სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე 1961-92წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. გაგრა მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე 1961-92წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. გაგრა მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე 1961-92წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. გაგრა მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე 1961-92წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. გაგრა მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე 1961-92წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. გაგრა

1961-1992 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯინჭარაძე სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

100       ბეჭდვა

მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე 1961-92წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. გაგრა

დაიბადა 1961 წლის 04 თებერვალს გაგრაში. 6 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. 


1968 წელს წარჩინებით დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის გაგრის 1 საშუალო სკოლა. იმავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი. იგი ყველას ხარობდა ცოცხალი გამოხედვით, მამაკაცური იერით თუ სხარტი გონებით. მეგობრებაც შეუდარებელი იცოდა და ჭირსა და ლხინში გვერდით ყოფნაც. 

1983 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფიზიკური ქიმიის კათედრის ასპირანტი გახდა. დისერტაციის დაცვვის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. 


გაგრაში იგი არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და დიდ პატივისცემას იმსახურებდა როგორც ცოდნით და საქმიანობით, ასევე კეთილშობილობით, ადამიანისადმი ყურადღებით და გულუსხმიერებით. 

მერე მოვიდა სიყვარული . . .

სიყვარული ძლიერდება და არავინ ფიქრობდა სიკვდილზე . . .

მიშას უყვარდა ქალაქი, რომელშიაც დაიბადა, გაიზარდა, ოცნებობდა უფრო ლამაზი, მყუდრო და მოვლილი ენახა. დიდი გეგმები ჰქონდა, რომელთა მიხედვითაც ქალაქი მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად უნდა ქცეულიყო, სადაც ადამიანები კარგად იცხოვრებდნენ. კარგად დაისვენებდნენ. 

მაგრამ . . . 

სოხუმში იარაღის პირველ გასროლას ხმაც კი ვერ შეურყია ცხოვრებისეული კრედო მიშას: მას მიაჩნდა, რომ პოლიტიკური უთანხმოება მტრებად ვერ აქცევს მეგობრებს, ვერაგერი აიძულებს გუშინდელ ძმაკაცებს დღეს ერთმანეთს ესროლონ. ვაი, რომ ასე არ ყოფილა. . .

მწარედ ცდებოდა ქალაქის  გამგებლის პირველი მოადგილე. ძმამ ძმას ესროლა. . . 


1992 წლის 1 ოქტომბერს გაგრა უკვე ომის ცეცხლში იყო გახვეული. იგი ყველა ქართველ და აფხაზ ოჯახს შველოდა ქალაქიდან გასვლას. მან  ცოლ-შვილი ქალაქიდან გამოხიზნა და თვითონ გაგრაში დარჩა, მოვიდა მტერი გამხეცებული - გაავებული - გაბოროტებული და გაგრის გამგებლის პირველი მოადგილე - მიხეილ ჯინჭარაძე წამებით მოკლეს.      

ტრაგიკული ყოფილა მიშიკოს სიცოცხლის ბოლო წუთები. ნაწამები მიცვალებული 2 დღის შემდეგ დაუბრუნეს შვილმკვდარ დედას. 

მიშას გეგმები განუხორციელებელი დარჩა . . .

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ. 


მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე 1992 წლის 16 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის II გაგრის ბატალიონში ასმეთაურის თანამდებობაზე. იყო სამხედრო საქმის მცოდნე ოფიცერი.

სარგებლობდა ავტორიტეტით და პატივისცემით თანამებრძოლებს შორის. მეთაურის დავალებებს ასრულებდა დროულად და პირნათლად. მიღებული ჰქონდა მონაწილეობა ყველა საბრძოლო ოპერაციებში ბატალიონთან ერთად. 1992 წლის 2 ოქტომბერს, ქ. გაგრაზე მოწინააღმდეგის შემოტევის დროს, მ. ა. ჯინჭარაძე თავის ასეულთან ერთად წინ გადაეღობა მოწინააღმდეგეს და ამით მშვიდობიან მოსახლეობას მისცა საშუალება გასცლოდა საომარი მოქმედების ტერიტორიას. მისმა თავგანწირვამგადაარჩინა ასობით მშვიდობიანი მოსახლე.

მიხეილ ჯინჭარაძე გმირულად დაიღუპა. იგი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf




მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2021
ბოლო რედაქტირება 05.02.2026
სულ რედაქტირებულია 5




ჯინჭარაძე - გვარის 16 ღვთისმსახური

1 0

ჯინჭარაძე დავითი იესეს ძე მღვდელი 1860-1965წწ დაბ. სოფ. ბახვი (ოზურგეთი)

2 0

მიხეილ ზაქარიას ძე ჩინჩარაძე (ჯინჭარაძე), 1904-1981წწ საბჭოთა ადმირალი, დაბ. პატარძლეული, საგარეჯო კახეთი Чинчарадзе, Михаил Захарович

1 0


გიორგი ჯინჭარაძე მიხეილის ძე 1899-1982წწ გენერალ მაიორი, დაბ. სოფ.პატარძლეული საგარეჯო კახეთი

1 0

გარდ. 83 წლის, საბჭოთა გენერალი, იბრძოდა ბრიანსკის, ლენინგრადის, უკრაინის IV ფრონტებზე

რაულ ჯინჭარაძე 1971-1993წწ გარდ. შრომა აფხაზეთი დაბ. ლენტეხი

3 0

აპოლონ ჯინჭარაძე 1961-89წწ მეცნიერი, დნმ-ის ტესტის შექმნა დაბ. თბილისი

3 0

ისრაფილ ჯინჭარაძე 1916-1943წწ სამამულო ომის გმირი (1941-45) დაბ. სოფელი მახინჯაური, ბათუმი, აჭარა.

2 0