ფილიმონ კარბელაშვილი დაიბადა 1879 წელს თელავის მაზრის სოფელ გურჯაანში მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები გამორჩეული სასულიერო პირები იყვნენ.
ბაბუა გახლდათ ცნობილი მგალობელი და საეკლესიო მოღვაწე მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი, ქართული გალობის უბადლო მცოდნე, რომელიც წლების განმავლობაში ასწავლიდა გალობას ჯერ ბოდბის მონასტერში არსებულ სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. მამა ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იყო. ერთ-ერთი ბიძა - მღვდელი ფილიმონი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, და ზუსტად მის საპატივცემულად დაარქვეს მას ეს სახელიც. ასეთ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ბავშვი, არც შეიძლებოდა, რომ თავადაც სასულიერო გზას არ დადგომოდა.
პატარა ფილიმონმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი, ხოლო შემდეგ 1894-1900 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1901 წელს ფილიმონ კარბელაშვილი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის, მართლწერისა და ხაზვის მასწავლებლად დანიშნეს.
1903 წლის 15 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1915 წელს სკუფია უბოძეს. 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, სამხედრო კაპელანად განამწესეს. მამა ფილიმონი თურქესტანის N19 მსროლელთა პოლკში მსახურობდა.
1917 წელს კამილავკით დაჯილდოვდა და ამავე წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა. მსახურობდა თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში.
მღვდელი ფილიმონი, რომელსაც ნიმუშს ეძახდნენ კარგი გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობისათვის, ცნობილი იყო მთელს ქართლ-კახეთში. გარდა იმისა, რომ დაკავებული იყო თავისი უმცროსი და-ძმების აღზრდით, სკოლა ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. ფილიმონი შესანიშნავი მქადაგებელი ყოფილა მთელს იმ მხარეში, რომელსაც საუკეთესოდ შეეძლო ღვთის სიტყვის მორწმუნეთა გულებამდე მიტანა. შემორჩენილია მამა ფილიმონის რამდენიმე ქადაგება, რომელიც მან სხვადსხვა წლებში წარმოსთქვა.
ნიკო მესხიშვილის საშუალებით მღვდელი ფილიმონი გაუცვნია ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც ძალიან მოსწონებია ნიჭიერი, ჭეშმარიტად ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის თავისუფლების მოტრფიალე ფილიმონი.
ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ილიას თავის უკვდავ ნაწარმოებში „გლახის ნაამბობში“, მოძღვრის სახეში სწორედ ფილიმონი ჰყავს გამოყვანილი.
მამასთან ერთად
ფილიმონ კარბელაშვილმა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საეკლესიო მსახურება მიატოვა და საერო ცხოვრებას მიჰყო ხელი.
მღვდელი ფილიმონი 1930 წლის 23 მაისს სწრაფი სარკომით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ყოფილ მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი 25 მაისს ქალაქ გურჯაანში დაასაფლავეს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-)
ბიბლიოგრაფია
გიორგი მაჩურიშვილი
საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3დეკემბერი 2008წ გვ.18
მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი 1879-1930
მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი 1879 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წინაპრებიც გამორჩეული სასულიერო პირები ჰყავდა. მისი ბაბუა, ცნობილი მგალობელი და საეკლესიო მოღვაწე — მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი, ქართული გალობის უბადლო მცოდნე, წლების განმავლობაში, ჯერ ბოდბის მონასტერში არსებულ სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა გალობას. მამა — პოლიევქტოსი მრავალი ნაშრომისა და წიგნის ავტორი იყო, რომლის წერილები და პუბლიკაციები მრავლად ქვეყნდებოდა საქართველოს იმჟამინდელ ჟურნალ-გაზეთებში. ბიძები იყვნენ ბოდბელ-ალავერდელი ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე (უკანასკნელი ორი, 1924 წლის 6 სექტემბერს ჩეკისტებმა გორის მაზრაში, ტირიფონას ველზე დახვრიტეს), ხოლო ერთი ბიძა — მღვდელი ფილიმონი, ადრეულ ასაკში, 1879 წელს გარდაიცვალა, სწორედ მის საპატივსაცემად დაარქვეს ეს სახელიც. ასეთ ოჯახში დაბადებულ—გაზრდილი ბავშვი, არც შეიძლებოდა, რომ სასულიერო გზას არ დადგომოდა. პატარა ფილიმონმა პირველდაწყებითი განათლება ჯერ ოჯახში, მამის მეთვალყურეობით გაიარა. შემდეგ დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი, 1894-1900 წლებში კი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1901 წელს დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ — მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე წლის 8 აგვისტოდან გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის, მართლწერის და ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა. 1903 წლის 15 აპრილს საგვერდუ ლით დაჯილდოვდა, ხოლო 1915 წლის 28 მაისს სკუფია უბოძეს. 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო კაპელანად განამწესეს. მამა ფი-ლიმონი თურქესტანის 19 მსროლელთა პოლკში მსახურობდა. 1917 წლის 19 ივნისს კამილავკით დაჯილდოვდა. ამავე წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა. მღვდელი ფილიმონი 1930 წლის 23 მაისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ყოფილ მიხეილის საავად- მყოფოში გარდაიცვალა. იგი 2 მაისს ქ. გურჯაანში დაასაფლავეს. შემორჩენილია მამა ფილიმონის ერთ-ერთი ქადაგება, რომელიც მან წარმოსთქვა 1903 წლის 19 დეკემბერს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პოეტის, პროზაიკოსისა და პუბლიცისტის დიმიტრი მაჩხანელის (ნადირაძე) დასაფლავებაზე: „სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ შენ, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მიგელის შენ. ადგილი განსასვენებელი მიგელის შენ... რას გაჩუმებულხარ მაჩხანელო, რატომ არაფერს ამბობ? რატომ შენებურად რიხიანად არ აღიმაღლებ ხმას: „რა დროს განსვენებაა, ჯერ საქმე ბევრი მაქვს გასა-კეთებელი“... ულმობელმა სიკვდილმა რომ აღარ დაგაცალა?! რომ შეგეძლოს ეხლა, იტყოდი: „რა „ გავაკეთე საიმისო, რა ღირსეული მე ვიყავი, რომ ნეტარებას უგზავნით იმ გზასაც კი რომელზედაც მე გავივლი და..
41-3 საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3დეკემბერი 2008წ გვ.19
მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი 1879-1930(გაგრძელება)
.. განსვენებასა მპირდებით!… განსვენება ცოტა რამე ნუ გგონიათ: განსვენება იმათ შეჰფერით, ვინც ბევრი, ძალიან ბევრი რამ გააკეთა და იშრომა... არა, დიმიტრი, არა. ეს შეცდომა იქმნება —და შეცდომა, წარმომდგარი იმისაგან კი არა, რომ შენ შენის თავის ფასი არ იცოდი, არამედ შემდეგი ბუნებრივის შენის თავმდაბლობისა იმ თავმდაბლობისა, რომელიც შენ ცხოვრების ქვა-კუთხედი მიგაჩნდა ჯერ შენთვის და მერე ყველასთვის. შენ ბევრი გააკეთე, ბევრი, ძალიან ბევრი იშრომე და უფრო ბევრს იშრომებდი და გააკეთებდი, რომ ულმობელ სიკვდილს შენთვის ბოლო არ მოეღო ასე უდროვოდ. მე არ ძალმიძს დაწვრილებით ჩამოვთვალო ყველა ის მისწრაფებანი, ყველა ის დაწყებანი ანუ დაუმთავრებელი საქმენი, რომელნიც შენ აღს-რულებაში ვერ მოიყვანე უდროობისა და მოუცლელობის გამო. მწამს და ვაღიარებ მხოლოდ იმას, რომ ყოველი შენი ნაწერი, ანუ ნალაპარაკევი ხალხში საზოგადოდ და მეგობარ-ნაცნობებში კერძოდ — ჭეშმარიტება იყო — ის ჭეშმარიტება და რწმენა, რომელბედაც იესო ქრისტე ამბობს: „ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქვნდეს ცხოვრება საუკუნო“ (იოანე. 5. თ.). ვიმეორებ, ყოველი შენი ნაწერი და სიტყვიერად გამოთქმული აზრები იყო ისევ ის მოძღვრება ხალხისადმი, რომელსაც იესო ქრისტემ შეალია თვისი კაცობრივი ძალა. მაშასადამე, შენა ჰყოფილხარ ჭეშმარიტების მქადაგებელი, შენ გიკეთებია ბევრი რამ და ამიტომ ღირსეულად დაგიმსახურებია განსვენება და საუკუნო ცხოვრება. „ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ შენ, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მიგელის შენ“. ცხოვრებისაგან ყოველმხრივ დაჩაგრული, ქონებრივად დაქვეითებული და სიამოვნებას მოკლებული, შენ არ ემდუროდი შენს ხვედრს, არამედ მამაცურად ითმენდი ყოველსავე და მამაცურადვე მიაღ- წევდი ხოლმე შენს ამა თუ იმ გულის წადილს. ყოველი შენი მეზობელი და ნაცნობი, თუ გაითვა-ლისწინებს შენს ხელმოკლე ცხოვრებას — დარწმუნდება, რომ შენი ბედ-იღბალი მარტო მამაცობას და ცხოვრებისადმი გულმედგრობას გაჰქონდ-გამოჰქონდა! მამაცობა არ არის, კაცმა მოიკლოს ისეთი ბედნიერება, მარტო იმ მოსაზრებით, რომ „ვაი თუ ცოლ-შვილმა ხელი შემიშალოს და ის ვეღარ გავაკეთო, რის გაკეთებაც შემიძლიან და რისაც ზნეობრივ მოვალე ვარო! მრთელი ქიზიყი და ამასთან მრთელი საქართველო გიცნობდა! მხოლოდ გიცნობდა ქეიფში და ლხინში-კი არა, გიცნობდა ბეჭდვითი სიტყვის შემწეობით და ეს საშუალება, ეს ბეჭდვითი სიტყვა იმ გვარია, რომ სულ მცირე ხანში ავსა და კარგს მთელს ქვეყანას შეატყობინებს. გიცნობდნენ შენი თანამემამულეები და მეზობლები, როგორც წყნარს, მშვიდს, უწყინარს და ყველასთვის კეთილის მოსურნე დიმიტრის, მაგრამ, როგორც მრავალი ჩვენი მოღ-ვაწე მუშაკი არ დასცდენია უბადრუკს და შეუფერებელს ბოლოს, აკი შენც ვერ ასცდი ასე უდროოდ ულმობელს სიკვდილს, რომელმაც ასე სწრაფად მოგიღო ბოლო... გული სიამოვნებით მევსება, როდესაც გავიხსენებთ, რომ ჩემ წინ ასვენია გვამი იმ ღირსეულის ადამიანისა, რომელმაც ეს დიდებული სახელი „ადამიანი“ ღირსეულადვე ატარა, ბევრი ჩვენგანი ადამია-ნად აქცია და მათთან ერთად ზოგჯერ მარტოკამაც..
41-4 საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3დეკემბერი 2008წ გვ.20
მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი 1879-1930(დასასრული)
... ბევრი რამ კარგი გააკეთა... მაგრამ რა ვქნა, საყვარელო და დაუვიწყარო ძმაო დიმიტრი, გამო-გიტყდები — ყოველს ღონისძიებასა ვხმარობ და ვერ მომიხერხებია, რომ ამ გვარი შეხედულე-ბა ბორკილად დავადვა ჩემს თავსა. გადავხედავ თუ არა შენს მოხუცებულს მშობელ დედას, შენს დაძმარებულს დას, ძმას და სხვა ნათესავებს, როგორც ხორციელ არსებას, გული ნაღვლით მევსება. წეღანდელი სიამოვნება მავიწყდება და ეხლანდელი ნაღველი გულს მიხეთქავს, არ მემეტები გაციებულს სამარეში დასამარხავად და ნათესაურის წყრომით გეკითხები: რათა ჰქე-ნი ასეთი საქმე, რად დაგვაღონე? რათა შრომობდი ისე თავგანწირულად? რაღად დაივიწყე შენი მოხუცებული დედა, რომელიც სცხოვრობდა მარტო შენით. რომელიც სუნთქავდა მარტო შენით. როგორც უცოლ-შვილოს და ჯერ დაუბინავებელს, ის თავს გევლებოდა და შენ კი ასე უეცრად ხელიდგან გამოეცალე. წაართვი მას საყვარელი შვილი დიმიტრი და დასტოვე ოთხ კედელშუა მარტოდ მარტო! დედაშენს სხვა შვილებიც უყვარდნენ და უყვარან, სხვა შვილებისთვისაც შესტკივა გული, მაგრამ შენ, როგორც უმცროსს შვილს ― დედა განსაკუთრებულ ყურადღებას გაქცევდა. შენზედ ჩასდიოდა და ამოსდიოდა მზერად დააღონე დანარჩენი ნათესავებიც, რომელნიც მწარედ თავს დაგქვითინებენ? რად დააღონე შენი პატივის მცემელი თბილისის ქართველი საზოგადოება, რომელიც სწუხს, რომ ვერ დაესწრო შენს დასაფლავებას და ვერ დაანახვა მრთელს ქვეყანას — რა კაცი იყავი და როგორი პატივისცემა შეგფეროდა .რად დააღონე შენი მეზობლები, რომელნიც შენგან ყოველთვის დარიგებასა და ზნეობრივ დახმარებას მოელოდნენ? აი, ჩვენო სიქადულო, ჩვენო დაუვიწყარო კარგო დიმიტრი, აი, ამას გეკითხება ჩემი ნათესავური გრძნობა და სხვას არაფერს. ასეთივე გრძნობით გამსჭვალულნი არიან ის ნათესავ-მეგობარ-ნაცნობები, რომელნიც შენ ეხლა გარს შემოგხვევიან და მწარედ დაგტირიან. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, დაუვიწყარო, კეთილო დიმიტრი. ვევედრნეთ, ძმანო ქრისტიანენო, გამჩენელს, რათა მან სული ახლად გარდაცვალებულის დიმიტრისა საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისთა განუსვენოს და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე. ამინ“.