მიხეილ ნაკაშიძე ალექსანდრეს ძე 1844-1905წწ რუსეთის გენერალი დაბ. ლანჩხუთი გურია
მიხეილ ნაკაშიძე ალექსანდრეს ძე (1844-1905) გენერალ-მაიორი მიხეილ ნაკაშიძე - გენერალ-მაიორი,
რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, დაღესტნის ოლქის მმართველი, ბაქოს გუბერნატორი (1885-1888), "დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი" 1888 წლიდან, დაიღუპა ტერორისტის ხელით.
ნაკაშიძეები — ქართული გვარი, გავრცელებულია გურიაში. ნაკაშიძეებს, როგორც გურიის სამთავროს ერთ-ერთ „უწარჩინებულეს“ თავადურ გვარს ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი. ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერის მიხედვით გვარი ნაკაშიძე მოდის დიარბაქირის წინამძღვარიდან, რომელსაც ეწოდებოდა ნაყაშ, რადგან მხატვრობა იცოდა. სიტყვა ნაყაში თურქულ ენაში შესულია არაბულიდან და მხატვარს ნიშნავს. ნაყაშის შვილები საქართველოში, გურიაში დამკვიდრდნენ და თავადობა მიიღეს 1231 წლიდან. ეს ცნობა სარწმუნოდ არაა მიჩნეული. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ნაკაშიძეები გურიის ადგილობრივი მკვიდრი თავადები იყვნენ.
პროფესორ იური სიხარულიძის აზრით ნაკაშიძე მოდის სვანური ნაკანიდან, რომელიც მოგვიანებით ნაკაშიდ გადაიქცა. სიხარულიძის მიხედვით, თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და ნაკაიძეები გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ.
ნაკაშიძეების სათავადო მოიცავდა სოფლებს გურიანთა, ვაშნარი, ციხე, ჭანიეთური, გამოღმა ბაილეთი, ახალსოფელი, მაკვანეთი. ნაკაშიძეები ფლობდნენ ასევე მამულებს ჩოჩხათში, ზედუბანში, ლანჩხუთში, გოგორეთში, ასკანაში, ხარაულში, ოქროსქედში, ვაკიჯვარსა და გამოჩინებულში, მათ ეკუთვნოდათ ძვირფასი ჯიშის ხით მდიდარი ვრცელი ტყეები მდინარე ნატანების ქვემო წელზე. ნაკაშიძეების საზაფხულო რეზიდენცია იყო ციხე, საზამთრო კი ვაშნარი. ნაკაშიძეების ერთი შტო მაკვანეთში ცხოვრობდა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე იქ სასახლე ჰქონდა მოწყობილი. სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა. ნაკაშიძეებს გურიელების კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა, ერმენის მებაჟეობა. გიორგი III გურიელის დროს იხსენიება მამუკა ნაკაშიძე, რომელსაც მეღვინეთუხუცესის თანამდებობა ეეკავა.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 02.01.2023 სულ რედაქტირებულია 2
შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ. მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით საზოგადოებრივ საწყისებზე. ქალაქი თელავი.
ნაკაშიძე
1 0
ივანე ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე 1848-1919წწ გარდ. 71 წლის რუსეთის გენერალი ლეინტენატი, რუსეთ-თურქეთის (1877-1878) წლების ომში, პლევნის აღებისას მეთაურობდა „მფრინავ“ სანიტარულ რაზმს. წამ. ოზურგეთი გურია
2 0
ალექსანდრე დავითის ძე ნაკაშიძე 1837-1905წწ რუსეთის გენერალი, ელისავეტპოლის გუბერნიის გუბერნატორი, დაბ. ოზურგეთი, გურია
2 0
გიორგი ნაკაშიძე (1971) მსახიობი წარმ. ლანჩხუთი, გურია
1 0
ნინო ნაკაშიძე 1872-1963წწ მწერალი დაბ. ოზურგეთი, გურია, ბახვი
1 0
კონსტანტინე ნაკაშიძე 1947წ მწერალი, სცენარისტი. დაბ. ოზურგეთი გურია
1 0
ილია ნაკაშიძე 1866-1923წწ კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი დაბ. თბილისი