სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
დავით ჭავჭავაძე 1817-84წწ  გენერალ-ლეიტენანტი.  დაკრძ. შუამთაში დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი დავით ჭავჭავაძე 1817-84წწ  გენერალ-ლეიტენანტი.  დაკრძ. შუამთაში დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი დავით ჭავჭავაძე 1817-84წწ  გენერალ-ლეიტენანტი.  დაკრძ. შუამთაში დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი

1817-1884 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჭავჭავაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

დავით ჭავჭავაძე 1817-84წწ გენერალ-ლეიტენანტი. დაკრძ. შუამთაში დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი

ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1817-15 ნოემბერი, 1884), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1881);



 დავით ჭავჭავაძე (დ. 1818 — გ. 15 ნოემბერი, 1884, თბილისი) — თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი.

სამხედრო განათლება მიიღო სანქტ-პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკთა სკოლაში. არმიაში მსახურობდა 1834 წლიდან; იყო ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტეროფიცრად. 1839–1840 წლებში მსახურობდა ფსკოვის კირასირთა პოლკში. 1840 წელს გადაიყვანეს კავკასიაში და ჩარიცხეს გენერალ ნ. რაევსკის რაზმში. 1840 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1844 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა. მონაწილეობდა გენერალ ა. ნეიდგარდტის ექსპედიციაში შამილის წინააღმდეგ. 1847 წელს კაპიტნის ჩინი და კავკასიის ცალკე კორპუსის მ. ვორონცოვის ადიუტანტობა მიიღო. 1851 წელს გადაიყვანეს ლაიბ-გვარდიის გრენდერთა პოლკში.



ყირიმის ომის დროს (1853–1856) ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის თავდასხმებისაგან. სწორედ ამ დროს ჭავჭავაძეების ოჯახს დაატყდა თავს ტრაგედია. შამილის მარბიელმა რაზებმა 1854 წლის 4 ივლისს მოულოდნელად აიღო და გადაწვა დავითის მამული წინანდალში. მისი მეუღლე და შვილები ტყვედ აიყვანეს. მათ აგრეთვე დაატყვევეს ელენე ორბელიანი, დავითის ცოლისდა, და მისი ვაჟი, რომლებიც იმხანად ჭავჭავაძეებს სტუმრობდნენ; მათ რამდენიმე მსახურიც მიაყოლეს. თავდასხმის დროს დავითის უმცროსი შვილი, თორმეტი თვის ლიდია მოკლეს. დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 1855 წელს, შამილმა მძევლები პეტერბურგში აღზრდილ თავის ვაჟზე, ჯამალ ედ–დინზე, გაცვალა. მას ასევე გადასცეს 16 მთიელი ტყვე და დიდი ფულადი გამოსასყიდი.


1854 წელს ჭავჭავაძემ მიიღო მეფის ფლიგელ-ადიუტანტობა. 1856 წელს ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. 1861 წელს გენერალ-მაიორი გახდა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. ამავე დროს იგი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867 წელს მან თელავში პირველი ქალთა სკოლა დააარსა, ხოლო ორ წელიწადში მსგავსი სკოლა წინანდალშიც გახსნა. დავითის სამეწარმეო საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა და თავადი ბანკების ვალებში აღმოჩნდა. საბოლოოდ, დავითის პირადი ქონების მართვაში მთავრობა ჩაერია: წინანდლის მამულის ძირითადი ნაწილი რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.


ჭავჭავაძეს ცოლად ჰყავდა მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი, ანა ბაგრატიონი (1822–1905). მათ შეეძინათ ცხრა შვილი — ექვსი ქალიშვილი (სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია და ნინო) და სამი ვაჟი (ალექსანდრე, ილია და არჩილი). დაკრძალულია კახეთში, შუამთის დედათა მონასტერში.

დაკრძალვის ადგილი:შუამთის დედათა მონასტერი, კახეთი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.05.2023
სულ რედაქტირებულია 7




ჭავჭავაძე

1 0

3.40 დავით IV (ჭავჭავაძე) - 1443/47-1459 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

1 0


წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) 1837-1907წწ გარდ. 70 წლის ხსენება 20 (2 აგვისტო) ივლისი, მოკლეს (ცეცხლსასროლი იარაღით) წიწამურთან. დაბ. ყვარელი

1 0


ნიკო მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე (პატარა ნიკო) 1866-1920წწ გენერალ მაიორი დაბ. ყვარელი კახეთი Чавчавадзе Николай Михайлович

1 0


გარსევან (დავით) რევაზის ძე ჭავჭავაძე 1757-1811წწ ელჩი, გენერალ ადიუტანტი დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი

2 0

სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი

5 0


სპირიდონ ჭავჭავაძე ივანეს ძე 1809-72წწ დაბ. სოფ. წინანდალი თელავი კახეთი

3 0


ნიკოლოზ ჭავჭავაძე ზურაბის ძე 1830-97წწ გარდ. 67 წლის, რუსეთის გენერალი, 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; დაკრძ. ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაბ. ყვარელი, კახეთი

2 0


ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძე 1826-1913წწ წარმ. სოფ.ვაზისუბანი, გურჯაანი, კახეთი

1 0


ზაქარია ჭავჭავაძე გულბაათის ძე 1825-1905წწ გარდ. 80 წლის რუსეთის გენერალი, თავი გამოიჩინა 1853 წლის, ბაშკადიკლარისა და 1854 წლის, ქურუქ-დარის ბრძოლებში; დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი

2 0


არჩილ ჭავჭავაძე გულბაათის ძე 1841-1902წწ თავადი, გენერალ-მაიორი, დაბ. სოფ. წინანდალი თელავი კახეთი

2 0


ალექსანდრე ჭავჭავაძე იოსების ძე 1860-1910წწ გენერალ მაიორი წარმ. ყვარელი Чавчавадзе Александр Иосифович

1 0


ალექსანდრე ჭავჭავაძე ზაქარიას ძე 1870-1930წწ გენერალ მაიორი წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

1 0


იასონ ჭავჭავაძე ივანეს ძე 1804-57წწ გარდ. 53 წლის. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, რუსეთ-ოსმლეთის ომის დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზრუმის და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში, დაბ. სოფ. წინანადალი, თელავი

6 0


მიხეილ ჭავჭავაძე 1944-1995წწ. გარდ. 51 წლის, მხატვარი, მეტეხის თეატრის მთავარი მხატვარი წარმ. ყვარელი კახეთი

1 0


შადიმან ჭავჭავაძე 1943-2014წწ მხატვარი დაბ. ბათუმი, აჭარა.

1 0


პავლე ჭავჭავაძე 1899-1971წწ მწერალი, სანქტ-პეტერბურგი

1 0


ილია ჭავჭავაძე 1837-1907წწ მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, წმინდანი დაბ. ყვარელი, კახეთი

1 0


დავით ჭავჭავაძე 1924-2014წწ მწერალი, პუბლიცისტი, სამხედრო პირი, ლონდონი

1 0


ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე 1923-97წწ. გარდ. 74 წლის, აკადემიკოსი, ფილოსოფია. ზურაბ ჭავჭავაძის მამა. დაბ. ყვარელი.

1 0