კონცერტებს. იყო ქართული ხალხური სიმღერების შესანიშნავი მცოდნე. 1916 წლის 27 მარტს რაჟდენ ხუნდაძემ მოაწყო ქუთაისში გრანდიოზული კონცერტი, სადაც თვითონ გალობდა.

    რაჟდენ ხუნდაძემ სამხმიანი გუნდისათვის გამართა ფილიმონ ქორიძის მიერ პირველ ხმაზე ჩაწერილი სამიათასასი საგალობელი. ამჟამად დაცულია რაჟდენ ხუნდაძის მიერ ნაგალობევი და ნოტებზე გადაღებული 1641 საგალობელი და 277 ხალხური სიმღერა.

    მისი ხელმძღვანელობით 1890 წელს პირველად ქართულ ენაზე გამოიცა საეკლესიო სახელმძღვანელო “ტიპიკონი”.

   1921-37 წლებში რ. ხუნდაძის მიერ შეგროვილ იქნა ქართული სიმღერები სამუსიკო ქრესტომათიისათვის. ამავე წელს მან დაამთავრა სამმოქმედებიანი ოპერა “უცნაური ქორწილი~.

    მის მიერ 1921-37 წლებში  შეგროვილი ქართული სიმღერა—საგალობლების უნიკალური მასალა მისივე თხოვნით ინახებოდა ზედაზნის მონასტრის ბერებთან, რომელიც 1937 წელს აღმოაჩინა რაჟდენის ვაჟმა შალვამ და გადასცა კომპოზიტორთა კავშირს და ხალხური შემოქმედების სახლს.

    რაჟდენ ხუნდაძე ცნობილ ქართველ საეკლესიო მოღვაწეებთან ერთად სათავეში ჩაუდგა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. 

   რ. ხუნდაძე გარდაიცვალა 1929 წელს. დაკრძალულია ქ. ქუთაისში, გოჭოურას სასაფლაოზე, (ხუნდაძეთა  საგვარეულო სასაფლაოზე).


ყველაფერი კარგად იქნება


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ

              ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება

              იფიქრე კარგი და დაინახე, რომ 

              ყველაფერი კარგად იქნება


როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას

შენი ცხოვრებაც ისე იქნება

გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის,

და ყველაფერი კარგად იქნება!


ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში

განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება

ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად

და ყველაფერი კარგად იქნება!


როცა ვარდები დეპრესიაში

და შენი ტანჯვა ატყობ იწყება 

მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი

ყველაფერი კარგად იქნება!


რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები 

შენი ცხოვრების წუთი ითვლება

რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ

ყველაფერი კარგად იქნება!


თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,

ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება

ის მოწყალეა ყველა ცოდვილის 

და ყველაფერი კარგად იქნება!


როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს 

და შენი გული ბოღმით ივსება,

ერთადერთი რაც გადაგარჩენს თქვი

ყველაფერი კარგად იქნება!


დიდი ნიჭია თავშეკავება

ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება

როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი, რომ

ყველაფერი კარგად იქნება!


როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას

და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა

სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ 

ყველაფერი კარგად იქნება!


როდის იქნება? როგორ იქნება?

როცა კითხვები გულში ისმება 

ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს

   ღმერთის წყალობით

სულყველაფერი კარგად იქნება!



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი

ილია II



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2024
ბოლო რედაქტირება 08.03.2024
სულ რედაქტირებულია 26





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0