სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი ღვინიაშვილი 1867-1908წწ მღვდელი გიორგი ღვინიაშვილი 1867-1908წწ მღვდელი

1867-1908 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ღვინიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

75       ბეჭდვა

გიორგი ღვინიაშვილი 1867-1908წწ მღვდელი


მღვდელი გიორგი ღვინიაშვილი 1867-1908
მღვდელი გიორგი ილიას ძე ღვინიაშვილი 1867 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1891 წელს, IV კურსიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სასწავლებლიდან და საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) იმავე წლის 3 მარტს დიაკვნად, ხოლო 9 მარტს — მღვდლად დაასხა ხელი და ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1892 წლის 4 მარტს ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.


1897 წლის 29 ივლისს შიბლიანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1899 წლის 14 იანვარს მაშნაარის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. მასვე მიენდო სიღნაღის მაზრის I და II ოლქების ბიბლიოთეკარის თანამდებობა. 1901 წელს სიღნაღის წმინდა მარინეს სახელობის სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა და საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, სკუფიით დაჯილდოვდა. მღვდელი გიორგი 1908 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე — ნადეჟდა რაფაელის ასული, დაბადებული 1871 წელს და ერთი ვაჟი ირაკლი, დაბადებული 1900 წელს. მის ოჯახს, სახელმწიფო ხაზინიდან დაენიშნა პენსია 133 მანეთის ოდენობით. ფოტო მოგვაწოდა მამა გიორგის შვილთაშვილმა, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა, გიორგ ღვინიაშვილმა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.09.2025
ბოლო რედაქტირება 03.09.2025
სულ რედაქტირებულია 2




ღვინიაშვილი ლეონტი ილიას ძე, 1872-1935წწ. დეკანოზი დაბ. თელავი

2 0

ღვინიაშვილი ნიკოლოზ (ავთანდილ) იასონის ძე დაბ. 1964წ. არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ახა, დმანისი

2 0

ღვინიაშვილი - გვარის 24 ღვთისმსახური

1 0

სოსო ღვინიაშვილი თენგიზის ძე 1987 -2008 წწ გარდ. 21 წლის, სამაჩბლო, დაბ. სოფ. მახარაძე გურჯაანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისიხს ორდენოსანი,

3 0


გიორგი ღვინიაშვილი 1985- 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ვარძია ასპინძა სამცხე ჯავახეთი

3 0


თენგიზ ღვინიაშვილი 1925-2007წწ მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი, ქ. თბილისი.

1 0


ბექა ღვინიაშვილი დ.1995წ. მსოფლიო ჩემპიონი ძიუდო ფალავანი. დაბ. სოფ. რუისი ქარელი

1 0

21 10 13


პაატა ღვინიაშვილი 1987წ 5 ოქრო მსოფლიო ჩემპიონი ფალავანი. სამბო გორი

1 0

5 8 7


გიორგი ღვინიაშვილი მსოფლიო პრიზიორი ძიუდო

1 0

0 0 1


ლევან ღვინიაშვილი დ.1997წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი დაბ. გორი (ხიტურიძე)

1 0

3 0 1


ანტონ ღვინიაშვილი ალექსანდრეს ძე 1911-45წწ გარდ. ტექსელი დაბ. კასპი

2 0