ავტობიოგრაფია
მე, დეკანოზი გიორგი ჩიქოვანი, დავიბადე ქ.ქუთაისში, 1972წ. 12 ივნისს. მამა- დავით გიორგის ძე ჩიქოვანი, დედა-ლილი მიხეილის ასული საღარაძე-ჩიქოვანისა. ძმები
მალხაზი და მიქაელი(მირზა) ჩიქოვანები. მამა მუშაობდა ქ.ქუთაისის სამოქალაქო თავდაცვის საწყობის გამგედ, დედა-დიასახლისი, ხოლო შემდეგ საქსოვ კომბინატში.
1979 წელს შევედი 27-ე საშუალო სკოლის 0 კლასში.
1986 წელს სწავლა განვაგრძე ქუთაისის ა.რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატში, რომელიც დავამთავრე 1990წ. და დამთავრებისთანავე ჩავაბარე ქ.თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
1995წ. დავამთავრე უნივერსიტეტი ასტოფიზიკოსისა და მათემატიკოსის სპეციალობით.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 1991წ. 21 დეკემბერს, პირველად მივედი ეკლესიაში მთაწმინდაზე, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოსა და წმიდა მირიან და ნანას სახელობის ეკლესიაში, რომლის წინამძღვარი იყო მამა თეიმურაზი (ჩაჩიბაია), ამჟამად იღუმენი იოანე.
1995-1996წწ. შევისწავლე მედავითნეობა და დადგენილ ვიქმენ ამავე ტაძარში მედავითნედ.
1998წელს მთავარ მნათედ., იმავე წელს ტაძრის ეკონომოსადაც. და ვიდრე 2011 წლამდე ვასრულებდი ამ მორჩილებას. ასევე ვხელმძღვანელობდი წმ.თეკლას დედათა მონასტრის კალამონის” გამომცემლობას.
1995-96წწ. სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით ვცხოვრობდი წმ. დავით გარეჯელის მონასტერში (უდაბნოში). მაშინ როდესაც მე მივედი წინამძღვარი იყო არქ. გრიგოლი, ხოლო მისი წასვლის შემდგომ დანიშნულ იქნა იღუმენი ანდრია(გვაზავა) ამჟამად მეუფე ანდრია.
1998წ. 21 ივნისს დავიწინდე ჩვენივე ტაძრის მგალობელ თამარ ავაზაშვილზე.
1998წ. 3 მაისს დავიწერეთ ჯვარი. შეგვეძინა 8 შვილი:
1999წ. 6 ივნისს-ნინო
2000წ. 8 ნოემბერს-მარიამი.
2001წ. 31 დეკემბერს-იოვანე.
2003წ. 31 ოქტომბერს-ლუკა.
2005წ. 24 მაისს-ანასტასია.
2008წ. 4 თებერვალს-ქეთევანი_პატრიარქის ნათლული.
2009წ. 1 ივლისს-თეკლა.
2011წ. 4 ოქტომბერს-დავითი_პატრიარქის ნათლული.
2011წლის იანვარში მედავითნედ მსახურებისთვის, თხოვნით გადავედი წმ. აბო თბილელის მამათა მონასტერში წინამძღვარი არქ. ისააკი.
2014წ. სექტემბერში მიმიწვიეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წმ.დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მედავითნედ.
2014 წ. 12 დეკემბერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ(ჯამდელიანმა)
ხელი დამასხა დიაკვნად და იმავე ტაძარში დამადგინა მსახურებად.
2015წ. 1ივნისს, მეუფე გიორგიმ ხელი დამასხა მღვდლად წმ.ნინოს ეკლესიაში, სოფ. საიმერლოში და იმავე დღეს დადგენილ ვიქმენ წმ.ნინოს ეკლესიის წინამძღვრად.
2016წ. ეპარქიის ადგილობრივ კრებაზე გამორჩეულ ვიქმენ უხუცეს მღვდლად,
ჩემივე თხოვნით მეუფე გიორგიმ გამათავისუფლა ამ უდიდესი პასუხისმგებლობისგან.
2019წ. 13იანვარს მომენიჭა დეკანოზის ხარისხი, ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2023წ. 17 დეკემბერს მ. გიორგიმ დამაჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.