სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
იოსებ მამაცაშვილი 1810-1874წწ  მწერალი,  დაბ. რუისი, ქარელი, ქართლი

1810-1874 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მამაცაშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

იოსებ მამაცაშვილი 1810-1874წწ მწერალი, დაბ. რუისი, ქარელი, ქართლი

იოსებ მამაცაშვილი (1810-1874) დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ რუისში.


 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1827). მუშაობდა გორის ოლქის უფროსის კანცელარიაში, შემდეგ თბილისში, უზენაესი მმართველობის კანცელარიაში, 1829 წლიდან - თარჯიმნად. 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 1832-1836 წწ. ჯერ პატიმრობაში, შემდეგ გადასახლებაში იყო ქ. ვიატკაში, სადაც გაეცნო გერცენს. 1836 წლიდან გორში ცხოვრობდა. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში ყმა გლეხების ინტერესებს იცავდა, რისთვისაც მეორედ გადაასახლეს საქართველოდან. 60-იან წლების დასაწყისში წერილებს, ლექსებსა და თარგმანებს აქვეყნებდა ჟურნალ "ცისკარში" და "გუთნისდედაში". გორში მის ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები და მოღვაწეები: ი. გოგებაშვილი, დ. ბაქრაძე, ა. ფურცელაძე, კ. მამაცაშვილი, ვ. თულაშვილი და სხვა. აქ დაიბადა პირველად "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსების აზრი. იგი მონაწილეობდა გორის დრამატული წრის მუშაობაში. საზოგადო მოღვაწე.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.395




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 03.05.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


მამაცაშვილი

1 0

ქრისტეფორე მამაცაშვილი იოსების ძე (1839-1909) რუსთის გენერალი ქართლი

1 0


ლევან მამაცაშვილი კონსტანტინეს ძე (1863-1916) რუსეთის გენერალი ქართლი

2 0


კონსტანტინე მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე (1814-90) რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი

4 0


კონსტანტინე მამაცაშვილი 1849-1908 შემდ. რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი

3 0


იოსებ მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე 1810-74წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. რუისი ქარელი ქართლი

1 0