ჯინჭარაძე შალვა მღვდელი, შემოქმედის ეპარქია, დაჯილდოვდა ოქროს ჯვარი, დეკანოზის წოდება. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.8


ჯინჭარაძე შალვა დეკანოზი. შემოქმედის ეპარქია, 2023წ. მდგომ.
საპატრიარქოს უწყებანი N32 22-28სექტემბერი 2005წ გვ.6
ხელდასხმა
18 სექტემბერს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედის მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ჯანჯღავას, ხოლო დიაკვნად ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნეს შალვა ჯინჭარაძეს. მღვდელი დავითი იმსახურებს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, დიაკონი შალვა კი იმსახურებს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში.
საპატრიარქოს უწყებანი N34 6-12 ოქტომბერი 2005წ გვ.6
25 სექტემბერს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედის მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ შალვა ჯინჭარაძეს. მღვდელი შალვა დაინიშნა დუაბზეს წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოვება
25 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი, იქ არსებული მამათა მონასტერი და დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენი ელიზბარი (ბაბუხადია); იღუმენის წოდებით — აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (კახელაშვილი); გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი კვირიკე ხეცურიანი, დეკანოზი საბა ჟღენტი, დეკანოზი გიორგი ჟღენტი, დეკანოზი შალვა ჯინჭარაძე, დეკანოზი შალვა გორგაძე, აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩიბაია), ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა), ჯიხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენია ირინე (სულაკაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი და მღვდელი იოანე ორმოცაძე.