სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ილია ნაკაშიძე 1866-1923წწ  კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი   დაბ. თბილისი

1866-1923 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნაკაშიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ილია ნაკაშიძე 1866-1923წწ კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი დაბ. თბილისი

ილია ნაკაშიძე დაიბადა 1866 წელს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე; დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1895 წელს.


უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო ქართულ და რუსულ პერიოდიკაში; თავისი აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო იგი ახლო ურთიერთობაში იყო ლევ ტოლსტოისთან, კერძოდ რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის საკითხში; სწორედ ამის გამო, 1897 წელს იგი მოსკოვში დასახლდა; აქ ის ხვდებოდა ლ. ტოლსტოის, რომელმაც ხელი გაუმართა მის ოჯახს; თავის მხრივ თვითონაც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დიდ მწერალს; მაგალითად, იგი ყურადრებით მოეკიდა ლ. ტოლსტოის თხოვნას, დახმარება გაეწია "ჰაჯი-მურატისათვის" მასალების მოძიებაში; 1903 წელს ბრუნდება სამშობლოში; დიდი იმედით შეხვდა 1905 წელს რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში; მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა სახელოვანი მამულიშვილი აიძულეს მიეტოვებინა მშობლიური კუთხე გურია და დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც გააჩაღა პუბლიცისტური საქმიანობა; მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ იგი უფრო ხშირად პედაგოგიკის, ბავშვთა-აღზრდის საკითხებს ეხება; მისი კონცეფცია ემყარებოდა თავისუფალი აღზრდის თეორიას და ეწეოდა მის პროპაგანდას როგორც ქართულ, ისე რუსულ ჟურნალ-გაზეთებში; ამაგდარი მოღვაწე წლების მანძილზე თანამშრომლობდა ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში, აგრეთვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში"; მას ეკუთვნის არაერთი საინტერესო წერილი ქართველ, რუს და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაზე; განსაკუთრებით საგულისხმოა კრიტიკული წერილები ისეთ მოღვაწეებზე როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ლევ-ტოლსტოი, გი-დე მოპასანი და სხვები; საზოგადო მოღვაწე.


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.287

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ნაკაშიძე

1 0

ივანე ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე 1848-1919წწ გარდ. 71 წლის რუსეთის გენერალი ლეინტენატი, რუსეთ-თურქეთის (1877-1878) წლების ომში, პლევნის აღებისას მეთაურობდა „მფრინავ“ სანიტარულ რაზმს. წამ. ოზურგეთი გურია

2 0


ალექსანდრე დავითის ძე ნაკაშიძე 1837-1905წწ რუსეთის გენერალი, ელისავეტპოლის გუბერნიის გუბერნატორი, დაბ. ოზურგეთი, გურია

2 0


მიხეილ ნაკაშიძე ალექსანდრეს ძე 1844-1905წწ რუსეთის გენერალი დაბ. ლანჩხუთი გურია

2 0


გიორგი ნაკაშიძე (1971) მსახიობი წარმ. ლანჩხუთი, გურია

1 0


ნინო ნაკაშიძე 1872-1963წწ მწერალი დაბ. ოზურგეთი, გურია, ბახვი

1 0


კონსტანტინე ნაკაშიძე 1947წ მწერალი, სცენარისტი. დაბ. ოზურგეთი გურია

1 0