სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი 1821-1856წწ პოლკოვნიკი,  ქსნის ერისთავი

1821-1856 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი ერისთავი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

222       ბეჭდვა

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი 1821-1856წწ პოლკოვნიკი, ქსნის ერისთავი

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი დაიბადა 1821 წელს, დიმიტრი ლუარსაბის ძე ერისთავისა და მარიამ ივანეს ასულ ჩოლოყაშვილის ოჯახში.


სამხედრო სამსახურში 1840 წ. მოხალისედ შევიდა და მონაწილეობა მიიღო აჯანყებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლაში თავად ივანე ანდრონიკაშვილის რაზმის შემადგენლობაში. ერთ-ერთი სიმაგრის იერიშის დროს ფეხში დაიჭრა, ძვალი დაიზიანა და სამი წელი ყავარჯნებით დადიოდა. სიმამაცისთვის მას უბოძეს პრაპორშჩიკის წოდება და 100 მანეთი პენსია.

ნიკოლოზ ერისთავი მხოლოდ 1844 წელს დაუბრუნდა მწყობრს. შემდგომ "ქართულ დრუჟინაში" ჩარიცხეს და დაღესტანში მიავლინეს გენერლების ნეიდგარდტის და ლიდერსის ხელმძღვანელობით. ამ ლაშქრობაში მან დაიმსახურა პოდპორუჩიკის წოდება.


1845 წელს ნიკოლოზ ერისთავი მონაწილეობდა მიხეილ ვორონცოვის წინამძღოლობით გამართულ ლაშქრობაში ჩეჩნეთში, ანდიის მთიან მასივში. იგი ყველა ბრძოლაში ერთ-ერთი პირველი იყო, თავშიც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია.

ახალგაზრდა ოფიცრის სიმამაცით მოხიბლულმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა იგი ქართველ გრენადერთა პოლკში ჩარიცხა და 1849 წელს თავის ადიუტანტადაც დანიშნა.

ნიკოლოზ ერისთავს ახალი დიდება მოუტანა ყირიმის ომმა (1853–1856), რომლის დროსაც იგი 2 ბატალიონით და გურიის მილიციის 10 ასეულით სოფელ ნიგოითთან იდგა და ოზურგეთიდან მომავალ გზას იცავდა. თურქთა სარდალი სელიმ-ფაშა 1854 წლის 27 მაისს იოლი გამარჯვების იმედით ნიგოითისაკენ დაიძრა, მაგრამ ნიკოლოზ ერისთავმა მოულოდნელი იერიშით მრავალრიცხოვანი მტრის რიგებში არეულობა შეიტანა და სასტიკად დაამარცხა. ამ გამარჯვებამ გურიის რაზმის სარდალს, გენერალ ი. მ. ანდრონიკაშვილს შესაძლებლობა მისცა სწრაფი იერიშით დაეკავებინა ქალაქი ოზურგეთი.


ნიკოლოზ ერისთავმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩოლოქის ბრძოლაში, სადაც მისი რაზმი ცენტრში მოქმედებდა. გამარჯვების სახარებლად იგი მოხსენებითი ბარათით გაგზავნილ იქნა პეტერბურგში, სადაც მას ფლიგელ-ადიუტანტისა და პოლკოვნიკის წოდებები მიენიჭა. შემდგომში მსახურობდა გურიის რაზმში. 1855 წლიდან გადავიდა ყირიმის არმიაში, მეთაურობდა ჯერ სმოლენსკის ქვეითთა, ოქტომბრის თვიდან კი ეკატერინოსლავის ლაიბ-გრენადერთა პოლკს.

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი დაიღუპა ყირიმის ფრონტზე (სევასტოპოლი) 1856 წლის 26 მარტს. ბრძოლებში დამსახურებისთვის მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ხარისხის - წმინდა გიორგის, წმინდა ვლადიმირისა და წმინდა ანას ორდენები.


წყარო:


1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.62


2. https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ერისთავი 


3. https://ru.wikipedia.org/.../Эристов,_Николай_Дмитрие...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.10.2020
ბოლო რედაქტირება 05.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0