სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12258

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სოფრონ (სარიდან) ბეჟანის ძე ერისთავი 1783-1853წწ არქიმანდრიტი. დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა) სოფრონ (სარიდან) ბეჟანის ძე ერისთავი 1783-1853წწ არქიმანდრიტი. დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა)

1783-1853 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ერისთავი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

სოფრონ (სარიდან) ბეჟანის ძე ერისთავი 1783-1853წწ არქიმანდრიტი. დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა)

არქიმანდრიტი სოფრონი (ერისთავი) 1783-1853
არქიმანდრიტი სოფრონი, ერისკაცობაში – სარიდან ბეჟანის ძე ერისთავი, 1783 წელს კახეთში, დიდი თავადის ოჯახში დაიბადა. იგი არაგვის ერისთავთა იმ შტოს განეკუთვნებოდა, რომელიც I739 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ არაგვის ხეობიდან კახეთში, სოფელ ქისტაურში გადაასახლა. მამამისი, ბეჟან სარდიონის ძე ერისთავი, სამეფო კარის მრჩეველი იყო. იგი 1824 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა. მას ჰყავდა 4 ვაჟი იოსები (1812 წლის კახეთის აჯანყებაში მონაწილეობის გამო გადასახლებული), რაფიელი (1812 წელს მოკლული, პოეტ რაფიელ ერისთავის პაპა), გიორგი, სარიდან (სოფრონ არქიმანდრიტი) და ერთიც ასული -- ანა (გათხოვილი მაყაშვილზე, მღლვდელ-მონაზონ გაბრიელის დედა). პატარა სარიდანმა სწავლა-განათლება მიიღო და საბერო მორჩილება გაიარა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც 1794 წლიდან არქიმანდრიტ, წმინდა ექვთიმეს (მჭედლიშვილი) მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. 1802 წლის დასაწყისში იგი დროებით შიომიღვიმის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 22 დეკემბერს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გერონტიმ (სოლოღაშვილი) სოფრონის სახელით ბერად აღკვეცა. 1803 წელს მროველმა მიტროპოლიტმა იუსტინემ (მაღალაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1805 წლის 12 მარტს რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) მღვდლად დაასხა ხელი. 1809 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) ლოცვა-კურთხევით, მეუფე იუსტინემ არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1811 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) მამა სოფრონი ქვათახევის და თირის მონასტრების წინამძღვრად დანიშნა. 1812 წლის 7 მარტს მასვე დაევალა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა. აი, რას წერდა ეგზარქოსი ვარლამი ამისშესახებ: „მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტმან უწმინდესი სინოდის წევრმა და საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა ინება, რათა არქიმანდრიტი სოფრონ ამა თვის ამიერდღიდგან განაგრძოს ყოველივე ღონიერება და მოქმედება; მანამდის შიომღვიმის მონასტრის მეურნედ და არქიმანდრიტად დაინიშნებოდეს ვინმე, მანამ ის უნდა იყოს მღვიმის მონასტრის წინამძღვრის მაგიერ და განმგებლად და ყოველსავე საჭიროისა საქმესა მონასტრისასა იგივე უნდა წარმოუდგენდეს დიკასტირიას რაპორტით და რომელნიც იქ კრებულნი არიან ყოველნივე მისსა მორჩილებასა და მონებასა შინა იყვნენ მონასტრის მსახურებასა შინა. და თუ მისი ურჩი იქმნება ვინმე ან ერთმანეთში იშფოთებს, ან რომელიმე ბერი იქაური თვინიერ დაკითხვისა მისისა და ანუ რაიმეცა იქმნებოდეს მონასტერსა შინა უწესობანი და კანონთა გარდამავლობანი, იგი ყოველივე მიუფერებელად და დაუყოვნებელად დიკასტირიას გამოუცხადოს. და თუ რომლითამე მიზეზითა დაჰფარავს და ღირსეულ დროს არ გამოაცხადებს, მაშინ ყოველივე ბრალი მის ზედა წარიწერება და დაისჯება. და შემდგომად ამისა, ამავ დიკასტირიით, წარიგზავნება გამოწერილნი კანონნი სჯულთანი, რომელთა ზედა მართებს მასცა და იქაურთაცა კრებულთა აღსრულება მათი ყოვლითა გულსმოდგინებითა მიუმედგრებელად“. ამავდროულად, წერილი გაეგზავნათ მღვიმის მონასტრის კრებულს და ებრძანა, დამორჩილებოდა მამა სოფრონს, და მორჩილებითა და სიყვარულით ეცხოვრათ, სანამ ახალი წინამძღვარი დაინიშნებოდა. 1813 წელს 16 იანვარს მამა სოფრონი სწერდა მიტროპოლიტ ვარლაამს: „თქვენ ჩამაბარეთ ეს მონასტრები, მაგრამ შიომღვიმის ყმასა და მამულს არ გვანებებენ ამილახვრები. 1) ნიკოლოზმა 2 კომლი მეშველაშვილები ოკამში, 1 კომლი ღვინაძეები -– ჭალაში, 4 კომლი საძაგლიშვილები – ნიქოზს, ერასტიშვილმა ავთანდილმა 1 კომლი ბულბულაშვილი ჭალას, აღათონიკემ -- ოთარშვილები, ივანე ბეჟანიშვლმა ბერშუეთს 4 კომლი გლარჯაძეები. თუმცა ამილახვრებმა პირობა დაუდეს კათალიკოზს შიომღვიმის მამულებს ხელს არ ვახლეთთო და ეს პირობა მეფეებმა ერეკლემ და გიორგიმ დაამტკიცესო. ელისაბედ და სულხან თაქთაქიშვილები თირის მონასტრის ყმა-მამულს არ მანებებენ, თუმცა ერეკლემ ბრძანა – ხელი არა აქვთო“, 1814 წელს კახეთში გადაიყვანეს და ხარჭაშოს ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულებისა და ქონების გამგებლად დაინიშნა. ამავე წლის 1 ნოემბერს არქიმანდრიტი სოფრონი თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ლოცვა-კურთხევით, ხევსურეთში მისიონერად გაიგზავნა. მთაში მოღვაწეობის პერიოდში, ორი წლის განმავლობაში, მან ქრისტიანობაზე მოაქცია 1300 სული. 1816 წლიდან თავის მშობლიურ სოფელ ქისტაურში მამაპაპისეულ სასახლეში ცხოვრობდა და კარის ეკლესიაში აღასრულებდა წირვა-ლოცვას. 1822 წლის 16 ივნისს არქიმანდრიტი სოფრონი თხოვნით მიმართავს საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი): „მათს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, უწმიდესის სინოდის ჩლენს, მაღალაყოვლადუსამღვდელოესს იონა არხიეპისკოპოსს და ექსარხოსს ყოვლისა საქართველოისას. მრავალმთის ნათლისმცემლის იოანეს მონასტერსა შინა აღზრდილის, არხიმანდრიტის სოფრონის მიერ უმდაბლესი თხოვნა:
10-1  საპატრიარქოს უწყებანი N 10 7-13 მარტი, 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი სოფრონი (ერისთავი) 1783-1853 (გაგრძელება)
შემდგომად შობისა ჩემისა, ვიყავ რა ათერთმეტისა წლისა, შეველ მონასტერსა შინა და ვიწყე მუნ განგრძობა მდგომარეობისა ჩემისა და შემდგომად სრულისა ჰასაკისა აღვიკვეცე  მუნვე მონაზონად, სადაცა შემისრულდა ყოფნა ოცდასამი წელიწნადი, თუმცა, სამართლიანმან მიზეზმან მოხუცებულისა მამისა ჩემისაგან მიმიყვანა მოსავლელად მისა ჟამსა სნეულებისასა. მაშინ ოდესცა იწყო განსწესებამან მონასტრებისა შტატთაგან, რომელსაცა ჟამსა მე არღარა მაქვნდა დრო, რომელ მეცა აღვრაცხილვყავ ძმათა თანა და შემდგომად არღარა მომეცა ჟამი ესე გვარი, რათამცა მეკადნიერა და შემეწუხებინა სულიერი მთავრობა მონასტერსა შინა ყოფასა ჩემისათვის. მაგრამ მაინცა სურვილი ჩემისა აღმზრდელისა მონასტრისა არა მოკლებულ არს შორის ჩემსა. ამისთვის ვსთხოვ კეთილ მნებებელობითსა მამობრივსა მოწყალებასა თქვენსა, რათა ინებოთ განწესებაცა ჩემი ძმათა შორის მის მონასტრისათა წესითა მით, რაიცა საცხოვრებელად დადებულ არს მსგავსებისაებრ ხარისხისა, და უბრძანოთ არხიმანდრიტსა ელეფთერს მიმიწეროს მეცა ხელის ქვეშედ თვისსა მონასტერსა შინა“. 1822 წლის 3 ივლისს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და კახეთის საეკლესიო მამულების გამგებელი, არქიმანდრიტი ელეფთერი (ზურაბიშვილი), თავის მხრივ, ეგზარქოს იონას სწერდა: „თქვენს მიერ მოწერილი ბრძანება შტატგარეთ არხიმანდრიტ სოფრონის მიღებაზე წმინდის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში, მორჩილ ვარ ბრძანებისა თქვენისა და ვინც იქ გახლავან, ისინიცა თანახმა არიან იმის იქ მყოფობისა და რადგან ისინიც ჯამაგირით არიან, ვითხომ იმისაც, დაენიშნოს ჯამაგირი, რომელიც განსვენებულმა მიტროპოლიტმა თეოფილაქტემ დაუნიშნა შტატის გარეთ მყოფთ არხიმანდრიტთ, ესე იგი ოთხმოცი რუბლი თეთრი ფული წლითიწლად. იმითი უნდა იცხოვრონ, ვინც  გარეთ შტატისა ისურვებენ მონასტერში ყოფნას, ამისთვის გავბედე მოხსენებად“. 1822-1826 წლები არქიმანდრიტმა სოფრონმა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გაატარა, სადაც ძველი ქართული ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული. 1826 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძლვრად და საქართველოს ეკლესიის ყოფილი  ეპარქიების -- თბილისის, სამთავროსა და ალავერდის  საეკლესიო ქონებათა და მამულების გამგებლად დანიშნა.  არქიმანდრიტი სოფრონის სახელი ფიგურირებდა  1832 წლის შეთქმულების საქმეში. საგამომძიებლო  კომისიას გიორგი დავითის ძე ერისთავმა უჩვენა, რომ დავით ერისთავი ატყობინებდა შუამთის მონასტერში მცხოვრებ მლვდელ-მონაზონ ფილადელფოსს (კიკნაძე), „აქტი გონიერის“ ავტორს, რომ მისი თხოვნით, თითქოს მისი ბიძა სოფრონ არქიმანდრიტი გადაყენებულია წინამძღვრობიდან, რაც არ აღმოჩენილა მართალი. 1835 წლის დასაწყისში არქიმანდრიტ სოფრონის ინიციატივით შეკეთდა ალავერდის საკათედრო ტაძარი. მან თავისი ხარჯებით გადახურა ტაძრის გუმბათი, გატეხილ ფანჯრებში ჩასვა ახალი შუშები, ასევე გადახურა ჩალით ეზოში მდებარე სასახლის სახურავი.შემდგომში იგი კიდევ აპირებდა შეკეთებას, მაგრამ აღარ დასცალდა. 1837 წლის 17 მარტს შუამთის მონასტრის ხაზინადარი, მღვდელ-მონაზონი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას სწერდა: „ამა წლის 13 მარტს, ღამით, არქიმანდრიტი სოფრონი გაიპარა მონასტრიდან და დღემდე გაურკვეველია, სად იმყოფება“. მამა სოფრონზე ძებნა გამოცხადდა და 1837 წლის 18 მარტს იგი დავით გარეჯის მონასტერში იპოვეს. როგორც იქაურმა საძმოს წევრებმა განაცხადეს, მამა  სოფრონს უცდია თავის მოკვლა სულიერი აშლილობის ნიადაგზე. იგი დააპატიმრეს და ბადრაგის თანხლებით თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში განამწესეს, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მას ბრალად ედებოდა საეკლესიო მამულებისა და  ქონების არასწორი განკარგვა, ამ ქონებიდან შემოსული თანხების გაფლანგვა, საეკლესიო მიწების გაყიდვა-დაგირავება და სხვადასხვა დარღვევები. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მამა სოფრონს საეკლესიო ხარისხი ჩამოართა და სასჯელის მოსახდელად ფერისცვალების მონასტერში განამწესა. აქ მამა სოფრონმა მოწაფეები გაიჩინა და მათ საეკლესიო გალობასა და ტიპიკონს ასწავლიდა. ჰყავდა 20-მდე მოწაფე. იგი აქაც ძველი წიგნების გადაწერით ირთობდა თავს, მაგალითად: 1841 წელს გადაწერა „არჩილიანი“, რომელიც თავის დას, ანას აჩუქა. 1842 წლიდან არქიმანდრიტ სოფრონს აღუდგინეს

საპატრიარქოს უწყებანი N 10 7-13 მარტი, 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი სოფრონი (ერისთავი) 1783-1853 (დასასრული)
დასაწყისი: საპატრიარქოს უწყებანი N 10 7-13 მარტი, 2013წ გვ.18

ხარისხი და, თავისი თხოვნის საფუძველზე, გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში განამწესეს, როგორც უშტატო არქიმანდრიტი. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ერთი ხელნაწერი, „კრებული“, სადაც ვკითხულობთ: „აღვსწერე წიგნი ესე მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოსა შინა არხიმანდრიტმან სოფრონიოს, არაგვის ერისთავის შვილმან, და მიუძღვანე მრავლად ჭირნახულდებულს ძმისწულსა ჩემსა, კიაზოდ სახელდებულს გიორგის, სახსოვრად ჩემდა, ჩყნბ-სა (1852) წელსა, ოკდომბრის იგ-სა (13) დღესა“. 1852 წლის ბოლოს არქიმანდრიტი სოფრონი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში მასთან მუდმივად იმყოფებოდა მისი მორჩილი, აზნაური, მღვდლის შვილი ისააკ ამირანიძე-წერეთელი. 1853 წლის 29 აგვისტოს სოფელ მაღაროს ეკლესიის მღვდელი იესე დოდაშვილი (სოლომონ დოდაშვილის ძმა) ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) წერდა: „გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოფრონი და გთხოვთ განკარგულებას, თუ სად მოხდეს მისი დასაფლავება და რა ვუყოთ მის ქონებას". ეგზარქოსმა ბრძანება გასცა, რომ მისი ცხედარი დაესაფლავებინათ ბოდბის ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს. 1853 წლის 9 სექტემბერს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ჯორჯაძე) სწერდა ეგზარქოსს: „მაქვს პატივი უმდაბლეს მოხსენებად თქვენისა მაღალყოვლადუსამღვდელოესობისადმი, რომელ გვამი განსვენებულის არქიმანდრიტის სოფრონისა, წმინდის ნინას სობოროდან, სადაცა აღესრულა, გარდატანილ იქნა რწმუნებულს ჩემდა უდაბნოსა შინა და დასაფლავებულ სურვილისაებრ თვისისა, და თანახმად მწყემსმთავრობითისა გარდაწყვეტილებისა თქვენის მეუფებისა მონათესავეთა მიერ მისთა, ხოლო არა საჩინო რა ქონებითი ნივთნი დაცულ არიან მდგომსა წმინდის ნინოს სობოროსათანა საარქიერიო სახლშა შინა, ბეჭედსა შინა პოლოციის ჩინოვნიკისა, ამის გამო არა კეთილ ინებებს რა თქვენი მეუფება მიცემად ჩემდა გარდაწერილობითისა, რათა აღნიშნული ქონება მივიღო სიით, გარდავიტანო ჩემდა რწმუნებულ უდაბნოსა შინა დასართველად ქმნამდე მისთვის ჯეროვანის განკარგულებითა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მამა სოფრონის ანდერძის თანამხმად, მისი ცხედარი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაკრძალეს, იმ მონასტერში სადაც მან თავისი სულიერი ცხოვრება დაიწყო. წყარო: საქართველოს სახელწმიფო ცენტრალური არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე 5637, 12196, 15403; საქართველოს სასულიერო დიკასტერია ფ. 487, აღწერა 1, საქმე 67; საქართველოს ეგზარქოსის კანცელარია ფ. 488. აღწერა 1. საქმე 778; დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის პირადი ფ. 1461, საქმე 47.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.11.2025
ბოლო რედაქტირება 13.11.2025
სულ რედაქტირებულია 2




შალვა ერისთავი 1897-1921წწ გარდ. ტაბახმელა წარმ. ახალგორი

2 0

ერისთავი

1 0

რომანოზ ერისთავი 1680-იანი - 1753წწ მიტროპოლიტი დაკრძ. ასტრახანი (რუსეთი)

2 0

5.18 ბესარიონ II ერისთავი - 1742-1769 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


6.1 ვარლამი (ერისთავი) 1811- 1817 საქართველოს ეგზარქოსი ქსნის საერისთავო

1 0


ერისთავი ლაშა ჯემალის ძე დ.1975წ. სახურობს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.

2 0

წმიდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი ერისთავი (693წწ) ხსენება18 (31) მაისი

1 0


გიორგი ერისთავი იასეს ძე 1769-1863წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ. იკორთა გორი ქართლი

2 0


გიორგი გიორგის ძე ერისთავი 1824-1909წწ გარდ. 85 წლის რუსეთის გენერალ ლეიტენანტი, მონაწ. ყირიმის, რუსეთ ოსმალეთის ომებში. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი

1 0


გიორგი ერისთავი (ერისტოვი) დავითის ძე გარდ. 1805წ რუსეთის გენერალი

1 0


გიორგი რომანის ძე ერისთავი (ერისტოვი) 1812-91წწ გარდ. 79 წლის, რუსეთის გენერალი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი წარმ. სოფ. ოძისი დუშეთი მცხეთა-მთიანეთი

2 0


დავით ერისთავი (ერისტოვი) 1843-1910წწ რუსეთის გენერალი სოფ. მეჯვრისხევი გორი ქართლი

1 0


დიმიტრი ერისთავი (ერისტოვი) ალექსის ძე (1797-1858),რუსეთის გენერალი

1 0


ივანე ერისთავი (ერისტოვი) დავითის ძე (1730-1804) რუსეთის გენერალი

1 0


ელიზბარ ერისთავი (ერისტოვი) შანშეს ძე 1810-72წწ გენერალ მაიორი დაბ. გორი ქართლი

1 0


ერისთავი (ერისტოვი) კონსტანტინე ბიძინას ძე (1836-97) რუსეთის გენერალი სოფ.კარალეთი გორი ქართლი

2 0


მიხეილ ერისთავი (ერისტოვი) 1827-94წწ რუსეთის გენერალი სოფ.კარალეთი გორი ქართლი

1 0


ნიკოლოზ ერისთავი ბიძინას ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.კარალეთი გორი ქართლი

3 0


სტეფანე ერისთავი დავითის ძე (1740-1804) რუსეთის გენერალი არაგვის ერისთავი

1 0


გიორგი ერისთავი, მიხეილის ძე (1947) საქართველოს გენერალი თბილისი

1 0


რევაზ ერისთავი გიორგის ძე(გარდ.1813) რუსეთის გენერალი ქსნის ერისთავი

2 0


გიორგი ერისთავი ნიკოლოზის ძე (1875-1947) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კარალეთი გორი

1 0


ალექსანდრე ერისთავი ნიკოლოზის ძე (1873-1955) რუსეთის შემდგომ საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კარალეთი გორი

1 0


არჩილ ერისთავი 1962წწ ვეტერანი წარმ. სოფ. აფენი ლაგოდეხი

2 0

გიორგი ერისთავი 1891წ. მხატვარი , ქ.თბილისი

1 0


დიმიტრი ერისთავი 1931წ მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.

1 0


თამარ ერისთავი 1908წ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ლევან ერისთავი 1951წ მსახიობი, რეჟისორი, ქიმიკოსი. დაბ. თბილისი.

1 0


ჩუტა ერისთავი-ჟღენტი 1901-1992წწ მსახიობი, მუსიკოსი.

1 0


ბარბარე ერისთავი 1833-1895წწ გარდ. 62 წლის, მწერალი, დაბ. სოფ. ქისტაური, ახმეტა, კახეთი

1 0


კონსტანტინე ერისთავი 1889-1975წწ აკადემიკოსი მედიცინა დაბ. ვანი, იმერეთი.

1 0


ალექსანდრე შანძეს ძე ერისთავი ფლიგელ ადიუდანტი 28 სექტემბერი 1871 წლიდან

2 0

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი 1821-1856წწ პოლკოვნიკი, ქსნის ერისთავი

1 0