სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11723

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მცირე ბიოგრაფიული ცნობები ფანცხავა -ების გვარში მოღვაწე სასულიერო პირებზე, სოფ. ხომული წყალტუბო მცირე ბიოგრაფიული ცნობები ფანცხავა -ების გვარში მოღვაწე სასულიერო პირებზე, სოფ. ხომული წყალტუბო
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ფანცხავა სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

მცირე ბიოგრაფიული ცნობები ფანცხავა -ების გვარში მოღვაწე სასულიერო პირებზე, სოფ. ხომული წყალტუბო




მცირე ბიოგრაფიული ცნობები ფანცხავების გვარში მოღვაწე სასულიერო პირებზე
განსვენებული საზოგადო მოღვაწის კირილე ლორთქიფანიძის სიტყვით, გვარი ფანცხავა წამოსულია აფხაზეთიდან (ფანცხავუ ნიშნავს მაღალსო, ალბათ მაღალ გორაზე ცხოვრობდნენ). როგორც ჩანს, XVIII საუკუნის I ნახევარში მთლიანად აყრილან და წამოსულან იმერეთის მხარეში. ნაწილი დასახლებულა მდინარე ენგურსა და ხობს შორის, ნაწილი კი დასახლებულა სოფელ ხომულში. ამას ისიც ასაბუთებს, რომ ამჟამადაც გვარის სალოცავი არის ილორის წმ. გიორგის ეკლესია. ამ გვარის ერთ-ერთი უხუცესი წარმომადგენელი დეკანოზი მარკოზი დაჯილდოებულია იმერეთის მეფის დავით II (მეფობდა 1784-89 წლებში) სიგელ-გუჯარით. მისი შვილი დეკანოზი სვიმონი კი მსახურობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი სოლომონ II კარზე. ერთგული სამსახურისათვის დედოფალ მარიამ დადიანის ასულს წყალობის წიგნი აქვს ნაბოძები მისი კარის მწირველ სვიმონ დეკანოზისათვის. 1812 წელს დეკანოზ სვიმონის ოჯახი მთლიანად ამოუწყვეტია ჟამს. გადარჩენილა მხოლოდ პატარა ნიკოლოზი, რომელიც უგონოდ ტყეში დაგდებული უპოვია ბანუჯელ ბალანჩივაძეს. მას ბავშვი უცვნია და წაუყვანია ქუთაისში ნათლიასთან, თავად გრიგოლ წერეთელთან. გრიგოლ წერეთელი იყო მიტროპოლიტ დავითის უფროსი ძმა. ნათლიას მამასავით უპატრონია და ბავშვი მიუბარებია იმ დროისათვის ცნობილ ჯრუჭის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში.
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 17-23აგვისტო 2006წ გვ.19
მღვდელი კალისტრატე ფანცხავა

დასასრული
მოგვიანებით ნიკოლოზი დიდი მწიგნობარი დადგა და სოფელ წყალტუბოს მოძღვარი და მთელი იმ ოლქის მთავარხუცესი შეიქნა. სამწუხაროდ ისიც ახალგაზრდა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიკოლოზს დარჩა 3 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სამივე ვაჟი დიდი ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. სპირიდონმა და ალექსიმ სწავლა-განათლება მიიღეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. სპირიდონმა სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. გამოსაშვებ გამოცდებს ესწრებოდა თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი გერასიმე ქიქოძე (შემდგომში იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი). გერასიმეს ძალიან მოსწონებია სპირიდონი და შეუთავაზებია, რომ იგი უფასოდ, სახელმწიფო ხარჯზე გაეგზავნათ სწავლის გასაგრძელებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში. სპირიდონი ოჯახში უფროსი ვაჟი იყო და დედის თხოვნით უმცროსი და-ძმის აღსაზრდელად დარჩა. დედის რჩევამ და მიტროპოლიტ დავითის ლოცვა-კურთხევამ დაიყოლიეს სპირიდონი და მან მუშაობა მიტროპოლიტის კანცელარიაში დაიწყო. მეუფე დავითს ძალიან მოსწონდა სპირიდონის დავითნის კითხვა და გალობა. უმოკლეს ხანაში იგი ხელდასხმულ იქნა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად და დაინიშნა წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. წინამძღვრად დანიშვნისთანავე მამა სპირიდონმა დიდი ყურადღება მიაქცია წერა-კითხვის გავრცელების საქმეს. მისი მოთავეობით ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო სკოლა, რაც იმ დროს ერთ-ერთი პირველი და გაბედული ნაბიჯი იყო. სკოლის მასწავლებლებად იწვევდა ქუთაისის სასულიერი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს. საღვთო სჯულს თვითონვე ასწავლიდა. ამ სკოლაში განათლებას იღებდნენ არა მარტო წყალტუბოს, არამედ ახლო-მდებარე სოფლების და რაჭა-ლეჩხუმიდან ჩამოსული ბავშვები. 1882 წელს წყალტუბოში გაიხსნა სამინისტრო სკოლა და სამ- რევლოს სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. მამა სპირიდონი აირჩიეს ახალი სკოლის მზრუნველად. მან თავისი დაუღალავი შრომა და ენერგია ამ სკოლაზე გადაიტანა, რისთვისაც 1893 წლის 15 მაისს დაჯილდოვდა წმ. ანას III ხარისხის ორდენით. მანამდე 1884 წლის 15 აპრილს დაჯილდოვდა კამილავკით, 1890 წელს სამკერდე  ოქროს ჯვრით, ხოლო 1901 წლის 6 მაისს კი მიენიჭა დეკანოზის წოდება. ამავე დროს დეკანოზ სპირიდონის მიერ და განახლდა წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესია, რაზეც მეტყველებს წარწერა ეკლესიის მარცხენა კარის თაღზე. დეკანოზი სპირიდონი სავარაუდოდ გარდაიცვალა 1905 წლის მარტში. იგი დასაფლავებულია ხომულის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. მეორე ძმა, მღვდელი ალექსი, მოღვაწეობდა ხომულის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში. იგი გარდაიცვალა 1898 წლის 5 მარტს (ძვ. სტილით) და შთამომავლობა არ დარჩენია. მესამე ძმა, ვასილი, ასევე კარგად კითხულობდა დავითნს და შესანიშნავად გალობდა. იგი მედავითნედ მსახურობდა წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიაში უფროს ძმასთან, დეკანოზ სპირიდონთან. 1876 წელს სპირიდონის უმცროსი ვაჟი იაკობი და მისი ბიძაშვილი კალისტრატეერთად შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. იაკობ ფანცხავას მოგონებებით ორივე კარგად სწავლობდა და სასწავლებლის რექტორი ხშირად იბარებდა მათ თავის კაბინეტში მადლობის გამოსაცხადებლად და წასახალისებლად. 1883 წელს მათ წარჩინებით დაამთავრეს სასწავლებელი. იაკობმა სწავლა გააგრძელა ჯერ თბილისში, შემდეგ კი ოდესაში, ხოლო კალისტრატე მამის ვასილის თხოვნით ქუთაისში სამუშაოდ დარჩა და მამას უმცროსი და-ძმის აღზრდაში ეხმარებოდა. 1884 წლის 25 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი სამუშაოდ მიიღო კანცელარიაში. 1887 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა მეორე მედავითნედ ქუთაისის „მწვანეყვავილას“ მთავარანგელოზთა ეკლესიაში. 1890 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა პირველ მედავითნედ იმავე ეკლესიაში. მალე ეპისკოპოსი გაბრიელი საეპარქიო სასწავლებლის საბჭოს შუამდგომლობით კალისტრატეს ამტკიცებს ამავე ეკლესიის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1892 წლის 3 მაისს მას ეპისკოჰოსმა გაბრიელმა ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 9 მაისს მღვდლად და დანიშნა გუბის-წყლის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში. 1893 წლის 23 ნოემბერს კალისტრატე გადაიყვანეს ქუთაისის წმ. „იორგის ეკლესიაში. 1894 წლის 5 დეკემბერს კი ხომულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში მეორე მღვდლად, თავის ბიძასთან, ღვდელ ალექსისთან. 1913 წლის  მაისს დაჯილდოვდა კამილავკით. იგი ამ ეკლესიაში მსახურობდა 1923-24 წლამდე. კომუნისტებმა აძულეს მამა კალისტრატე, შეეწყვიტა ღვთისმსახურება და გაეხადა სამღვდელო შესამოსელი. იგი გარდაიცვალა 1961 წლის მარტში.

მოამზადეს ბირრბი მაჩურიშვილმა და ლუარსაბ ტობონიძემ 

საპატრიარქოს უწყებანი N49 31 დეკემბერი - 6 იანვარი 2004 გვ. 20

დეკანოზი სპირიდონ ნიკოლოზის ძე ფანცხავა მეუღლესთან და შვილებთან ერთად

დეკანოზი სპირიდონი მსახურობდა წყალტუბოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში. მამა სპირიდონს წყალტუბოში და მშობლიურ სოფელ ხომლში დაუარსებია სკოლები. განსაკუთრებით ცნობილი იყო წყალტუბოს სკოლა. დეკანოზ სპირიდონ ფანცხავას ახლო ურთიერთობა ჰქონდა წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელთან (ქიქოძე), რომელიც მას დიდ პატივს სცემდა, როგორც განათლებულ, გონიერ და პატიოსან მოძღვარს. მამა სპირიდონი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. დეკანოზი სპირიდონ ფანცხავა დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ხომლში, მის მიერ აგებულ ეკლესიაში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.09.2025
ბოლო რედაქტირება 01.09.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0