ღვთის ნებით, მიტროპოლიტი საბას (გიგიბერია) კურთხევით და სერგი რუხაძის დაფინანსებით, ქალაქ სამტრედიის ცენტრში  2023 წლის ბოლოს დაიწყო და გეგმით 2026 წელს დასრულდება წმიდა სერგისა და წმიდა სერაფიმეს სახელობის სამ ნავიანი ულამაზესი ბაზილიკური ტაძრის მშენებლობა.

ტაძრის პერანგი შენდება ძველი ქართული აგურის და ნიჩბისის მოჩუქურთმებული ქვების ნაზავით.
ტაძარში დაბრძანებული იქნება ქართველი და ბიზანტიელი წმინდანების წმინდა ნაწილები, რაც მადლით აღავსებს მომლოცველებს.
ტაძრის მიმდებარედ აშენდება უმწეოთა და მზრუნველობა მოკლებულ პირთა საცხოვრებელი თავშესაფარი სახლი, სადაც მობინადრეთა ცხოვრება სულიერი სითბოთი და სიხარულით შეიცვლება.
ტაძრის არქიტექტორი გახლავთ დავით სვანიძე, მშენებლობას ხელმძღვანელობს ჯონი ნადირაძე.
ღმერთმა უმრავლოს ჩვენს სამშობლოს ღირსეული მამულიშვილები.

სერგო რუხაძე - მეცენატი, ეკონომისტი.
დაიბადა სამტრედიაში 1974 წლის 7 თებერვალს. წარჩინებით  დაამთავრა სამტრედიის პირველი საშუალო სკოლა, სწავლა განაგრძო ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (МГУ) და მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. დღესდღეობით სწავლას აგრძელებს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე. 2025 წელს მიენიჭა “საპატიო სამტრედიელის” წოდება.
მისი რედაქტორობითა და დაფინანსებით გამოიცა 3 ისტორიული წიგნი. წიგნებში მოცემულია ზუსტი ისტორიული ცნობები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუკუნეების მანძილზე არსებული ეკლესია-მონასტრების  და მათში ნამსახურები სასულიერო პირების შესახებ.
ღვთის ნებით, მიტროპოლიტი საბას (გიგიბერია) კურთხევით და სერგი რუხაძის დაფინანსებით, ქალაქ სამტრედიის ცენტრში  2023 წლის ბოლოს დაიწყო და გეგმით 2026 წელს დასრულდება წმიდა სერგისა და წმიდა სერაფიმეს სახელობის სამ ნავიანი ულამაზესი ბაზილიკური ტაძრის მშენებლობა.
ტაძრის პერანგი შენდება ძველი ქართული აგურის და ნიჩბისის მოჩუქურთმებული ქვების ნაზავით.
ტაძარში დაბრძანებული იქნება ქართველი და ბიზანტიელი წმინდანების წმინდა ნაწილები, რაც მადლით აღავსებს მომლოცველებს.
ტაძრის მიმდებარედ აშენდება უმწეოთა და მზრუნველობა მოკლებულ პირთა საცხოვრებელი თავშესაფარი სახლი, სადაც მობინადრეთა ცხოვრება სულიერი სითბოთი და სიხარულით შეიცვლება.
ტაძრის არქიტექტორი გახლავთ დავით სვანიძე, მშენებლობას ხელმძღვანელობს ჯონი ნადირაძე.
ტრენინგები და სხვა მიღწევები:
აშშ ტეხასის შტატი,  ქ. ოსტინი   /The University of Texas at Austin , მიენიჭა სერტიფიკატი თემაზე: ბლოკჩეინი და განაწილებული გამოთვლები, გამოყენება თანამედროვე და პერსპექტიულ პროექტებში;
აშშ კალიფორნიის შტატი, ქ. სან-ფრანცისკო, სტენფორდის უნივერსიტეტი /STANFORD UNIVERSITY, მიენიჭა სერტიფიკატი თემაზე: ბლოკჩეინი და განაწილებული გამოთვლები, გამოყენება თანამედროვე და პერსპექტიულ პროექტებში;
აშშ კალიფორნიის შტატი, ქ. სანტა კლარა - სილიკონის ველის უნივერსიტეტი / SANTA CLARA UNIVERSITY,  მიენიჭა სერტიფიკატი თემაზე: მდგრადი ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სისტემების დაგეგმვა და მართვა;
აშშ მინესოტას შტატი, ქ. როჩესტერი - კომპანია LIQUID COOL SOLUTIONS (აშშ IT ტექნოლოგიების  ლაბორატორია),  მიენიჭა სერტიფიკატი თემაზე: ბლოკჩეინი და განაწილებული გამოთვლების ტექნოლოგიური საფუძვლები, სასერვერო ინფრასტრუქტურის თხევადი გაგრილების სისტემების პროექტირება და გაყიდვების მეთოდიკა;
აშშ ტეხასის შტატი, ქ. ოსტინი - GREEN REVOLUTION COOLING SALES AND ENGINERING COURCE (აშშ IT ტექნოლოგიების  ლაბორატორია),  მიენიჭა სერტიფიკატი თემაზე: სასერვერო ინფრასტრუქტურის თხევადი გაგრილების სისტემების ტექნოლოგია და საინჟინრო საფუძვლები;
აშშ კალიფორნიის შტატი, ქ. სან-ფრანცისკო  დამოუკიდებელი ურბანისტი ექსპერტი ბენ დევიდსონი, მიენიჭა სერტიფიკატი თემაზე: მდგრადი ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სისტემების დაგეგვმა და მართვა; 
ისრაელი, ქ. იაფო, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტ ალექს უსუპოვის სწავლების სრული კურსი,  ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიო ქვეყნების უახლესი პოლიტიკური ისტორია;
მიღებული ჯილდო:
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დალოცვის სიგელი, საეკლესიო საქმიანობაში (ქველმოქმედება) შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
წარდგინება:
ქართველ ებრაელთა ინიციატივით წარდგენილია ისრაელის საპატიო მოქალაქეობაზე.
ინფორმაცია მოგვაწოდა თემო ჭახნაკიამ, გამოჩენილი სამტრედიელების მკვლევარი.