სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ილია ჭავჭავაძე 1837-1907წწ მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, წმინდანი დაბ. ყვარელი, კახეთი

1837-1907 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭავჭავაძე სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

97       ბეჭდვა

ილია ჭავჭავაძე 1837-1907წწ მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, წმინდანი დაბ. ყვარელი, კახეთი

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე (1837-1907) დაიბადა ქალაქ ყვარელში,  გაღარიბებული თავადის ოჯახში.


1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან - თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; "ქართვლის დედა" (1860 წ.), "კაკო ყაჩაღი", "მუშა", "ელეგია" და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში.


ი. ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს. 1863 წელს ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. საქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას. 70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი.


მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ი. ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.378



ბიბლიოგრაფია






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.02.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჭავჭავაძე

1 0

3.40 დავით IV (ჭავჭავაძე) - 1443/47-1459 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

1 0


წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) 1837-1907წწ გარდ. 70 წლის ხსენება 20 (2 აგვისტო) ივლისი, მოკლეს (ცეცხლსასროლი იარაღით) წიწამურთან. დაბ. ყვარელი

1 0


ნიკო მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე (პატარა ნიკო) 1866-1920წწ გენერალ მაიორი დაბ. ყვარელი კახეთი Чавчавадзе Николай Михайлович

1 0


გარსევან (დავით) რევაზის ძე ჭავჭავაძე 1757-1811წწ ელჩი, გენერალ ადიუტანტი დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი

2 0

სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი

5 0


სპირიდონ ჭავჭავაძე ივანეს ძე 1809-72წწ დაბ. სოფ. წინანდალი თელავი კახეთი

3 0


ნიკოლოზ ჭავჭავაძე ზურაბის ძე 1830-97წწ გარდ. 67 წლის, რუსეთის გენერალი, 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; დაკრძ. ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაბ. ყვარელი, კახეთი

2 0


ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძე 1826-1913წწ წარმ. სოფ.ვაზისუბანი, გურჯაანი, კახეთი

1 0


ზაქარია ჭავჭავაძე გულბაათის ძე 1825-1905წწ გარდ. 80 წლის რუსეთის გენერალი, თავი გამოიჩინა 1853 წლის, ბაშკადიკლარისა და 1854 წლის, ქურუქ-დარის ბრძოლებში; დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი

2 0


დავით ჭავჭავაძე 1817-84წწ გენერალ-ლეიტენანტი. დაკრძ. შუამთაში დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი

3 0


არჩილ ჭავჭავაძე გულბაათის ძე 1841-1902წწ თავადი, გენერალ-მაიორი, დაბ. სოფ. წინანდალი თელავი კახეთი

2 0


ალექსანდრე ჭავჭავაძე იოსების ძე 1860-1910წწ გენერალ მაიორი წარმ. ყვარელი Чавчавадзе Александр Иосифович

1 0


ალექსანდრე ჭავჭავაძე ზაქარიას ძე 1870-1930წწ გენერალ მაიორი წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

1 0


იასონ ჭავჭავაძე ივანეს ძე 1804-57წწ გარდ. 53 წლის. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, რუსეთ-ოსმლეთის ომის დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზრუმის და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში, დაბ. სოფ. წინანადალი, თელავი

6 0


მიხეილ ჭავჭავაძე 1944-1995წწ. გარდ. 51 წლის, მხატვარი, მეტეხის თეატრის მთავარი მხატვარი წარმ. ყვარელი კახეთი

1 0


შადიმან ჭავჭავაძე 1943-2014წწ მხატვარი დაბ. ბათუმი, აჭარა.

1 0


პავლე ჭავჭავაძე 1899-1971წწ მწერალი, სანქტ-პეტერბურგი

1 0


დავით ჭავჭავაძე 1924-2014წწ მწერალი, პუბლიცისტი, სამხედრო პირი, ლონდონი

1 0


ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე 1923-97წწ. გარდ. 74 წლის, აკადემიკოსი, ფილოსოფია. ზურაბ ჭავჭავაძის მამა. დაბ. ყვარელი.

1 0