სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ილია ფერაძე 1866-1928წწ მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. ზესტაფონი, დაბა, შორაპანი, იმერეთი

1866-1928 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ფერაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ილია ფერაძე 1866-1928წწ მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. ზესტაფონი, დაბა, შორაპანი, იმერეთი

ილია ფერაძე (1866-1928) დაიბადა ზესტაფონის რაიონში, მაშინდელი შორაპნის მაზრის სოფელ ნებოძირში. 


დაამთავრა ქუთისის სასულიერო სასწავლებელი 1882 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია 1889 წელს. სახელმწიფო ხარჯზე გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და 1893 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ამ დროიდან იგი ჩაება აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში. პირველად დანიშნეს გორის სასულიერო სასწავლებელში; 1896-1907წწ. მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1908 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ბათუმში, სადაც 1918 წლამდე დარჩა; 1908-1918წწ. ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობასთან ერთად ითვლებოდა აგრეთვე აჭარის სახალხო სკოლების ინსპექტორად; 1918 წელს დანიშნეს ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორად, ამ თანამდებობაზე იგი 1922 წლამდე დარჩა; შემდეგ იგი გადაიყვანეს ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმის გამგედ; 1924-1925 სასწავლო წელს მუშაობდა ველისციხის საშუალო სკოლის დირექტორად; 1925-1926წწ. სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1926 წლიდან სამუშოდ კვლავ გადმოვიდა თბილისში, სადაც განაგრძობდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორია მთელი რიგი სახელმძღვანელო წიგნების და ლიტერატურულ-პუბლიცისტური, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული და სხვა ხასიათის ნაშრომებისა; 1880-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და სხვადასხვა საკითხზე თავისი დროისათვის მნიშვნელოვან და საყურადღებო წერილებს აქვეყნებდა. წერდა ლიტერატურულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, თარგმნიდა უცხოელი და რუსი მოწინავე მწერლების ნაწარმოებებს.



წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/158-peradze

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ფერაძე

1 0

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი,(ფერაძე) 1899-1942წწ გარდ. 43წლის, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული, გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა. დაბ. სოფ.ბაკურციხე გურჯაანი კახეთი

1 0


გიორგი ფერაძე დეკანოზი ზესტაფონის წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დახვრიტეს ბოლშევიკებმა

2 0

ფერაძე გიორგი სვიმონის ძე, 1863-1911წწ, წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ყვარელის ფერისცვალების ეკლესია

2 0

ფერაძე იოანე ვასილის ძე მართლმ. მღვდელი 1912-1915წწ ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ზესტაფონი,

2 0

ფერაძე ვასილ დავითის ძე მართლმ. მოძღვარი 1890-1906 წწ ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ზესტაფონი

2 0

ფერაძე ილია (კოკოშა, კონსტანტინე) 1973-2024წწ ბერი მოღვ. სოფ. ძალაანთხევი (მცხეთა)

2 0

დავით ფერაძე 1964-86წწ გარდ. ავღანეთი დაბ. შორაპანი ზესტაფონი

2 0

ოთარ ფერაძე 19461993წწ 03/02/93წ. გარდ. აფხაზეთი ავაზა დაბ. ქუთაისი იმერეთი.

3 0


ზაზა ფერაძე თენგიზის ძე 1973- 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. შორაპანი ზესტაფონი

3 0


ეკა ფერაძე 1974წ. დიზაინერი, მხატვარი. დაბ. ქ.თბილისი

1 0


ნინო ფერაძე 1955წ. მხატვარი.

1 0


რატი ფერაძე ევროპის პრიზიორი სამბო ზესტაფონი

1 0

0 0 1