სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კუტივაძე ლევან დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კუტივაძე ლევან დეკანოზი

2007 წლის 27 ნოემბერს დიკვნად კურთხევა. 2008 წლის 22 ივლისს მღვდლად ხელდასხმა. თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდლი 2008წ. მდგომარეობით.  2010 წლის 29 აგვისტოს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

კუტივაძე ლევან თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდლი 

საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 დეკემბერი 2007წ გვ. 6

27 ნოემბერს ხვილიშას (ასპინძის რაიონი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ახალციხის ,ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლევან კუტივაძე. დიაკონი ლევანი თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის (ლურჯი მონასტერი) ტაძარში იმსახურებს.

 საპატრიარქოს უწყებანი N27  31ივლისი-28აგვისტო  2008წ გვ. 9

ხელდასხმა

22 ივლისს პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) დიაკონს ლევან კუტივაძეს.

საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 10

დაჯილდოება

29 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით —კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, მღვდელი დავით ციცქიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლევან კუტივაძე. 


ტაძრის კურთხევა

18 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობდნენ ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან კუტივაძე და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მღვდელი ნიკოლოზ ბურდილაძე, მღვდელი არჩილ გვიმრაძე, მღვდელი ლევან მერაბიშვილი და მღვდელი იოსებ ნუსხელაძე. ასევე ბერ-დიაკონი პავლე (ქებულაძე).

კუტივაძე - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კუტივაძე ლევან დეკანოზი
კუტივაძე ლევან - დეკანოზი. 2007 წლის 27 ნოემბერს დიკვნად კურთხევა. 2008 წლის 22 ივლისს მღვდლად ხელდასხმა. თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდლი 2008წ. მდგომარეობით.  2010 წლის 29 აგვისტოს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.