სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
2003 წლის შემდგომ აშენებული და ნაკურთხი ეკლესიები 2003 წლის შემდგომ აშენებული და ნაკურთხი ეკლესიები
ბმულის კოპირება

წიგნები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

172       ბეჭდვა

2003 წლის შემდგომ აშენებული და ნაკურთხი ეკლესიები

საპატრიარქოს უწყებანი N4 10 ივლისი. 2003 წ გვ. 6

იკურთხა ახალი ტაძრები

28 ივნისს ყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) მცხეთაში წმიდა იოანე და თორნიკე ათონელების სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა. პირველი ლიტურგია ახლადნაკურთხ ტაძარში მეუფე გერასიმემ შეასრულა. წირვის შემდეგ პარაკლისი აღავლინა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.

სოფელ პატარა გლდანში ახალი ტაძარი ეკურთხა. სოფლის ძირძველი ეკლესია კომუნისტური რეჟიმის დროს იქნა დანგრეული, ამიტომ სოფლის მოსახლეობამ საკუთარი ძალისხმევით ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტა. ახალ ეკლესიას 2001 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი. სოფელმა სულ მოკლე ხანში შეძლო ტაძრის აგება. ახალი ეკლესიის გახსნა ლომისის დღესასწაულს დაემთხვა, ამიტომ ლომისის წმიდა გიორგის სახელზე აკურთხეს. ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს მღვდელი გიორგი ჭეიშვილი.,

საპატრიარქოს უწყებანი N9. 7-13 მარტი, 2003წ. 

ქუთაისის ეპარქიას ახალი ტაძრები შეემატა ქალაქ ქუთაისში, 11 საშუალო სკოლის ტერიტორიაზე (გორის ქუჩა), 26 თებერვალს გაიხსნა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ეკლესია. ახალ ტაძარში პირველი მწუხრი, ცისკარი და წირვა აღასრულა მალალყოვლადუსამღვდელოესმა, ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.

გეგუთის წმიდა გიორგის ეკლესია VII-VIII საუკუნის ისტორიული ძეგლია.  ღვთის შეწევნით, სოფლის მოსახლეობის დიდი ძალისხმევითა და შემოწირულობით თითქმის ნანგრევებად ქცეული ტაძარი აღდგა. ტაძრის კურთხევა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღასრულა

ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. გეგუთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგენილ იქნა მამა შიო (გაგოშიძე). ასევე აღსანიშნავია, რომ სოფელ პატრიკეთის ეკლესიაში აღდგენილია ღვთისმსახურება. 


საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2003წ გვ.4

იკურთხა გორის საკათედრო ტაძარი

2003 წლის 2 მარტს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) საზეიმოდ აკურთხა გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი. კურთხევას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია) და ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე).

 საპატრიაქოს უწყებანი N29 25-31ივლისი 2003წ გვ.4

პატრიარქმა ახალი ტაძრის ადგილი აკურთხა

30 მაისს, საქართველოს პროკურატურის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II საქართველოს გენერალური პროკურატურის ეზოში აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ადგილი. მისმა უწმინდესობამ გენერალურ პროკურორს, ბატონ ნუგზარ გაბრიჩიძეს მაცხოვრის ხატი გადასცა.

 საპატრიაქოს უწყებანი N33 22-28 აგვისტო. 2003წ. 

აშშ-ში ქართული ტაძარი იხსნება 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ნიუ-იორკში იხსნება წმიდა ნინოს სახელობის ქართული მართრდმადიდებლური ტაძარი (მისამართი: 71 სამხრეთი, მე-3 ქუჩა). მის წინამძღვრად დადგენილია დეკანოზი ალექსანდრე თანდილაშვილი.

 საპატრიარქოს უწყებანი N37 19-25სექტემბერი 2003წ გვ.6

ბაშში ახალი ტაძარი იკურთხა

13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა. მისი აღმშენებელი ბატონი მამუკა ხაზარაძეა. ეს  არის ორნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ორი საკურთხეველია – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმიდა ნიკოლოზისა. ტაძარი ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა და ძველი – გელათისა და სვეტიცხოვლის ტრადიციების მიხედვით აიგო. ქვა და ორნამენტი ხელითაა ნაკეთები. ძველი. ტრადიციის მემანიშნებელია აგრეთვე ტაძრის ლორფინით გადახურვა. ეს არის ე. წ. ქართული კრამიტი. როემლსაც. სამცხეჯავახეთში იყენებდნენ. ტაძრის ხუროთმოძღვარია დავით სვანიძე, მშენებელი – დავით ლაცაბიძე. უახლოეს მომავალში ტაძარი შიგნიდან მოიხატება. ოდესღაც აქ დედათა მონასტრი არსებობდა და დაგეგმილია მისი კვლავ აღდგენა. სოფელ ბაშში თავის დროზე ხუთი ეკლესია არსებობდა, რომელთაგან არცერთი არაა მოღწეული. ტაძარი აკურთხა ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია). მასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენდნენ წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი – ბორომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე), ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დმანისის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). 

საპატრიარქოს უწყებანი  N40 10-16ნოემბერი 2003წ გვ.7

სოფელ საბუეში ეკლესია ამოქმედდა კახეთის რაიონის სამხრეთით, ყვარლის რაიონის სოფ; საბუეში 2021 სექტემბერს. დიდი. დღესასწაული იზეიმეს, სოფელმა საკუთარი სახსრებითა და გარჯით. ერთ წელიწადში. აღადგინა. ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.

იმას გავითვალისწინებთ. რომ. დღეს ხალხს ძალიან უჭირს და სპონსორი ამ საქმეს არ ჰყოლია. ეს ძალიან მცირე დროა. ამ საქმეს ღდვაწლმოსი პედაგობი (ფიზიკის მასწავლებელი) და ღირსეული ქარელი ქალბატონი დოდო ბაიაშვილი ედგა სათავეში. 

თავის დროზე  ღვთისმობლის შობის სახელობის ეკლესია ჯორჯაძეების  საგვარეულო ციხესახედარბაზის ეკლესია ყოფილა.

ტაძარი  სამნავიანი ბაზილიკაა რიყის  ქვებით ნადები. იგი XVI საუკუნეში შეუკეთებიათ. ეკლესია ძლიერ იყი დაზიანებული: მორღვეული . ჰქონდა სახურავი, კედლები დახეთქილი,

კანკელი მოშლილი, იატაკი აყრილი  იყო. წლების. მანძილზე, აქ. საქონელი თავს აფარებფა ხოლმე ავდარს. იქვე. ეზოში დგას რვაასი წლის ჭადარი.

სოფელში ორმოცამდე ეკლესია და წმიდა ადგილია (თუმცა აქამდე სოფელს მოქმედი. ეკლესია არ. ჰქონდა). ამის დასტურას რამდენიმე დასახელებაც იკმარებდა: სოფელში შემონახულია  VI  საუკუნის, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი –- წშიდა 'მიოს. სახელობის ბაზილიკა. სამი.ტრაპეზით, რომელიც რიყის ქვებით აუშენებიათ და. მოგვიანებით აგურით შეუკეთებიათ; ასევე VI-VII. სს. წმიდა. იოანე. ნათლისმცემლის სახელობის მოხატული ბაზილიკა.

მაცხოვრის, კვირაძალის, წმიდა გიორგის, წმიდა ბარბარესა და სხვა წმიდათა სახელობის ტაძრები.

ნეკრესელი მიტროპი ლიტის სერგის. რეკურიშვილი) ლოცვაკურთხევით 20-21 სექტემბერს აღდგენილ. ტაძარში წირვა ლოცვა ჩაატაარეს დეკანოზმა თეოდორე ხუციშვილმა და. გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენამი გაბრიელმა ჯამბაზიშვილი.

წირვა-ლოცვაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ნეკრესის ეპარქიის ბერ- დიაკონი ილარიონი (ქემაშვილი), დიაკონი კახაბერ გოგოლაძე და გრემის მონასტრის ბერ-დიაკონი იოანე გივიშვილი. ტაძრის. კურთხევის დღეს ნათლობა ჩატარდა ქართველ. ახალგაზრდებთან ერთად მოინათლა ქართველების ლუთერანი სიძე. 

ამიერიდან” საბუეს ეკლესიაში წირვალოცვა თვეში ორჯერ ჩატარდება. მოგვიანებით. შესაძლოა, ყოველ 'შაბათაც. 


საპატრიარქოს უწყებანი  N40 10-16ნოემბერი 2003წ გვ.8

ბათუმში ახალი ტაძარი იკურთხა

2003 წლის 15 სექტემბერს, მწუხრის ლოცვის დაწყების წინ ბათუმისა და სხალთის ეპარქიის სოფელ  ზვარეში ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძარი. 16 სექტემბერს მანვე აღავლინა აქ პირველი საზეიმო წირვა. წირვის დასასრულს კი შესრულდა საერთო ნათლობა

ახალი ტაძარი თბილისში

29 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობის მეორე მიკრორაიონში ყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) ახალი, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე. ამავე ტაძრის მღვდელმსახურად  დადგენილია მღვდელმონაზონი ამ ბროსი მაისურაძე.

სოფელ ეწერაში ტაძარი იკურთხა 6 ოქტომბერს სოფელ ეწერაში მარგვეთის ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ახალი ტაძარი.

საპატრიარქოს უწყებანი  N45 13-19ნოემბერი 2003წ გვ.4

ახალი ტაძარი საგურამოში

8 ნოემბერს საგურამოში ამოქმედდა. წმიდა ილია მართლის სახელობის ტაძარი, რომელიც აკურთხა ბოლნისის მთავარეპისკოსმა თადეოზმა (იორამაშვილი). მეორე. დღეს ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II, რომელმაც ახლადაშენებულ ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

იკურთხა ახალი ტაძარი

მარნეულის რაიონის თამარისში მიწისძვრით დასარალებულმა. ნავერიანების გვარმა. სოფლისა და რაიონის. მოსახლეობის. ხელშეწყობით ააშენა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

გასულ კვირას ახალი ტაძარი აკურთხა რუსთავი” მიტროპოლიტმა ათანასემ. ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. 


 საპატრიარქოს უწყებანი  N50 18-24დეკემბერი 2003წ გვ.8

ახალი ტაძარი იკურთხა ნუცუბიძის ქ. 3 მდებარე. ჩვილ ბავშთა სახლშიწმიდა პანტელეომონ მკურნალის  სამდოცველო სახლი გაიხსნა. ტაძარი აკურთხა ზუგდიდ-ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე). ახალ ტაძარში წირვა- დოცვას წმიდა კვირიკესა და წმიდა ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი. მღვდელი გიორგი ყიფშიძე აღასრულებს.  

საპატრიარქოს უწყებანი N38 15-21ოქტომბერი 2004წ გვ.4

 ინფორმაცია ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიიდან

7 ოქტომბერს ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშშილენტეხისა ცაგერის და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა წმიდა გიორგის ტაძარი. ეკლესიის რესტავრაცია ბატონ ვიტალი თვარაძის შემწეობით ჩატარდა. ბატონი ვიტალი ქირურგია და სა საზღვარგარეთ მოღვაწეობს.

საპატრიარქოს უწყებანი N40 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2004წ გვ. 3

26 ოქტომბერს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) და ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მთაწმინდაზე აკურთხეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და საზეიმო წირვა აღავლინეს. წირვის შემდგომ უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა ახლადნაკურთხ ტაძარში.

საპატრიარქოს უწყებანი N49 31დეკემბერი-6იანვარი 2004წ გვ.6

25 დეკემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპიკოპოსმა (ჯოჯუამ) მწვანე მონასტერში წმიდა სპირიდონ საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარი აკურთხა. 

საპატრიარქოს უწყებანი N25 30ივნისი-6ივლისი 2005წ გვ 3

იკურთხა ტაძრის საძირკველი 27 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II საპატრიარქოს ეზოში აკურთხა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის საძირკველი. 

იკურთხა ტაძარი 19 ივნისს თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში მარგვეთის ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლეესია აკურთხა. ტაძარი XIX ს-შია აგებული და აქამდე უმოქმედო იყო.


იკურთხა ახალი ტაძარი ყოველი თვის ბოლო ორშაბათს, სამთავისისა და გორის ეპარქიაში იმართება სამღვდელოების შეკრება და საზეიმო წირვა. ივლისის თვეში კი ამას კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი დაემთხვა – 25 ივლისს სოფელ ბერბუკში ძველი ტაძარი აღადგინეს და ამ დღეს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრია გვაზავამ იგი მთავარანგელზთა სახელზე აკურთხა

საპატრიარქოს უწყებანი N33 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2005წ გვ.24

აგვისტოს გურჯაანისა და ველისციხის. ეპისკოპოსმა, ექვთიმემ (ლეჟავა) და საგარეჯოსა და ნი- ნოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) პატარძეულის წმიდა შიოს სახელობის ტაძარი აკურთხეს. 

 საპატრიარქოს უწყებანი N34 6-12 ოქტომბერი 2005წ გვ.28

ახალი ტაძარი წაღვერში 23 სექტემბერს, ბორჯომისა. და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) წაღვერში აკურთხა წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია. იმავე დღეს ტაძარი მოინახულა და პარაკლისი გადაიხადა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ პარაკლისს დაესწრნენ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და სამტრედიისა და ხონის მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია).ტაძრის ქტიტორია თამაზ გელაშვილი. 

 საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 8

ტაძრების კურთხევა

23 ნოემბერს მარგვეთის მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) სოფელ საღვინის გიორგის სახელობის ეკლესიის განახლებული კანკელი აკურთხა, რომელიც ხატმწერმა დავით მორგოშიამ მოხატა.

24 ნოემბერს მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა სოფელ კლდეეთში ახლადაგებული წმიდა ჯვრის სახელობის ტაძარი აკურთხა აღსანიშნავია, რომ. ტაძარი მთლიანად სოფლის მოსახლეობის ძალისხმევითა და თანადგომით აიგო. 

27. ნოემბერს კი სოფელ საქარის წმიდა გიორგის ახლადაღდგენილი ტაძარი იკურთხა, რომელიც ასევე აქაური მოსახლეობის სრუნვით განახლდა. 

22 ნოემბერს შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა. იოსებმა. (კიკვაძე) ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძრის საძირკველი. აკურთხა. ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით აიგება. 
27 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) თბილისის სასოფლო- სამეურნეო უნივერსიტეტის ეზოში აკურთხა წმიდა ილია მართლის სახელობის ტაძარი. 
1 დეკემბერს კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის კუთვნილ ტერიტორიაზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ქორეპისკოპოსმა თევდორემ წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხა. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II ახლადნაკურთხ ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა. 
იკურთხა ტაძრები
10 დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) სოფელ ჭკადუაში აკურთხა წმიდა ნინოს სახელობის ახლადაშენებული ეკლესია. 

26 დეკემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა, სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა), სოფელ ხვითში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარიაკურთხა. ახლადნაკურთხ ტაძარში მღვდელი იუბენალ მარანელი იმსახურებს. 

საპატრიარქოს უწყებანი N14 12-18აპრილი 2006წ გვ.7 

ტაძრის კურთხევა

1 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) და სამტრედიისა და ხონის მთავარეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია) თბილისის წმინდა სამების ლავრის ხარების სახელობის ტაძარი აკურთხეს. კურთხევის შემდეგახლადნაკურთხ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

საპატრიარქოს უწყებანი N19 18-24მაისი 2006წ გვ.9 

საძირკვლის კურთხევა 

8 მაისს შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით იკურთხა ოზურგეთის რაიონის, სოფე ჯიწითელმთის. წმ. გიორგის ეკლესიის საძირკველი.

კურთხევის წესი შეასრულეს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზონმა ელიზბარმა (ბაბუხადია) და ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმონაზონმა იოსებმა (ღლონტი). 

საპატრიარქოს უწყებანი N24 22-28ივნისი 2006წ გვ.8 

ტაძრის კურთხევა
21 ივნისს, ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) აკურთხა საჩხერეს რაიონის სოფელ კორბოულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.


იკურთხა ახალი ტაძარი 
19 სექტემბერს თბილისში, ნაძაალადევში (ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის გვერდით, ცოტნე დადიანის 32 სტეფანწშინდისა და ხევის. მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. ტაძარში იმსახურებს მღვდელი კახაბერ გოგოტიშვილი. 

სექტემბერს მცხეთაში ახალი ტაძარი იკურთხა. ტაძრის კურთხევა შეასრულა ახალციხის, ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე). უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II ლოცვაკურთხევით, 2005 წლის თებერვალში მცხეთაში, სახლში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები ცხოვრობდნენ, დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. შარშან მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ახალნაკურთხ ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ღვთისმშობლის პარაკლისი შეასრულა. ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი. 


მონასტრის კურთხევა 

19 სექტემბერს შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვიძე) ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში აკურთხა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახ. დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა ოზურგეთის სამღვდელ- მთავრო რეზიდენციის, წმინდა. ნინოს სახ. დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი (ფოჩხუა). 


ახალი მონასტერი
21 სექტემბერს, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, კერძოდ სოფელ სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი, რომელიც აკურთხა ყოვლადუსამღვდელოესმა პეტრემ (ცაავა). მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა თამარი გამყრელიძე.
მონასტრის დასაარსებლად საცხოვრებელი სახლი ეპარქიას დაუთმო ადგილობრივმა ქველმოქმედმა, ბატონმა გიორგი. სეთურიძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. 

გაიხსნა დედათა მონასტერი 
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში. სოფ. ჭობისხევში გაიხსნა წმიდა ეკატერინეს სახელობის დედათა მონასტერი. 


შინდისში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი აშენდება

9 ნოემბერს სრულიად საქართვე- ლოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სოფელ შინდისის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია წმიდა თამარ მეფის სახელობის სამონასტრო. კომპლექსის. მშენებლობისათვის და რომელსაც ამის გამო ეწოდა სახელი – თამარწმინდა. აქ აღიმართება წმინდა თამარ მეფის სახელობის გუმბათოვანი. ტაძარი, სამრეკლო და ჯვარი ბრძოლის ველზე მომწყდართა სულების საოხად. აქვე აშენდება მოხუცებულთა და ხანდაზმულთა სათნოების სახლი – სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მონასტრის წიაღში იფუნქციონირებს. მონასტერშივე განთავსდება ჭრაკერვის, ქარგვის, ხის დამუშავების, კერამიკის, ხატწერის სახელოსნოეამოფეო დარბაზები... კომპლექსს დაამშვენებს ბაღები, ნარგავები, ჭა, ფანჩატური...
ამ საქმეს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სათავეში უდგას იღუმენი ადამი (ახალაძე). პროექტის არქიტექტურულ, ტექნიკურ და საინჟინრო-სამშენებლო უზრუნველყოფაზე მუშაობს. სპეციალისტთა დიდი ჯგუფი. დაარსებულია სულიერი და სოციალურ-კულტურული განვითარების ფონდი „თამარის დროშა“  (პრეზიდენტი - ბატონი გელა გოგიშვილი), რომელმაც. უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები. გამოჩნდნენ პირველი შემომწირველებიც.
ქართველმა მომღერლებმა გადაწყვიტეს, თამარწმინდის მშენებლობის საქმეს საქველმოქმედო კონცერტებით შეეწიონ. 9 ნოემბერს კლუბ ბერიკონის საკონცერტო დარბაზში პირველი ასეთი საღამო გაიმართა. 

ტაძრის კურთხევა 
9 ნოემბერს, ახალციხის, ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის მთავარ- ეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) წავკისში აკურთა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი.
იმავე დღეს ახალნაკურთხი ტაძარი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მოინახულა და სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. 

22 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, თბილისში, სვანეთის უბანში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთა წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძარი.
იმავე დღეს ახალნაკურთხი ტაძარი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მოინახულა და სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. 


30 ნოემბერს არალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხის, ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. (ჭუაძე) თბილისში წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მახლობლად აკურთხა ახლად აშენებული მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ტაძარი.
ტაძარი აშენდა წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით და მრევლის შემოწირულობით

27 ნოემბერს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა შიომ (მუჯირი) სენაკის რაიონის სოფ. ზანაში ფერისცვალების სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა. ტაძარი ბატონების ავთანდილ ტეყებუჩავასა და სერგო სოსელიას ინიციატივითა და ძალისხმევით და სოფლის მკვიდრთა შემოწირულობებით აშენდა.
ტაძარში იმსახურებს მღვდელი ალექსი რეკვავა. 

ტაძრის კურთხევა
ვარკეთილის II მიკრორაიონში არსებულ №178 სკოლაში გაიხსნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. 23 იანვარს ტაძარი აკურთხა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). ტაძარში იმსახურებს მღვდელი მიქაელ კირკიტაძე.


საქართველო-თურქეთის საზღვარზე მონასტერი აშენდება
5 თებერვალს სოფელ სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიის მმართველმა, მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მონასტრის საძირკველი აკურთხა. მამათა მონასტერი აშენდება დუდუკვათსა და პაპათში მომწყდარი ლაზი მოწამეების სახელზე. ტაძრის აშენება ითავა სამშენებლო ფირმა „ცენტრ პოინტის“ ბათუმის ფილიალმა, რომელიც მშენებლობის დასრულებას ერთ წელიწადში გეგმავს. ჯვარგუმბათოვანი ტაძრის სიმაღლე, გუმბათის ჯვრის ჩათვლით, 17 მეტრი იქნება. სამონასტრო კომპლექსში აშენდება ქართული კოშკებიც, ბერების სენაკები, მცირე სამლოცველო. მონასტრის არქიტექტორია ბათუმისა და ქობულეთის მთავარი ხუროთმოძღვარი, ბატონი თომა ბოლქვაძე. 


გაიხსნა ახალი მონასტერი
20 თებერვალს მცხეთაში ამოქმედ-და წმინდა იოანე (თორნიკყოფილის) სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი), კეთილმოწესე – მონაზონი ეფემია 


22 აპრლს მენელსაცხებლე. დედათა ხსენების დღეს ჭყონდიდელმა მთავარ- ეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდე- ბარე ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი. აკურთხა. მონასტრის წინამძღვრად დაინი'შნა მონაზონი ბარბარე (ქობალია). 

სვეტიცხოველში ახალი სამრეკლო იკურთხა
30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახლადაგებული სამრეკლო აკურთხა. სამრეკლოს მშენებლობა და ზარების დამზადება ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დააფინანსა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილ- II-მ სამრეკლოს კურთხევისას ბრძანა: „ბიბლიაში წერია, რომ „ჟამი არს ნგრევისა და ჟამი არს შე-ნებისა“. მადლობა ღმერთს, რომ გავიდა ჟამი ნგრევისა და დადგა ჟამი შენებისა. დღეს მრავალი ტაძარი და მონასტერი შენდება. თქვენ იცით, რომ სვეტიცხოველი განსაკუთრებული ტაძარია და მისი სამრეკლოს მშენებლობაც დიდად საპასუხისმგებლო საქმეა. მინდა დავლოცო ბატონი მამუკა და ყოველი ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ მშენებლობაში.“

სავანის წინამძღვრად დადგინდა იღუმენი ისიდორე (ოქროპირიძე).


შინდისში ახალი ტაძრის საძირკველი იკურთხა.

 ივლისს სოფელ შინდისის თამარწმინდად წოდებულ ადგილზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა უფლის მირქმის სახელობის ტაძრის საძირკველი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმიდა თამარ მეფის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას სათავეში უდგას იღუმენი ადამი ახალაძე, არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკო ზაზუნიშვილი.


2007 წლის 19 ივლისს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი) აკურთხა სოფელ ჟებოტის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია 

ტაძრის კურთხევა ბორჯომში
1 აგვისტოს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) აკურთხა ბორჯომის წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია.

 ოზურგეთში საკათედრო ტაძარი იკურთხა 
3 სექტემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა _ ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი და პირველი წირვა აღავლინა. ტაძრის ქტიტორია ცნობილი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. წირვის შემდეგ ახალნაკურთხ ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და შეასრულა ღვთისმშობლის პარაკლისი. უწმინდეს მა და უნეტარესმა დალოცა ჩხარტიშვილების ოჯახი და გადასცა მათ სამახსოვრო საჩუქრები.

 ბათუმში დედათა მონასტერი იკურთხა

მალე ბათუმს ახალი სამონასტრო კომპლექსი დაამშვენებს. 9 სექტემბერს ბათუმში, ყოვლადწ-მინდა სამების მთაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დედათა მონასტერი აკურთხა. კურთხევას დიდძალი მრევლი დაესწრო. სამონასტრო კომპლექსში იკურთხა შალვა ახალციხელის სახელობის მცირე ეკლესია. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კათოლიკოს-პატრიარქმა დაათვალიერა ყოვლადწმინდა სამების სახელობის მშენებარე ტაძარი. ამ ეტაპზე აქ მოზაიკური სამუშაოები და ტაძრის პერანგით შემოსვა მიმდინარეობს. ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) კურთხევით ხორციელდება. სამონასტრო კომპლექსის ქტიტორია მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი, ბატონი შალვა ბრეუსი. 


ტაძრის კურთხევა
2007 წლის 1 ოქტომბერს საჩხერის რაონის სოფელ ჩიხაში წმინდა სამების სახელობის ტაძარი გაიხსნა. კურთხევას ესწრებოდნენ და საზეიმო წირვაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მღვდელმსახურები: არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი), დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) და მღვდელი არკადი (ივანიშვილი). აღნიშნული ტაძარი თავდაპირველად 1910 წელს ბერძენმა მშენებლებმა ააგეს. ჟამთა სიავისა თუ დაუდევრობის წყალობით, ტაძარი მალევე დაინგრა, დაიკარგა სიწმინდეები, საკურთხეველი მრავალწლოვანი მცენარეებით დაიფარა. XXI საუკუნის დასაწყისში ქველმოქმედ გოჩა ჭიღლაძის შემწებით ტაძარი თავიდან აშენდა, მოიხატა კედლები, შემოწირულობებით დაიწერა ხატები და დამზადდა სხვადასხვა საეკლესიო ნივთი. საჩხერის რაიონში ამჟამად ექვსი მოქმედი მღვდელმსახურია. სოფელ სხვიტორის ტაძრის წი- ნამძღვარი, დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) გარჯასა და შრომას არ აკლებს როგორც თავის ტა- ძარს, ისე სოფელ ჩიხას წმინდა სამების ახლად გახსნილი ტაძრის მრევლს. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მამა მიქაელმა ტაძარში შეკრებილ მცირერიცხოვან მრევლს ტაძრის კურთხევა მიულოცა და აღნიშნა: „რაოდენ სასიხარულო დღე დაუდგა ჩვენს სოფელს და რა ცოტა ადამიანი შეიკრიბა ამ უდიდესი ტაძრის კურთხევაზე; ეს მეტად გულსატკენია, მაგრამ უფლის შემწეობით, ხალხი გონს მოეგება და სარწმუნოებას, ტაძარს, ღმერთს მალე დაუბრუნდება!“ ბრძოლის ველზე არსებული წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურების დეკანოზ ბესარიონ მენაბდისა (წინამძღვარი) და დეკანოზ აბრაამ სოლომონაშვილის მრევლის მიერ. 1795 წლის 24 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანის 35-ათასიანმა მხედრობამ ერეკლე II-ის 4-ათასიანი ჯარი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ დამპყრობელმა თბილისი სრულად მოაოხრა. შეიპყრო თბილისის მიტროპოლიტი დოსითეოზი და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მღვდელმთავარი უარის შემდეგ აწამეს და მტკვარში დაახრჩვეს. წმინდა დოსითეოზის ხსენება ახალი სტილით 25 სექტემბერს აღშინიშნება. სამასი არაგველის, ვახტანგ ბატონიშვილის, გიორგი გურამიშვილის, მაჩაბელის და სხვათა გმირობის მიუხედავად, ამ ბრძოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქიშპობის მძიმე სენით დაავადებული იმდროინდელი საქართველოს შემდგომ პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრაში. 

კურთხევა
27 ოქტომბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსის ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით გორის რაიონ სოფელ ორთაშენში მოსახლეობის ძალისხმევით ჯვარი აღიმართა. ჯვარი გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმა გედეონმა (შალაშვილი) აკურთხა.

მონასტრის კურთხევა
13 ნოემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა დირბის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. ამავე დღეს მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად დაასხა ხელი ბერ მატათას (გერაძე).

ტაძრის კურთხევა

20 ნოემბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა შიომ (მუჯირი) ახალი ტაძარი აკურთხა. ახალი გუმბათოვანი ტაძარი წმინდა გიორგის სახელზეაიგო. ტაძრის აღმშენებლები არიან შალვა გოშუა და მიქაელ ჩხარტიშვილი-გოშუა.

ტაძრის კურთხევა
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დაბა აგარაში წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი პეტრე ხახიშვილი დადგინდა.

ტაძრის კურთხევა

4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალაშენებული გუმბათოვანი ტაძარი აკურთხა. ტაძრის ქტიტორია ვალენტინა ქარდავა;

2025 წლის 13 სექტემბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების სულთა საოხად აგებული მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი აკურთხა.
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააჯილდოვა და დალოცა ტაძრის მშენებელი და მონაწილე პირები, მის წინამძღვრად კი დეკანოზი ბესარიონ ბერიძე დაადგინა.


 წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძრის კურთხევა

13 იანვარს, თბილისის მეტეხის ტაძრის ქვემოთ იკურთხა ახალი მონასტერი წმინდა დიდ- მოწამე აბო თბილელის სახელზე. ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა). ამავე წირვაზე ეპისკოპოსმა დიაკვნად აკურთხა ბერი (ფრიდონიშვილი). ისააკი იოანე საბანისძეს უძველესი ჰაგიოგრაფიული თხზულების მიხედვით, აბო თბილელს თავი მოჰკვეთეს იმ ადგილზე, სადაც ძველთაგანვე მდებარეობდა, ხოლო ამჟამად კვლავ შენდება ორმეოც სებასტიელ მოწამეთა ტაძარი — მეტეხის გადაღმა. აბო თბილელის ცხედარი ხიდზე გადაატარეს (იმ ხიდზე, რომელზეც მოგვიანებით ხვარაზმელთაგან ასი ათასი მოწამის მოწყვეტის შემდეგ „მოწამეთა“ ხიდს უწოდებდნენ) და იქვე დაწვეს, ხოლო ნეშტი მტკვარში ჩააგდეს – იმ ადგილთან, სადაც ამჟამად ახლად ნაკურთხი ტაძარი მდებარეობს. ამ წმინდა ადგილთან ერეკლე მეორემ კრწანისის ომში დამარცხების შემდეგ, თბილისის დატოვებამდე, საქართველოს დედაქალაქი წმინდა აბოს შეავედრა, როგორც დედაქალაქის მფარველს. იავარქმნილი სამლოცველო ნიშა საფრონოვის თაოსნობით მე-19 საუკუნეში აღადგინეს და მასში აბო თბილელის ხატი დააბრძანეს. ეს ნიშა მეორედ საბჭოთა მმართველობის დროს ხელყვეს. ახალი ხიდის მშენებლობას მასთან ერთად „მოწამეთა“ ხიდიც შეეწირა. ამჟამინდელი ტაძრის შენება თოთხმეტი წელი მიმდინარეობდა კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ ბესარიონ მენაბდისა და ჯანაშია. მრევლის ძალისხმევით. არქიტექტორია რევაზ ქვით ნაშენი და ქვის ლორფინე- ბით გადახურული ტაძარი მრავალი კეთილისმყოფელის დახმარებით აშენდა (მათგან პირველნი იყვნენ დვალიშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები). კანკელის პროექტი მეუღლეებს ნიკოლოზ დადიანსა და ქეთევან აბაშიძეს ეკუთვნით. აბო თბილელის ტაძრის გვერდით განზრახულია ათთა ბევრთა თბილელთა სახელობის სამლოცველოს აღმართვა.


 საპატრიარქოს უწყებანი N5 13-19 თებერვალი გვ. 9

ტაძრის კურთხევა

7 თებერვალს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სოფელ გრიგოლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიააკურთხა . ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი) დაინიშნა.


ტაძრის კურთხევა

9 თებერვალს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა სოფელ წყალწმინდის წმინდა ირინეს სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი დაინიშნა.

საპატრიარქოს უწყებანი N31 11-17სექტემბერი 2008წ  გვ. 14

19 აგვისტოს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისიმ (ჯოხაძე) აკურთხა თბილისის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) სახელობის ტაძარი (24 საშუალო სკოლის ეზოში). ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ნიკოლოზ გობეჯიშვილი დაინიშნა.

 საპატრიარქოს უწყებანი N32 18-24 სექტემბერი 2008წ გვ. 6

ტაძრის კურთხევა

13 სექტემბერს ჩხოროწყუში იკურთხა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე), ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი), ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა (ბულუხია), ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა შიომ (მუჯირი).

 საპატრიარქოს უწყებანი N37 30ოქტომბერი-5ნოემბერი 2008წ გვ. 7

ტაძრის კურთხევა

16 ოქტომბერს ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) თბილისში, სანზონის უბანში აკურ-თხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი და პირველი წირვა აღავლინა. წირვაზე მან მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ იოანეს (ტოგონიძეს), რომელიც ამავე ტაძარში იმსახურებს. წირვის შემდეგ ახალნაკურთხ ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და სავედრებელი პარაკლისი შეასრულა. რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი.


საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3 დეკემბერი 2008წ გვ. 6

ტაძრის კურთხევა

20 ნოემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა სოფელ ციხისფერდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.

 საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17 დეკემბერი 2008წ გვ. 9

ტაძრის კურთხევა

21 ნოემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა სოფელ მთისპირის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია.

საპატრიარქოს უწყებანი N44 17-23 დეკემბერი 2008წ გვ. 7

ტაძრის კურთხევა

13 დეკემბერს, თაინეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა, თბილისში წულუკიძის ქუჩაზე აკურთხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ახლად აშენებული ტაძარი. 14 დეკემბერს ახლად ნაკურთ ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი გურამ გურამიშვილი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზი გურამი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.7

 ტაძრის კურთხევა

 7 თებერვალს შემოქმედის ეპარქიაში, სოფელ გრიგოლეთში, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვიძემ), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან (შარაშენიძესთან) ერთად აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ბაზილიკური ტიპის ტაძარი.

9 თებერვალს შემოქმედის ეპარქიაში, სოფელ წყალწმინდაში, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) აკურთხა წმინდა ირინეს სახელობის ახალი ტაძარი.


საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.6

ტაძრის კურთხევა

8 ივნისს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუამ) აკურთხა ბაკურიანში ყოვლადწმინდა სამების სახელობის ახალი ტაძარი. 10 ივნისს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუამ) აკურთხა ციხიჯვრის თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია.

საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.12

18 მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ბუკისციხის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი ბიქტორ გიორგაძე.


 საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.12

ტაძრის კურთხევა

29 აგვისტოს ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) თბილისში, ნაძალადევის უბანში მდებარე წმინდა აბუსერ ტბელის სახელობის ეკლესია აკურთხა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი მირიან სამხარაძე დაინიშნა.


საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5

ტაძრის კურთხევა

8 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი აკურთვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). იმავე დღეს ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და აღავლინა სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).


საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.6

 ბორჯომს ეწვევა 18 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბორჯომს ეწვევა, სადაც წმინდა გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალებიდან 1000 წლისთავის აღსანიშნავად მის მშობლიურ სოფელ ტაძრისში საზეიმოდ გახსნის წმინდანის სახელობის ახალ ტაძარს. 

საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.7

ტაძრის კურთხევა

23 ნოემბერს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) და ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) აკურთხეს თბილისის ძველ უბანში აღდგენილი წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ახალი ტაძარი. იმავე დღეს, 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაულის საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ტაძრის წინამძღვარდ დაინიშნა იღუმენი ლუკა (თანდილაშვილი), რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლიდან გადმოყვანეს. მომავალში, აქ მონასტრის დაარსება იგეგმება.

საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.10

ტაძრის კურთხევა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) ქვემო სვანეთის სოფ. შკედის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა.

საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.10

16 ნოემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის პირველი საკათედრო ტაძარი აკურთხა. ახლად ნაკურთხი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა და ტაძრის გარშემო ლიტანიით პარაკლისი აღასრულა. საზეიმო ღვთისმსახურებაში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები მონაწილეობდნენ. წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძრის მშენებლობა 1998 წელს დაიწყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მშენებლობა რამდენიმე წლით შეჩერდა. 2005 წლიდან სამშენებლო სამუშაოები კვლავ განახლდა და სალოცავს დასრულებული სახე მიეცა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანია და ადგილობრივი მასალით, ეკლარის ქვით არის მოპირკეთებული. 

საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.7

ტაძრის კურთხევა

11 დეკემბერს საპატრიარქოს რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო უკრაინელი ქართველები, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად გადასცეს წმინდა კირიონ კათოლიკოსის ხატი. ოდესისა და იზმაილის მღვდელმთავრის, მეუფე აგათანგელის ლოცვა-კურთხევით, საგანგებოდ ქუთაისის ახლად აგებული ტაძრისთვის, უკრაინიდან შემოსწირეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი, რომელიც საქართველოში ოდესელი ქართველების ძალისხმევით ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა ოდესაში მომსახურე არქიმანდრიტმა ანდრიამ (ოსიაშვილმა), თანმხლებ პირებთან ერთად. წმინდა ნაწილი ჩააბრძანეს საგანგებოდ დაწერილ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატში. ხატი ქართველმა ოსტატებმა: ხატმწერმა თამარ გოჩიაშვილმა და ოქრომჭედელმა პაატა ღონღაძემ სრულიად უსასყიდლოდ შეასრულეს და შეამკეს. 13 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილმა) ქუთაისში აკურთხა წმინდა დრია პირველწოდებულის სახელობის ახლად აგებული ტაძარი, სადაც დაბრძანდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ახალი ხატი წმინდა ნაწილით.

ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში დიდაჭარიდან გადმოსახლებული 100 ოჯახი ცხოვრობს. ბოლნისის ეპისკოპოსის ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთხევით, სოფლის ცენტრში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ბაზილიკური ტიპის ერთნავიანი ტა ძარი აშენდა, რომელიც მეუფემ 12 დეკემბერს საზეიმოდ აკურთხა. დისველის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად სქემმღვდელმონაზონი ანდრია (ნინუა) დაინიშნა.

სამი მუხა წმინდა სამების სიმბოლოდ

 29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში ყოვლადწმინდა სამების სახელზე ერთძირად დაირგა სამი მუხის ხე, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ხეების დარგვაში პატრიარქთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამი მრავალრიცხოვანი გვარის: მაისურაძეების, გელაშვილებისა და ბერიძეების წარმომადგენლებმა. ამით დასაბამი ჩაეყარა საქართველოში საგვარეულო ტყეების აღდგენისა და მოვლა-პატრონობის ფართო მოძრაობას. ამ მამულიშვილურ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორია ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი: „გვარი და გვარიშვილობა“.

საპატრიარქოს უწყებანი N40 24 დეკემბერი 2009წ-7იანვარი 2010წ გვ.12

ტაძრის კურთხევა

კრწანისში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ახალი ტაძარი იკურთხა. 21 დეკემბერს ტაძრის კურთხევა და საზეიმო ღვთისმსახურება საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ აღასრულა. იმავე დღეს ახლადნაკურთხი ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ყოვლადწმინდა სამებიდან ტაძრიდან გადმოაბრძანეს წმინდან სპირიდონის

ხატი და ფაჩუჩი, რომელიც საგანგებოდ ამ ტაძრისთვის ათონის წმინდა მთიდან ამა წლის თებერვალში ჩამოაბრძანეს. ქართული წითელი აგურით ნაშენი ახალი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი სტილისაა; მისი გუმბათი წმინდა # სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. წითელი აგურითვე არის ნაშენები სამრეკლოც, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

სამომავლოდ აქ აშენდება მამათა მონასტერი. 

 საპატრიარქოს უწყებანი N1  14-20 იანვარი  2010წ 12 

ტაძრის კურთხევა

27 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა მამკოდის მამათა მონასტრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია.

საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ გვ. 4

ტაძრის კურთხევა

14 მარტს რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) — რუსთავში, მე-8 მ/რ-ში, საბავშვო ბაღის შენობაში წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველო აკურთხა. სამლოცველოს წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი კახაბერ ჭუმბურიძე.

საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ 5

ხელდასხმა

13 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა გარდაბნის რაიონის, სოფელ ახალი სამგორის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. წირვის მსვლელობის დროს მეუფე მელქისედეკმა მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკვან ცოტნე თვარაძეს, რომელიც ამავე ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28აპრილი 2010წ გვ. 7

ტაძრის კურთხევა

11 აპრილს დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა მირზაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია.

საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19მაისი 2010წ გვ. 9 

ტაძრის კურთხევა

5 მაისს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) აკურთხა დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მეორე დღეს, წირვის მსვლელობისას, მეუფე იეგუდიელმა მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს გელა ჩადუნაშვილს, რომელიც ამავე ტაძარში იმსახურებს. წირვის შემდეგ ტაძარი მოილოცა და წმინდა გიორგის პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი მიქაელ თევზაძე, რომელიც ამავე დღეს მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

8 მაისს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აკურთხა ქობულეთის წმინდა მარკოზ მახარებლის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი მარკოზ ბექაია.

საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9 ივნისი 2010წ გვ. 6

ტაძრის კურთხევა

30 მაისს რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძარი. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. კანკელის ხატები დაწერა ხატმწერმა გიორგი ეგნატაშვილმა. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი მერაბ დეკანოსიძე.

საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18აგვისტო 2010 გვ. 9

ტაძრის კურთხევა

1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხეს სოფელ გომის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრადაც დროებით დაინიშნა დეკანოზი აკაკი ჟვანია.

საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 10

ტაძრის კურთხევა

23 აგვისტოს ცხუმ-აფხაზეთის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) აკურთხა სარეკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.

ტაძრის კურთხევა

18 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობდნენ ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან კუტივაძე და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მღვდელი ნიკოლოზ ბურდილაძე, მღვდელი არჩილ გვიმრაძე, მღვდელი ლევან მერაბიშვილი და მღვდელი იოსებ ნუსხელაძე. ასევე ბერ-დიაკონი პავლე (ქებულაძე).

საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7

23 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) აკურთხა სოფელ გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. წირვის დროს მიტროპოლიტმა საბამ მღვდლად დაასხა ხელი უძლოურის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ გიორგის (ჯანელიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ექვთიმე (ლეჟავა). გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზი აკაკი ჟვანია დაინიშნა.

საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7

21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ გვ. 8

ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა

13 დეკემბერს ცურტავის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) სამღვდელოების თანამწირველობით აკურთხა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეზოში ახლად აშენებული წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, რომელიც სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების ინიციატივითა და მონდომებით აშენდა. წირვის დროს ეპისკოპოსმა იაკობმა დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული აბო მაჩურიშვილი და სახელად ვახტანგი უწოდა. დიაკონი ვახტანგი ტაბახმელაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.6

მონასტრების კურთხევა

18 იანვარს რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა სამგორის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი და ტაძარი. წირვის შემდეგ მონასტერი მოილოცა და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. პარაკლისის დასრულებისას მან დალოცა ტაძარში შეკრებილი მრევლი და მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქეთევანი (ჯანუყაშვილი) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა. 18 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ავჭალის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერი და ეკლესია. წირვაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკონ გიორგის (ქობალია).

20 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა გლდანულას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძლვრად მღვდელ-მონაზონი ნერსე (სამხარაძე) დაინიშნა.


2020 წლის  4  ოქტომბერს, ნეკრესის ეპარქიაში მე-17- მე- 18 საუკუნეებში აგებული ახალსოფლის  იოანე ნათლისმცემლის  სახ.ეკლესია განახლდა .

საზეიმო წირვა  ნეკრესელმა მიტროპოლიტმა  სერგიმ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, ტაძრის წინამძღვართან მღვდელ ბესარიონთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად   აღავლინეს.

ტაძარი დავით ყვენწაშვილის  ძალისხმევით განახლდა.

საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.4

ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა 

18 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. თბილისში გაიხსნა მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი. ახალი ტაძარი აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკურთხევით, ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი იოანე (გვაჯაია). ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ გიორგის (ქობალია). მღვდელ-მონაზონი გიორგი ამავე ტაძარში იმსახურებს,

 საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.5

ტაძრის საძირკვლის კურთხევა 5 აპრილს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თემქის დასახლებაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. 

საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.8

ტაძრის კურთხევა 

11 ივნისს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა თბილისში, სანერგე-სამეურნეო დასახლებაში მდებარე წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვაკურთხევით ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი პანტელეიმონ წულაძე.

 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.12

26 სექტემბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკვდერი აკურთხა .

27 სექტემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ვაშლიჯვარის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძლვრად დეკანოზი გიორგი სახვაძე დაინიშნა.

4 ოქტომბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა თხინვალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მამათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრის წინამძღვრად იღუმენი მიქაელი (ოთარაშვილი) დაინიშნა. 

საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.10

 ტაძრის კურთხევა 

11 ოქტომბერს კიკეთში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა ახლად აშენებული ტაძარი. ტაძარში ორი ტრაპეზია -– წმინდა მოწამე კათოლიკოს-პატრიარქი კირიონისა და წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) სახელობისა. ახლად ნაკურთხ ტაძარში მეუფე შიომ პირველი წირვა აღავლინა. იმავე დღეს, წირვის დასასრულს კიკეთის ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „უწმინდესი და უნეტარესი ილია II  მღვდელმთავრებთან და  სამღვდელოებასთან ერთად  და პარაკლისი შეასრულა.  ახალი ტაძარი ბიზნესმენ შემოწირულობებით აშენდა. ლევან ვასაძის შემოწირობებით აშენდა.


 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2011წ გვ.10

ტაძრის კურთხევა

10 ოქტომბერს ნატახტარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ხატის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). იმავე დღეს ახლადაგებული ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მოილოცა და პარაკლისი შეასრულა. ახლად ნაკურთხი ტაძარი უძველეს ნანგრევებზეა აგებული. როგორც ამბობენ, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამ ადგილას მხოლოდ სამი ხე იდგა. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) ძალისხმევით, ტერიტორია დასუფთავდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ადრექრისტიანული ხანის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევები და ამავე პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს. სპეციალისტების განცხადებით, ეს ისტორიული ადგილი საფუძვლიან შესასწავლია. ტაძრის სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიის ეზოში გაშენებული მეურნეობა დაათვალიერა. ახლადაგებული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სასულიერო პირებისთვის სენაკები და სატრაპეზო აიგება მსწრაფლშემსმენელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სამების საპატრიარქო ტაძრის მეტოქიონი გახდება. 

18 ოქტომბერს მარგვეთის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი კირიონ მუშკუდიანი. XIX საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, მიდგმული სამრეკლოთი, სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით აღდგა. მისი არქიტექტორია აწ გარდაცვლილი რევაზ ცხადაძე. აღსანიშნავია, რომ ამ ტაძარში მსახურობდა წმინდა სვიმონ მჭედლიძე, რომელიც კომუნისტებმა 1924 წ. ქუთაისში, საფიჩხიაზე დახვრიტეს. ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 4 წელიწადს გაგრძელდა.


8 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, სოფელ მახაშში, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი.

საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.5 

ტაძრის კურთხევა

10 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, ნავთლულის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესია აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა.

12 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, მეტეხის ხიდთან ასი ათას ქართველთა მოწამეთა სახელობის ახალი ეკლესია აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა.

15 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში სამტრედიის ქუჩაზე აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და წირვა აღასრულა. წირვის დასასრულს ტაძარს ეწვია კათოლიკოსპატრიარქის ილია II სამლვდელოებასთან ერთად და პარაკლისი შეასრულა.

საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2011წ გვ.5 

ტაძრის კურთხევა

19 ნოემბერს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ზედა საქარის  მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ზედა საქარის ეკლესია XVII-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. მის განახლებაზე იზრუნეს სოსო და ლევან ფხაკაძეებმა, რომელთა მატერიალური დახმარებითაც აღდგა ტაძარი. მარგველი მიტროპოლიცტ ვახტანგის ლოცვაკურთხევით ტაძრის წინამძღვრად მღვდელი იოანე მალაღურაძე დაინიშნა.

საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2011წ გვ.5 

საძირკვლის კურთხევა

19 ნოემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა პატარა ლილოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის საძირკველი.

19 ნოემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა კრწანისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზისა და სხვა უხორცოთა ძალთა სახელობის ეკლესიის საძირკველი.

 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-27 დეკემბერი 2011წ გვ.8

ტაძრის კურთხევა

18 დეკემბერს ზესტაფონის ძირძველ უბანში, საყავრიაში, მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, მეუფე ვახტანგმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა ახლადნაკურთხ ტაძარში. ტაძრის მშენებლობას 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ საქმის მოთავე და ინიციატორი ამავე უბნის მკვიდრი, ბატონ დავით მინაშვილი გახლდათ. ტაძრის მშენებლობაში მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას. მარგველი მიტროპილიტის ვახტანგის ლოცვაკურთხევით წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად მღვდელი კირილე გიორგაძე დაინიშნა. ასევე, ამ ტაძარში იმსახურებს დეკანოზი დავით გიორგაძე.

საპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.8

ხელდასხმა

18 თებერვალს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი. ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს თორნიკე ცერცვაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი მალხაზ აფციაური და სახელად დავითი უწოდა. მღვდელი თორნიკე ქვემო ფონიჭალის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17ოქტომბერი 2012წ გვ.9

საძირკვლის კურთხევა

26 აგვისტოს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ვარკეთილის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის საძირკველი.

ტაძრის კურთხევა

21 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჯერ კიდევ 1993 წელს მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს (მელიქიძე) დროს ჩაეყარა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის აგებას ხელმძღვანელობდა დეკანოზი გრიგოლ აბულაძე, ამჟამად სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი. საბოლოოდ კი ტაძარი დასრულდა მეუფე ვახტანგისა და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით. წირვის დასასრულს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა ამავე ტაძრის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ მაკარის (გოცაძე).


ტაძრის საფუძვლის კურთხევა

8 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საფუძველი აკურთხა.

ტაძრის კურთხევა
23 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდე- ბარე მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესია აკურთხა.
***
30 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, კანდელაკის ქუჩა 6-ში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესია აკურთხა. ტაძრის საფუძვლის აურთხევა.
23 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, იოსებიძის ქუჩაძე, 62-ე საშუალო სკოლის ტერიტორიაზე აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საფუძველი.
ტაძრის საფუძველის კურთხევა
11 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საფუძველი.
საძირკვლის კურთხევა
10 ივლისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის საძირკველი.

ტაძრების კურთხევა
25 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. 
26 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია.
17 სექტემბერს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია.

ტაძრის კურთხევა
11 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის აშენების ინიციატორებიც გოდერძი კალანდაძე და ლაშა მაღრაძე გახლდნენ. ტაძრის მშენებლობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მთელი სოფელი.ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი დავით გიორგაძე დაინიშნა.

ტაძრებისა და საძირკვლის კურთხევა
2 ივნისს გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს (ლეჟავა) ლოცვა-კურთხევით გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის იღუმენმა რაფიელმა (ხელაშვილი) აკურთხა კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ილია ჯანიაშვილი დაინიშნა.
***
28 ივნისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის ეკვდერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობაზე.
***
28 ივნისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაქვის კვირაცხოვლის სახელობის ტაძრის საძირკველი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა აშენებს.
ტაძრებისა და საძირკვლის კურთხევა
29 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე ახლად აშენებული ღირსი მამის, გაბრიელ (ურგებაძე) აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ეკლესია.
***
ნ ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია. 
ტაძრების კურთხევა
1 მაისს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში, ძაძვის წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად არქიმანდრიტი გედეონი (თიბილაშვილი) დაინიშნა.
***
6 მაისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის წმ. დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი (ვაწაძე) დაინიშნა.  
***
10 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ახლად აგებული ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი დიმიტრი დეკანოსიძე დაინიშნა.
***
19 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ახლად აგებული ეკლესია, რომელიც ძმებმა: იუზა და თემურ წერეთლებმა ააშენეს. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი დიმიტრი დეკანოსიძე დაინიშნა.

21 ივლისს მროველ-–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდა-ვარდისუბანის წმ. მეფე მირდატის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გრიგოლ მეზვრიშვილი დაინიშნა.

ტაძრისა და დედათა მონასტრის კურთხევა
11 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ყინწვისის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (მამისაშვილი) დაინიშნა.

ტაძრისა და დედათა მონასტრის კურთხევა
4 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათდრო ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი გიგიტაშვილი დაინიშნა.
***
14 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვახანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის ახლად აგებული ტაძარი, სადაც ასევე გაიხსნა დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვრად მონაზონი მარიამი (თედორაძე) დაინიშნა.

ტაძრის კურთხევა
20 სექტემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე) სახელობის ეკლესია.

ხელდასხმა
9 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ლმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი არსენ ბენიძე დაინიშნა.

28 სექტემბერს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი ცაგერის რაიონის სოფელ ქულბაქში.

ტაძრის კურთხევა
8 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზოვრეთის ცენტრში ძველი ნატაძრალის ადგილზე ახლად აგებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. ტაძრის ქტიტორები არიან: გელა კვეტენაძე და ძმები –– მიხეილ და იაკობ კვეტენაძეები. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობდა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია). კურთხევას ასევე დაესწრო საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც წარმოშობით ამ სოფლიდან გახლავთ. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი იმნაძე დაინიშნა, 


9 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრი (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზედა საქარის წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ახლად აგებული ეკლესია. ტაძრის ქტიტორია არჩილ ჩხეიძე. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი კონსტანტინე შოთაძე დაინიშნა.
***
10 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. რიკოთში არსებული მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის განახლებული ეკლესია.

ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა
23 ნოემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) საბურთალოზე, 62-ე საშუალო სკოლისტერიტორიაზე აკურთხა წმინდა გიორგის სახელობისტაძარი. წირვაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან დაჩი დავლიანიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა კრწანისის ტყე- პარკის ტერიტორიაზე არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარი, ბერი დავითი (კემულარია).

ტაძრის კურთხევა
27 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. დილიკაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ტაძრის ქტიტორია იური სვიანაძე. ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზი ილია საცერაძე დაინიშნა.

ტაძრების კურთხევა
10 იანვარს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. მოხისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.  
11 იანვარს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა  იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, ძამას ხეობის, წყაროსთავის წმ. დავით და  ტარიჭანის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად მღვდელ-მონოზონი დიონისე (კუხიანიძე) დაინიშნა.
ტაძრის კურთხევა
19 დეკემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა შორაპნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ახლად აგებული ეკლესია. ტაძრის ქტიტორია ვასილ. მშვენიერაძე. წინამძღვრად დეკანოზი გიორგი რევიშვილი დაინიშნა.

ტაძრის კურთხევა
8 იანვარს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. აბისისთავის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. წირვის დროს მიტროპოლიტმა იობმა მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი ცაბაძეს, რომელიც ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.08.2025
ბოლო რედაქტირება 17.10.2025
სულ რედაქტირებულია 141





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

15000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0