სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
იოსებ მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე 1810-74წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. რუისი ქარელი ქართლი

1810-1874 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი მამაცაშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

იოსებ მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე 1810-74წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. რუისი ქარელი ქართლი

მამაცაშვილი (მამაცევი) იოსებ ქრისტეფორეს ძე (1810-6 სექტემბერი 74), გენერალ-მაიორი (1870);


დაწყებითი განათლება მიიღო გორის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1827 წელს). მსახურობდა თარჯიმნად ჯერ გორში – ოლქის უფროსთან, შემდეგ თბილისში – კავკასიის უზენაეს სასამართლოში („ექსპედიცია სუდა ი რასპრავი”). 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის მამაცაშვილი გადაასახლეს ვიატკაში, სადაც მსახურობდა ერთ–ერთ კანცელარიაში. აქ იგი სოლომონ დოდაშვილთან ერთად დაუახლოვდა გადასახლებაში მყოფ ალექსანდრე გერცენს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1836გორში მსახურობდა მაზრის მოსამართლედ. ეწეოდა ინტენსიურ საზოგადოებრივსა და ლიტერატურულ საქმიანობას. იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში ყმა გლეხების ინტერესებს იცავდა, რისთვისაც მეორედ გადაასახლეს საქართველოდან. 60-იან წლების დასაწყისში წერდა წერილებს, ლექსებსა და თარგმანებს. მისი სტატიები სოფლის მეურნეობის საკითხებზე იბეჭდებოდა „ცისკარში” და „გუთნის დედაში”. თანამედროვეთა ცნობით, ლექსებსაც წერდა. ჩვენამდე კი მოაღწია მხოლოდ ერთმა — «ივანე ერისთავის „იამბიკოს” პასუხი».


მამაცაშვილს ცოლად ჰყავდა ნინო მეღვინეთხუცესიშვილი (დ. 1816 – გ. 1894), ისტორიკოს დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის და, მოგონებების ავტორი.[1] მამაცაშვილების სალონში გორში თავს იყრიდნენ იმ დროისთვის გამოჩენილი მოღვაწეები: იაკობ გოგებაშვილიდიმიტრი ბაქრაძეანტონ ფურცელაძეკონსტანტინე მამაცაშვილი (იოსების უმცროსი ძმა), ვახტანგ თულაშვილი და სხვ.; იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, დისპუტები. ამ წრეში დაიბადა ფართო პროფილის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც საბოლოოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახით განხორციელდა. მამაცაშვილის მეცადინეობით ოფ. ხოვლეში დაარსდა კერძო ქართული სკოლა. მამაცაშვილი დაახლოებული იყო ასევე მარი ბროსესთან.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1


მამაცაშვილი

1 0

ქრისტეფორე მამაცაშვილი იოსების ძე (1839-1909) რუსთის გენერალი ქართლი

1 0


ლევან მამაცაშვილი კონსტანტინეს ძე (1863-1916) რუსეთის გენერალი ქართლი

2 0


კონსტანტინე მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე (1814-90) რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი

4 0


კონსტანტინე მამაცაშვილი 1849-1908 შემდ. რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი

3 0


იოსებ მამაცაშვილი 1810-1874წწ მწერალი, დაბ. რუისი, ქარელი, ქართლი

1 0