
კუტივაძე ლევან თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდლი
საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 დეკემბერი 2007წ გვ. 6
27 ნოემბერს ხვილიშას (ასპინძის რაიონი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ახალციხის ,ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლევან კუტივაძე. დიაკონი ლევანი თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის (ლურჯი მონასტერი) ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N27 31ივლისი-28აგვისტო 2008წ გვ. 9
ხელდასხმა
22 ივლისს პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) დიაკონს ლევან კუტივაძეს.
საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 10
დაჯილდოება
29 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით —კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, მღვდელი დავით ციცქიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლევან კუტივაძე.
ტაძრის კურთხევა
18 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობდნენ ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან კუტივაძე და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მღვდელი ნიკოლოზ ბურდილაძე, მღვდელი არჩილ გვიმრაძე, მღვდელი ლევან მერაბიშვილი და მღვდელი იოსებ ნუსხელაძე. ასევე ბერ-დიაკონი პავლე (ქებულაძე).