
პიტნავა (პიტავა) ნიკოლოზი არქიმანდრიტი

პიტნავა (პიტავა) ნიკოლოზი არქიმანდრიტი რუის-ურბნისის ეპარქია 2020წ.<1989-1996წ. გელათი (ტყიბული) მონასტერი
უძლოურის მაცხოვრის ამაღლების მონასტერი (2002 წ.)
წინამძღვარი: არქიმანდრიტი ნიკოლოზი (პიტნავა)
კრებული: 4 მორჩილი
მისამართი: ხონის რ-ნი, სოფ. ახალბედისეული
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მორჩილს ბერობისთვის ამზადებს...
1988 წლის 31 დეკემბერს აღიკვეცა ბერად, მეორე დღეს - დიაკვნად, ხოლო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
ბერული ცხოვრება გელათის მამათა მონასტრიდან იწყება, სადაც რვა წელიწადი დაყო. ექვსი წელი მათხოჯის დედათა მონასტერში იმსახურა, სადაც მის მისვლამდე ტაძარი უმოქმედო იყო. მეოთხე წელია, უძლოურის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია. ადრე აქ კარის ეკლესია ყოფილა, ადგილის უკანასკნელი მფლობელი კი - თავადი ნიკო ლორთქიფანიძე. ტაძრის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეკლესიის ფრაგმენტი თამარის მეფობამდელ პერიოდში ტაძრის არსებობაზე მეტყველებს. დრო-ჟამის შესატყვისად, მას გარკვეული სახეცვლილება განუცდია.