სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვოვა კანდელაკი 1943წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კანდელაკი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

ვოვა კანდელაკი 1943წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

ვოვა კანდელაკი 1943


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1971 წელს.

1966 წელს საქართველოში გამართულ რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე გამოფენილი იყო 23 წლის მხატვრის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები. მისი შემოქმედების პირველი პერიოდი საქართველოს ეძღვნება. მის მიერ დახატული სამშობლოს პორტრეტი მეტად ნაციონალურია, რაც "ჩიჩილაკსა" თუ “აღდგომაში" იკითხება. აღსანიშნავია მისი პანოები - "ზეიმი მთაში", "მუზა", "ბავშვობის მოგონებანი", "ბავშვობის ქალაქი - თამაშობათა ქალაქი", ფერწერული ტილოები - "შემოდგომის დღესასწაული თბილისში", "წინასადღესასწაულო დღე", "ჯვრის პროცესია", "შემოდგომის პარკი", "დემონსტრაცია ბუშტებით", "ილიჩის ნათურა", "ფარშევანგი გალიაში", "ბანქოს სახლი". აშშ-ში ჩავიდა, პირველი ქართულ-ამერიკული ერთობლივი კომპანიის "ლილეო-არტი"-ს მოწვევით.


12 წლის მანძილზე 25 პერსონალური, ჯგუფური გამოფენა და პრეზენტაცია გამართა. გამოიცა ალბომი, რომელიც მხატვრის შემოქმედებას თითქმის მთლიანად ასახვას. იგი აშშ-ში ეწევა საქართველოს კულტურისა და ისტორიის პროპაგანდას. აღსანიშნავია "მხატვარ ვლადიმერ კანდელაკის ფონდის" საქველმოქმედო საქმიანობა. თბილისის სამხატვრო აკადემიის ნიჭიერ სტუდენტებს წლების განმავლობაში ეძლეოდათ სტიპენდიები, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს წამახალისებელი პრემიები. 2004 წელს ქართველ ერს საჩუქრად გადასცა ცხოვრების განმავლობაში შეგროვებული საგანძური - იარაღის უზარმაზარი (5000 ექსპონატი) კოლექცია. მხატვრის შემოქმედებითი ცხოვრების გამჭოლ თემებს, ფერწერულ სერიებს კარგად იცნობენ საქართველოსა და რუსეთში, ფინეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, აშშ-ში. ამერიკელი ხელოვნებათმცოდნეები მას "თანამედროვე ბრეიგელს" უწოდებენ. რენესანსის ეპოქის მხატვართა ნამუშევრებს ადარებენ. 

წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იუნესკოს მხატვართა საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1993-)
  • საერთაშორისო აკადემია, წევრი (1999-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1969-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი 1864-1948წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ველევი (ამბროლაური)

2 0

კანდელაკი

1 0

კანდელაკი ამბროსი ბესარიონის ძე 1870-1939წწ მართლ. მღვდელიდაბ. სოფ. ჭოგნარი, სამტრედია

2 0

კანდელაკი ვასილ ივანეს ძე მართლ. მღვდელი 1887-1917წწ ზედა მესხეთის გიორგის ეკლესია, წყალტუბო

2 0

კანდელაკი ნიკიფორე 1831-1911წწ არქიმანდრიტი დაკრძ. გელათში

2 0

ეპისკოპოსი ტარასი (იაკობ კანდელაკი) 1871-1951წწ დაბ. სოფ. კავთისხევი კასპი

2 0

ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი 1857-1914წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კულაში (სამტრედია)

2 0

ბარნაბა კანდელაკი 1855 - 1910წწ გარდ. 55 წლის რუსეთის გენერალი, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. ფოტო სიმბოლურია, დაბ. ოზურგეთი, გურია

2 0

ჯამბულ კანდელაკი 1959-1993წ. გარდ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0

კახა კანდელაკი 1971-92წწ გარდ. 21 წლის ზუგდიდში დაბ. თბილისი

2 0

პავლე კანდელაკი 1900-68წწ მსახიობი. დაბ. აბაშა,სამეგრელო.

1 0


ნანა კანდელაკი 1921-2008წწ დრამატურგი, მწერალი დაბ. კავთისხევი, კასპი, ქართლი

1 0


დავით კანდელაკი 1956წ. მხატვარი, რეჟისორი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


კახი კანდელაკი 1965წ. თანამდებობის პირი, მხატვარი, სპორტსმენი, ქ. თბილისი.

1 0


ზურაბ კანდელაკი 1941წ მწერალი, პუბლიცისტი, რეჟისორი, თბილისი

1 0


ოთარ კანდელაკი დ.1928წ. ფალავანი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. სოფ ნიჩბისი მცხეთა

2 0


გიორგი კანდელაკი დ.1974წ. მსოფლიო ჩემპიონი კრივი სოფ. ვარიანი გორი

1 0

2 1 0


ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი დ.1893-1959წ. ქართველი ფალავანი 170კგ სოფ. ნიჩბისი მცხეთა

4 0


ბექა კანდელაკი დ.1995წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა წარმ. სოფ. ნიჩბისი მცხეთა

2 0

7 2 3