სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ფერაძე ილია (კოკოშა, კონსტანტინე) 1973-2024წწ ბერი  მოღვ. სოფ. ძალაანთხევი (მცხეთა) ფერაძე ილია (კოკოშა, კონსტანტინე) 1973-2024წწ ბერი  მოღვ. სოფ. ძალაანთხევი (მცხეთა)

1973-2024 წწ. გარდ. 51 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ფერაძე სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

ფერაძე ილია (კოკოშა, კონსტანტინე) 1973-2024წწ ბერი მოღვ. სოფ. ძალაანთხევი (მცხეთა)


წყარო

აფხაზეთის ომის ვეტერანობიდან ბერობამდე - "მამა ილია რამდენიმე წელი გარდაცვლილი გვეგონა"

9 მაისს მუხათგვერდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა სავანეში ბერმონაზონი ილია (ერში კონსტანტინე - კოკოშა) ფერაძე დაკრძალეს. ამბობენ, ბრწყინვალე შვიდეულში გარდაცვლილი ადამიანები პირდაპირ იმკვიდრებენ ცათა სასუფეველსო. როგორც ჩანს, თავისი ღვაწლით, 51 წლის მამა ილიამ, მარადისობაში ამგვარი გადასვლა დაიმსახურა... 


ბერმონაზვნულ ცხოვრებამდე იყო აფხაზეთის ომი, ბრძოლა... საბოლოოდ, ცხოვრებისეულ ეკალბარდებს, 13 წლის წინ მონასტერში გაექცა. ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერში მივიდა და იქიდან აღარც წამოსულა. 


"მამა ილია... თავდადებული ადამიანი, როგორც მისი ახლობლებისთვის, ასევე - სამშობლოსთვის.  ბოლოს და ბოლოს, ჩვენი საამაყო გრიგოლ ფერაძის შთამომავალი გახლდათ. დედამისის წინაპრები კი, წმინდა ბარბარეს ტაძარში არიან დაკრძალულნი" - "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობენ ბერი ილიას თანამებრძოლები.  მათ გაიხსენეს დრო, როდესაც პატარა და გულანთებული ბიჭები იყვნენ და 90-იან წლებში, კოდორის ხეობის ცნობილი მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ.


მამა ილიას კოდორში არეულობის დროს შეძენია ტყუპი გოგონები. ის კი იქ იყო, სამშობლოს სამსახურში... 


აფხაზეთის ომის ვეტერანი, ცამეტიოდე წლის წინ, წოდორეთში, ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერში ასულა და იქ დარჩენილა კიდეც. ამ მონასტერს ჩვენს ათონის მთას ეძახიან, რადგან იმ მონასტერში ქალები არ დადიან; ჩაკეტილი მონასტერია. ბერად აღკვეცის შემდეგ, თბილისს თითქმის არ სტუმრობდა. რვა წელი საერთოდ არ გამოსულა მონასტრიდან, თუ არ ჩავთვლით, სხვა ტაძრის ფრესკების მოსახატად გამოსვლასო, გვიყვებიან. 


ერთხელ ხმა გავრცელებულა, გარდაიცვალაო. ძველი ნაცნობ-მეგობრებიდან არავის სცოდნია, ეს რეალობა იყო თუ არა. ამიტომ რაღაც პერიოდი, წლების მანძილზე, გარდაცვლილი ჰგონებიათ... ასე გაგრძელდა მანამ, სანამ სამი წლის წინ, მოულოდნელად, არ შეხვედრია ერთ თანამებრძოლს თბილისში. სიხარულისგან ცრემლად დაღვრილან ძველი მეგობრები... 


სხვათა შორის, რუსთავში, ლურსმნის გარეშე, ძველი წესით ნაშენები ქვითკირის სიონის ტაძარი მამა ილიას მოხატული ყოფილა. ხატწერას კი ათონის მთაზე დაუფლებია. მისი მონასტრის მივლინებით წავიდა და სამი თვის მანძილზე ათონის წმინდა მთაზე იმყოფებოდა. ბიზანტიურ სტილში წერდა ხატებს.

მამა ილიას ძალიან უყვარდა მამა გაბრიელი. ერთხელ მონასტრიდან კურთხევა აიღო და მამა გაბრიელის აშენებული ტაძარი რამდენჯერმე მოილოცა და ამბობდა, ჩემთვის აქაურობა იერუსალიმის ტოლფასიაო. 

ათონის მთაზე უნდოდა დამკვიდრება... უნდოდა იქაურ ქართულ მონასტერს დახმარებოდა; მაგრამ ვერ მოასწრო. უფალს ასე სურდა...

ბოლო ხანებში ყველა მოძებნა, ვისთვისაც კი გული უტკენინებია, ყველას შენდობა სთხოვა. ყველას ლოცვებში იხსენიებდაო, ჰყვებიან... 

დიაგნოზი კი, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა, იყო მოულოდნელი კომა, სეფსისი და გაჟონვა. სამი თვის მანძილზე კომაში იყო. 

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღესრულა და მესამე დღეს მუხათგვერდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაიკრძალა. მონასტრის წინამძღვარს უთქვამს, ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი ადამიანის მონასტრის ეზოში დაკრძალვა, ჩვენ მოვუვლით მის სამუდამო განსასვენებელსო.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2024
ბოლო რედაქტირება 05.10.2024
სულ რედაქტირებულია 1




ფერაძე

1 0

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი,(ფერაძე) 1899-1942წწ გარდ. 43წლის, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული, გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა. დაბ. სოფ.ბაკურციხე გურჯაანი კახეთი

1 0


გიორგი ფერაძე დეკანოზი ზესტაფონის წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დახვრიტეს ბოლშევიკებმა

2 0

ფერაძე გიორგი სვიმონის ძე, 1863-1911წწ, წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ყვარელის ფერისცვალების ეკლესია

2 0

ფერაძე იოანე ვასილის ძე მართლმ. მღვდელი 1912-1915წწ ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ზესტაფონი,

2 0

ფერაძე ვასილ დავითის ძე მართლმ. მოძღვარი 1890-1906 წწ ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ზესტაფონი

2 0

დავით ფერაძე 1964-86წწ გარდ. ავღანეთი დაბ. შორაპანი ზესტაფონი

2 0

ოთარ ფერაძე 19461993წწ 03/02/93წ. გარდ. აფხაზეთი ავაზა დაბ. ქუთაისი იმერეთი.

3 0


ზაზა ფერაძე თენგიზის ძე 1973- 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. შორაპანი ზესტაფონი

3 0


ილია ფერაძე 1866-1928წწ მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. ზესტაფონი, დაბა, შორაპანი, იმერეთი

1 0


ეკა ფერაძე 1974წ. დიზაინერი, მხატვარი. დაბ. ქ.თბილისი

1 0


ნინო ფერაძე 1955წ. მხატვარი.

1 0


რატი ფერაძე ევროპის პრიზიორი სამბო ზესტაფონი

1 0

0 0 1