1881-1887 წლებში ნიკიფორე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა და იმავე წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1888 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დამტკიცა ამ თანადებობაზე.
1889 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდა დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და რაჭის მაზრაში, სოფელ ველევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1890 წელს, ნიკორწმინდის ოლქის სამღვდელოებამ, სამი წლის ვადით, საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია და ამავე წელს რაჭის მაზრის, სადმელის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ამავე ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1891 წლიდან ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესია.
1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და შეთავსებით ნიკორწმინდის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლებს ზედამხედველობდა. სკოლებზე მზრუნველობის გარდა, მამა ნიკიფორე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობებში წიგნიერების დონის ამაღლებას. მოგეხსენებათ, ძველ დროში წიგნი ადვილი საშოვნელი არ იყო, მითუმეტეს გაჭირვებული გლეხობისათვის. პროგრესიულად მოაზროვნე სამღვდელოება ცდილობდა ეკლესიებთან ახლოს გაეხსნათ სამკითხველოები, სადაც ბავშვები შეძლებდნენ სასულიერო თუ საერო ლიტერატურის წაკითხვას. მამა ნიკიფორემ შესძლო და თავისი ოლქის სამღვდელოების დახმარებით ქვემო რაჭის წიგნთსაცავი გახსნა.
1893 წელს მამა ნიკიფორე ხოტევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და 1895 წლიდან ნიკორწმინდის ოლქის სკოლების ზედამხედველობაც ჩააბარეს.
1895 წლიდან ისევ ველევის სამრევლოში დაბრუნდა და პარალელურად იმერეთის საეპარქიო სასწავლო საბჭოს, რაჭის მაზრის განყოფილების თავჯდომარეა.
1896 წელს სკუფია უბოძეს და იმავე წელს მთელი რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველობა ჩააბარეს, ხოლო 1897 წლიდან ლეჩხუმის მაზრის სკოლებიც მის განკარგულებაში გადავიდა, მაგრამ მალევე, მისივე თხოვნის საფუძველზე, სკოლების ზედამხედველის პოსტიდან გათავისუფლდა.
1897 წელს მამა ნიკიფორემ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც 1898 წელს მუქი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
1901 წელს, საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით მღვდელი ნიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და სტეფანწმიდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და დუშეთის მაზრის მე-4 ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ხევში გადმოსვლისთანავე, მამა ნიკიფორემ მოსახლეობაში სწავლა-განათლებისა და სარწმუნოების შუქის მოსაფენად ზრუნვა დაიწყო. ამისთვის საჭირო იყო ხევში წიგნთსაცავის გახსნა. რაჭაში გახსნილმა სამკითხველომ დადებითი შედეგი მოიტანა და მოძღვარს ძველი გამოცდილებაც გამოადგა ამ საქმეში.
1901 წლიდან მამა ნიკიფორე სტეფანწმიდაში არსებული კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი გახლდათ.
1902 წლიდან დუშეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს. 1903 წელს კამილავკა ეწყალობა. 1904 წელს დუშეთის მაზრის, II ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს და იმავე წელს ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1904 წელს მამა ნიკიფორეს, მთავარხუცესის პოსტზე 12-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1904 წლიდან 1906 წლამდე მამანიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიის, დუშეთის მაზრის სასწავლო განყოფილების თავჯდომარედ მუშაობდა. 1905 წელს ყვავილას წმიდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. იმავე წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით დუშეთის მაზრის, IV ოლქის სამთავარხუცესო გაუქმდა და იგი II ოლქს მიეწერა. აღნიშნულ ოლქში არსებულ ტაძრებზე მზრუნველობაც მამა ნიკიფორეს დაევალა.
1908 წელს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, მთავარხუცესის პოსტიდანაც გათავისუფლდა.
1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წელს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ავჭალის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეობა და საღვთო სჯულის სწავლება, რასაც ჩვეული მონდომებითა და სიყვარულით ასრულებდა, ვიდრე 1920 წელს მენშევიკებმა არ გააუქმეს აღნიშნული სკოლა. მამა ნიკიფორეს ავჭალაში ასევე გახსნილი ჰქონდა სკოლა უფროსი ასაკის ბავშვებისათვის, სადაც თავადვე უსასყიდლოდ ასწავლიდა სხვადასხვა საგნებს.
1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წელს თბილისის მაზრის, მარტყოფი-ნორიოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1929 წელს ენქერით დაჯილდოვდა.
1929-1930 წლებში კომუნისტების ზეწოლის შედეგად ავჭალის ეკლესია დაიკეტა და საწყობად გადაკეთდა, რის გამოც მამა ნიკიფორეც დროებით უადგილოდ დარჩა. 1931 წელს დეკანოზი ნიკიფორე თბილისის მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1936 წელს ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. მამა დავითზე მსახურების პერიოდში მამა ნიკიფორეს ხშირად უხდებოდა თბილისის გარშემო არსებული დახურული და მოძღვრის გარეშე დარჩენილი სამრევლოების პატრონობა და სულიერი წინამძღოლობა.
1940 წელს დეკანოზი ნიკიფორე თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1942 წელს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მესამე მღვდლად დაინიშნა. ერთი წლი შემდეგ პეტრე-პავლეს ეკლესიის მეორე მღვდლად დაადგინეს და ამასთანავე იგი კვლავ ითვლებოდა მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად.
1943 წელს მამა ნიკიფორემ თხოვნით მიმართა უწმინდეს კალისტრატეს: "სრული ცამეტი წელიწადი შესრულდა მდგომარე ამა მარტის თვეში, რაც მე ვმსახურებ მთაწმიდის წმ. მამა დავითის ეკლესიაში. ცამეტი წლის განმავლობაში სამსახური მთაწმიდაზე ხანში შესულ ადამიანისათვის, როგორც მე ვარ ადვილი არ არის. ამჟამად ამ მხრივ კიდევ უფრო გართულდა ჩემი მდგომარეობა. ცხოვრების შინაურმა პირობებმა მაიძულა ოჯახს დავაახლოვბოდე. ამ მიზეზისა გამო კი შორედან მიხდება მთაწმიდაზე ასვლა-ჩამოსვლა, რაიცა მეტად ძნელი და ფიზიკურად თითქმის აუტანელია ჩემთვის. ამიტომ ვბედავ და უუმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უწმიდესობას, მიიღოთ ჩემზე თქვენი ყოვლად მოწყალე მარჯვენით ლოცვა-კურთხევა და გამანთავისუფლოთ წმინდა მამა დავითის ეკლესიაში სამსახურისაგან, დანიშნოთ ჩემს მაგიერ სხვა ვინმე სამღვდელოთაგან, რომელსაც უნდა გადავსცე ეკლესია თავის კუთვნილი ქონებით სათანადო სიისამებრ." კათოლიკოს-პატრიარქმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წინამძღვრობა თავის მოადგილეს გადააბარა. მიუხედავად ავჭალის ეკლესიის დახურვისა და გაუქმებისა, ავჭალელ მორწმუნეებს გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტიათ მამა ნიკიფორესთან სულიერი კავშირი, რასაც ადასტურებს თავად მოძღვრის მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესადმი: "ჩემი ყოფილი ზემო ავჭალის სამრევლოს მორწმუნენი მთხოვენ, რათა შევუსრულო მათ ქრისტიანული წესები. უმდაბლესად გთხოვთ, უნეტარესო მეუფეო, მიბოძოთ ნებართვა ქრისტიანულ წესების შესრულებისა ზემოხსენებულ მთხოვნელთათვის. თქვენი უნეტარესობის მდაბალი დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი."
1945 წელს, მორწმუნეთა თხოვნით, მამა ნიკიფორე ვაკის სასაფლაოზე მიცვალებულთა წესებისა და პანაშვიდის შესასრულებლად მიავლინეს.
1946 წელს შედგენილ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების ჩამონათვალში მამ ნიკიფორე თბილისის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძრის მესამე მღვდელმსახურად იხსენიება.
დეკანოზი ნიკიფორე სავარაუდოთ, 1947 ან 1948 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1914-)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)
დეკანოზი ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი 1864 წლის 2 ივნისს ქუთაისის გუბერნიაში, რაჭის მაზრაში, სოფ. ნიკორწმინდაში მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მამამისი -–– სვიმონი წლების მანძილზე მედავითნედ მსახურობდა, ხოლო ბაბუა კი მღვდელი გახლდათ. 1881-1887 წლებში ნიკიფორე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1887 წლის 6 ნოემბერს იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1888 წლის 9 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დამტკიცა ამ თანადებობაზე. 1889 წლის 24 სექტემბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდა დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1889 წლის 1 ოქტომბერს კი –– მღვდლად დაასხა ხელი და რაჭის მაზრაში, სოფ. ველევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1890 წლის 16 ოქტომბერს ნიკორწმინდის ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1890 წლის 23 ოქტომბერს რაჭის მაზრის, სადმელის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1891 წლის 5 იანვარს რაჭის მაზრის, სადმელის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1891 წლის 18 მარტიდან ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესია. 1893 წლის 13 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 18 იანვარს შეთავსებით არის ნიკორწმინდის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველიც. სკოლებზე მზრუნველობის გარდა, მამა ნიკიფორე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობებში წიგნიერების დონის ამაღლებას. მოგეხსენებათ ძველ დროში წიგნი ადვილი საშოვნელი არ იყო, მითუმეტეს გაჭირვებული გლეხობისათვის. ამიტომ, პროგრესიულად მოაზროვნე სამღვდელოება ცდილობდა ეკლესიებთან ახლოს გაეხსნათ სამკითხველოები, სადაც ბავშვები შეძლებდნენ სასულიერო და საერო ლიტერატურის
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.14
წაკითხვას. 1892 წლის მიწურულს მამა ნიკიფორემ შეძლო და თავისი ოლქის სამღვდელოების დახმარებით გახსნა ქვემო რაჭის წიგნთსაცავი. მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა მისი შევსება ლიტერატურით. ამიტომ, 1893 წლის ივნისში მან გაზეთ „ივერიაში“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილი აქვს წიგნსაცავის აუცილებლობა და მისი მნიშვნელობა მომავალი თაობებისათვის: „არა ერთგზის დაწერილა გაზეთ „ივერიაში“ წიგნთ-საცავის სარგებლობასა და საჭიროებაზე ჩვენის სოფლისათვის. წიგნთ-საცავის დანიშნულება და მისი საჭიროება ცხადი ჭეშმარიტება უნდა იყოს ეხლა ყოველ ცოტად თუ ბევრად შეგნებულ კაცი- სათვის. ამასთანავე ისიც ცხადი ჭეშმარიტება უნდა იყოს, რომ რაჭა საზოგადოდ და კერძოდ ქვემო რაჭა სხვათა მრავალ საჭიროებათა შორის ამ ძვირფას საუნჯეს და სულიერ საზრდოს მოკლებულია. ჩვენზე სამაზრო ქალაქი შორს არის, ხშირი მიმოსვლა შეუძლებელია იქ. ამიტომ საჭიროების დროს ვერ ვისარგებლებთ, კიდეც რომ იყოს, ვერაგვარ საქველმოქმედო დაწესებულებით. აქე- დამ ადვილი წარმოსადგენია, რა ყოფა-მდგომარეობაში უნდა იყოს ჩვენის სოფლის მასწავლებელი და მღვდელი. არც ერთ მათგანს სიღარიბისა გამო არ მიუწვდება ხელი, რომ შეიძინოს წიგნი და ამის გამო იძულებულია უკან და უკან მიდიოდეს გონებითა. წიგნის კითხვის სიყვარულს არც ისინი არიან მოკლებულნი, ვისაც კი ორიოდე ანბანი უსწავლია პირველ დაწყებითს სკოლაში. ამის მაგალითებს, როგორც ჩემს სამრევლოში, ისე სხვა სოფლებშიაცა ვხედავ. ამიტომ განვიზრახეთ წიგნთ-საცავის დაარსება ქვემო რაჭაში. წარსულ 1892 წელს, ღვინობისთვის შუა რიცხვებში, მივმართე რწმუნებულ ჩემდა სამღვდელოებას, რომ ამ კეთილ საქმეში აღმოეჩინათ დახმარება. მათ მართლა შეიწყნარეს ჩემი თხოვნა და თვითეულმა წევრმა წიგნთ-საცავისათვის ყოველ წლობით შესწირა თვითო პროცენტი ჯამაგირისა; ავირჩიეთ წიგნთ-საცავის მმართველიც და წიგნთ-საცავიც მასთან იქნება ჯერჯერობით. შემდეგ კი შუა ადგილას გადავა, თუ საიმედო და შესაფერი კაცი ვიშოვეთ მმართველად. ვინაიდგან ზემოხსენებული შეწირულება სამღვდელოებისა მცირეა –– არ აღემატება ოც მანეთს, და მით ხსენებული წიგნთსაცავი ზრდა წარმატებაში ვერ შევა, მივმართეთ გულითადის თხოვნით ჩემ მეზობელ თანამოძმეებს და შორ ქალაქებსა და დაბებში მყოფ რაჭის განათლებულთ, „თუ ვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყვსისაცა თვითეულ“ (1 კორ. 10, 24), შეგვეწიონ ამ კეთილ საქმეში; ვსთხოვ აგრეთვე ყველას, ვისაც, თვალით თუ არ უნახავს, წიგნის საშუალებით მაინც აქვს გაგონილი და წარმოდგენილი ჩვენი ყოფა-მდგომარეობა, აღმოგვიჩინოს შემწეობა ამ საქმეში, ფულით იქნება, თუ წიგნით.
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.15
ამასთანავე, შემომწირველთა ვსთხოვ, რომ წიგნებს ფასი დაუწერონ, რომელთაც კი არ ექმნებათ ზედ აღნიშნული“. მართლაც, ამ წერილმა თავისი როლი შეასრულა. სულ მალე უამრავი შემომწირველი გამოჩნდა და რამდენიმე წელიწადში ასობით წიგნმა მოიყარა თავი ქვემო რაჭის წიგნთ საცავში. გახარებულმა მოძღვარმა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე 1893 წელს უამრავი მადლობის წერილი გამოაქვეყნა იმ პირთა მიმართ, რომელთაც გაიღეს შემოწირულება. გაზეთში ჩამოთვლილია თვითოეული ის პიროვნება და ასევე ის, თუ ვინ რამდენი წიგნი შეწირა და რა თანხა გაიღო სამკითხველოსთვის. 1893 წლის 24 ნოემბერს მამა ნიკიფორე ხოტევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წლის 26 თებერვლიდან მხოლოდ ნიკორწმინდის ოლქის სკოლების ზედამხედველია. 1895 წლის 22 აგვისტოს ისევ ველევის სამრევლოში დაბრუნდა. 1895 წლის 21 ნოემბრიდან 1896 წლის 28 ნოემბრამდე იმერეთის საეპარქიო სასწავლო საბჭოს, რაჭის მაზრის განყოფილების თავჯდომარეა. 1896 წლის 20 ივნისს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 29 სექტემბრიდან მთელი რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველია. 1897 წლის 1 მარტს ლეჩხუმის მაზრის სკოლებიც მის განკარგულებაში გადავიდა. 1897 წლის დეკემბერში, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სკოლების ზედამხედველის პოსტიდან. 1897 წელს მამა ნიკიფორემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც 1898 წლის 24 ივნისს მუქი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1901 წელს 1 თებერვალს საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით მღვდელი ნიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და სტეფანწმიდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და დუშეთის მაზრის, IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.ხევში გადმოსვლისთანავე, მამა ნიკიფორემ დაიწყო ზრუნვა მოსახლეობაში სწავლა-განათლებისა და სარწმუნოების შუქის მოსაფენად. ამისთვის საჭირო იყო ხევშიც გახსნილიყო წიგნთ-საცავი. რაჭაში გახსნილმა სამკითხველომ დადებითი შედეგი მოიტანა და მოძღვარს ძველი გამოცდილებაც გამოდგა ამ საქმეში. 1901 წლის მაისში მან ნებართვა ითხოვა ვისგანაც საჭირო იყო და შეუდგა საქმეს. ჩამოყალიბდა კომიტეტი, რომელსაც დაევალა ამ საქმეზე მეურვეობა და შეწირულების შეგროვება. დაიბეჭდა ხელმოსაწერი სიები და სხვადასხვა საპატიო კაცებს დაურიგდათ დიდ ქალაქებში, რათა შეწირულება შეგროვებულიყო. 1901 წლის 11 აგვისტოს სახალხო სკოლების ინსპექტორის, ევტიხი მამინაიშვილის დახმარებით შეიძინეს გასანათებელი ფარანი და რამდენიმე წიგნი. მალე მოვიდა დახმარება ქ. პიატიგორსკიდან, ვინმე ივანე იოსების ძე კურკუმულმა 60 მანეთი გამოგზავნა. ნელ-ნელა საქმე წინ მიდიოდა და მოსახლეობაც დიდად კმაყოფილი იყო ამ წიგნთსაცავით. 1901 წლის 10 აპრილიდან 1904 წლის 12 აპრილამდე მამა ნიკიფორე სტეფანწმიდაში არსებული კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი გახლდათ: 1902 წლის 19 აგვისტოს იგი დუშეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს. ბატონი ვლ. ითონიშვილი 1966 წელს ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „რევოლუციამდელი სკოლები ხევში 1900-1917“ მამა ნიკიფორეს შესახებ წერდა: „ფასანაურიდან ყაზბეგამდე ცხრა სკოლა ყოფილა, რომელთაც ზედამხედველობას ბლაღო- ჩინი ნიკიფორე კანდელაკი უწევდა. მას გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ხევში ეკლესიისა და სკო- ლების დაარსების საქმეში. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლა აგრეთვე სოფ. ნაღორევში, სადაც მასწავლებლად გიორგი მალანია დაუნიშნავთ. ნ. კანდელაკი 1904 წლის ივლისიდან წასულა ხევიდან, ხალხი დიდი ამბით გამოთხოვებია მას“. იგივე ავტორი ცოტა ქვემოთ აღნიშნავდა: „ქრისტიანთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გარდა იმისა, რომ სოფ. გერგეტში გახსნა სკოლა, 1914 წელს დააყენა საკითხი საზოგადოების განყოფილების დაარსებისა ხევში, რაც ხელს შეუწყობდა მთიელთა შორის წერა-კითხვის გავრცელების საქმეს. მაგრამ ხევის მაგიერ საზოგადოების განყოფილება 1914 წლის 9 აგვისტოს დუშეთში დაარსდა; მის თავჯდომარედ იყო მღვდელი ზაქარია ლუკაშვილი, ხოლო გამგეობის წევრებად: მღვდელი ნიკიფორე კანდელაკი, სვიმონ ნამორა- ძე, ივანე გრძელიშვილი და გრიგოლ მაისურაძე“. სოფ. ნაღორევში სკოლის გახსნა და პედაგოგობა თავს იდვა ამავე ტაძრის მედავითნე ალექსანდრე არგანაშვილმა (შემდგომში –– მღვდელი), რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა 24 ყმაწვილი და უსასყიდლოდ დაიწყო მათი მომზადება. ამასთანავე, მან ამის შესახებ აცნობა სკოლების ზედამხედველს, მამა ნიკიფორეს, რომელიც მაშინვე გაეშურა ნაღორევში და გამოსცადა მოწაფენი. იგი ოთხი საათი ესაუბრა ბავშვებს და დაარწმუნა ცოდნის მიღების აუცილებლობაში. საბოლოოდ, მამა ნიკიფორეს ჩარევითა და ლოცვა-კურთხევით სკოლა ოფიციალურად დაარსდა. მანვე შესწირა სკოლას სასწავლო ნივთები. ამას
32-3 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.16
თან დაკავშირებით, 1903 წელს მედავითნე ალექსანდრემ გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „უღრმეს მადლობას ვუცხადებ მამა ბლაღოჩინს ნიკიფორე კანდელაკსა, რომელმაც კეთილ ინება და შემოსწირა სოფ. ნაღორევის სკოლასა სასწავლო ნივთები. იმედია, შემდეგშიაც მამა კანდელაკი გააუმჯობესებს სკოლასა და ფეხზედ წამოაყენებს ამისთანა ყველასაგან შესაბრალისსა, ღარიბსა და უსწავლელობით დაჩაგრულს მთიულებს. ვთხოვ, აგრეთვე ყველას, შემწეობა აღმოგვიჩინონ, ვისაც რით შეუძლიან, ფულით თუ სასწავლო ნივთებით“. 1903 წლის 6 მაისს მამა ნიკიფორეს კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 18 თებერვალს დუშეთის მაზრის, I ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. 1904 წლის 12 აპრილს ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ დიდად დაამწუხრა სტეფანწმინდის ეკლესიის მრევლი. ამასთან დაკავშირებით გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „დამსწრე“ უცნობი ავტორი წერდა: „ამას წინად ჩვენი მრევლი დიდის ამბით გამოეთხოვა თავის მოძღვარს, ბლაღოჩინს მ. ნიკ. კანდელაკს. მამა კანდელაკმა მცირე ამაგი არ დასდო მრევლსა, რომელსაც შეაყვარა ეკლესია და სკოლა. მამა კანდელაკი ნამდვილი მოძღვარი და მასწავლებელი იყო ხალხისა. გამოთხოებისას სიტყვა წარმოსთქვა მასწავლებელმა და დაახასიათა მ. კანდელაკი, როგორც მოძღვარი, მასწავლებელი და მოღვაწე. სოფლის წარმომადგენელმა ბ-ნმა შადურმა მიართვა მღვდელს ძვირფასი ხატი მთავარანგელოზისა და ძველებურის მოხევის წესით გზა დაულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეულ ამაგისათვის. სიტყვა მოახსენა მღვდელს სკოლის უფროსმა შეგირდმაც თავის ამხანაგების სახელით და მიართვა ძვირფასი ალბომი“. 1904 წლის 3 თებერვალს მამა ნიკიფორე მთავარხუცესის პოსტზე 12-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1904 წლის 3 სექტემბრიდან 1906 წლის 21 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიის, დუშეთის მაზრის სასწავლო განყოფილების თავჯდომარეა. 1905 წლის7 თებერვალს ყვავილას წმიდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1905 წლის 1 აპრილს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით დუშეთის მაზრის, IV ოლქის სამთავარხუცესო გაუქმდა და იგი II ოლქს მიეწერა. აღნიშნულ ოლქში არსებულ ტაძრებზე მზრუნველობაც მამა ნიკიფორეს დაევალა. 1906 წლის თებერვლის დასაწყისში გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „საეპარქიო მეთვალყურის ა. ი. ოდოევის განკარგულებით გადაყენებულ იქმნენ თანამდებობიდან: სამრევლო სკოლების მეთვალყურე დუშეთის სამაზრო ოლქისა მღ. ნიკიფორე კანდელაკი, მასწავლებლები დუშეთის სკოლისა ბ-ნი კიკნაძე და ქ-ნი გორგაძისა. კანდელაკის ადგილზე დაინიშნა მღვ. დიმიტრი მეტრეველი“. 1908 წლის 24 იანვარს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდანაც. 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წლის 1 აპრილს ავჭალის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ავჭალის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეობა და საღვთო სჯულის სწავლება, რასაც ჩვეული მონდომებითა და სიყვარულით ასრულებდა, ვიდრე 1920 წლის 30 ივნისს მენშევიკებმა არ გააუქმეს აღნიშნული სკოლა. მამა ნიკიფორეს ავჭალაში ასევე გახსნილი ჰქონდა სკოლა უფროსი ასაკის ბავშვებისათვის, სადაც თავადვე უსასყიდლოდ ასწავლიდა სხვადასხვა საგნებს. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წლის 3 ივლისს თბილისის მაზრის, მარტყოფი-ნორიოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1929 წლის 16 აპრილს ენქერით დაჯილდოვდა. 1929/ 1930 წლებში კომუნისტების ზეწოლის შედეგად ავჭალის ეკლესია დაიკეტა და საწყობად გადაკეთდა, რის გამოც მამა ნიკიფორეც დროებით უადგილოდ დარჩა. 1931 წლის 1 აგვისტოს თბილისის მამა დავითის წმ. დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. ურთულეს პერიოდში მოუწია მას ამ ისტორიული ტაძრის წინამძღვრობა. სახსრების უქონლობის გამო ტაძარს
32-4 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.17
შესაბამისი ყურადღება ვეღარ ექცეოდა. ასევე გახშირდა ტაძარზე ბოროტმოქმედთა თავდასხმები. ავაზაკებმა რამდენჯერმე გატეხეს მამა დავითის ეკლესია. აი, რას წერდა 1934 წლის 11 სექტემბერს ამ ყველაფრით შეშფოთებული დეკანოზი ნიკიფორე კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) „უმდაბლესად მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ამა სეკდემბრის 4-ს ღამით კიდევ დაეცნენ ჩემდამო რწმუნებულ წმ. მამა დავითის ეკლესიას გაძარცვის მიზნით. ჩრდილოეთის მხრივ ფანჯრიდან გადასულა მძარცველი და საკურთხევლის კარები გაუღია ამხანაგებისათვის და გაძარცვის შემდეგ იმავე კარებით გასულან. არის წაღებული ნივთები და ფულიც ნაღდად, რომელთა სიას ამასთანავე წარმოგიგზავნით. ამის შესახებ ყოველივე ეცნობა თავის დროზე მილიციას“. 1936 წლის 1 აპრილს ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. მამა დავითზე მსახურების პერიოდში მამა ნიკიფორეს ხშირად უხდებოდა თბილისის გარშემო არსებული დახურული და მოძღვრის გარეშე დარჩენილი სამრევლოების პატრონობა და სულიერი წინამძლოლობა. მოძღვრის პირად საქმეში დაცულია ერთი ასეთი შინაარსის წერილი: „სოფ. დიღომის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლმა მთხოვა, რომ წმ. გიორგის დღესასწაულის დღეს, ამა ნოემბრის 23-სა შევუსრულო მათ ლოცვა-ვედრება ღვთისადმი და ქრისტიანული წესები ეკლესიაში. ამიტომ, უმდაბლესად გთხოვთ, უწმინდესო მეუფეო, კეთილ ინებოთ და მიბოძოთ ნება სოფ. დიღომში წასვლისა ზემოაღნიშნულ დღესა ადგილობრივ მორწმუნეთათვის ქრისტიანული წესების შესასრულებლად. 1937 წლის 21 ნოემბერი“. 1940 წელს დეკანოზი ნიკიფორე თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1942 წლის აპრილის თვეში მამა დავითის ტაძარში ავარიული მდგომარეობისა გამო დროებით შეწყდა წირვა-ლოცვა, რამაც მეტად რთულ და მძიმე პირობებში ჩააყენა მოხუცებული მამა ნიკიფორე. ამავე წლის 3 მაისს იგი გულისტკივილით წერდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს და სთხოვდა, დახმარება აღმოეჩინა უსამსახუროდ და უსახსროდ დარჩენილი მოძღვრისათვის: „ამა წლის აპრილის 28-ს, საღამოს ეკლესიის ჩრდილოეთ-დასავლეთის მხრივ მთაწმიდის მთა შუა ნაწილში მოიმზღვლა, იწყო დენა მომზღვლეულმა ქვა და მიწამ ეკლესიის გალავანში. რაც დრო გადიოდა ეს ზღვლევა თანდათან მატულობდა სივრცითაც და ტემპითაც. ასეთი მღვლევა-ნგრევა მთისა გაგრძელდა აპრილის 30-ს საღამომდე. ეკლესიაში შესასვლელი კარები სამხრეთის მხრივ სრულიად დაფარულია და ამის გამო მისი გაღება ყოვლად შეუძლებელია. ასე რომ, ეკლესიის სამხრეთის კუთხიდან მოყოლებული ვიდრე დიდებულ პოეტ ი. ჭავჭავაძის ძეგლამდის გალავანი ნახევრად ავსებულია მომზღვლეული ქვითა და მიწით და ეს ზვავი გალავნიდან სიმაღლეზე გაერთიანებულია ვიდრე მთის იმ ალაგამდე, საიდანაც იწყო დენა ზვავმა. ეკლესიას არა დაშავებია რა, მიუხედავად იმისა, რომ მეტად დიდი ქვები ცვიოდა. დაზიანდა ცოტაოდენ მხოლოდ ი. ჭავჭავაძისა და დ. ყიფიანის ძეგლები. ზვავით დაფარული გალავნის გაწმენდა ძლიერ ძნელია და დიდ ხარჯსაც მოითხოვს. ჯერჯერობით მისი გაწმენდა შეუძლებელიცაა, ვინაიდან დროდადრო კიდევ მოდის მთიდან ქვა. მოსალოდნელია წვიმიან დღეებში მთის მომზღვლევის გამეორება. ამიტომ კომისიას ჯერჯერობით ვერ გამოუტანია საბოლოო დასკვნა. ასეთია დღესდღეობით მდგომარეობა ისტორიულად ღირსშესანიშნავ წმ. მამა დავითის ეკლესიისა. ძნელი წარმოსადგენია და სათქმელიც, თუ როდის ეღირსება ამ ეკლესიას გახსნა-გაღება, ან რა პირობებში. შესაძლოა ქეც რომ გაიხსნას, ღვთისმსახურება აკრძალონ მასში და დაკეტონ, როგორც სხვა ეკლესიებს მოექცნენ. ამნაირად, დღესდღეობით მე მოკლებული ვარ წირვა-ლოცვას უეკლესიობისა გამო, მოკლებული ვარ შემოსავალსაც ნივთიერად და ამ საზღაპრო სიძვირის ხანაში განვიცდი ყველაფრად დიდ ნაკლებობას. ჩემს კმაყოფაზეა ორი სული: მოხუცი, ლოგინად მიქცეული მეუღლე და დედით ობოლი, 10 წლის შვილიშვილი ქალი. ამასთანავე, ამა წლის შემოწერილი გადასახადიდან პირადად კიდევ მაქვს შესატანი: სამხედრო 240 მან., საშემოსავლო 323
32-5 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.18
მან. და კულტგამოსაღები 156 მან. ეკლესიის ამა წლის გადასახადი 720 მან. სრულიად შეტანილია კომ. ბანკში. შემწე და დამხმარე არავინა მყავს, არც მაბადია რამ ისეთი, რომ გავყიდო და მით შევიძინო რამ უსაჭიროესი და გავისტუმრო გადასახადი და სხვ. ვაჟი, რომელიც უმუშევრად იყო დიდხანს, ერთი თვეა რაც იწყო სამსახური, მაგრამ თავის მცირე ხელფასით მეორე წყება ცოლშვილსაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ უუმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, შეხვიდეთ ჩემს ამ მოულოდნელად ჩავარდნილ უკიდურეს მდგომარეობაში და მიმაწეროთ დროებით რომელიმე ეკლესიაზე იმ პირობით, რომ: 1) კრებულის წევრთა შორის შტატის წყობილების მიხედვით მე არ შევიტანო დისონანსი და რაიმე ცვლილება, 2) მომეცეს ხელფასი კრებულის შეხედულებისამებრ; 3) შევასრულო სამსახური, რაც კი რიგში მომიწევს სათანადოდ; და 4) წმ. მამა დავითის ეკლესიის გახსნისთანავე, თუ კი ღვთისმსახურება მასში ნება დართული იქნება და არ დაიკეტება მთავრობის მიერ, მეც ისევ მივიქცევი იქ და გავაგრძელებ სამსახურს დიდის კმაყოფილებით“. მისმა უწმინდესობამ კალისტრატემ გაითვალისწინა რა დამსახურებული მოღვაწის თხოვნა, ამ წერილზე ასეთი რეზოლუცია დაადო: „დროებით, სანამ მამა დავითის ეკლესიაში წირვა-ლოცვის შესრულება შესაძლებელი აღმოჩნდება, დეკანოზ ნიკიფორე კანდელაკს ვგზავნი კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში მესამე მღვდლის ადგილზე“. 1942 წლის 3 მაისს კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მესამე მღვდლად დაინიშნა. მამა ნიკიფორეს ოჯახი ნავთლუღში ცხოვრობდა, ხოლო თავად ხან მამა დავითის ტაძართან არსებულ კელიაში რჩებოდა და ხანაც ოჯახში. ორივე ადგილი საკმაოდ მოშორებული გახლდათ კუკიის ეკლესიისაგან, რის გამოც უკვე მოხუცებულ მოძღვარს უჭირდა შორეულ ტაძარში სამსახური. თანაც იმ პერიოდში უტრანსპორტობის გამო მას უმეტესწილად ფეხით უხდებოდა გადაადგილება და ხშირად ტაძარში მსახურებაზე მისვლაც უგვიანდებოდა. ამასთან დაკავშირებით, მან თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს და სთხოვა, ნება დაერთო თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მოძღვრისათვის, დეკანოზ გერასიმე ჯაველიძისათვის გაეცვალა ადგილი, რაზედაც თავად მამა გერასიმე თანახმა გახლდათ. 1943 წლის 12 იანვარს მამა ნიკიფორე პეტრე-პავლეს ეკლესიის მეორე მღვდლად დაადგინეს. ამასთანავე იგი კვლავ ითვლებოდა მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად. 1943 წლის 18 მარტს მამა ნიკიფორემ კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით უწმინდეს კალისტრატეს: „სრული ცამეტი წელიწადი შესრულდა მდგომარე ამა მარტის თვეში, რაც მე ვმსახურებ მთაწმიდის წმ. მამა დავითის ეკლესიაში. ცამეტი წლის განმავლობაში სამსახური მთაწმიდაზე ხანში შესულ ადამიანისათვის, როგორც მე ვარ ადვილი არ არის. ამჟამად ამ მხრივ კიდევ უფრო გართულდა ჩემი მდგომარეობა. ცხოვრების შინაურმა პირობებმა მაიძულა ოჯახს დავაახლოვდე. ამ მიზეზისა გამო კი შორიდან მიხდება მთაწმიდაზე ასვლა-ჩამოსვლა, რაიცა მეტად ძნელი და ფიზიკურად თითქმის აუტანელია ჩემთვის. ამიტომ ვბედავ და უუმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უწმიდესობას, მიიღოთ ჩემზე თქვენი ყოვლად მოწყალე მარჯვენით ლოცვა-კურთხევა და გამანთავისუფლოთ წმ. მამა დავითის ეკლესიაში სამსახურისაგან, დანიშნოთ ჩემს მაგიერ სხვა ვინმე სამღვდელოთაგანი, რომელსაც უნდა გადავსცე ეკლესია თავის კუთვნილი ქონებით სათანადო სიისამებრ“. ამავე წლის 28 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იგი გათავისუფლდა მამა დავითის ტაძრიდან და წინამძღვრობა თავის მოადგილეს გადააბარა. მიუხედავად ავჭალის ეკლესიის დახურვისა და
32-6 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.19
გაუქმებისა, ავჭალელ მორწმუნეებს მამა ნიკიფორეს გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტიათ მასთან სულიერი კავშირი, რასაც ადასტურებს თავად მოძღვრის მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესადმი. აი, რას წერდა იგი მის უწმინდესობას 1944 წლის 5 მაისს: „ჩემი ყოფილი ზემო ავჭალის სამრევლოს მორწმუნენი მთხოვენ, რათა შევუსრულო მათ ქრისტიანული წესები. უმდაბლესად გთხოვთ, უნეტარესო მეუფეო, მიბოძოთ ნებართვა ქრისტიანულ წესების შესრულებისა ზემოხსენებულ მთხოვნელთათვის. თქვენი უნეტარესობის მდაბალი დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი“. 1945 წლის 19 სექტემბერს მორწმუნეთა თხოვნით იგი მიავლინეს ვაკის სასაფლაოზე მიცვალებულთა წესებისა და პანაშვიდის შესასრულებლად. 1946 წელს შედგენილ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების ჩამონათვალში თბილისის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძრის მესამე მლვდელმსახურად იხსენიება. დეკანოზი ნიკიფორე სავარაუდოთ, 1947 ან 1948 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე მეუღლესთან, ზინობია (ზინაიდა) დავითის ასულ სირაძესთან (1874) ერთად. ჰყავდა შვიდი შვილი: შალვა (1891, ჰყავდა მეუღლე და ერთი შვილი, 1937 წელს გადაასახლეს შუა აზიაში), ლუდმილა (1894), ნინო (1896, დიასახლისი, გათხოვილი იყო გიორგობიანზე და ჰყავდა სამი შვილი), ანიკო (1898, პროფესიით ბიოლოგი, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, გათხოვილი იყო თუხარელზე, ჰყავდა ერთი შვილი), ბენიამენი (1901, პროფესიით მელიორატი, ინჟინერი, იყო მათემატიკის მასწავლებელი, ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი), თამარი (1906, დიასახლისი, ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი), ბიძინა (1909, პროფესიით გემთმშენებელი, ცხოვრობდა ბაქოში, ჰყავდა მეუღლე და ერთი შვილი) და ნუცა (დიასახლისი, გათხოვილი იყო ჭელიძეზე და ჰყავდა სამი შვილი). დეკანოზ ნიკიფორეზე საინტერესო მოგონებები მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა, ქალბატონმა ელენე ბენედიქტეს ასულმა კანდელაკმა. იგი იხსენებს ბაბუისა და მის ურთიერთობას, მის მკაცრ, მაგრამ სამართლიან ხასიათს შვილიშვილების მიმართ: „მე, ელენე კანდელაკს წერა-კითხვა მასწავლა ნიკიფორემ. მამა ნიკიფორე განათლებული მღვდელმსახური იყო, ყიდულობდა და მიკითხავდა ჟურნალ „ჯეჯილს“. მიყვებოდა მოთხრობებს, მასწავლიდა წინადადების შედგენას, ნებისყოფის გამომუშავებას, სიმართლის თქმას, უფროსებისადმი პატივისცემასა და შრომისადმი სიყვარულს. მიყვარდა ტკბილეულობა და ბებიას ვპარავდი კამფეტებს. ვერაფერი მომიხერხეს, ვპოულობდი და მივირთმევდი. ერთ დღეს ნიკიფორემ მომაბარა ორმოცი ცალი „08M08ხI6 LI6VMV“ და მითხრა შემინახე ეს კამფეტი აღდგომამდე, აღდგომა დღეს ჩამაბარე ორმოცივე კამფეტიო. ვინერვიულე ძალიან. ყოველდღე გამოვიღებდი, დავითვლიდი და ისევ შევინახავდი. ხან გადავწყვეტდი ერთ ცალს შევჭამ, მაგრამ პაპის რისხვისა მერიდებოდა და ისევ ვინახავდი. ასე „ვიჩაგრებოდი“, მაგრამ არ მომიკიდია არცერთისთვის ხელი. აღდგომა დღეს მომკითხა. მოვუტანე, დათვალა, ყველა კამფეტი ადგილზე იყო -- შემაქო და ორმოცივე კამფეტი მე მაჩუქა. ასეთი მეთოდით აწრთობდა ჩემს ნებისყოფას. მე ვფიქრობ ასე მამარხულა და გა
32-7 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.20
მოაწრთო ჩემი ნებისყოფა. როცა მამა დავითის ეკლესიაში მსახურობდა იქვე ჰქონდა კელია და რამდენიმე დღე რჩებოდა ხოლმე ქალაქში ჩამოუსვლელად, მეც ხშირად დავყავდი იქ და მასთან ერთად ვცხოვრობდი მამა დავითზე. რამდენჯერმე ნამყოფი ვარ პატრიარქ კალისტრატესთან, მისგან დალოცვილიც ვარ. საპატრიარქო იყო სიონის ეკლესიასთან. პატრიარქი და ბაბუა საუბრობდნენ საქმეებზე, მე კი დარიგებული ვიყავი, რომ წყნარად ვმჯდარიყავი და ხელი არ შემეშალა მათი საუბრისათვის. ასეც ვიქცეოდი“. მასალის მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებთ დეკანოზ ნიკიფორეს შთამომავლებს, ელენე ბენიამენის ასულ კანდელაკსა და შოთა და ია მუჯირიშვილებს, საარქივო საბუთების მოწოდებისათვის საქართველოს საპატრიარქოს არქივის უფროსს, ქალბატონ მზია კაცაძეს.