ჩხაიძეთა გვარის ძირითად დასახლებად ლანჩხუთის რაიონის სოფელი აცანა ითვლება. აქ უცხოვრიათ ჩემს წინაპრებს – ბესარიონ ჩხაიძესა და ეკა შევარდნაძეს (XIX საუკუნის 20-იან წლებში).
ფესვები ერთი სურათის ისტორია
ავთანდილ (ზურა) ჩხაიძე
`გახსოვდეს! ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, ფესვებიდან! შენი ფესვები იქ არის, საქართველოში;
ქართული მხატვრული ფილმი `ფესვები~
© გამომცემლობა `მერიდიანი~, 2014
© ზ. ჩხაიძე
ჲშB 978-9941-10-831-0
რედაქტორი ნელი ელიზბარაშვილი
თინათინ ჩხაიძე
მხატვარ-დიზაინერი ქეთი ტუღუში
ამ წიგნის შექმნის იდეა საოჯახო ალბომში შემონახულმა ერთმა სურათმა განაპირობა, მასში აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობა კი რითაც დამთავრდა, მკითხველი თავად იხილავს.
წიგნი ძირითადად განკუთვნილია ჩემი სანათესაოს მომავალი თაობებისთვის და ეძღვნება წინაპართა ნათელ ხსოვნას.
3
ერთი სურათის ისტორია
სურათი, რომელიც საუკუნის წინ, დაახლოებით 1907 წელს უნდა იყოს გადაღებული (სავარაუდოდ, ქალაქ ქუთაისში), განსაკუთრებულ ადგილს იჭერდა ჩვენს საოჯახო ალბომში, მაშინდელი მახარაძის რაიონის სოფელ ბახვში. ვიცოდი, რომ ცენტრში მდგომი ახალგაზრდა სასულიერო პირი იყო ჩემი დიდი ბაბუა არტემ ჩხაიძე, რომლის სახელსაც ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები ყოველთვის განსაკუთრებული კრძალვითა და პატივისცემით მოიხსენიებდნენ. სხვა პირთა მიმართ კი დაზუსტებულ განმარტებას ვერავინ იძლეოდა.
ჩემი სტუდენტობის დროს, ქალაქ თბილისში, ცოტა ხნით, ცხოვრება მომიწია, ქალბატონ რუქაია მორჩილაძესთან, რომელსაც არტემი ბაბუად ერგებოდა. მასთანაც ასეთივე სურათი აღმოვაჩინე და ფოტოზე გამოსახული რამდენიმე პიროვნების ვინაობაც გავარკვიე, მაგრამ შემდგომში რატომღაც აღნიშნულ საკითხს აღარ დავბრუნებივარ.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარული წესით მშობლიური ოზურგეთის რაიონიდან. წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით, ჩემ შესახებ გაკეთდა სააგიტაციო ხასიათის სიუჟეტი, რომელსაც, ჩემდა გასაოცრად, და, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნოდ, სპეციალური პუბლიკაციით გამოეხმაურა დიდი ქართველი მწერალი, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი.
აღნიშნული წერილი ბატონმა ჭაბუამ შემდგომში შეიტანა თავის წიგნში `ნაფიქრალიდან~, აი, აღნიშნული პუბლიკაციის სრული ტექსტი:
`ამას წინათ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით მოვისმინე გადაცემა მათზე, ვინც ოზურგეთში მაჟორიტარულად იყრის კენჭს საქართველოს მომავალი პარლამენტის დეპუტატობისათვის. მე ამ გადაცემის იმ ნაწილზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომელიც ბატონ ზურაბ ჩხაიძეს ეხებოდა.
ცნობილია, ზურაბმა ნებაყოფლობით დატოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა იმ იმედით, რომ მშობლიურ მხარეში ხმების საჭირო რაოდენობას მოაგროვებდა და მოღვაწეობას პარლამენტის დეპუტატის რანგში გააგრძელებდა. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია ამომრჩეველს შევახსენო ზოგი რამ ისეთი, რის თქმაც გადაცემის ავტორს გამორჩა ან უმნიშვნელოდ მიიჩნია. გადაცემაში ბევრი რამ იყო ნათქვამი, უპირველესად იმის გამო, თუ რით და როდის დაეხ4
მარა თავის რაიონს ზურაბ ჩხაიძე, მაგრამ წარმომავლობაზე ლაპარაკისას მთავარი აქცენტი იმაზე გადაიტანეს, რომ დეპუტატობის კანდიდატი დედის მხრიდან შერვაშიძეებისა და დადიანების ჩამომავალია. გადაცემაში არაფერი ითქვა ზურაბის მამის მხრიდან წარმომავლობაზე. შევეცდები, ეს ხარვეზი შევავსო, როგორც ჩხაიძეების გვართან დაახლოებულმა პირმა, იმდენად დაახლოებულმა, რომ ზურაბ ჩხაიძის ბაბუის მამას, ბატონ არტემ ჩხაიძეს პირადად ვიცნობდი, თვით ზურაბის ქორწილშიც ნამყოფი ვარ ბახვში.
საიდან და როგორ? ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, ვიდრე გარდაცვალებამდე, უახლოესი მეგობარი, ნეტარხსენებული ბატონი ამირან მორჩილაძე დედით ჩხაიძე იყო. ქალბატონი ქეთევან ჩხაიძე, საქართველოში ერთ-ერთი წარმოსადეგი მანდილოსანი, ზურაბის ბაბუის, ბატონ შალვა ჩხაიძის და, ანუ მისი პაპიდა გახლდათ, მაგრამ თავიდანვე დავყვეთ თემას, თუ ვინ იყვნენ ზურაბის წინაპრები მამის, ვახტანგის, მხრიდან, როგორ იცხოვრეს და რა სამსახური გაუწიეს ერს.
ჩემს გონსაწიერზე ზურაბ ჩხაიძის გვარი იწყება აზნაურ შევარდენ ჩხაიძისაგან, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, თორმეტი ვაჟი ჰყავდა. მათგან ხუთმა ერისკაცობა აირჩია, ხოლო შვიდმა საასპარეზოდ ქრისტეს რჯულის მსახურება მიიჩნია და მაღალ სასულიერო წოდებებსაც მიაღწია. დარწმუნებული ვარ, ყოველ მათგანს მაღალმა ღმერთმა საუკუნო სასუფეველი და ნათელში ყოფნა არგუნა. ჩვენ კი შენიშვნის თემას, ზურაბის მამის მხრივ წინაპართა შტოს, მივუბრუნდეთ.
შევარდენ ჩხაიძის უმცროსი ძე, საქართველოს მრავალ ეპარქიაში ნამსახური, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის უახლოესი და უერთგულესი მეგობარი, გარდაცვალებამდე სასულიერო პირი _ მამა არტემ ჩხაიძე, მამაა იმ შალვა ჩხაიძისა, რომელიც ზურაბის ბაბუა იყო. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შალვა ჩხაიძე პირველად 1927 წელს იყო რეპრესირებული, ციმბირში შვიდი წელი მოიხადა, დაბრუნდა, 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს. 1941 წელს მოხვდა იმ პატიმართა რიცხვში, ვინც `გულაგმა~ უიმედო ავადმყოფობის გამო გაათავისუფლა. ბატონმა შალვამ ბახვამდე ჩამოაღწია და მალევე განუტევა კიდეც ნაწამები სული.
ბატონი არტემ ჩხაიძე, ამ დროს იტრიის წმიდა მარიამის ეკლესიის მღვდელი, 1939 წელს დააპატიმრეს, როგორც ბოლშევიკების დროს ყველა შემთხვევაში, ღმერთმა იცის, რისთვის... ჩემთვის ასევე უცნობია, ლენინმა და სტალინმა როდის ამოწყვიტეს ზურაბის წინაპრები _ სასულიერო პირები და საიქიოს რომელმა მათგანმა გაასწრო ჩეკისტებს...
ადვილი წარმოსადგენია, რწმენისა და ზნეობის მქადაგებელმა ამ კეთილშობილმა კოჰორტამ როგორი სამსახური გაუწია ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებასა და სიკეთის მყნობას ადამიანთა ფესვზე.
უადგილოდ არ მიმაჩნია მოვიყვანო ორი ეპიზოდი. მამა არტემს ოთხმოცი წელი ორთაჭალის ციხეში შეუსრულდა. ქალბატონმა ქეთევან ჩხაიძემ, მისმა ასულმა, რაღაცნაირად მიაღწია ღრმად მოხუცებული კაცის
5
ეგრეთ წოდებული აქტიროვკით განთავისუფლებას და წამოსაყვანად რომ მივიდა, იმჟამინდელი ციხის უფროსი ვერულავა ლამის გაეტირა მოხუცს, _ სად მიდიხარ, რაღა მეშველებაო! საქმე ის არის, რომ მამა არტემ ჩხაიძემ თავისი სულიერი ღირსებების მეოხებით პატიმრების ისეთი სიყვარული და მოკრძალება დაიმსახურა, რომ ციხეში წესრიგი დაამყარა. ეს ძველი პატიმრებისაგან თავად მაქვს გაგონილი, როცა მამა არტემის განთავისუფლებისა და მასთან გაცნობის შემდეგ, რაღაც ექვსიოდე თვეში, ამირან მორჩილაძესთან ერთად იმავე ციხეში აღმოვჩნდი.
მეორე ეპიზოდი. ქალბატონმა ქეთევანმა ციხიდან გამოყვანის შემდეგ მამა არტემი მიხეილის საავადმყოფოში დააწვინა, მოხუცი თავისი დისწულის, აკადემიკოს ვლადიმერ ჟღენტის თვალყურითა და მზრუნველობით იყო გარემოცული. გამოწერის დღეს ქალბატონი ქეთევანი წამოსაყვანად რომ მივიდა, ექიმებმა უთხრეს: _ ბატონი ვლადიმერი ბიძამისს არ გამოგატანთ, აღარც საქმე ახსოვს, აღარც ჩვენ ვახსოვართ, მთელი დღე საწოლთან უზის და მის საუბრებს უსმენსო.
ბრძენი კაცი იყო მამა არტემი, საინტერესო მოსაუბრე და ჴჲჴ-ჴჴ საუკუნეების მრავალი საინტერესო მოვლენის მოწმე-მონაწილე. აკადემიკოს ვლადიმერ ჟღენტის ცნობისწადილი გასაკვირი არ არის. თავად მე დღემდე ვნანობ, რომ ჩემი მამა-პაპის მოგონებათა კიდობნით სრულად არ ვისარგებლე.
აი, რისი დამატება მინდოდა ამ ტელეგადაცემისთვის და კერძოდ კი იმისა, რომ ოზურგეთიდან პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი, ბატონი ზურაბ ჩხაიძე, არა მარტო დედის მხრიდან, არამედ მამის მხრიდანაც ნაწამები და ამოწყვეტილი ოჯახების ნაშიერია. 8. 09. 1999~
ჩემი დიდი ბაბუის არტემ ჩხაიძის პიროვნებისადმი ბატონი ჭაბუას მიერ ასეთი ყურადღების დათმობამ, რა თქმა უნდა, ძლიერ მასიამოვნა და ამასთან ერთად მიბიძგა კიდეც სერიოზულად მომეჩხრიკა წინაპართა შესახებ ჯერ კიდევ შემორჩენილი ცნობები. კვლავ მოვიძიე ზემოთ ნახსენები ფოტო და გადავწყვიტე უფრო საფუძვლიანად დამედგინა ვინ იყვნენ მამაჩემის მხრიდან, ანუ ჩხაიძეებიდან ჩემი წინაპრები, მათი შემდგომი თაობები და ვინ არის დღევანდელი შთამომავლობა. ამ მიზნით შევხვდი და ვესაუბრე ახლობლებს, ნათესავებს, შევაწუხე და არქივებში დოკუმენტების მოპოვება ვთხოვე ჩემს მეგობარს, ბ-ნ ილია თავბერიძეს. გავეცანი სხვადასხვა სახის დოკუმენტურ თუ ლიტერატურული გამოცემა. შეგროვილ მასალებზე დაყრდნობით გავარკვიე, რომ ჩემი წინაპრებისა და მათი ნათესაური კავშირების წარმოჩენისას ღრმად პატივცემული მწერალის მონათხრობში რამდენიმე უნებლიე უზუსტობაა, ასეთივე სახის შეცდომებია დაშვებული ცირა ნიკოლაიშვილისა და შალვა თავართქილაძის ავტორობით, 2003 წელს გამოცემულ წიგნში `სოფელი ბახვი~.
სწორედ აღნიშნული უნებლიე უზუსტობების გასწორებისა და ჩემი ოჯახის მომავალი თაობებისათვის სრულყოფილი გენეალოგიური კავშირების დასატოვებლად შევუდექი წერას.
6
***
ჩხაიძეების საგვარეულო ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და გავრცელებულია საქართველოში.
1995 წლის მონაცემებით გვარი 6977 სულს ითვლიდა და საქართველოში გავრცელებულ გვარებს შორის 35-ე ადგილი ეჭირა. ამავე პერიოდისათვის ჩხაიძეთა გვარი რიცხოვნობით გურიაში პირველობას არავის უთმობდა.
ი. მოძღვრიშვილის 1919 წელს გამოცემული `უძველესი გვარსახელებიდან~ ამონარიდი გვამცნობს:
`ჩხაიძე _ ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი გვარი საქართველოში (აიგივებენ მათთან ჩახავებსა და ბევრ სხვას).
არის რამდენიმე ლეგენდა _ ვერსია გვარის წარმოქმნისა:
`ჩხა~. კარგ მეურნე კაცს ვაზის მტევნების დიდი აკიდოები სახლის ერდოზე სავსედ და ჯგროდ გამოუკიდია (ალბათ საჩამიჩედ) _ შედეგად შეერქვათ ჩხაიძეები...…(ამბობენ, ვაზის ხნობიდან მოდისო ეს გვარი).
ძველი ქართული (წარმართული დროიდანვე) ტრადიციით, მოკლულ მტერს, მარჯვენა ხელის მტევანს `შეხსნიდნენ~. ასეთი `მტევნების~ `ჩხათი~ კაი ყმას (ვაჟკაცს) სახლის ერდო ჯგროდ და საჩინოდ ჰქონდა დამშვენებული. აქაც შედეგად: `ჩხა~-იძე.
საზოგადოებრივი ფორმაციების შესაბამისი იყო აბორიგენი მოსახლეობის ტრადიციებიც: კაი ყმა თავის დროზე კარგ მეკობრეს, აბრაგს, ფირალს და ასე შემდეგ... ერქმეოდა და მათ ქცევა-ყოფას შესაბამისი `ატრიბუტიკა ამშვენებდა~.
არის სხვა თქმულებანიც გვარის წარმოშობის შესახებ, მაგრამ ისინი ძალზე `ხელოვნურად~ (არადამაჯერებლად) აღიქმებიან.
ერთი ისტორიაც:
ესე ჩხაიძე _ დავით აღმაშენებლის სამეფო კარის ქრონიკებში მეფის მსახურიონის განსაკუთრებული უფლებამოსილების წარჩინებულად მოიხსენიება.
სამეფო კარის მსახურიონის ეს გავლენიანი კასტა შემადგენლობით ყოველთვის ჭრელია _ მეფის განსაკუთრებულ სამსახურში ჩართული დიდთავადნი და აზნაურნი თუ შუალედი (თავისუფალი) ფენებიდან დაწინაურებულნი და ზოგჯერ ყველაზე მაღლა აღზევებულნიც...
მსახურიონთა კასტის ძირითადი ბირთვი მეფის მადევარნი (სხვა წყაროებით _ მანდატურნიც), საყრდენია სამეფოს ძლიერი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკისა.
ამ არენაზე მოიხსენიება ესე ჩხაიძე _ კაცი, ფრიად გამჭრიახი გონებით, ბუნებით კუშტი, მუდამდღე მეფესთან მდგომი, ოჯახად _ ნაადრევად ქვრივი, მამა ხუთი ვაჟიშვილისა, რომლებიც უდედოდ იზრდებოდნენ შემძლე და სახელოვან ოჯახში ესეს სიმამრ-სიდედრთან.
7
სამეფო კარზევე იყო უფროსი ძმა ესესი _ მანასე ხუცესი, ფრიად პატივდებული, მწიგნობარი, განათლებული (უშვილძირო).
მოხდა უბედურება _ ნადირობისას ბრმა შემთხვევამ იმსხვერპლა მეფის კართან ერთობ დაახლოებული დიდთავადი ბარამ _ წარმომადგენელი გავლენიანი გვარისა; თურმე მისი ლამაზი ქვრივი, როგორც გვიან გაირკვა, ესეს ჰყვარებია შორით. აგორდა ჭორი: ქალს უკვე მოწიფული ქალ-ვაჟი დარჩა, გაილანძღა და უდანაშაულო ქვრივი მონაზვნად აღიკვეცა (თუ აღკვეცეს) მონასტერში...
...გლოვის ერთი წლის თავზე ესე დაეთხოვა სამეფო კარს, თავისი ადგილ-მამულები შვილებსა და ძმას განუწესა სამკვიდროდ, გაიტაცა მონასტრიდან ქვრივი და გადაიხვეწა (დაუბრუნდა) გურიას თავისუფალ ახალსახლობად...
...ესეს ნაგრამი გურიაში დღესაცაა და მათი `საგინებელი~ სახელია მსახურიშვილები (მეფის მსახურიონიდან). `საგინებელი~ მყარად რჩება გვარის კაცს და საშუალებაცაა სისხლის არ აღრევისა ოდითგანვე.
...ესეს ნაგრამი პირველი ცოლიდან იმერეთს გამრავლდა და წარმოჩნდნენ უმეტესად სასულიერო და მწიგნობრულ არეალზე _ ჩხეიძეები.
ჴჳჲჲჲ-ჴჲჴ საუკუნეებში (ჴჴ) ჩხაიძეები `იხსენებიან~ მძაფრი სათავგადასავლო ისტორიებით, ევროპასა და ამერიკაში (უმეტესად, სამწუხაროდ, კრიმინალური ქრონიკებიდან _ განსაკუთრებით ამერიკაში, იტალიასა და საფრანგეთში). ჩვეულებრივად, თუმცა უფრო ხშირად რესპექტაბელურ პერსონებად, წარმოჩნდებიან ისინი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში; არის რამდენიმე კარგი მხატვარი (დიდი კოლექციონერებიც) და ა.შ.
გვარის ფუძე უმეტესად (თითქმის ყველას), შენარჩუნებული აქვთ ახლებურ გვარ-სახელებში... არიან ქველმოქმედება-მეცენატობით გამორჩეული საზოგადოებრივი მდგომარეობისანი... ხასიათითა და ბუნებით თავკაცნი...
ჩხაიძეები (უმეტეს მსახურიშვილები) _ სიტყვის კაცნი, ბურჯნი სიტყვისა... უპირობისა სისხლითა ურჩნი... მედავლურენი და მესისხლენი.~
(ი. მოძღვრიშვილი, `უძველესი გვარსახელებიდან.~ 1919 წ. ქ. ფოთი მოპოვებულია ტუღუშის სტამბის მასალებიდან.)
8
ჩხაიძეების გვარის წარმოშობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ყოველივე ეს კარგადაა განხილული ქ. თბილისში 2002 წელს გამოცემულ წიგნში `ჩხაიძეთა საგვარეულო~, ავტორ-შემდგენელი ანზორ სიჭინავა. ამიტომაც აქ მხოლოდ ბ-ნი ლევან ფრუიძის პუბლიკაციას `ჩხაიძეთა საგვარეულო მატიანე~, გაგაცნობთ.
`ყოველი ძნელბედობის, ყოფნა-არყოფნის საბედისწერო ჟამს საგვარეულო მოძრაობა საქართველოს მხსნელად მოევლინებოდა და დროსა და სივრცეში ქართველი ერის უკვდავებას განაპირობებდა. საქართველოს მხცოვანმა ისტორიამ ამისი მრავალი მაგალითი იცის, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილად გვარიშვილთა – ფიცისკაცთა თავდადება იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (1752-1784წწ.) დროს გამოვლინდა.
1555 წელს ორმა მძლავრმა მოქიშპე სახელმწიფომ ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს: აღმოსავლეთი ირანს ხვდა წილად, დასავლეთი კი ოსმალეთს (ამჟამად რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებს ამ საკითხში. თუმცა არც თურქეთია გულხელდაკრეფილი). შედეგი დამღუპველი გახლდათ. სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთზე გადაკიდებულმა ამ ორმა აგრესორმა უპირველეს ამოცანად დაისახა საქართველოში ქართველის აღმოფხვრა, რასაც ბარაბაროსული მეთოდებით ახორციელებდა. დაპყრობა-მოოხრება, იავარქმნა, სოფლების თუ მთელი მხარეების აყრა-გადასახლება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ქართველი ერი სისხლისგან იცლებოდა. ირანზე არანაკლები ოსმალეთის უღელი იყო. ძალმომრეობით დამორჩილებული მოსახლეობა სულიერად რომ გაეტეხათ და გადაეგვარებინათ, რჯულის გამოცვლას აიძულებდნენ. თურქებმა ჩვეულ მეთოდებთან ერთად (მოსყიდვა, ფსიქოლოგიური ზეგავლენა, წამება და ა.შ.) ყველაზე მზაკვრულ ხერხს მიმართეს: მართლმადიდებელ ქრისტიანს, ე.ი. ქართველს, ყოველგვარი უფლება წაართვეს მიწის პატრონი, მფლობელი ყოფილიყო. მიწა მხოლოდ მაჰმადიანს (სუნიტს) უნდა ჰქონოდა. ოსმალეთისგან მითვისებულ სამხრეთ საქართველოში ქართველობის ნაწილი გადაიხვეწა, ნაწილი კი გადაგვარდა. ახალციხე საფაშოდ აქციეს და გამაჰმადიანებული ქართველი ხელისუფალი ფაშად დასვეს. ჯერი იმერეთზე მიდგა. 1752 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე სოლომონ პირველი ავიდა. საკუთარმა ბაბუამ ლევან აბაშიძემ და როსტომ რაჭის ერისთავმა უღალატეს და ტახტიდან ჩამოაგდეს. ასე გაიწირა 17 წლის მეფე. თითქოს ხსნა
9
არსაიდან იყო, მაგრამ იმერეთის გვარიშვილები, სახლის (ოჯახის) შვილები წმინდა მუხების ქვეშ საღმრთო ფიცით შეეკვრნენ ერთმანეთს, ქუდზე კაცი გამოვიდა და ფიცის კაცებმა სოლომონი არა მარტო ტახტზე დააბრუნეს, არამედ ფიცის კაცთა ლაშქრით ძალამოცემულმა მეფემ თავგასული თურქები ალაგმა და იმერეთი გადაარჩინა, საეკლესიო-საერო კრებები მოიწვია, ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება აღადგინა, ხალხს აზრიანი შრომისა და ბრძოლის პირობები შეუქმნა და ერეკლე მეორის გვერდით ღირსეულად დადგა.
ამრიგად, სწორად წარმართულ საგვარეულო მოძრაობას ყოველ ეპოქაში შეუძლია დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საქმეებს დაადგას თავი და ერი განვითარების სწორ გზაზე გამოიყვანოს. დღეს, მესამე ათასწლეულის კვირაძალზე, ქართველი ერი შემაშფოთებლად შეჭირვებულია. ჩვენი მრავალტანჯული მამული კვლავ ბარბაროსთა მსხვერპლი გახდა. საკუთარ სამშობლოში სამასი ათასი დევნილია და საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობს, ჩამოკვეთილი ტერიტორიებიდან სისხლი გვდის... მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით წმიდათაწმიდა ქართული ცხოვრების წესს გვიბღალავენ, რათა არ შევკავშირდეთ და არსებულ ვითარებას შევეგუოთ, მაგრამ დღეს ქართველი ერი, საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხები, გვაროვნული ნიშნით ერთიანდებიან. გვარიშვილები გვარიშვილებს ეძებენ, თავს იყრიან და საგვარეულო კავშირებს ქმნიან. ფართო მკითხველს დიდი სიამოვნებით ვაუწყებთ, რომ ოთხასამდე საგვარეულო კავშირი უკვე ჩამოყალიბებულია. თითოეული საგვარეულო კავშირი საკუთარ ფესვს _ ძირს, მავასხებლობას, ადგილის დედასა და შთამომავლობას ეძებს, პოულობს და აცნობიერებს. აღდგა ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოვლენა _ საგვარეულო მატიანეების შედგენა. ბუდე გვარები თავიანთ წინაპართა ბუდეებს მოწიწებით წარმოაჩენენ და ეფერებიან, ელოლიავებიან. სულმნათი ილიასეული წესით და რიგით პასუხს სცემენ კითხვებს: რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით. მესამე ათასწლეულის აღმართს შეჭიდებულებმა ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავარკვიოთ თანამედროვე საქართველოში რას წარმოადგენს თითოეული გვარი, როგორ უვლის, ეხმარება საკუთარ თავს და ოჯახებს, როგორ იხდის საქვეყნო ვალს ერის, მამულისა და სახელმწიფოს გაჯანსაღებისათვის, რას აკეთებს სამშობლოს გადასარჩენად...
ღვთის მადლით და იმედით, ბევრმა გვარმა გაიღვიძა, ვისაც არ გაუღვიძია, ვურჩევ, ხელთ აიღოს ახლახანს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ჩხაიძეთა საგვარეულო მატიანე _ `ჩხაიძეთა საგვარეულო~ (თბილისი, 2002, ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა) და ეს შესანიშნავი წიგნი ბოლომდე გულისყურით წაიკითხოს. იქ ჩხაიძეთა დიდი გვარი მთელი სისრულითაა წარმოდგენილი. წიგნის თავფურცელზე ამ საშვილიშვილო საქმისათვის გაწეული ღვაწლი ასეა აღნუსხული: წიგნი გამოიცა ბატონი აკაკი ჩხაიძის თანადგომით, გამოსაცემად მომზადდა ბატონი თეიმურაზ ჩხაიძის მხარდაჭერით. ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობა დიდ მადლობას უხდის მათ. ავტორ-შემდგენელია ანზორ სიჭინავა. სარედაქციო
10
საბჭო: აკაკი ჩხაიძე, ანზორ ჩხაიძე, გივი ჩხაიძე, ვალიდა ჩხაიძე, ივანე ჩხაიძე, თემურ ჩხაიძე, თინა ჩხაიძე, რედაქტორები: ელგუჯა ჩხაიძე და ლევან ჩხაიძე, კომპიუტერული უზრუნველყოფა ბესო გოქსაძისა. გარეკანზე: ჩხაიძეთა საგვარეულო ნიშანი, ავტორი ჯემალ ჩხაიძე, შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესია, ქტიტორი _ თეიმურაზ ჩხაიძე.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჩხაიძის დამასახურება. იგი თვალსაჩინო ორგანიზატორი გამოდგა, გვარი შეაკავშირა და კეთილშობილური მიზნის შესასრულებლად დარაზმა. სწორად განსაჯეს და, უპირველეს ყოვლისა, წიგნი დაწერეს, რათა ერთმანეთი უკეთ შეეცნოთ, ოჯახის, გვარისა და ერის წინაშე ყველას დამსახურება წარმოეჩინათ და სხვა გვარებისთვის სახიერი მაგალით მიეცათ. მართალია, ზოგიერთმა გვარმა თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე წიგნები დაწერა, მაგრამ თითო-ოროლა დილეტანტ-ენთუზიასტის ინიციატივა ნაკლებ შედეგიანია, ჩხაიძეებმა მთელი გვარი აამოქმედეს, სპეციალისტებიც დაიხმარეს და შრომა გაუმართლდათ. მივიღეთ საფუძვლიანი საგვარეულო მატიანე, რომლის შევსებასა და სრულყოფას თაობები გააგრძელებენ..……
...მატიანეში მოტანილია გვარ ჩხაიძის ეტიმოლოგიის ყველა მონაცემი როგორც მეცნიერული, ისე ხალხური. ვითარცა ეთნოგრაფი და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიკოსი, მხარს ვუჭერ ჩხაიძის გვარის წარმოშობას ვაზის `ჩხადან~. ნიშანდობლივია და სარწმუნო, რომ `ჩხაიძეების გვარი ქართული ვაზის გადამრჩენლად მოიხსენიება და მას უკავშირებენ ვაზის ჯიშს: `ჩხავერს~ და `ჩხაბერძულას~. როგორც სპეციალისტმა, ჩხაიძეების სასახელოდ უნდა განვაცხადო, რომ მათი გვარი არა მარტო ვაზის გადამრჩენელია, არამედ ვაზის ჯიშის გამომყვანი და შემქმნელი. `ჩხავერს~ და `ჩხაბერძულას~ კულტურულ ვაზის ჯიშთა ეროვნულ და საერთაშორისო ნუსხაში საპატიო ადგილი უჭირავს, მეტადრე ჩხავერს, რომელიც თხმელის მაღლარზე ასკანა-ბახვის სანახებში ღია ვარდისფერ გემოტკბილ, ნაზ, საუკეთესო ღვინოს აყენებდა, ორიგინალურსა და განუმეორებელს. თუ ლინგვისტურ მონაცემებს ჩხაიძეთა გვარის მრავალსაუკუნოვანი მიწათმოქმედების და განსაკუთრებით, მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკას გავითვალისწინებთ (აღარას ვამბობ მეთუნეობაზე), მაშინ სრულიად შესაძლებელია ჩხავერის შემომქმედებად ისინი დავსახოთ. სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ღირსების ვაზის ჯიშის გამოყვანა სვეტიცხოვლის აშენებაზე არანაკლები ღვაწლია. ისტორიულად დამტკიცებულია, რომ საქართველოში ბევრი გვარი რაიმე ღირსების, დამსახურების თუ ჩვევის გამო წარმოშობილა. კულტურულ ვაზის ჯიშთა რაოდენობა ჩვენთან ხუთასს აჭარბებს, ამ მხრივ საქართველოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება. დამახასიათებელი ფაქტია, რომ არცთუ ცოტა ვაზის ჯიშის სახელწოდებაში მისი შემქნელის გვარსახელია შემონახული (ჩიღვინაური, ენდელაძის შავი ა. შ.). ცნობილი აღმოსავლური სიბრძნეა: თუ კაცმა ქვეყანას შთამომავლობა მისცა და ერთი ხე მაინც დარგო, ამ ქვეყნი11
დან ვალმოხდილი წავაო. თუ მართლაც ჩხაიძეთა მამა-პაპამ საქართველოს ორი კულტურული ვაზის ჯიში შესძინა, მაშინ მათ წინაპართაგან უდიდესი მემკვიდრეობა აქვთ მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩხაიძეები ვალდებულნი არიან გურიაში ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობა იმ დონეზე ააღორძინონ, როგორც ის `ჩას~ შესვლამდე იყო. მერწმუნეთ, გურული ჩხავერი და ჯანი ჩაიზე არანაკლებ მოგებას მოუტანს მის გამშენებელსა და მწარმოებელს. დაე, მსოფლიო ღვინის ბაზარზე `ჩხაიძეთა ჩხავერი~ გაბრწყინდეს.
ერთი კაცი მეცნიერი, გენიოსიც რომ იყოს და მთელი სიცოცხლე ერთ გვარზე იმუშაოს, ასეთ სრულყოფილ ნაშრომს ვერ დაწერს. აი, რა შეუძლია სწორად წარმართულ კოლექტიურ შრომას, მივიღეთ მასალებით მდიდარი, მეთოდოლოგიურად გამართული და ქრონოლოგიურად ზუსტი საგვარეულო მატიანე, რომელშიც ჩხაიძეთა უმრავლესობა დამსახურებისამებრაა წარმოჩენილი.
ვინც ამ მატიანეში ვერ მოხვდა, მართალია, გული დაწყდა, მაგრამ დიდი სურვილი გაუჩნდა, ისეთი ღირსეული იყოს, რომ მისი ღვაწლი მომავალ გამოცემებში მაინც აისახოს. ახალგაზრდობის ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საშვილიშვილო საქმეში ეს ცოტა არ არის. გვარიშვილობა, სახლიშვილობა-ოჯახიშვილობა, მამულიშვილობა სწორედ ის ფენომენია, რომელმაც საერთაშორისო კოსმოპოლიტური ძალების მავნე ზეგავლენისაგან უნდა გვიხსნას. სამწუხაროდ, ტელევიზიის მეშვეობით თითოეული ჩვენგანის ბინაში ძალმომრეობა, პორნოგრაფია და ეროვნული ნიჰილიზმის შხამი იღვრება. ამ საცდურს რითი უნდა გავუძლოთ, თუ არა გვართა და ოჯახთა შეკავშირებით, ეროვნული ცხოვრების წესისა და ტრადიციების აღორძინებით. და რომ ეს შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და ვისი გორისა ვართ. კარგი მაგალითი მისცეს ჩხაიძეებმა მთელ საქართველოს, ბარაქალა მათ შრომის უნარს და მეცნიერულ ალღოს. ამ წიგნით ჩხაიძეთა გვარის ისტორიას მართლაც მძლავრი ბალავარი ჩაეყარა. აქ თანამედროვე ჩხაიძეთა მთელი მოდგმაა წარმოდგენილი. არ დაუვიწყებიათ ბაბუიშვილობათა განშტოებანიც, საქილიკო დამახასიათებელი ზედწოდებანი. შერქმეულ სახელებში ხომ საკუთრივ მოდგმის, სოფლის და მთელი მხარის კოლორიტი ჩანს. ჩხაიძეები როცა გამრავლდნენ, ერთფეროვან მასად ხომ არ დარჩებოდნენ. ერთი ბაბუის შვილი მეორისაგან რაიმეთი ხომ უნდა გამორჩეულიყო. ხალხის გენიალობა იმაშია, რომ არაფერს კარგავს და ქცევისა თუ ხასიათის თავისებურებებს ზედმეტი სახელებით აფიქსირებს. აზრიანი და ჯანსაღი იუმორი შთამომავლობას გადაეცემა და ღიმილის სიკეთეს არასდროს მოშლის. ჩხაიძეები ხომ შუმი გურულები არიან, მაგრამ იმ ერთ ციდა გურიაში ყოველ გვარს თავისი განუმეორებელი სახე, მეობა გააჩნია, გვარის შიგნით კი თითოეულ მოდგმასა და ოჯახს. ნაკლი ნაკლად რომ არ დარჩეს, არ უნდა დაიმალოს, `საგინებლებიც~ ამიტომ წარმოიშვა (მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჩხაიძეთა გვარის ჩემი შტოს ე. წ. `საგინებელი~ ვერ დავადგინე, _ ზ.ჩ.),
12
რათა სწრაფვა სიკეთისაკენ, სრულყოფილებისაკენ დროსა და სივრცეში ანკარა წყაროდ მოედინებოდეს. საქართველო ხომ ცისარტყელას ფერთა გამაა, მრავალფეროვანი ხალიჩაა, თითოეული კუთხე ხომ ამ წალკოტში თავისი ფერითა და კოლორიტით ზის. დააკელით საქართველოს _ ამქვეყნიურ სამოთხეს რომელიმე ფერი და სრულყოფილების ღვთაებრივი ჰარმონია დაირღვევა, ამიტომ როგორც საქართველოს მგოსანი შოთა ნიშნიანიძე ამბობდა, ღმერთმა გურულების გურულობა ნუ მოშალოს, მეგრელის მეგრელობა, სვანის სვანობა, აფხაზის აფხაზობა და ა. შ.
კარგია, რომ წიგნის ავტორები და მესვეურები მხოლოდ ჩხაიძეების ისტორიას და ყოფა-ცხოვრების გადმოცემას არ დასჯერდნენ. ნაშრომს აქვს ძალიან საჭირო და საგულისხმო დანართები: `საქართველოში ყველაზე გავრცელებული ასი გვარი (1995 წლის მონაცემებით)~, `გურიაში ყველაზე გავრცელებული 50 გვარი~, `ოზურგეთის მაზრის სტატისტიკური მონაცემები 1986 წლისა~, `გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მონაცემები 2002 წლისათვის~. აქვეა `გურიის ეკლესია-მონასტრების ნუსხა~ და ა.შ.
საქართველოში 20000-ზე მეტი გვარია. თუ ყველა გვარი ჩხაიძეთა გზას გაჰყვება და ასეთ სრულფასოვან მატიანეს შეადგენს, საქართველოს ისტორია მნიშვნელოვნად გამდიდრდება. მაგრამ ამ საქმიანობას მხოლოდ ისტორიულ-შემეცნებითი მნიშვნელობა არა აქვს. გლობალიზაციის ამ საშიშ ხანაში, როცა კაცობრიობის ძირითადი საარსებო საშუალებანი საყოველთაო ძალაუფლების მომხვეჭი, შენიღბული კასტის ხელთაა და სატანური ღვთაებრივს უტევს, თითოეული ერისა და, მეტადრე, მცირერიცხოვანის ღირსება და უფლება საფრთხეშია. ეს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული ფილოსოფოსს და თეოლოგს დენიზა სუმბაძეს, მაგრამ რატომღაც მისი ხმა მიზანმიმართულად დახშულია და ჯერჯერობით სწავლულთა ვიწრო წრეს არ შორდება. არსებული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ კიდევ გვარწმუნებს, რომ თუ ჩვენთან გვართა ერთობა-ფიცისკაცობა არ აღორძინდა, საქართველო შეიძლება უქართველებოდ დარჩეს. გლობალიზაციის მღვრიე მძლავრ ზვირთებს რომ გავუძლოთ, ასეთი წიგნები, სრულქმნილი საგვარეულო მატიანეები, თავდაცვის და ერის თვითგადარჩენის ყველაზე საიმედო იარაღია. თითოეულ გვარს, ოჯახს, პიროვნებას, ყველას, ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში არც ერთი ქართველის კერა არ ჩაქრეს, არც ერთი გვარი, მოდგმა და ოჯახი არ გადაშენდეს, არც ერთი ჩვენგანის ადგილის დედა არ დაობლდეს, წინაპართა ნაფუძარზე ზედაშეს მიმტანი და სანთლის ამნთები არ აღმოიფხვრას... ისმინოს უფალმა!
ჩხაიძეთა საგვარეულო მატიანეში შეტანილი ასი დიდი გვარი, ფიცისკაცობით ერთმანეთს რომ შეეკრას და მამულის გადასარჩენად დაირაზმოს, არა მარტო სიდუხჭირეს დავაღწევთ თავს, არამედ ქართული გონი და კულტურა მსოფლიოს გააოცებს. ჩვენ ხომ სხვისი არაფერი გვინდა, ჩვენ ჩვენი დაგვანებონ და საკუთარი ყველაფერი გვეყოფა. საქართველოს უამრავი წმინდა ეკლესიით განათლულ კურთხეულ მიწაზე მირონი დუღს.
13
მიწისქვეშეთშიც აურაცხელი საგანძურია. ღვთის ბოძებული ამ სიმდიდრის დაცვა და ერის სასარგებლოდ გამოყენება აუცილებელია. თუ სატანის მუხანათობას დავძლევთ, მაშინ ჩვენს გაპარტახებულ ქვეყანაში დოვლათისა და ბედნიერების ნატვრისთვალი გაბრწყინდება. თუ გვარიშვილობით, სახლიშვილობა-ოჯახიშვილობით ერთმანეთს გავუგებთ, გავერთიანდებით და შევკავშირდებით, მაშინ ჩვენი მომრევი არავინ იქნება.
როცა რუსეთის იმპერიამ ჩვენი უმწეო, პატარა ქვეყანა გადაყლაპა, ერეკლე მეორის მრჩეველმა, სოლომონ ლიონიძემ ქართველთა სისხლისმიერი ნათესაობით შეკავშირების-მავასხებლობის თეორია წამოაყენა: დატყვევებული საქართველოს _ სამშობლოს ხსნა მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, მაგრამ არა რენეგატებს, არამედ სისხლის ყივილითა და ჯიშ-ჯილაგის გამოცოცხლება-ამგზნებარებით ძალამოცემულ ქართველებს. ეს არის სოლომონ ლიონიძის მავასხებლობა, ჭეშმარიტი გვარიშვილობისა და მამულიშვილობის საფუძველთა საფუძველი.
ქართველთა გადარჩენის უკეთესი თეორია დღეს საქართველოში არ არის. გვარებით, სახელებით, ოჯახებით შეერთდით, შეერთდით, ქართველებო, ჩვენთან მცხოვრებო სხვა ეროვნებებო, სამშობლო საფრთხეშია~... (ლევან ფრუიძე).
ჩხაიძეების გვარის მიერ გადარჩენილი ვაზის უნიკალურ ჯიშზე, ჩხავერზე, გაზეთ `გურია ნიუსში~ ბატონი ანდრო ვაშალომიძე მოგვითხრობს:
`გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი განსაკუთრებით გამორჩეულია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში.
ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა შემოჭრამდე, იგი მასიურად იყო გავრცელებული მაღლარების სახით თითქმის მთელ გურიაში, აგრეთვე, აჭარაში (განსაკუთრებით ქედაში), იმერეთში (ვანის რაიონი), მოგვიანებით, აფხაზეთშიც (გუდაუთა).
ადგილობრივი მოსახლეობა მისგან აყენებდა განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილ საუცხოო ღვინოს.
სამეურნეო დანიშნულებით, ჩხავერი მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. გამორჩეულია სასუფრე ყურძნადაც. მისი მარცვლები არც ვაზზე დატოვებული და არც დაკრეფილი, გადამწიფების ან შენახვის შემთხვევაშიც კი სრულებით არ ჭკნება, რაც საერთოდ იშვიათობას წარმოადგენს სხვა, მასზე უფრო ცნობილ სასუფრე ჯიშებშიც კი.
ჩხავერი საშუალო მოსავლიანია, ახასიათებს მერყევი მოსავლიანობა, განსაკუთრებით, მაღლარებზე. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 55-დან 80 ცენტნერამდეა (გუდაუთის რაიონში 100-120 ცენტნერებსაც აღწევს, მაგრამ ხარისხი შედარებით დაბალია).
სოკოვან დაავადებათა მიმართ მეტად სუსტია. განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით და ნაცრით. ასევე, ფილოქსერის მიმართ სუსტად გამძლეა. მასზე საკმაოდ მოქმედებს ეკოლოგიური პირობებიც.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩხავერის პროდუქცია იმდენად მაღალხ14
არისხოვანია, რომ გაწეულ შრომას მრავალგზის ანაზღაურებს.
მეტად საგვიანო პერიოდისაა. მწიფდება ნოემბრის მეორე ნახევარში (უფრო _ მესამე დეკადაში). იყო შემთხვევები, როცა ჩვენი წინაპრები მას დეკემბერშიც კი კრეფდნენ და მაღლარ ვაზზე (ხეებზე) კრეფის დროს გიდლის გამოცვლის შუალედებში მკრეფავებს კეცით ან თიხის ჭურჭლით ნაღვერდალს აწვდიდნენ გასათბობად.
მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსისებრი, ხშირად ფრთიანიც, მეჩხერი ან საშუალო სიმკვრივის. მტევნის საშუალო წონა 133 გრამია, დიდი მტევნის წონა კი 252 გრამი.
მარცვალი მუქი წითელი ვარდისფერი იერით, საშუალო ზომის ან საშუალოზე მცირე, თითქმის მრგვალია. საკმაოდ სქელკანიანი, ხორციანი, წვნიანი და ტკბილი, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო გემოთი.
წვენის გამოსავლიანობა _ 77,4%, ტკბილის შაქრიანობა _ 19,5-21,0 %, საერთო მჟავიანობა _ 8,1-9,6%.
აღმოსავლეთ საქართველოში ჩხავერი ერთი თვით ადრე მწიფდება და უფრო მეტი შაქრიანობით ხასიათდება.
ღვინო ძირითადად ღია ვარდისფერია (ჩალისფერიდან მუქ ვარდისფერამდე), მეტად ნაზი, ჰარმონიული, შინაარსიანი, მაღალი გემური თვისებების მქონე, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური, ერთმანეთთან კარგად შეხამებული შემცველობით.
ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება დაუჭკნობლად!
ჩხავერისგან, გარდა სუფრის მშრალი ღვინისა, რომელიც თავისთავად საუკეთესოა _ `უკეთესს რას დალევს კაცი~, საქართველოში ქარხნული წესით იწარმოება ბუნებრივი სიტკბოს შემცვლელი ნახევრდატკბილი მაღალი ხარისხის სუფრის ღვინო.
უნდა ითქვას, რომ ამჟამად, დასავლეთის ქვეყნებში დიდი მოთხოვნილებაა ამ ტიპის ღვინოებზე, რომლებსაც ნახევრადმშრალი (0,5-3,0% შაქრის შემცვლელობით) და ნახევრადტკბილი (3,1-8,0 % შაქრის შემცვლელობით) ეწოდებათ. მაგალითად, გერმანიაში ღვინის წარმოების მოცულობაში ამ ტიპის ღვინოების ხვედრითი წილი 80%-მდეა.
ჩხავერის ნახევრადტკბილ ღვინოს, რომელიც საქართველოში 1934 წლიდან იწარმოება, სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. იგი ერთ-
15
ერთია ამ ტიპის იმ 8 ღვინოდან, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოებადაა აღიარებული. ესენია: ხვანჭკარა, ჩხავერი, ოჯალეში (საქართველო), შატო-იკემი, ბარზაკი (საფრანგეთი), აუსლეზე, შტეპლეზე (გერმანია), ტოკაის თვითნაბადი (უნგრეთი).
ასევე, საქართველოში, ქარხნული წესით, მისგან მზადდება ბუნებრივი ცქრიალა ღვინო “ჩხავერი” (“ჩქეფად”).
მათ, ვინც ოჯახის პირობებში აყენებს ღვინოს, გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა მაღალი ხარისხის ღვინო საჭიროებს დროულ და საჭირო რაოდენობით გადაღებას: პირველ წელს _ სამჯერ, შემდეგ კი წელიწადში ერთხელ. ასევე, დაძველებას ანუ გაუნძრევლად შენახვას სარდაფის პირობებში, სადაც ტემპერატურა შედარებით სტაბილურია და არ აღემატება 15 გრადუსს, მინიმუმ, ერთი წლით მაინც.
ჩხავერი, როგორც განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი ღვინო, ამ მოთხოვნების შესრულებას განსაკუთრებით მოითხოვს, თორემ ახალი ჩხავერის ღვინო (პირველ წელს მაინც) ერთი ჩვეულებრივი კარგი ღვინოა, ხოლო არაჩვეულებრივი იგი სწორედ დაძველების შედეგად ხდება.
16
ჩხავერს თავისი სიტყვა ჯერ ბოლომდე არ უთქვამს. წინაა მრავალი კონკურსი, ფესტივალი, აღიარება.
სტალინის მეხოტბე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ისტორიული ფაქტია: ეს დიდი პიროვნება ჩხავერის ღვინოს გამორჩევით მიირთმევდა. ამისთვის შეიქმნა 1929 წელს, ადგილის გულდასმით შერჩევის შედეგად, ბახვის ჩხავერის სპეციალიზირებული საბჭოთა მეურნეობა. ასეთივე მეურნეობა არსებობდა საჭამიასერში. გურული კაცის საზრიანობამ და შრომისმოყვარეობამ, მადლიანმა მიწამ და კეთილშეზავებულმა კლიმატმა შექმნეს მსოფლიო მევენახეობის შედევრი _ ჩხავერი, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. ამ დონის ვაზის ჯიში საქართველოშიც და გნებავთ, მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია.
ჩხავერი გურიის სახეა, ჩვენი სიამაყეა, ჩვენი წინაპრების ხსოვნაა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და მოფერება სჭირდება!~
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩხაიძეების გვარის წარმომადგენლებმა, `ასკანელმა ძმებმა~ ზურაბ, გოჩა და ჯიმშერ ჩხაიძეებმა ღირსეულად გააგრძელეს წინაპართაგან გადმოცემული ჩხავრის ღვინის წარმოების ტრადიციები.
ჩხაიძეთა გვარის ძირითად დასახლებად ლანჩხუთის რაიონის სოფელი აცანა ითვლება. აქ უცხოვრიათ ჩემს წინაპრებს _ ბესარიონ ჩხაიძესა და ეკა შევარდნაძეს (ჴჲჴ საუკუნის 20-იან წლებში).
ეკა წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანიდან ყოფილა. ბესარიონსა და ეკას შესძენიათ 12 შვილი, რომელთაგან სამი ბავშვობაშივე გარდაცვლიათ. აღუზრდიათ 8 ვაჟი და ერთი ქალი. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ უკანასკნელის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. რვა ვაჟიდან ორი ერისკაცი ყოფილა _ შევარდენი (ჩემი დიდი ბაბუის არტემის მამა) და ანტონი, ხოლო 6 დანარჩენი ძმა: გრიგოლი (გაბრიელ), მელიტონი, მელქისედეკი, სერაპიონი, სილიბისტრო და ნიკოლოზი _ სასულიერო პირები ყოფილან და ღირსეულად ემსახურებოდნენ საქართველოს ეკლესიას, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.
შევარდენ ჩხაიძეს, როგორც ჩანს, მამისეულ სოფელ აცანაში უცხოვრია, ხოლო ანტონს დედულეთში _ სოფელ ასკანაში.
ანტონს ცოლად თავად ამბაკო შალიკაშვილის შვილიშვილი სოფიო მიხეილის ასული შალიკაშვილი ჰყოლია. თავად ამბაკო შალიკაშვილის ოჯახის სიძეობა არ იყო ხელწამოსაკრავი საქმე, რადგან იგი გურიაში ძალზე ავტორიტეტული პიროვნება და გურიის გლეხთა 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური გახლდათ.
ანტონ ჩხაიძე
17
სოფ.აცანაანტონ ჩხაიძებესარიონ ჩხაიძე - ეკატერინე შევარდნაძემამა სერაპიონ ჩხაიძემამა ნიკოლოზ ჩხაიძემამა სილიბისტრო ჩხაიძეშევარდენ ჩხაიძემამა მელქისედეკი ჩხაიძემამა მელიტონ ჩხაიძემამა გრიგოლ ჩხაიძექალი (სახელი უცნობია)
18
სოფელ აცანის ხედი
ი. სიხარულიძე წერს: როგორც ომში გამოცდილი აფიცერი, მისვლისთანავე დააყენეს ჯანყის გამგედ... აჯანყების ჩახშობის შემდეგ ნიკოლოზ პირველმა ყველას აპატია, პრაპორშიკ ამბაკო შალიკაშვილის გარდა, რომელიც ღირსებააყრილი ციმბირში გადაასახლეს, სადაც კარგა ხანს დარჩენილა, მაგრამ, როდესაც აღმოსავლეთ ციმბირის გუნერნატორად მურავიოვი დაინიშნა, მან გაიგო კატორღაში შალიკაშვილის ყოფნა და დახმარებია განთავისუფლებაში, რადგან ათიოდე წლის წინ მთიელებთან ბრძოლაში იგი სიკვდილისგან ამბაკოს გადაურჩენია (`გლეხთა აჯანყება გურიაში~, გვ.58).
ანტონ ჩხაიძის დაქორწინებასთან დაკავშირებით საინტერესოა გავეცნოთ ერთ სახალისო ეპიზოდს ოთარ ფირალიშვილის წიგნიდან `ივანე გუგუნავა~.
მხატვარ ივანე გუგუნავას დედის სოფიო შალიკაშვილის ერთი ახლობელი თავადი მიხეილ შალიკაშვილი `ეკონომიურად გაქუცულ თავადებს ეკუთვნოდა, ვალში იყო ჩაფლული და მისგან როგორ დაეღწია თავი არ იცოდა. ერთ დღეს ბედმა გადმოხედა: ერთი წელში გამართული ვაჭარი, ანტონ ჩხაიძე (არტემის ბიძა, _ ზ.ჩ.) გამოეცხადა და საიდუმლოდ თავისი გულისნადები გაანდო: მე თქვენი ქალიშვილი არ მინახავს, მაგრამ უთუოდ მშვენიერი იქნება, მომათხოვეთ, სიძედ მიკადრეთ, მთელ ვალებს გაგისტუმრებთ და ერთ იმდენ ფულსაც მოგართმევთო. მიხეილი გააბრუა
19
ასეთმა მოულოდნელობამ. ვიღაც `გლეხუჭა~ ანტონს ქალს როგორ მისცემდა, მაგრამ ფულის ხსენებამ კი სული დაუბნიდა. ბევრი აღარ უფიქრია, სასწრაფოდ ერთი ხრიკი მოისაზრა და ანტონს თანხმობა განუცხადა, იმ პირობით, რომ მთხოვნელს იმ დღესვე, წინასწარ 500 მანეთი მოერბენინებინა, რაც ანტონმა პირნათლად შეასრულა. ყოველი შემთხვევისათვის ხელწერილი დაიწერა და ვადაც განისაზღვრა.
მიხეილის ქალიშვილი სოფიკო საუცხოო ადამიანი იყო, მაგრამ თავისი გარეგნობით მაინცადამაინც ვერ დაიკვეხნიდა. მიუხედავად ამისა, მისიანები ანტონა ვაჭარზე ასეთი გვარიშვილის გათხოვების შესახებ სიტყვის დაძვრასაც კი სათაკილოდ მიიჩნევდნენ. ფულის შოვნის შემთხვევა რომ არ გაეშვა, მიხეილმა გადაწყვიტა ანტონასთვის სოფიკოს ნაცვლად თავისი ნათლული გლეხის გოგოს _ ნანას გარიგება. მიხეილი დარწმუნებული იყო, რომ ანტონს ნანას სილამაზე თვალს მოსჭრიდა, დაბოლოს, ოინს რომ გაიგებდა, მაინც კმაყოფილი დარჩებოდა. მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა: ნანამ ნათლიას უარი ვერ გაუბედა, დანიშნულ დროს კი სოფლიდან ისე გაიპარა, რომ ვერავინ შეიტყო. ატყდა ჩოჩქოლი, ნანას ძებნა, სასიძოს აღშფოთება, მითქმა-მოთქმა, დაბოლოს, ანტონმა მიხეილის ძველი მოვალეების დარაზმვითა და საკუთარი ხელწერილის მომარჯვებით მიხეილი ისეთ ხაფანგში მოამწყვდია, რომ იძულებული გახადა თავისი სოფიკო მიეთხოვებინა.
ანტონს ასკანაში ჰქონდა საუცხოოდ მოწყობილი მსუყე ოჯახი. იგი ძარღვმაგარი ვაჭარი იყო. ამასთან, კომერსანტის შნოსა და ნიჭთან ერთად, ბევრი კარგი თვისებაც ახასიათებდა. იყო თურმე ავკარგიანი და კეთილი. ამიტომ სოფიკოსთან ერთად იმ დროის კვალობაზე თითით საჩვენებელი ოჯახი შეუქმნია. დრო მათთვის მხიარულად და საამოდ გადიოდა. ანტონის გლეხურ შთამომავლობას თანდათან ყველა ივიწყებდა და თავს იმითაც ინუგეშებდნენ, რომ მისი ხუთივე ძმა დიაკვნობითა და მღვდლობით გააზნაურიშვილებულა და მათთან ურთიერთობა არც ისე სათაკილო არისო~ (ოთარ ფირალიშვილი, `ივანე გუგუნავა~, გამომცემლობა ლიტერატურა და ხელოვნება, თბილისი, 1964 წელი, გვ.51).
აქ საყურადღებოა უმნიშვნელო უზუსტობა, ანტონს 5 კი არა, 7 ძმა ჰყავდა და მათგან 6, სასულიერო წარჩინებული პირი. ის, რომ ანტონი მშრომელი, გამრჯე, შეძლებული და უაღრესად ნიჭიერი კაცი იყო, დასტურდება აპოლონ წულაძის ავტორობით გამოცემული წიგნიდან `ეთნოგრაფიული გურია~.
აპოლონ წულაძე წერს: `გალობის მცოდნეთა უმეტესობას თავად-აზნაურები და მღვდლის ოჯახის წევრები შეადგენდნენ. გალობის შესწავლას, გარდა ბუნებრივი ნიჭისა, წერა-კითხვის ცოდნა, დიდი დრო და მოცალეობა სჭირდებოდა. ყველა ამისათვის კი მაშინდელ გლეხს არ ეცალა. ამიტომ მგალობელი გლეხი იშვიათი იყო. და თუ იყო, მას გააზატებულს, ნახევრად აზნაურს ეძახდნენ, სხვებთან შედარებით იგი უკეთესს პირობებში იმყოფებოდა~... `კარგ მგალობელს, თუ იგი ამავე დროს მასწავლებელიც
20
იყო, დიდად აფასებდნენ. ყველას უყვარდა, პატივს სცემდნენ და საერთოდ საზოგადო მოღვაწედ თვლიდნენ~.
`გურული სიმღერა შეგუებული, შეხამებული, მისადაგებული, შეხმატკბილებული იყო შრომა-გარჯილობასთან... სიმღერას სწავლობდნენ ყურისგდებით, ბუნებაში მოქმედების დროს, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სიმღერა გლეხობის კუთვნილება იყო და არა ბრწყინვალე წოდებისა. გალობა და მოლხენა კი თავადაზნაურობის საქმე გახლდათ და ძალიან ბევრი იშვიათი მგალობელ-მომლხენის ჩამოთვლა შეიძლებოდა მათი წრიდან. სამაგიეროდ ვერავინ დაასახელებს ამ ცნობილ და მართლაც ხელოვანი მომლხენებიდან ვინმე ყოფილიყო კარგი მომღერალი.~
`...ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც სიმღერა, მოლხენა, გალობა კარგად იცოდნენ. როგორიცაა, მაგალითად, ასკანის მცხოვრები ანტონ ჩხაიძე~ (აპოლონ წულაძე, `ეთნოგრაფიული გურია~, გამომცემლობა `საბჭოთა საქართველო~, 1997 წელი).
როგორც ვხედავთ, ანტონი მართლაც ბუნებისგან მრავალმხრივი ნიჭით შემკული პიროვნება ყოფილა და გურიაში საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა.
ანტონ ჩხაიძესა და სოფიო შალიკაშვილს ჰყავდათ შვიდი შვილი: გრიგორი, ელენე, ალექსანდრა, შოთა, ჩიტო (აპოლინარია), ქეთო და მიხეილი.
ასკანის ჩანჩქერი. ფოტო რევაზ ცქვიტინიძისა
21
გრიშა ჩხაიძე - ჲ მარგო ხარაზიშვილი ჲჲ ოლიმპიადა ჯინორია შოთა ჩხაიძე -ოლღა გაგუაელენე ჩხაიძე -ტიხონ ჭეიშვილიჰამლეტ ჭეიშვილიშუქურა ჭეიშვილი- დათიკო გიორგაძემაყვალა გიორგაძე - მურთაზ ნარეშელაშვილიკახაბერ მარგო გურამ ჩხაიძე -მედეა ტატიშვილიშოთა ჩხაიძე -ელენე ვაშაკიძეგელა ჩხაიძე - ხათუნა გაგუაკონსტანტინე რატი ბესარიონილაშა გურამიგიორგი ჩიტო ჩხაიძე - ჲ ვასილ კრავცოვი ჲჲ საშა კიზირიამიშა ჩხაიძე -მარიამ მგელაძექეთევან ჩხაიძეალექსანდრა ჩხაიძე - ჲ ვისიტი ნიკოლაისშვილი ჲჲ ლავრენტი მეფარიშვილიდონარა ჩხაიძე -ზურაბ ერისთავიეკატერინე გიორგი ერისთავი - თეონა კახიძელიზა ტანია კრავცოვა ჲ ჩაჩავა ჲჲ ?ბიძინა ნიკოლაისშვილიელეონორა ნიკოლაისშვილიანტონ ჩხაიძე - სოფიო შალიკაშვილისოფ.ასკანა
ეკა წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანიდან ყოფილა. ბესარიონსა და ეკას შესძენიათ 12 შვილი, რომელთაგან სამი ბავშვობაშივე გარდაცვლიათ. აღუზრდიათ 8 ვაჟი და ერთი ქალი. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ უკანასკნელის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. რვა ვაჟიდან ორი ერისკაცი ყოფილა – შევარდენი (ჩემი დიდი ბა- ბუის არტემის მამა) და ანტონი, ხოლო 6 დანარჩენი ძმა: გრიგოლი (გაბრიელ), მელიტონი, მელქისედეკი, სერაპიონი, სილიბისტრო და ნიკოლოზი – სასულიერო პირები ყოფილან და ღირსეულად ემსახურებოდნენ საქართველოს ეკლესიას, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.
ფოტოზე გამოსახული არიან:
I რიგი – ბავშვები. მარცხნიდან: 1. პეტია ნიკიფორეს ძე ჩხაიძე; 2. პავლე ნიკიფორეს
ძე ჩხაიძე (მეგის მამა); 3. ნინა ნიკიფორეს ასული ჩხაიძე (თენგიზის დედა).
II რიგი – მარცხნიდან: 1. უცნობია; 2. მამა გრიგოლ ბესარიონის ძე ჩხაიძე (არტემის
ბიძა); 3. უცნობია; 4. მამა სერაპიონ ბესარიონის ძე ჩხაიძე (არტემის ბიძა).
III რიგი. – დგანან მარცხნიდან: 1. უცნობი ქალბატონი; 2. ლიზა რვალაძე (ნიკიფორე
ჩხაიძის II მეუღლე); 3. მამა არტემ შევარდენის ძე ჩხაიძე ( ჩემი დიდი ბაბუა);
4. ნიკიფორე შევარდენის ძე ჩხაიძე ( არტემის ძმა); 5. ანტონ ბესარიონის ძე ჩხაიძე
(არტემის ბიძა); შუაში შესაძლებელია იყოს მამა მაკარი ჩხაიძე (მღვდელი).
გრიგოლ ჩხაიძე, სერაპიონ ჩხაიძე ძმათა შორის განსაკუთრებული ავტორიტეტითა და მდგომარეობით გრიგოლ (გაბრიელ) ბესარიონის ძე ჩხაიძე გამოირჩეოდა. იგი ბერი იყო და
შთამომავლობა არ დარჩენია. სხვადასხვა დროს უმოღვაწია გელათის, კაცხის, ჯრუჭის მონასტრებში. იყო წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსის „პირადი მოძღვარი, მესაიდუმლე და ეკონომოსი“ (მელიტონ კელენჯერიძე, „გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა“). გარდაცვლილა. 1912 წელს ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში, თებერვლის თვეში. დაკრძალულია გელათის მონასტერში. გარდაცვალებამდე იგი არქიმანდრიტის ხარისხში
გვ. 23
მღვდელი მელიტონ ბესარიონის ძე ჩხაიძე, ჩვენი მონაცემებით, 1900-1910 წლებში მღვდელმსახურებას ეწეოდა ქუთაისის მაზრის სოფელ გეგუთში. ჰყოლია ხუთი შვილი: აგრაფინა, სერაფიმა, ალექსანდრა, ილიადორი და კალენიკე. ეს უკანასკნელი 1914 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ყოფილა, ამავდროულად უმუშავია ღარიბ სასულიერო პირებზე ეპარქიულ სამზრუნველოში.
შემდგომში, რატომღაც, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუმთავრებია.
მღვდელი მელქისედეკ ბესარიონის ძე ჩხაიძე მღვდელმსახურებას ეწეოდა ქუთაისის მაზრის სოფელ ტყაჩირში. მის შესახებ სხვა ცნობები ვერ მოვიპოვეთ,
ისევე როგორც მღვდელ სილიბისტრო ბესარიონის ძე ჩხაიძის შესახებ, რომელსაც სამურზაყანოში, კერძოდ, სოფელ თაგილონში უმოღვაწია.
არ გაგვაჩნია სხვა ცნობები მღვდელი ნიკოლოზ ბესარიონის ძე ჩხაიძის შესახებაც, რომელიც 1909 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ფიჩხისჯვრის (დღევანდელი სოფელი მზიანი) ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრადაა მოხსენიებული.
მეტად შთამბეჭდავია ერთ-ერთი ძმის სერაპიონ ბესარიონის ძე ჩხაიძის მოღვაწეობა. იგი ამ მიზნით აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდში, 1877 წელს სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში ჩასულა.
ეს პერიოდი აფხაზეთის ისტორიაში უმძიმესია. მეორე მუჰაჯირობის შემდეგ, მართლმადიდებელი სასულიერო პირები სასტიკად იდევნებოდნენ და ახალგაზრდა სერაპიონის მხრიდან ასეთი ნაბიჯი მის უფლისადმი უდიდეს სიყვარულსა და თავდადებაზე მეტყველებს. ზუსტად 1877 წელს სოფ. ჯგერდში არსებული აღდგომის ეკლესია თურქებმა დაწვეს და გაანადგურეს. შემდგომში, 1886 წელს ხელახლა აშენდა ქვის ეკლესია სერაპიონის აქტიური მონაწილეობით. ამ ეკლესიაში იგი 1879 წლიდან მედავითნედ, ხოლო 1893 წლიდან 1912 წლამდე მღვდლად მსახურობდა.
რა მდგომარეობა იყო შექმნილი ამ რეგიონში სერაპიონის ჩასვლის წინ და რა ვითარებაში უნდა ემოღვაწა მას, ამაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის დეკანოზი იოსებ წერეთელი თავის მოგონებებში. იგი გაბრიელ ეპისკოპოსს ახლდა თან აფხაზეთში მოგზაურობისას. კერძოდ, ი. წერეთელი იგონებს: „1875 წელს გაბრიელს ვახლდი აფხაზეთში. მაისი იყო. ფოთიდან ბიჭვინტაში გავედით. იქიდან ხმელეთით, ცხენდაცხენ გამოვყევით აფხაზეთ-სამურზაყანოს... სოფ. ჯგერდში, საცა 300 კვამლი მოუნათლავი აფხაზი ესახლა, ერთი უსიამოვნება შეგვხვდა. მღვდლოთსას დავბინავდით. ჩვენთან იყო აფხაზეთის მისიონერ-ბლაღოჩინი დავით მაჭავარიანი. ღენ. გეიგმანი ახლო სოფელში დაბინავდა. შუაღამე იყო ატყდა საშინელი ხმაურობა. ჩვენს ბინას შემოერტყა 300 შეიარაღებულე აფხაზი. ჩვენ შევშინდით, გაბრიელი გვამხნევებდა. გამოვიდა აივანზე და ხალხს დაუწყო მშვიდება. არ სცხრებოდნენ და ყვიროდნენ: არ გვინდა ქრისტიანობა, გაგვშორდით, თვარა ამოგხოცავთ. მოჰყვა თოფის სროლა.
26 გვერდი
რიოდში ჩავიდა სოფელ ჯგერდში სერაპიონი და ოჯახიც შეუქმნია. ცოლად შეურთავს იქაური აფხაზი ეროვნების ქალი, გვარად ამიჩბა, რომლის მშობლებს ვაჟი არ ჰყოლიათ. ქორწინების შემდეგ სერაპიონს ახალშერთული მეუღლე ქუთაისში წაუყვანია ახლო ნათესავებთან (სავარაუდოდ, ძმებთან) და მთელი წელიწადი იქ ყოფილა ქართული ენისა და გიტარაზე დაკვრის შესასწავლად. შემდგომში მათ ოთხი ვაჟი შესძენიათ: სანდრო, გიორგი, კუტია და კიდევ ერთი, რომელიც ახალგაზრდა გარდაცვლილა.
ოთხივე ვაჟი დედის გავლენით თუ თხოვნით აფხაზებად დაწერილან ჩხეიძის გვარით. კუტია ჩხეიძეს ჰყოლია ორი შვილი: ელენე და პავლე. ეს უკანასკნელი აფხაზეთში ცნობილი პიროვნება იყო, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის მმართველის თანამდებობაზე. ამჟამად გარდაცვლილია და ანდერძის თანახმად დაკრძალეს სოფ. ჯგერდში, თავისი ბაბუის – სერაპიონის გვერდით, რომლის ხსოვნასაც დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ატარებდა თურმე.
ბ-ნი პავლეს მეუღლემ ქალბატონმა ზინა ფანცულაიამ, რომელიც ქ. სოხუმში ცხოვრობდა, ბევრი საინტერესო ცნობა მოგვაწოდა. სამწუხაროდ, ცნობილი მოვლენების გამო მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.
მკითხველისათვის საინტერესო იქნება ალბათ ბ-ნი ლორენცო შარანგიას მონათხრობი „სისხლის ძახილი“, რომელიც 2007 წლის 15 მაისს გამოქვეყნდა გაზეთ „სვაბოდნაია გრუზიაში“.
გიორგი სერაპიონის ძე ჩხეიძე, ანა ჩხეიძე, გურამ ჩხეიძე, ზინა ფანცულაია, პავლე ჩხეიძე, ქალბატონი ხანა
23
ძმათა შორის განსაკუთრებული ავტორიტეტითა და მდგომარეობით გრიგოლ (გაბრიელ) ბესარიონის ძე ჩხაიძე გამოირჩეოდა. იგი ბერი იყო და შთამომავლობა არ დარჩენია. სხვადასხვა დროს უმოღვაწია გელათის, კაცხის, ჯრუჭის მონასტრებში. იყო წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსის `პირადი მოძღვარი, მესაიდუმლე და ეკონომოსი~ (მელიტონ კელენჯერიძე, `გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა~). გარდაცვლილა 1912 წელს ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში, თებერვლის თვეში. დაკრძალულია გელათის მონასტერში. გარდაცვალებამდე იგი არქიმანდრიტის ხარისხში ყოფილა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად, ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსი ჴჲ საუკუნის ძეგლია და საჩხერის რაიონში, მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის ჯრუჭულას სათავეში მდებარეობს.
გრიგოლ ჩხაიძე სერაპიონ ჩხაიძე
24
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
25
გელათის მონასტერი
ჯრუჭის მონასტერი
26
მღვდელი მელიტონ ბესარიონის ძე ჩხაიძე, ჩვენი მონაცემებით, 1900-1910 წლებში მღვდელმსახურებას ეწეოდა ქუთაისის მაზრის სოფელ გეგუთში. ჰყოლია ხუთი შვილი: აგრაფინა, სერაფიმა, ალექსანდრა, ილიადორი და კალენიკე. ეს უკანასკნელი 1914 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ყოფილა, ამავდროულად უმუშავია ღარიბ სასულიერო პირებზე ეპარქიულ სამზრუნველოში. შემდგომში, რატომღაც, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუმთავრებია.
მღვდელი მელქისედეკ ბესარიონის ძე ჩხაიძე მღვდელმსახურებას ეწეოდა ქუთაისის მაზრის სოფელ ტყაჩირში. მის შესახებ სხვა ცნობები ვერ მოვიპოვეთ, ისევე როგორც მღვდელ სილიბისტრო ბესარიონის ძე ჩხაიძის შესახებ, რომელსაც სამურზაყანოში, კერძოდ, სოფელ თაგილონში უმოღვაწია. არ გაგვაჩნია სხვა ცნობები მღვდელი ნიკოლოზ ბესარიონის ძე ჩხაიძის შესახებაც, რომელიც 1909 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ფიჩხისჯვრის (დღევანდელი სოფელი მზიანი) ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრადაა მოხსენიებული.
მეტად შთამბეჭდავია ერთ-ერთი ძმის _ სერაპიონ ბესარიონის ძე ჩხაიძის მოღვაწეობა. იგი ამ მიზნით აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდში, 1877 წელს სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში ჩასულა. ეს პერიოდი აფხაზეთის ისტორიაში უმძიმესია. მეორე მუჰაჯირობის შემდეგ, მართლმადიდებელი სასულიერო პირები სასტიკად იდევნებოდნენ და ახალგაზრდა სერაპიონის მხრიდან ასეთი ნაბიჯი მის უფლისადმი უდიდეს სიყვარულსა და თავდადებაზე მეტყველებს. ზუსტად 1877 წელს სოფ. ჯგერდში არსებული აღდგომის ეკლესია თურქებმა დაწვეს და გაანადგურეს. შემდგომში, 1886 წელს ხელახლა აშენდა ქვის ეკლესია სერაპიონის აქტიური მონაწილეობით. ამ ეკლესიაში იგი 1879 წლიდან მედავითნედ, ხოლო 1893 წლიდან 1912 წლამდე მღვდლად მსახურობდა.
რა მდგომარეობა იყო შექმნილი ამ რეგიონში სერაპიონის ჩასვლის წინ და რა ვითარებაში უნდა ემოღვაწა მას, ამაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის დეკანოზი იოსებ წერეთელი თავის მოგონებებში. იგი გაბრიელ ეპისკოპოსს ახლდა თან აფხაზეთში მოგზაურობისას. კერძოდ, ი. წერეთელი იგონებს: `1875 წელს გაბრიელს ვახლდი აფხაზეთში. მაისი იყო. ფოთიდან ბიჭვინტაში გავედით. იქიდან ხმელეთით, ცხენდაცხენ გამოვყევით აფხაზეთ-სამურზაყანოს... სოფ. ჯგერდში, საცა 300 კვამლი მოუნათლავი აფხაზი ესახლა, ერთი უსიამოვნება შეგვხვდა. მღვდლისას დავბინავდით. ჩვენთან იყო აფხაზეთის მისიონერ-ბლაღოჩინი დავით მაჭავარიანი. ღენ. გეიგმანი ახლო სოფელში დაბინავდა. შუაღამე იყო. ატყდა საშინელი ხმაურობა. ჩვენს ბინას შემოერტყა 300 შეიარაღებული აფხაზი. ჩვენ შევშინდით, გაბრიელი გვამხნევებდა. გამოვიდა აივანზე და ხალხს დაუწყო მშვიდება. არ სცხრებოდნენ და ყვიროდნენ: არ გვინდა ქრისტიანობა, გაგვშორდით, თვარა ამოგხოცავთ. მოჰყვა თოფის სროლა. თოფის ხმაზე ღენ. გეიგმანიც მოვიდა. აფხაზები ჯერ არც მას შეუშინდნენ, მარა ბოლოს დიდი თათბირის შემდეგ დაიშალნენ...~ აი, ასეთ პე27
რიოდში ჩავიდა სოფელ ჯგერდში სერაპიონი და ოჯახიც შეუქმნია. ცოლად შეურთავს იქაური აფხაზი ეროვნების ქალი, გვარად ამიჩბა, რომლის მშობლებს ვაჟი არ ჰყოლიათ. ქორწინების შემდეგ სერაპიონს ახალშერთული მეუღლე ქუთაისში წაუყვანია ახლო ნათესავებთან (სავარაუდოდ, ძმებთან) და მთელი წელიწადი იქ ყოფილა ქართული ენისა და გიტარაზე დაკვრის შესასწავლად. შემდგომში მათ ოთხი ვაჟი შესძენიათ: სანდრო, გიორგი, კუტია და კიდევ ერთი, რომელიც ახალგაზრდა გარდაცვლილა. ოთხივე ვაჟი დედის გავლენით თუ თხოვნით აფხაზებად დაწერილან ჩხეიძის გვარით. კუტია ჩხეიძეს ჰყოლია ორი შვილი: ელენე და პავლე. ეს უკანასკნელი აფხაზეთში ცნობილი პიროვნება იყო, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის მმართველის თანამდებობაზე. ამჟამად გარდაცვლილია და ანდერძის თანახმად დაკრძალეს სოფ. ჯგერდში, თავისი ბაბუის _ სერაპიონის გვერდით, რომლის ხსოვნასაც დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ატარებდა თურმე.
ბ-ნი პავლეს მეუღლემ ქალბატონმა ზინა ფანცულაიამ, რომელიც ქ. სოხუმში ცხოვრობდა, ბევრი საინტერესო ცნობა მოგვაწოდა. სამწუხაროდ, ცნობილი მოვლენების გამო მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.
მკითხველისათვის საინტერესო იქნება ალბათ ბ-ნი ლორენცო შარანგიას მონათხრობი _ `სისხლის ძახილი~, რომელიც 2007 წლის 15 მაისს გამოქვეყნდა გაზეთ `სვაბოდნაია გრუზიაში~.
გიორგი სერაპიონის ძე ჩხეიძე, ანა ჩხეიძე, გურამ ჩხეიძე,
ზინა ფანცულაია, პავლე ჩხეიძე, ქალბატონი ხანა
28
იოსებ (კუტია) ჩხეიძესანდრო ჩხეიძე - ჲ ვერა ჲჲ ახვლედიანივარლამ ჩხეიძესერაპიონ ჩხაიძე - ამიჩბაევა ჩხეიძე ალიოშა ჩხეიძე ეკატერინე ჩხეიძე-ხარჩილავა კაკო ხარჩილავა საშა ხარჩილავა ნანი ხარჩილავა გიორგი ჩხეიძეელენე ჩხეიძეპავლე ჩხეიძე - ზინა ფანცულიასოფ. ჯგერდა, ოჩამჩირე?
29
სისხლის ყივილი
ჩემი დიდი მეგობარი თენგიზ გოგია აფხაზეთში ცნობილი პიროვნება გახლდათ. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი, წარმოშობით ოჩამჩირის რაიონის `სამეფო~ სოფლიდან _ აძიუბჟადან იყო. ეს სოფელი კოდორის სანაპირო ბორცვებზეა გადაჭიმული, სწორედ იქ, სადაც ეს მდინარე შავ ზღვას ერთვის. სოფელს `სამეფოს~ მხოლოდ იმიტომ კი არ უწოდებენ, რომ თავის დროზე იქ აფხაზ მმართველთა რეზიდენცია იყო. აძიუბჟის მადლიან მიწაზე დაიბადნენ აფხაზეთში და მის ფარგლებს გარეთ ყველასთვის ცნობილი ადამიანები, თავიანთ საქმეში ნამდვილი `მეფეები~: ისტორიკოსი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, მწერალი დიმიტრი გულია, თბილისის `დინამოს~ ლეგენდარული მეკარე ვოვა მარღანია და ბევრი სხვა.
აძიუბჟაში, მდინარე კოდორზე გადაჭიმულ რკინიგზის ხიდთან, ზღვის პირას, უცნობი ქალბატონი ამშობიარა ალექსეი პეშკოვმა, ახალგაზრდამ, რომელიც შემდგომში მსოფლიომ გაიცნო, როგორც სახელგანთქმული რუსი მწერალი მაქსიმ გორკი. ეს შემთხვევა მან თავის ერთ-ერთ პირველ მოთხრობაში (`ადამიანის დაბადება~) აღწერა.
ამ სოფელში ბევრი შერეული ოჯახი იყო და ყველა აფხაზურად და მეგრულად ლაპარაკობდა. აფხაზების უმეტესობას მეგრელი ნათესავი ჰყავდა, ან _ პირიქით.
სხვების მსგავსად, გოგიას ოჯახიც აფხაზებთან იყო დანათესავებულ-დამეგობრებული. ამასთან დაკავშირებით, ერთი ეპიზოდი მინდა გიამბოთ.
თენგიზი აფხაზეთში ერთადერთი ლუდის ქარხნის დირექტორი იყო. ერთხელ მას გურიიდან კოლეგები ესტუმრნენ. ახლა საპატიო სტუმრებს რესტორანში ეპატიჟებიან, მაშინ კი _ მხოლოდ სახლში იწვევდნენ! მით უფრო, რომ თენგიზის მამა, მიშა, მეტად პატივსაცემი კაცი გახლდათ, ჩვენს ადათ-წესებს მკაცრად იცავდა, ხოლო სოხუმში მისი სახლი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ერთხელ, როდესაც თენგიზს სტუმრები სახლში მიჰყავდა, გზად თავისი ნათესავი ზაურ ჩხეიძე შემოხვდა და ისიც სიხარულით ჩაისვა მანქანაში.
ზაური აფხაზი იყო და, `გამარჯობას~ გარდა, ქართულ ენაზე ერთი სიტყვაც არ იცოდა. გურული ჩხეიძე აფხაზი როგორ გახდაო, გაიოცებს მკითხველი. ძველად, რევოლუციამდე, ოჩამჩირის მაზრის აფხაზურ სოფელ ჯგერდას ადგილობრივ ეკლესიაში თბილისიდან გაგზავნეს ახალგაზრდა
30
მართლმადიდებელი დიაკვანი, გვარად ჩხეიძე (რეალურად სერაპიონ ჩხაიძე. შემდგომში მისი შთამომავლობა რატომღაც ჩხეიძეებად იწერებოდნენ. ზ.ჩ.). მაღალი სულიერების, მოყვასისადმი გულწრფელი და მეტად თბილი დამოკიდებულების გამო, იგი სოფელმა ძალიან შეიყვარა. მალე მისი მღვდლად წარდგენის საკითხიც დადგა, მაგრამ, მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებით, ამ წოდების მინიჭება მხოლოდ დაქორწინებული ადამიანისთვის შეიძლებოდა. სწორედ იმ პერიოდში, დიაკვანს საეკლესიო სამოსი შემოაცვდა და ახლის შეკერვა გადაწყვიტა. მასთან ზომების ასაღებად მისულ მკერავებს მზეთუნახავი აფხაზი ქალი, მარია ამიჩბა ახლდათ თან. დაინახა თუ არა იგი, დიაკვანმა მიიჩნია, რომ ეს ბედის ნიშანი და უფლის საჩუქარი იყო.
მათი ქორწილი მთელმა სოფელმა იზეიმა. ახალგაზრდა ოჯახს მალე შვილებიც შეეძინა _ აფხაზი, ოჩამჩირელი ჩხეიძეები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილი პავლე ჩხეიძე გახლდათ. იგი წლების მანძილზე რესპუბლიკის ბანკს ხელმძღვანელობდა. ჩხეიძეების სახლს ვსტუმრობდი ხოლმე აფხაზეთის ერთ-ერთ საუკეთესო შვილთან, სოფელ ჯგერდის მკვიდრ, შეუდარებელ ივანე ამიჩბასთან ერთად, რომელიც ხშირად მეგობარს კი არა, ძმას მეძახდა.
ამჟამად თენგიზ გოგია მოსკოვში ცხოვრობს და თავის მეუღლე ტანიასთან ერთად ინახავს და წმინდად იცავს მშობლიური მხარის ტრადიციებს. მათი ნადიმი არა მხოლოდ კერძების სიუხვითა და დახვეწილობით გამოირჩევა, არამედ იქ ყოველთვის ქართული სული ტრიალებს. ადვილი წარმოსადგენია, როგორი ლხინი იმართებოდა სოხუმში, გოგიების დიდებული სახლის უზარმაზარ დარბაზში.
ტრადიციის თანახმად, სტუმრები და მასპინძლები ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ხოლმე. მაგიდის ერთ კიდეს ოჯახის უფროსი, ცხონებული მიშა გოგია უჯდა, მეორეს კი _ თამადა.
ერთ-ერთი ასეთი ნადიმის დროს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე, სუფრა თანდათანობით ფარულ, მერე კი აშკარა შეჯიბრში გადაიზარდა არა მხოლოდ ღვინის სმაში, არამედ სადღეგრძელოს თქმის ხელოვნებაში, ცეკვაში, სიმღერაში, ხუმრობაში... ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე. ბოლოს გურულებმა `კოზირი დადეს~: სახელგანთქმული მრავალხმიანი `კრიმანჭული~ დასძახეს. ეს, მართლაც, გამაოგნებელი და ზღაპრული სანახაობა იყო: უზარმაზარ ოთახში, რომელიც ზომით მცირე საკონცერტო დარბაზს არაფრით ჩამოუვარდებოდა, კედლები და ჭერი თითქოს შეტორტმანდა _ მძლავრად, სულ უფრო მრავალფეროვანი და მაღალი ბგერების ელვარებით დაიქუხა გურული სუფრის ჰიმნმა. ამ სიმღერა-საოცრებას, თვით ზეცით კურთხეულსა და საუკუნეებით გაბრწყინებულს, ასე მხოლოდ გურულები მღერიან.
აფხაზურმა მხარემ წამით თითქოს უკან დაიხია, დამარცხება აღიარა. უეცრად, მასპინძელთა რიგებიდან გაისმა ხმა, რომელიც თავდაჯერებულად და აწყობილად შეერწყა საერთო ჰარმონიას. ეს ხმა ეკუთვნოდა აფხაზ ზაურ ჩხეიძეს, რომელსაც `კრიმანჭულის~ ღვთიური ჰანგების მოსმენამ სისხლის ყივილი განაცდევინა.
31
ზურა ჩხაიძე, თენგიზ გოგია, ვასო დავითაია და ვასო ბერულავა
შვიდი ძმის შესახებ ჩემ მიერ გადმოცემული მონათხრობის შემდეგ თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ძმათაგან მერვეს, ჩემი დიდი ბაბუის არტემის მამას, შევარდენ ჩხაიძეს.
მას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამისეულ კერაზე, სოფელ აცანაში უცხოვრია. ვერ მოვიპოვეთ ცნობა მისი მეუღლის შესახებ, რომელთან ერთადაც ხუთი შვილი აღუზრდია. სერგო, რომელსაც ოჯახი არ შეუქმნია, მიხეილი, ნიკიფორე, არტემი და ანა. მიხეილი და არტემი სასულიერო პირები იყვნენ.
შევარდენ ჩხაიძის ერთადერთი ასული ანა ცოლად შეურთავს სოფელ ფიჩხისჯვრის (დღევანდელი მზიანი) მაცხოვრებელ ყაფლან ჟღენტს, რომელთაც ოთხი შვილი აღუზრდიათ: ვლადიმერ (ლადიკო), სიმონ, თეო და ვასილი. მათგან გამორჩეულად აღნიშვნის ღირსია, შემდგომში უდიდესი მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, ვლადიმერ (ლადიკო) ჟღენტი.
ვლადიმერ ჟღენტი 1891 წელს დაიბადა. 1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა იგი მიიწვია უნივერსიტეტში და ჩააბარა სამკურნალო ფაკულტეტის პა32
თანატომიის კათედრა, სადაც 1972 წლამდე მუშაობდა. 1932-1959 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1945 წლიდან _ პრორექტორი), 1954-1958 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამეცნიერო საბჭოს.
ივ. ჯავახიშვილს მოცემული აქვს ჟღენტის დახასიათება თსუ-ს უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებელთა სიაში, რომელიც მან როგორც თსუ-ს რექტორმა, 1923 წლის 21 მარტს სახალხო განათლების კომისარიატს გაუგზავნა.
შუაში ანა ჩხაიძე შვილებთან, მარჯვნივ თეო ჟღენტი, დგანან მარცხნიდან ვლადიმერ ჟღენტი და სიმონ ჟღენტი
33
მამა არტემ ჩხაიძენიკიფორე ჩხაიძეშევარდენ ჩხაიძე - ?ანა ჩხაიძესერგო ჩხაიძე მამა მიხეილ ჩხაიძესოფ. აცანა
34
ვლადიმერ ჟღენტი ბორჯომში ნათესავებთან ერთად
ვლადიმერ ჟღენტი ივანე ჯავახიშვილის უმცროსი მეგობარი იყო. შემდგომში იგი იგონებდა: `კარგად მახსოვს თუ როგორი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა იგი თვალყურს ყოველ ჩემს მოქმედებას, სიტყვას, აქტის წერას.~ სწორედ ვლადიმერ ჟღენტს, ირ. ტატიშვილსა და არკ. ჯორბენაძესთან ერთად, 1940 წლის 19 ნოემბერს დაეკისრა გარდაცვლილი ივანე ჯავახიშვილის გაკვეთა და შესაბამისი ოქმის შედგენა, (თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წ. ივანე ჯავახიშვილი, ენციკლოპედიური ლექსიკონი. მთ. რედაქტორი აკად. როინ მეტრეველი).
მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, დაარსა საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა) და იყო მისი თავმჯდომარე, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
აკადემიკოსი ვლადიმერ ჟღენტი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ანა ჩხაიძისა და ყაფლან ჟღენტის შთამომავლებიდან დაკავშირება შევძელი ქ. ოზურგეთში მცხოვრებ ვასილ ჟღენტთან, რომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ავაგეთ კიდეც ყაფლანისა და ანას შთამომავალთა გენეალოგიური ხე. აქ აღნიშნული ადამიანებიდან, ვასილის გარდა, განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა ბატონ რეზო ჟღენტთან, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მზიანის კოლმეურნეობის ხელმძღვანელი გახლდათ. იგი დღესაც ცხოვრობს და შრომობს მშობლიურ მზიანში.
35
ყაფლან ჟღენტი -ანა ჩხაიძე სოფ.ფიჩხისჯვარი (მზიანი)ვაჟა იზო მედიკო რეზოთინიკოქეთინოსიმონმავრაპელოლენათეო ჟღენტი ჯაველიძისაეველინა ვლადიმირ ჟღენტიმანანაოთარივენერანინიჩქაკოკოლიაციცინონატაშალოლაკაკო (მიხეილი)ნევროვასილი-იზოლდამიხეილივასილიგიორგიმარიამინინომაია - თემურ ჩავლეიშვილი ნიკოლოზინინოქეთინოვასილ ჟღენტილეილაციალასიმონ ჟღენტი
36
***
მიხეილ ჩხაიძე სასულიერო პირი ყოფილა და დუშეთის მაზრის სოფელ ბოდავში უმოღვაწია. ცოლად ივანიშვილის გვარის ქალი ჰყოლია, სახელად სოფია. მათ სამი შვილი შესძენიათ: ანტონი, მინადორა და ნინა, ეს უკანასკნელი ადრე გარდაცვლილა `ცნობის ფურცლის~ მიხედვით, თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის ახალ კურსდამთავრებული ნინო, მღვდლის, მიხეილ ჩხაიძის, ასული, 1906 წელს დუშეთში დაკრძალეს.
ანტონის მეუღლეს მაშო რქმევია, გვარად ქართველიშვილი.
მინადორას ოჯახი ლევან მესხიძესთან შეუქმნია და სამი შვილი შესძენიათ: ლადო, არჩილი და ნუცა. ჩემდა საბედნიეროდ ახლო ნაცნობობა და ურთიერთობა გამაჩნია ბატონი ლადოს შვილთან, ქალბატონ ლამარა მესხიძესა და მის მეუღლე ბატონ ლევან გეგეშიძესთან. პირადად ვიცნობდი ქალბატონი მინადორას შვილს, უსათნოეს ადამიანს, ქართული ფოლკლორული კოლექტივების დირიჟორსა და დამსახურებულ პედაგოგს არჩილ მესხიძეს (1912-1999) და მის ძვირფას მეუღლეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობსა და რეჟისორს, ანიკო ავლოხაშვილს (1917-1994 წწ.). ორივე მათგანი ჩემს ქორწილშიც ბრძანდებოდა და თავიანთი უმშვენიერესი სიმღერით წარუშლელი მოგონებები დაგვიტოვეს იქ დამსწრე საზოგადოებას.
არჩილსა და ანიკოს ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. 1936 წლის 13 მარტს ქალაქ თბილისში დაბადებული ნანა (ნანული) მესხიძე. ნანამ კულტურისადმი სწრაფვა ადრეულ ასაკში გამოავლინა. იგი საშუალო სკოლის უკანასკნელ კლასებში გატაცებული იყო კლასიკური მუსიკით, მაგრამ შემდგომში უპირატესობა სახვით ხელოვნებას მიანიჭა. თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1957 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე _ პედაგოგი უჩა ჯაფარიძე), რომელიც წარმატებით დაამთავრა 1963 წელს და შეუდგა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1965 წელს იგი საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი გახდა, ხოლო 1977 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ქორწინებაში იყო 1936 წელს, აბაშაში დაბადებულ ცნობილ მხატვარ რადიშ თორდიასთან. ეს უკანასკნელი არის საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1979წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980წ.), საქართველოს სახალხო მხატვარი (1990წ.), ღირსების ორდენის კავალერი (1996წ.). მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს ცნობილ და უდიდეს მუზეუმებში.
ნანა 1997 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
ნანასა და რადიშს ორი ვაჟი ჰყავდათ. საბა ძალზე ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა, რატი კი მშობლების კვალს გაჰყვა, მხატვარ-დიზაინერია, ცხოვრობს ქ. თბილისში.
37
ანტონ ჩხაიძე - მაშო ?მამა მიხეილ ჩხაიძე - სოფია ივანიშვილინინა ჩხაიძეარჩილ მესხიძე -ანიკო ავლოხაშვილინანა მესხიძე -რადიშ თორდიასაბა რატი თორდია -ირმა ხელაშვილითეკლა ნია ნიკოლოზი თამარ ჩხაიძეშოთა ჩხაიძეელენე ჩხაიძე - ?გურამილიანა - ?ზაზალევანივახტანგ ჩხაიძელუნარა ჩხაიძევახტანგ ლუკადუშეთის მაზრა სოფ. ბოდავინუციკო მესხიძე -შალვა ჯოხაძემანანათამრიკოლევან ჯოხაძე-ხათუნა იმნაიშვილიბექა ჯოხაძე - ?მინადორა ჩხაიძე -ლევან მესხიძელადო მესხიძე -ანიკო ჟორჯოლიანილამარა მესხიძე -ლევან გეგეშიძეგია გეგეშიძე -თამრიკო დარჩიალევან გეგეშიძე - ?ანანო გეგეშიძეანა გიორგიმაია გეგეშიძე - დათო ლორთქიფანიძემარიკა ნინო ნიკოლოზილევანი
38
არჩილ მესხიძე, ანიკო ავლოხაშვილი
39
ნანა მესხიძე (1936-1997)
ნანა (ნანული) მესხიძე (დაბ. 13 მარტი, 1936, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 1997, თბილისი), ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პედაგოგი. მიეკუთვნება ჴჴ საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში.
დაიბადა თბილისში 1936 წლის 13 მარტს. მშობლები: ქართული ხალხური სიმღერების ლოტბარი და დამსახურებული პედაგოგი არჩილ მესხიძე (1912-1999) და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორი ანიკო ავლოხაშვილი (1917-1994). ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშვობიდანვე გამოაჩნდა — თავდაპირველად ის კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული, მაგრამ საბოლოოდ მან სახვითი ხელოვნება აირჩია.
1944-1952 წლებში სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალთა 23-ე საშუალო სკოლაში.
1953 წელს გამოცდები ჩააბარა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, ხოლო 1957 წელს, ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აქ მისი პედაგოგი ფერწერის ფაკულტეტზე იყო გამოჩენილი ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე.
1963 წელს ნანა მესხიძემ წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია (სადიპლომო ნამუშევარი _ „ჩვენი ეზო“), რის შემდეგაც ის უკვე აქტიურად მონაწილეობს საკავშირო და საზღვარგარეთულ გამოფენებში.
1965 წელს გახდა მხატვართა კავშირის წევრი.
1977 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
1983-1988 წწ. მუშაობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში ფერწერის პედაგოგად.
1961-1980 წწ. მისი მეუღლე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი რადიშ თორდია (დაბ. 1936).
შვილები: რატი თორდია (დაბ. 1966) და საბა თორდია (1971-1992).
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და რუსეთის გალერეებში. პერიოდულად თანამშრომლობდა ჟურნალ „საქართველოს ქალთან“, წლების მანძილზე დაილუსტრირებული აქვს სხვადასხვა ტიპის პუბლიკაცია.
გარდაიცვალა თბილისში 1997 წლის 31 აგვისტოს.
რჩეული ნამუშევრები [რედაქტირება]
40
• `ძმა და და~ (1963)
• `ჩემი მამა~ (1965)
• `თამაში~ (1965)
• `ოთხნი~ (1966)
• `გოგონები~ (1967)
• `დედები~ (1968)
• `დაბადება~ (1969)
• `გამარჯვების დღე~ (1970)
• `ბავშვები სანაპიროზე~ (1971)
• `ჩოგბურთელები~ (1971)
• `ავტოპორტრეტი~ (1973)
• `მუზეუმში~ (1975)
• `მინდორში (იდილია)~ (1975)
• `მსახიობები კულისებს მიღმა~ (1975)
გამოფენები და მივლინებები [რედაქტირება]
• 1963 — ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა (გაზ. „თბილისი“, №63).
• 1966 — ახალგაზრდა მხატვართა ნაწარმოებების გამოფენა თბილისის ეროვნულ გალერეაში (გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1966 წ. 2 დეკემბერი).
• 1967 — მეორე საკავშირო გამოფენა „ფიზკულტურა და სპორტი სახვით ხელოვნებაში“.
• 1967 — საბჭოთა სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა გამოფენა იაპონიაში.
• 1968 — შემოქმედებითი მივლინება რუმინეთში.
• 1968 — ახალგაზრდებისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალი სოფიაში.
• 1968 — გამოფენა `საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მხატვრები~ გდრ-ში.
• 1968 — გამოფენა `საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მხატვრები~ უნგრეთში.
• 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა მოსკოვში.
• 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა სირიაში.
• 1978 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა ერაყში.
• 1978 — მხატვართა სპეციალური ჯგუფის მოგზაურობა იტალიასა და მალტაში.
• 1978 — მხატვართა სპეციალური ჯგუფის მოგზაურობა გდრ-ში.
• 1979 — შემოქმედებითი მივლინება ბალტიისპირეთში.
• 1979 — ხუთი დემოკრატიული ქვეყნის მხატვართა საერთაშორისო სიმპოზიუმი პრაღაში (ჩეხოსლოვაკია).
• 1982 — შემოქმედებითი მივლინება ფინეთში.
• 1983 — პერსონალური გამოფენა „ძალა სიმრავლეშია“ თბილისის
41
სადღესასწაულო ცენტრში (გაიხსნა 1 ივნისს).
• 1990 — შემოქმედებითი მივლინება პალანგის (ლიტვა) მხატვრის სახლში, ორი გამოფენა.
ბიბლიოგრაფია [რედაქტირება].
• ლ.ხახმიგერაშვილი _ გაზაფხულის ფერები გიხმობთ (გაზეთი `თბილისი~, 15 მარტი, 1963).
• საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენა `მშვიდობის სადარაჯოზე~ (კატალოგი. თბილისი, 1965).
• Всесоюзная художественная выставка `На страже мира~ (კატალოგი. `Советский художник~, მოსკოვი, 1965).
• ნანა მესხიძე (ბუკლეტი. `ხელოვნება~, თბილისი, 1973).
• დიადი გამარჯვების 30 წელი (კატალოგი. თბილისი, 1975).
• В.Беридзе, Н.Езерская _ Искусство Советской Грузии 1921-1970 (მოსკოვი, 1975).
• Григор Парусидзе _ Я для тебя лишь сердце ширю (ჟურნალი `Дружба народов~, №2, 1975).
დედები
42
• Всесоюзная художественная выставка `Слава труду~ (კატალოგი. `Советский художник~, მოსკოვი, 1976).
• ოთარ ეგაძე _ მხატვართა შორის (თბილისი, 1976).
• Выставка живописи пяти грузинских художников (კატალოგი. მოსკოვი, 1977).
• მორის ფოცხიშვილი _ მადლი დედაშვილობისა (ჟურნალი `საქართველოს ქალი~, №1, 1983).
• PAAA 90 (კატალოგი. 1990).
რადიშ თორდია
რადიშ თორდია (დაბ. 21 აგვისტო, 1936, აბაშა), ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი,საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დოცენტი და პედაგოგი. მიეკუთვნება ჴჴ საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში.
დაიბადა აბაშაში 1936 წლის 21 აგვისტოს. მშობლები: ტერენტი თორდია და ვერა ჩოჩია.
1953-1957 წწ. სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერის ფაკულტეტზე მისი პედაგოგი იყო ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია და ამის შემდეგ ღებულობდა მონაწილეობას საკავშირო და საზღვარგარეთულ გამოფენებში. 1977 წელს ოთხ ქართველ მხატვართან ერთად (ნანა მესხიძე, გივი ნარმანია, ზურაბ რაზმაძე და ბეჟან შველიძე) მიიღო მონაწილეობა მოსკოვში, სირიასა და ერაყში გამართულ გამოფენებში.
1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის გალერეებში.
მეუღლე: მარიამ გველესიანი (დაბ.1950). შვილები: თეა თორდია (დაბ.1984), საბა თორდია (1971-1992) და რატი თორდია (დაბ. 1966).
43
გამოფენები
ერთობლივი გამოფენები
• 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა მოსკოვში.
• 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა სირიაში.
• 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა ერაყში.
• 1978 — ქართველ მხატვართა გამოფენა დამასკოში.
• 1981 — გამოფენა `10 გამოჩენილი ქართველი მხატვარი~ მოსკოვში
• 1982 — საერთაშორისო გამოფენა პრაღა-პარიზში.
• 1986 — ქართველ მხატვართა გამოფენა მადრიდში.
• 1987 — საბჭოთა მხატვართა გამოფენა დუისბურგში.
• 1987 — ქართველ მხატვართა გამოფენა ბუდაპეშტში.
• 1988 — საბჭოთა და გერმანელ მხატვართა გამოფენა ვილნიუსში.
• 1990 — ოთხი საბჭოთა მხატვრის გამოფენა დუისბურგში.
• 1991 — ქართველ მხატვართა გამოფენა პარიზში.
• 1991 — ქართველ მხატვართა გამოფენა იაპონიაში.
• 1997 — ქართველ მხატვართა გამოფენა იტალიაში.
• 1997 — ქართველ მხატვართა გამოფენა პრაღაში.
პერსონალური გამოფენები
• 1980 — თბილისი
• 1980 — ტუნისი
• 1989 _ მოსკოვი
• 1992 _ კიოლნი
• 1996 _ დრეზდენი
• 2000 _ თბილისი
44
რატი თორდია
რატი თორდია (დაბ. 25 დეკემბერი, 1966 წ. თბილისი), ქართველი მხატვარ-ფერმწერი.
რატი თორდია დაიბადა 1966 წლის 25 დეკემბერს თბილისში. მხატვარი-ფერმწერი.
მშობლები: საქართველოს დამსახურებული მხატვრები რადიშ თორდია (დაბ. 1936) და ნანა მესხიძე (1936-1997).
1972-1982 წწ. სწავლობდა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში.
1982-1985 წწ. სწავლობდა საღამოს სკოლაში, პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია `ქართულ ფილმში~ მებუტაფორე-დეკორატორად.
1985 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრი აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგი იყო სერგო კაშხიანი. ამავე წელს გაიწვიეს ჯარში, სადაც მონაწილეობა აქვს მიღებული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აგებული მონუმენტური კომპლექსის მშენებლობაში.
1990 წელს დაზგური გრაფიკის ფაკულტეტიდან გადადის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგები არიან გოგი თოთიბაძე და დიმიტრი ხახუტაშვილი.
1993 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით.
1995-1998 წწ. სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგი იყო გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე. სწავლების პერიოდში მას დაწერილი აქვს რამდენიმე პიესა როგორც სიმებიანი კვარტეტისათვის, ასევე ფორტეპიანოს, ფლეიტისა და გიტარისათვის, თუმცა, აკადემიისგან განსხვავებით, კონსერვატორიაში სწავლა რატიმ მესამე კურსიდან საკუთარი ნებით შეწყვიტა.
1998 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
2011 წლიდან მუშაობს დიზაინრად გამომცამლობაში „პალიტრა “.
ჰყავს ოჯახი: მეუღლე _ ირმა ხელაშვილი (დაბ. 1976), შვილები: თეკლა (დაბ. 2001), სიდონია (დაბ. 2005) და ნიკოლოზი (დაბ. 2010)
45
რჩეული ფერწერული ნამუშევრები: `ნატურმორტი ლიმნით~ (1989), `დაბადება~ (1993), `მიმინოები~ (1993), `გოლგოთა~ (1998), `ფილოსოფოსი~ (2008).
გამოფენები: 1987 _ საბჭოთა კოსმონავტიკის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში, 1990 _ გამოფენა პალანგაში, ლიტვა.; 1998 _ `მოგონება~, გალერეა `ჰობი~, თბილისი; 2009 _ დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, გალერეა `ჰობი~, თბილისი.
46
ანტონ ჩხაიძე მეუღლე მაშო ქართველიშვილთან, შვილებთან ვახტანგსა და ელიკოსთან
ლადო და ლამარა მესხიძეები
47
მინადორ მიხეილის ასული ჩხაიძე
ნინა მიხეილის ასული ჩხაიძე
48
ლამარა მესხიძე
ლევან გეგეშიძე
49
გია გეგეშიძე
მაია და ნინო ლორთქიფანიძეები
50
ლევან ჯოხაძე
ნუცა მესხიძე, მანანა ჯოხაძე, ბექა ჯოხაძე
51
***
ნიკიფორე შევარდენის ძე ჩხაიძე ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში, განათლება მიღებული ჰქონია პეტერბურგში, იყო რკინიგზის ჩინოსანი. პირველი მეუღლე, ესმა, გარდაეცვალა, რომლისგანაც დარჩა შვილები: თამარი (ბავშვობის ასაკში გარდაცვლილა), ნინა, პავლე და პეტრე. შემდეგ ნიკიფორეს მეორე ცოლი შეურთავს, ქ-ნი ლიზა ხვადაძე, შესძენია გრიშა ჩხაიძე (შემდგომში ცნობილი ფილოლოგი და ისტორიკოსი), ილია და კოლია ჩხაიძე (შემდგომში სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი), რომელიც ცხოვრობდა ხაშურის რაიონში.
ნინა ჩხაიძე დაბადებულა 1902 წელს, განათლებით ინჟინერი ყოფილა, გათხოვილი იყო ცნობილ რუს ინჟინერ სერგეი კოჩენკოზე, რომელიც ხაშური-თბილისის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. მათ ორი შვილი ჰყოლიათ, ზარეტა და თენგიზ ჩხაიძე _ სპეციალობით ინჟინერია და მუშაობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში.
პავლე ჩხაიძე 1900 წელს დაბადებულა ქ. ქუთაისში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. იგი 1937 წლის ნოემბერში, როგორც `ხალხის მტერი~, დაუპატიმრებიათ და იმავე წლის დეკემბერში დახვრიტეს. როგორც მისი უფროსი შვილი მეგი ჩხაიძე იგონებს, მათი ბინა გაუჩხრეკიათ და წაუღიათ ყველაფერი, რაც მოეწონათ. ბინის ნახევარი ოჯახს წაართვეს და სხვა შეასახლეს.
მეგი ჩხაიძე, როგორც `ხალხის მტრის~ შვილი, მუსიკალური სასწავლებლიდან გაურიცხავთ. ხელისუფლების დამოკიდებულება ბავშვების მიმართაც კი იმდენად არაადამიანური იყო, რომ მეგისა და მის უმცროს დებს, ცისანას და ქეთევანს, მაღაზიაში პურსაც კი არ აძლევდნენ, ტროცკისტების ოჯახების წევრებს არ ერგებათო.
შემდგომში პროფესიით ექიმი, ქალბატონი მეგი ჩხაიძე 1944 წელს ქერჩში გაამწესეს, სადაც ხელი დაიზიანა და ნებართვის მიღების შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სახლში დაბრუნებული ქალბატონი მეგი დეზერტირად შერაცხეს და დააპატიმრეს. მხოლოდ ახლობლებისა და ნათესავების დიდი მონდომებითა და ძალისხმევით მოხერხდა თურმე მისი პატიმრობიდან განთავისუფლება. ქ-ნმა მეგიმ თითქმის 60 წელი იმუშავა საქართველოს რკინიგზის საავადმყოფოში და მუდამ განსაკუთრებული პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა.
52
ზარეტა კოჩენკოთენგიზ ჩხაიძე - ლია თარხნიშვილინინო ჩხაიძეირაკლი ჩხაიძე - თამარ ბიბილაშვილისალომე გიორგი ცისანა ჩხაიძე - თეიმურაზ ბარამიძესოფიკო ბარამიძე - ალექსანდრიაქეთო ჩხაიძე - გილო ოსიტაშვილიდათო ოსიტაშვილითამუნა ოსიტაშვილი - დავით დონდუათორნიკე მეგი ჩხაიძე - ვახტანგ გვეტაძელალი გვეტაძე - ირაკლი ჯიქურაშვილიდათო მაია თინიკო ნინო გვეტაძე - ბესო გიორგობიანიგიორგი ქ. ქუთაისიკოლია ჩხაიძე - ნათელა ლომინაძეზურაბ ჩხაიძე - ლალი ხუსკივაძემარიამ გოჩა ჩხაიძე - მაია ტყეშელაშვილიდავითი ნიკოლოზ ჩხაიძე - მირანდა მგელაძემაია ნინოილია ჩხაიძე - ანია ?გრიშა ჩხაიძე- მარგალიტა ყიფიანითამაზი ჩხაიძე- ელენე ჟღენტიგრიგოლი ქეთევან გურჩიანი- სიმონ ჯანაშიალაშა ანდრო ილია ჩხაიძეელენე ჩხაიძე- შოთა ქურიძერუსუდან ქურიძე - ზაზა ბაღოშვილისიმონ ჩხაიძე- თამილა ჯაში იზოლდა ლეკვეიშვილიპაატა ზაზა თამარი მანანა ჩხაიძე-კარლო გურჩიანითინათინი ნიკიფორე ჩხაიძე - ჲ _ესმა ჲჲ _ ლიზა ხვადაძეპეტია ჩხაიძე- მარი გრიბცოვანათელა ჩხაიძე - კოტე ბოჭორიშვილიმაია ნინა ჩხაიძე - სერგეი კოჩენკოთამარ ჩხაიძეპავლე ჩხაიძე - ოლია გაბრიჩიძე
53
ნიკიფორე ჩხაიძე, მარჯვნივ მისი პირველი მეუღლე ესმა, მათ შორის გოგონა ნინა, ზის პატარა ბიჭი მათი შვილი პეტია ჩხაიძე
54
მეგი ჩხაიძე
ვახტანგ გვეტაძე
ნუნუკა გვეტაძე
ბესო გიორგობიანი
55
ნინი ქიქოძე და ნიკა სეხნიაიძე
ერეკლე ქიქოძე და მაია გიორგობიანი
დათო გიორგობიანი
56
ირაკლი ჯიქურაშვილი და ლალი გვეტაძე
გიორგი ჯიქურაშვილი
თინათინ ჯიქურაშვილი
57
ქეთო ჩხაიძე
ცისანა ჩხაიძე
58
გრიგოლ ჩხაიძე მეუღლესთან _ მარგალიტა ყიფიანთან და შვილებთან _ მანანასა და თამაზთან ერთად
მანანა ჩხაიძე მეუღლესთან _ კარლო გურჩიანთან და შვილებთან ერთად
59
მანანა ჩხაიძე
თამუნა გურჩიანი
60
ქეთი გურჩიანი მეუღლესთან სიმონ ჯანაშიასთან ერთად
ლაშა და ანდრო ჯანაშიები
61
თინათინ გურჩიანი `სანდენსის~ კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელია
`როგორც ყველა კინოფესტივალის, თბილისის კინოფესტივალის პროგრამაშიც ხვდება ფილმები, რომელთა მიმართაც მაყურებელს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ. შარშანდელი ფესტივალის აფიშაში ბევრი ასეთი ფილმი იყო მონიშნული, მაგალითად, მიხაელ ჰანეკეს `სიყვარული~, ულრიხ ზაიდლის `სამოთხე: სიყვარული~, კრისტიან პეტცოლდის `ბარბარა~, კრისტიან მუნჟუს `ბორცვებს მიღმა~ ან სულაც რუსუდან ჭყონიას `გაიღიმეთ~.
იყო კიდევ ერთი ფილმი, რომლის ორივე ჩვენებაც სრული ანშლაგით გაიმართა და, როგორც ამ დღეებში გაირკვა, არცთუ უმიზეზოდ _ ამ
62
ფილმმა `სანდენსის~ კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო მოიპოვა.
`სანდენსის~ ჟიურიმ საკუთარი ფავორიტები ორიოდე დღის წინ დაასახელა, ხოლო მსოფლიო დოკუმენტური ფილმების სექციაში (შეგახსენებთ, რომ `სანდენსს~ ცალ-ცალკე აქვს ამერიკული და მსოფლიო კინოს ნომინაციები) საუკეთესო რეჟისორის წოდება თინათინ გურჩიანმა დაიმსახურა ფილმისთვის `მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს~.
თ. გურჩიანის ნამუშევარი მრავალსეგმენტიანია და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ ქალაქებსა თუ სოფლებში, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში მცხოვრები ახალგაზრდა ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე გაივლის, თუმცა ამ ყოველდღიურობის მიღმა მათი ოცნებებისა და სურვილების ამოკითხვა ძალიან იოლად შეიძლება. რეალურად ფილმის გმირებად ისინი სწორედ ოცნებამ და სურვილმა აქცია _ სურვილმა, გამხდარიყვნენ ფილმის გმირები, ცოტა ხნით მაინც მოერგოთ სხვა ადამიანების როლი, ეცხოვრათ განსხვავებულად, შესაძლოა, სწორედ ისე, როგორც ოცნებობენ. შეიძლება ითქვას, რომ ასეც მოხდა _ ისინი ფილმის გმირებად იქცნენ, თუმცა მხოლოდ საკუთარი თავის თამაში დაევალათ.
მაყურებლის ნაწილს თინათინ გურჩიანის ფილმი, შესაძლოა, ცოტა ერთფეროვნად ეჩვენოს და, გარკვეულწილად, ასეც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა გმირი ან გაჭირვებას ებრძვის, ან საზოგადოებას, ანდა საკუთარ თავს და სწორედ ამ ბრძოლის ფონზე გაჩენილ სურვილებს გვიზიარებს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მთელი ქვეყანა მხოლოდ ასეთი ადამიანებითაა დასახლებული და აქ არ არის ადგილი უზრუნველყოფილი და შემდგარი ადამიანებისთვის, რომლებსაც ისევე გააჩნიათ ოცნებები, როგორც გურჩიანის ფილმის გმირებს. თუმცა აქ რეჟისორის გაგებაც შეიძლება _ ქვეყნის ზოგადი ფონის გადმოცემა ალბათ მხოლოდ ასეთი პერსონაჟების ხარჯზე (კარგი გაგებით ხარჯზე) შეიძლებოდა. შესაძლოა, ჩვენნაირი ქვეყნების ცხოვრების სწორედ ეს მხარე აინტერესებს მსოფლიოსაც, რომელსაც საკუთარი უზრუნველობის უფრო მეტად შეგრძნება ამ გზითაც სურს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ თინათინ გურჩიანის `მანქანა~ დამოუკიდებელი კინოს ყველაზე პრესტიჟულმა კინოფესტივალმა საკუთარ პროგრამაში ჩართო და ერთ-ერთი მთავარი ჯილდოც მიაკუთვნა.
`მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს~ თინათინ გურჩიანის მეორე ნამუშევარია (მისი მხატვრული ფილმი `სხვაგან~ გერმანიის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე იყო წარდგენილი). პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, გოეთეს ინსტიტუტისა და ბოშის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმის გადაღება 2011 წლის შემოდგომაზე თბილისში, ხულოში, წყალტუბოში, ამბროლაურში, მარნეულსა და სხვა რაიონებში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ თინათინ გურჩიანის `სანდენსზე~ წარმატება ქართული კინოსთვის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. მსოფლიო დოკუმენტური კინოს ამავე ნომინაციაში ჯილდო ნინო კირთაძესაც აქვს მოპოვებული ფილმისთვის `დურაკოვო _ სულელების სოფელი~ (2008 წელს).
63
აქვე გაგაცნობთ წლევანდელი `სანდენსის~ რამდენიმე გამარჯვებულ ფილმს: მსოფლიო დოკუმენტური კინოს სექციაში საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კამბოჯელი კალინ მემის ფილმმა `მდინარე მიმართულებას იცვლის~ გაიმარჯვა, ხოლო მსოფლიო მხატვრული კინოს სექციის საუკეთესო ნამუშევრად კორეული ისტორიული დრამა `ჯისეული~ დაასახელეს. რაც შეეხება ამერიკული კინოს სექციას, აქ დოკუმენტურ ფილმებში საუკეთესოდ სტივ ჰუვერის `სისხლისმიერი ძმები~ მიიჩნიეს, ხოლო მხატვრულ ფილმებში ყველა ნომინანტს რაიან კუგლერის `ხეხილის მდელომ~ აჯობა~.
თამაზ ჩხაიძე
გიგი ჩხაიძე
64
***
არტემ შევარდენის ძე ჩხაიძე, საფლავის ქვაზე წარწერის მიხედვით, 1863 წელს დაბადებულა, რაც არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ოქროსქედის მთავარანგელოზის ეკლესიის უწყებიდან (1913წ.) ამონაწერის თანახმად, იგი სოფელ აცანაში, 1856 წელს უნდა იყოს დაბადებული და სახელად ანტონიც რქმევია. აცანის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, სავარაუდოდ, ბიძების გავლენით, რომლებიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იმერეთის ეპარქიაში ცნობილი სასულიერო მოღვაწენი იყვნენ, სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გაუგრძელებია, მაგრამ მიზეზთა გამო ჲჲ კლასიდან გამოსულა. 1881 წლის 13 აპრილს, 25 წლის ასაკში, იგი ტაპანის მაცხოვრის ეკლესიაში მეორე მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 22 ივლისიდან შტატის მედავითნე გახდა. 1893 წლის 5 დეკემბერს ქ. ფოთის საკათედრო ტაძარშია მედავითნეობის კანდიდატად, ხოლო 1894 წლის 27 დეკემბრიდან იმავე ტაძარში ხელდასხმულ იქნა იპოდიაკვნად. ფოთში მოღვაწეობის პერიოდში დაოჯახდა და ცოლად შეირთო მასზე 15 წლით უმცროსი სოფ. ბახვის მცხოვრები ალექსანდრა (საშა) სიმონის ასული დოლიძე, სავარაუდოდ, 1871 წელს დაბადებული. 1894 წელს შეეძინათ პირველი შვილი შალვა, 1898 წელს _ ელენე (ელიჩქა). იმავე წლის 3 დეკემბერს არტემი ხელდასხმულ იქნა მღვდლად ბეთლემის წმიდა გიორგის ეკლესიისათვის (ქ. თბილისი, ქართლის დედის ძეგლთან), მაგრამ ორიოდ თვეში, კერძოდ, 1899 წლის 16 თებერვალს პირადი თხოვნის საფუძველზე (მცირეწლოვანი შვილების მოტივი), გადაყვანილ იქნა თავის მშობლიურ აცანაში მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მოღვაწეობდა 1910 წლამდე, 11 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მისი ინიციატივით აქ არსებული ხის ეკლესიის ნაცვლად, 1903 წელს ქვის ლამაზი ეკლესია აიგო. ამ ეკლესიიდან 2 ვერსით იყო დაშორებული აცანის მაცხოვრის ეკლესია, 1 ვერსით _ ოქონის მაცხოვრის ეკლესია და 5 ვერსით _ ძიმითის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია. 1900 წელს არტემსა და ალექსანდრას მესამე შვილი _ მარია, ხოლო 1902 წელს მეოთხე _ ქეთო შეეძინათ.
1910 წლის 30 მაისს არტემი გადაყვანილ იქნა ოქროსქედის მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე პერიოდში უნდა მომხდარიყო არტემის ოჯახის საცხოვრებლად სოფელ ბახვში დასახლება.
ამის დასტურად ქვემოთ მოყვანილი ნასყიდობის ხელწერილიც გამოდგება:
65
`1914-სა წელსა მარტისა 31-სა დღესა, მე ქვემორე ამაზედ ხელის მომწერმა მცხოვრებმა ბახვის საზოგადოებაში თავადმა მაქსიმელ გიორგის ძე მაქსიმენიშვილმა თქვენ მღვდელს არტემ ჩხაიძეს გადმოგეცი. საკუთრებით სამუდამო საშვილიშვილო სასარგებლოდ ჩემდამი კუთვნილი ერთი ნაჭერი ადგილი სახელწოდებით ეწერი მდებარე ბაღდადის დაჩაში, სივრცით მაგალითებრ ნახევარი ქცევა ე.ი. ოთხას ორმოცდაათი კვადრატული საჟენი, საზღვრებთა შორის შეცული: აღმოსავლეთით გიგო საყვარელისძე ჭელიძე, დასავლეთით თვით მღვდელი არტემ ჩხაიძე, სამხრეთით ქვის მიჯნები და სასოფლო გზა, ხოლო ჩრდილოეთით მაქსიმელ მაქსიმენიშვილი და ქვის მიჯნები. აღნიშნულ საზღვრებს შორის აღნიშნული ადგილის გადმოცემათი მივიღე ფასით აღნიშნული ადგილის ასი მანეთი (100) და გეკვრი პირობით, რომ თუ ვიმე მოდავე მოგადგება მე .... და ეს ჩემს მიერ გადმოცემული ადგილი კვლავადვე შენ ჩხაიძეს დაგასჩინო ყოველ მიზეზ გარეშე და ვინიცობაა თუ ადგილი ჩამოგერთვა ვინმესგან იმ შემთხვევაში თქვენგან მიღებული ფული ასი მანეთი ფასად აღნიშნული ადგილის თქვენ ჩხაიძეს დაუბრუნოთ კანონიერი სარგებლით და ადგილის ნასარგებლევი არ მოვითხოვო და აგრეთვე პირობის დაუცველობისათვის ჯარიმა თქვენდა სასარგებლოდ ორასი მანეთი ფული (200) და ყოველივე ხარჯი და ზარალი რაც შეგხვდება ამ საგანზე, ასი მანეთი ფული დღეს ნაღდად და სრულიად მივიღე ფასად აღნიშნული ადგილისა შენ მღვდლის ჩხაიძისაგან და ამას შინა ჩემს საკუთარს ხელს ვაწერ~...
ამ პერიოდისათვის, ე. ი. 1910 წელს, მისი უფროსი ვაჟი _ 16 წლის შალვა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო ელენე და მარია _ ლანჩხუთის ქალთა სასწავლებელში. უკვე სამი წლის შემდეგ, 1913 წელს, შალვა ფოთის საკათედრო ტაძარში მსახურობს, ელენე და ქეთევანი სწავლობდნენ ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში (ცხოვრობდნენ ბიძასთან, ნიკიფორესთან), ხოლო მარია _ ოზურგეთშია.
66
გივიზეინაბ ჩხაიძე-შაქრო ჭელიძეჩელა ჭელიძე-ვაკო დარჩიაირაკლითამთა მამულაიშვილი-უჩა ძიმისტარაშვილისალომე კარლო ნიკოლაიშვილი-ლილი კვიცინიძეირაკლი ნიკოლაიშვილი-ნატო კანდელაკიპაატა ნიკოლაიშვილი -მანანა ახობაძენინიგიორგი ანა ნიკა მარიამი ზაზა ელიჩქა ჩხაიძე -შალვა ვაშაყმაძექეთევან ჩხაიძე - მიხეილ მორჩილაძეარტემ ჩხაიძე - ალექსანდრა (საშა) დოლიძე გურანდუხტ ვაშაყმაძე-ზურაბ გვილავაიამზე ვაშაყმაძე - რომან ცეცხლაძემანანა გვილავა-ბესო ბესელიაბესოთინათინითამარ ბესელია-მიხეილ თავბერიძე სანდრორუსუდან ცეცხლაძე- დავით ხომერიკიხათუნა ცეცხლაძე-ზურაბ კვაჭანტირაძეთინათინილევანი თამარი თამთა ელენე რუქაია მორჩილაძე ნოდარ მორჩილაძე ამირან მორჩილაძე მანველიტა ჟღენტი-სოსო გობრონიძეანჟელა ჟღენტი-ვახტანგ მურვანიძენატო მურვანიძე-ზვიად ლორიამაია მურვანიძე-ლადო ნანაძეარჩილ მურვანიძე-ირინა ხარაძელელა გობრონიძე- ბეგლარ ბეჟანიძესოფ. აცანა, სოფ. ბახვი ზურა ბესელია-ნუცა წერიაშვილიბესიკიგიორგითამაზ ჩაზმავა-ლიანა თევზაძეგიორგი ვახტანგ ჩხაიძე-ნორა შერვაშიძე-ჩაჩბანინო ჩხაიძე-სოსო მამულაიშვილიავთანდილ(ზურა) ჩხაიძე-მარინე გაბრიჩიძექეთევანითამარ ჩხაიძე-გიორგი ხაბელაშვილიდავითი თინათინ ჩხაიძე-ბადრი ტუღუშიქეთევან ტუღუში-ბაჩა ხოფერიათედომარიამი მარგალიტა შალვა ჩხაიძე-ფედოსი მგელაძენიკოლოზიეთერ ნიკოლაიშვილი-აზიზ ჩაზმავანანული ჩაზმავა-გურამ რომანაძემარიამ ჩხაიძე-მონასე ნიკოლაიშვილიდარეჯან ნიკოლაიშვილი -გოგი ჟღენტი
67
მამა არტემი, ისევე როგორც მისი ბიძები, როგორც ჩანს, გამოირჩეოდა კარგი მუსიკალურობით. ბახვში საცხოვრებლად გადმოსვლისა და ოქროსქედის ეკლესიაში მსახურობის პერიოდში, თავადი მაქსიმენიშვილების ოჯახში ახლოს გაიცნო მრავალი კარგი მომღერალი და მგალობელი, რომლებთანაც ძალზე კარგი და ახლო ურთიერთობები ჰქონდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გურული სიმღერის `ჯადოქარი~და უბადლო შემსრულებელი ოქროსქედელი სამუელ ჩავლეიშვილი.
1913 წლის უწყებაში აღნიშნულია, რომ მამა არტემ ჩხაიძემ ძალიან კარგად იცის ქართული გალობა, კატეხიზმო და ეკლესიის წესდება. მისი მოღვაწეობა ბლაღოჩინ დავით დუმბაძეს შეფასებული აქვს ფრიადზე (ოტლიჩნო). დავით დუმბაძე ცნობილი შესანიშნავი მგალობლის (ნესტორ კონტრიძისა და სხვათა აღმზრდელი) ანტონ დუმბაძის შვილი იყო და ღირსეულად აგრძელებდა მამის სამგალობლო ტრადიციებს. უინტერესო არ იქნება ისიც, რომ მისი ვაჟი ვასო დუმბაძე _ მოიაზრება ცნობილი ნაწარმოების `კვაჭი კვაჭანტირაძის~ მთავარი გმირის პროტოტიპად.
1913 წლიდან მამა არტემის შესახებ ძალიან მწირი დოკუმენტური მასალა მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ, რომ ურთულესი ცხოვრებისეული გზის გავლა მოუხდა, განსაკუთრებით საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ. იგი სურამში იტრიის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო, როდესაც ღრმად მოხუცი ათას ცხრაას ორმოციანი წლების დასაწყისში დააპატიმრეს და მეტეხის საპყრობილეში გამოკეტეს.
სახლი სოფელ ბახვში
68
იმავე პერიოდში მისი ერთადერთი ვაჟი შალვაც (ბაბუაჩემი) ბოლშევიკებს მეორედ თუ მესამედ ჰყავდათ გამწესებული `გულაგში~, როგორც ხელისუფლებისათვის არასანდო პიროვნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შალვამაც სასულიერო განათლება მიიღო და მამის, ბიძისა და პაპის ძმების დარად ღვთის სამსახური აირჩია. 1913 წლის მონაცემებით შალვამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურება ფოთის საკათედრო ტაძარში დაიწყო. ცოლად შეურთავს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნიგოითისა თუ შუხუთის მკვიდრი ფედოსი ზურაბის ასული მგელაძე. საცხოვრებლად ისინი სოფელ ბახვში მამისეულ სახლში დამკვიდრებულან. მათ ოთხი შვილი შესძენიათ: მარგალიტა, გივი, ზეინაბი და ვახტანგი (მამაჩემი). გასაბჭოების შემდეგ მღვდელ შალვა ჩხაიძეს მკაცრად გაუსწორდნენ. 1927 წელს იგი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და სასჯელად ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, სადაც მან 7 წელი გაატარა. რთული წარმოსადგენი არ არის როგორი ტანჯვა-წვალების გადატანა მოუხდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედას, ქალბატონ ფედოსისა და მამა არტემს.
პირველ რიგში მარცხნიდან არტემ ჩხაიძე, მისი მეუღლე ალექსანდრა დოლიძე და უცნობი ქალი ბავშვით, მეორე რიგში მარცხნიდან შალვა ჩხაიძე, ქეთო, ელიჩკა, მარიამ ჩხაიძეები, ბახმარო, 1916-1917 წწ.
69
იტრია ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი
სურამი
70
გადასახლებიდან დაბრუნებული ჯანმრთელობაშერყეული შალვა რამდენიმე წელიწადში, კერძოდ, 1937 წელს მორიგი რეპრესიების მსხვერპლი შეიქნა. იგი კვლავ დააპატიმრეს და საკოცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამას მალე 80 წელს გადაცილებული იტრიის ეკლესიის წინამძღვარ მამა არტემის დაპატიმრებაც მოჰყვა.
1941 წელს ომი დაიწყო და გივი, სამედიცინო ინსტიტუტის ახალ კურსდამთავრებული, ფრონტზე გაიწვიეს. იმავე წელს მრავალტანჯული და განაწამები შალვა პატიმრობიდან ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ მისი ფიზიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მალევე გარდაიცვალა და ბახვშივე დაკრძალეს. მრავალი წლის შემდეგ, 1998 წელს ოჯახმა მიიღო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა შალვას რეაბილიტაციის შესახებ.
ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფ მოხუც მამა არტემს შვილის გარდაცვალება დაუმალეს. 1942 წელს, თბილისში მცხოვრები უმცროსი ქალიშვილის ქეთევანის ძალისხმევით, მამა არტემი გაათავისუფლეს. ქეთევანის ბინიდან შემთხვევით ქუჩაში გასულ მამა არტემს იქვე მცხოვრები ერთი ნაცნობი შეხვედრია და მწუხარება გამოუხატავს შალვას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მეხივით დასცემია უბედურება მოხუცს. ძლიერ ცუდად შეიქნა თურმე და სასწრაფოდ საავადმყოფოში მოუთავსებიათ თავისი დისშვილის, აკადემიკოს ვლადიმერ
სხედან მარცხნიდან: ალექსანდრა დოლიძე, ზეინაბ ჩხაიძე, ვახტანგ ჩხაიძე, ფედოსი მგელაძე, დგანან მარცხნიდან: მარიამ ჩხაიძე, მარგალიტა ჩხაიძე, გივი ჩხაიძე, ქეთო ჩხაიძე (სავარაუდოდ, 1927 წელი)
71
ჟღენტის მეთვალყურეობის ქვეშ. სპეციალისტთა მონდომების მიუხედავად, მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელი შეიქნა და მოკლე ხანში აღესრულა კიდეც.
ძალზე მძიმე პერიოდი იდგა იმჟამად საქართველოში. ფაშისტები კავკასიის მისადგომებთან იბრძოდნენ, უჭირდა ქვეყანას, უჭირდათ ადამიანებს და, რაღა თქმა უნდა, მამა არტემის ოჯახის წევრებსაც. ამიტომაც იგი ბახვში ვეღარ წაასვენეს, თბილისში დაიტირეს და კუკიის სასაფლაოს შესასვლელში მდებარე ეკლესიის მახლობლად დაკრძალეს, 1938 წელს ტრაგიკულად დაღუპული შვილიშვილის, ნოდარ მორჩილაძის გვერდით (13 წლის ნოდარი დეიდა მარიამთან იმყოფებოდა ბათუმში და ზღვაში დაიხრჩო).
ბახვში, ოჯახში დარჩა შალვას მეუღლე ქალბატონი ფედოსი მგელაძე, შვილებთან ერთად. გივი ფრონტზე იბრძოდა, ხოლო მარგალიტა თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტში ეუფლებოდა სტომატოლოგის პროფესიას და ბინად მამიდასთან, ქეთევან ჩხაიძესთან ცხოვრობდა, თავის მამიდაშვილებთან, ამირან და რუქაია მორჩილაძეებთან ერთად. შალვას ერთი და ელიჩქა სოფ. ლიხაურში იყო გათხოვილი შალვა ვაშაყმაძეზე და ორ შვილს _ გურანდუხტსა და იამზეს ზრდიდა, ხოლო მეორე და _ მარიამი ქალაქ ბათუმში ცხოვრობდა მეუღლესთან _ მონასე ნიკოლაიშვილთან ერთად. მათ ჰყავდათ სამი შვილი: დარეჯანი, ეთერი და კარლო. ოთხივე ოჯახი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა, მაგრამ ქეთევანის ოჯახი თბილისში ყველასათვის ძირითადი და დასაყრდენი შეიქნა.
ქეთევანი გათხოვილი იყო მიხეილ ესტატეს ძე მორჩილაძეზე და ცაკში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ფილიპე მახარაძესთან, შემდგომში იგი ჯანდაცვის სამინისტროში კადრებთან მუშაობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ქეთოსა და მიხეილს სამი შვილი შეეძინათ: ამირანი, ნოდარი და რუქაია. 1930 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა და ბავშვებს დედა ზრდიდა. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ნოდარის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ და აღარ გავიმეორებთ. მინდა აღვნიშნოთ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქეთევანმა შეასრულა განსაკუთრებული როლი, როგორც თავისი შვილების, ამირანისა და რუქაიას, ასევე ძმისშვილებისა და დისშვილების განათლებისა და მაღალი ზნეობის ადამიანებად ჩამოყალიბებაში.
ნოდარის ტრაგიკულად დაღუპვას, შალვას და მამა არტემის გარდაცვალებას, მალე კიდევ ერთი უბედურება მოჰყვა. ფრონტზე მყოფი სამედიცინო სამსახურის მაიორი, საველე ჰოსპიტლის მთავარი ექიმი გივი ჩხაიძე (ბიძაჩემი) მძიმედ დაიჭრა. როგორც ჩანს, თავიდან იგი ამ ამბავს უმალავდა ოჯახს. მაგრამ როდესაც 1943 წლის ოქტომბერში, ფრონტიდან ურალის საოლქო ცენტრ მოლოტოვში (ქალაქი პერმი) იქნა ევაკუირებული, გივიმ ოჯახს აცნობა მომხდარის შესახებ. მამიდამ, ქეთევან ჩხაიძემ, მოახერხა მიეღწია ქალაქ პერმში მივლინებისათვის და როგორც სანიტარ-გამცილებელი გაემგზავრა ურალში. სამწუხაროდ, იქ ჩასულ ქეთევანს ძმისშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილი და დაკრძალული დახვდა. ძნელად წარმოსადგენია გატანჯული მარტოხელა ქალბატონის მდგომარეობა ასეთ სიტუაციაში. იგი შეეცადა, გივის ცხედარი საქართველოში გადმოესვენე72
ბინა, მაგრამ ამაზე ნებართვა ვერ მიიღო. მაშინ ღამით დაიქირავა რამდენიმე იქაური მაცხოვრებელი, გაათხრევინა საძმო საფლავი და ცხედრის ამოცნობის შემდეგ, კვლავ მიწას მიაბარა ძვირფასი ადამიანის ნეშტი, იმ იმედით, რომ შემდგომში მიაღწევდა გივის საქართველოში გადმოსვენებას. გამომგზავრების წინ მცირეოდენი თანხა დაუტოვა იქაურ ადამიანებს და საფლავის მოვლა-პატრონობა სთხოვა.
თბილისში დაბრუნებულ უსაზღვროდ მგლოვიარე ქალბატონ ქეთევანს კიდევ უფრო მძიმე გამოცდა ელოდა. 1943 წლის 3 ნოემბერს შინსახკომელებს დაეპატიმრებინათ მისი ვაჟი, ჯერ კიდევ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მე-5 კურსის სტუდენტი ამირან მორჩილაძე.
ბრალდება იყო უმძიმესი – პატრიოტული ორგანიზაცია `თეთრი გიორგის~ წევრობა.
ამირანი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გაასამართლეს და 1944 წლის 12 აპრილს შეიარაღებული აჯაყების მზადების ბრალდებით 10 წელი მიუსაჯეს. ამირანთან ერთად გასამართლდნენ და სასჯელის სხვადასხვა ზომა შეეფარდათ:
_ დახვრეტა _ ლევან აბდუშელიშვილს, შალვა სვანიძესა და ლატვიელ რომან სკუტას;
_ 25 წელი _ ჭაბუა ამირეჯიბსა და პავლე ხარანაულს;
_ 20 წელი _ გოგი მაჭავარიანს;
_ 15 წელი _ ვახტანგ ჯორჯაძესა და არჩილ წულუკიძეს;
_ 10 წელი _ გიორგი წულუკიძეს, რევაზ ტყავაძეს, მარიამ ამირეჯიბს, მარგარიტა ასტვაცატუროვას, ვილი სილერს;
_ 8 წელი _ ლუკა ტყემალაძეს;
_ 7 წელი _ ჟორა იშხნელსა და ლევან ნანეიშვილს.
კიდევ 5 თუ 6 სხვა პირს, რომლებიც ცალ-ცალკე გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მიესაჯა სხვადასხვა ვადით სასჯელი.
მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება თუ აქ დროებით გადავუხვევ ძირითადი თემიდან და ზოგიერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ ამირან მორჩილაძისა და მისი მეგობრების შესახებ.
ჭაბუა ამირეჯიბი იგონებს:
`თეთრი გიორგის~ ორგანიზაციის წევრებს ათას ცხრაას ორმოცდაოთხი წლის აღდგომა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შინაგან ციხეში გაგვითენდა. დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე, როგორც მერე გამოირკვა, ამირან მორჩილაძემ დაბალი ხმით `ქრისტე აღსდგა მკვდრეთით~ წამოიღიღინა. იმ საქმეზე ოცი ადამიანი გავდიოდით, ყველანი მეოთხე საჯარიმო სართულის მეხუთე და მეექვსე პოსტზე ვისხედით, გავიგონეთ და ორიოდე წუთის შემდეგ მთელი ციხე აგრიალდა _ ჭაბუკები ვიყავით, ქეიფი და სიმღერა მაგრად გვეხერხებოდა. მკითხველს ალბათ მოეხსენება, იმ ციხეში სიმღერა კი არა ხმამაღლა დახველებაც აკრძალული იყო, ვიღაცისთვის რაიმე განზრახულ ნიშნად ითვლებოდა. ვმღერით,
73
ზედამხედველები დარბიან, კარებზე გვიბრახუნებენ _ ხმა გაკმინდეთო! სამინისტროდან ოფიცრები ჩამოცვივდნენ, სიმღერის წამომწყების ძებნას მიჰყვეს ხელი. იმავე დღეს დაიწყო ამ `ანტისაბჭოთა ავანტიურის~ გამოძიება. რა თქმა უნდა, ყველამ ცივი უარი ვთქვით, გამოძიება ხახამშრალი დარჩა.
ჩემი შემდგომი იქ ჯდომის დროს (1950 წელს) გამომძიებელმა ვახტანგ მარგველაშვილმა ეს ეპიზოდი გაიხსენა, _ ამ ციხეს დღიდან აშენებისა, იმგვარი რამ არ ახსოვსო~ (ჭაბუა ამირეჯიბი, `ბოლოსწინა~, თბილისი, 2010 წელი. გვ. 210).
ბატონი ავთანდილ ქურხული თავის წიგნში `...და რომ გახსოვდეთ~, რომელიც ქალაქ თბილისში 2004 წელს გამოიცა, ამირანის შესახებ, მოგვითხრობს:
`მორჩილაძე ამირან მიხეილის ძე _ ექიმი, დაბ. 1922 წელს, თბილისში, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, სკკპ წევრი, დაპატიმრებამდე იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი. დააპატიმრეს 1943 წლის 3 ნოემბერს.
ბრალად ედებოდა, რომ იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია `თეთრი გიორგის~ წევრი და ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად......
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1944 წლის 7-12 აპრილს 19 განსასჯელთან ერთად (ჭაბუა ამირეჯიბი, ლევან აბდუშელიშვილი, ლევან ნანეიშვილი, რომან სუტა, პავლე ხარანაული, გიორგი მაჭავარიანი, ვახტანგ ჯორჯაძე, არჩილ წულუკიძე, გიორგი წულუკიძე, რევაზ ტყავაძე, გიორგი იშხნელი და სხვ.) საქართველოს სისხლის სამართლის 58-ე მუხლით (958-ა, 58-11) მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით სასჯელის შრომა-გასწორების ბანაკში მოხდით.
...სასჯელს 1946 წლამდე იხდიდა საქართველოში, შემდეგ – კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში. როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მუშაობდა ექიმად. გათავისუფლდა 1953 წელს, მაგრამ დატოვეს ქალაქ ინტაში ე.წ. თავისუფალ დასახლებაში. დანიშნეს ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ და საავადმყოფოს მთავარ ექიმად. 1956 წელს ბადრაგის თანხლებით გაგზავნეს ქალაქ იაროსლავლში სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კვლავ დაბრუნდა ინტაში და განაგრძო მუშაობა. თბილისში დაბრუნდა 1965 წელს, თუმცა 1959 წელს მიღებული ჰქონდა რეაბილიტაცია და ნებისმიერ დროს შეეძლო სამშობლოში დაბრუნება...
თბილისში დაბრუნებულმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე ასისტენტად, მთავარი ექიმის მოადგილედ, ინსტიტუტის პრორექტორად.
ინტაში ყოფნის დროს გაიცნო ცნობილი კინორეჟისორი გ. ჩუხრაი. გაიცნო შემთხვევით მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ბევრი კარგი უამბეს რეჟისორს ქართველი ექიმის შესახებ. მონათხრობი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ჩუხრაიმ გადაწყვიტა თავის მომევნო ფილმში
74
`ცხოვრობდნენ ბერიკაცი და დედაბერი~ შეეყვანა ახალი გმირი. შემდეგ ჩუხრაი სპეციალურად ჩავიდა თბილისში ექიმ მორჩილაძის როლის შემსრულებელი მსახიობის შესარჩევად.
ადამიანის პიროვნული ღირსებები კარგად ჩანს გასჭირში მყოფთათვის: `ახლა ძნელია გამოითვალო, სად უფრო ხშირად იმყოფებოდა ჩვენი ბანაკის ექიმი ა. მორჩილაძე _ კარცერსა თუ საავადმყოფოში~, _ წერდა ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი ლაზებნიკოვი ჟურნალში `სოვეტსკი ეკრანი~, _ `თითქმის დღეგამოშვებით სჯიდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდა საავადმყოფოში დაეწვინა დაუძლურებული პატიმრები. ავადმყოფობის ისტორიაში უწერდა არარსებულ სნეულებებს, რომ როგორმე გადაერჩინა ისინი. ექიმს სხვებთან შედარებით თითქოს შეეძლო მაძღრისად ყოფნა, მაგრამ მასაც ხშირად უწევდა ლუკმაპურის შოვნა და ამ უკანასკნელ ლუკმასაც ჩვენ გვიყოფდა.~
ა. მორჩილაძე გარდაიცვალა 1983 წელს. მისი სახელი 1992 წელს მიენიჭა კლინიკის თერაპიულ განყოფილებას.
განსაკუთრებულად საყურადღებოა ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის მიერ ამირანისადმი მიძღვნილი სტრიქონები `ნაფიქრალიდან~, რომელთაც აქვე შემოგთავაზებთ:
ამირან მორჩილაძე დაიბადა 1922 წლის 4 აპრილს ცნობილი ქართველი ინტელიგენტების _ ქალბატონ ქეთევან ჩხაიძისა და ბატონ მიხეილ მორჩილაძის ოჯახში. იტრიის მონასტრის წინამძღვრის, მამა არტემ ჩხაიძის შვილიშვილი, 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი კომუნისტის, ლავრენტი მორჩილაძის, ძმისშვილი იყო. ამირანი უფროსი ვაჟი იყო. მომდევნო _ ნოდარი ზღვაში დაიღუპა თორმეტი წლისა. უმცროსი _ ქალბატონი რუქაია მორჩილაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.
ამირანმა საშუალო განათლება მიიღო თბილისის გერმანულ სკოლაში. საფუძვლიანად იცოდა გერმანული, ინგლისური, რუსული ენები. ბავშვობიდანვე უყვარდა წიგნი და სამშობლო, რამაც 22 წლის
მირიან აბულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი,
ამირან მორჩილაძე თავიანთ `კატორღელ~ მეგობართან ერევანში
75
ასაკში, 1944 წლის 12 აპრილს, ტრიბუნალის სამეულის ხელით მოუტანა 10 წლის პატიმრობა `შრომა-გასწორების ბანაკებში~, როგორც არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის `თეთრი გიორგის~ აქტიურ წევრს, შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით.
იმხანად დახურული ჰქონდა მედიცინის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ხუთი კურსი, აკლდა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება.
სასჯელის ვადა გაასრულა კომის ბანაკებში. პატიმრობაში მუშაობდა ექიმად ათივე წლის მანძილზე, რამაც უდიდესი და უნივერსალური გამოცდილება დაუგროვა. სასჯელის მოხდის შემდეგ წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, მიიღო დიპლომი და, როგორც მაშინ იყო მიღებული, მისცეს ე.წ. თავისუფალი დასახლება ქალაქ ინტაში, სადაც განაგრძო მუშაობა პროფესიით _ ქალაქის მთავარი ექიმის თანამდებობაზე.
ცნობილი იყო, როგორც უებარი მკურნალი და უმწიკვლო პატიმარი. შტრიხი: პრინციპულად არ უტარებია პოლიტპატიმრისთვის ტანსაცმელზე მისაკერებელი სავალდებულო ნომრები. ამის გამო მრავალგზის იჯდა საჯარიმო იზოლატორებში იმდენხნობით, სანამ მისი ექიმობა ჩეკისტებს ან მათი ოჯახის წევრებს დასჭირდებოდათ ხოლმე _ ამნისტია და კვლავ მუშაობა უნომრებოდ ხელახალ იზოლატორამდე.
ფერი და ხმა
ეს ორი ფენომენი მეხსიერებაში იმ უმძაფრესი ვითარების მოგონებად რჩება, რასაც ისინი ერთდროულად დაემთხვევიან ხოლმე. ორი ასეთი რამ დღემდე მაწვალებს და ვფიქრობ, სამარეშიც ჩამყვება.
პირველი:
ტაიმირის ნახევარკუნძულზე პატიმართა დიდი აჯანყების მსვლელობისას ქალაქ ნორილსკის მშენებლობის ბანაკების მეხუთე განყოფილებაში `ჩვენი სახელოვანი ჩეკისტები~ ტყვიამფრქვევს უშენდნენ ბარაკს, სადაც მოჯანყე პოლიტპატიმრები ვიყავით გამაგრებული. უშენდნენ იმ მიზნით, რომ გამოვსულიყავით, ჩავბარებოდით. პირქვე ვიწექით იატაკზე. ჩემ გვერდით სისხლის გუბეში ემხო დაცხრილული, თეთრპერანგა, უზომოდ ბრგე `ლატიშ-რობერტა~. მავთულხლართის იქიდან რამდენიმე ათასი პატიმარი ქალის ერთდროული კივილი ისმოდა.
სისხლის ფონზე რობერტას თეთრმა პერანგმა, ტყვიამფრქვევის კაკანმა, ზედ დართულმა ქალების კივილმა, ანუ ფერის და ხმათა დამთხვევით გამოწვეულმა თავსრეტმა (ახლა სტრესს რომ ეტყვიან) სამუდამოდ დამახსომა ის ვითარება და ხანდახან მესიზმრება კიდეც.
მეორე:
თბილისის მეცხრე საავადმყოფოს მეოთხე სართულის სარეანიმაციო პალატიდან საკაცით ჩამოჰქონდათ ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ჩემი უახლოესი ძმაკაცის, ამირან მორჩილაძის ცხედარი. კორპუსთან
76
საავადმყოფოს თითქმის უკლებლივ ყველა თეთრხალათა თანამშრომელს მოეყარა თავი. გამოჩნდა საკაცე და ის ერთიანად გადათეთრებული ეზო მოთქმით ატირდა. ხელქვეითები მოქალაქეს, კეთილშობილ მამულიშვილს ემშვიდობებოდნენ!
თეთრი ფერი და მოთქმით ტირილი! ხმათა და ფერის ამ დამთხვევამ სამუდამოდ დამახსომა ის კოშმარი და ხანდახან ახლაც მესიზმრება ხოლმე...
განათლებულთა ერი
ჩემი ღრმა რწმენით, არის ქვეყნიერებაზე შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ყველა დანარჩენ ერზე დიდი და მნიშვნელოვანი – ინტელიგენტთა, ანუ ღმრთივ გონებაგანათლებულთა ერი. ამ ერის ადამიანები ერთურთს შორიდანვე ცნობენ, ერთმანეთისა, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეებსაც კი, ყველაფერი ესმით.
განათლებულობასა და ნასწავლობას, შოთასი არ იყოს, `შუა უდევს დიდი მზღვარი~. თუ ადამიანს დაბადებითვე არ დაჰყვება განათლებული გონება, ანუ ინტელიგენტობის პოტენციალი, რამდენიც უნდა ისწავლოს, როგორ მეცნიერებებსაც უნდა დაეუფლოს, მხოლოდღა ნასწავლ კაცად დარჩება, ვერასოდეს იქნება ინტელიგენტი და პირუკუ, რამდენი წერა-კითხვის თითქმის უცოდინარი გვინახავს, მათი ბრძნული საუბარი მოგვისმენია. რაც მთავარია, მათი საოცრად ღირსეული, დარბაისლური თავდაჭერისა და სიტყვა-პასუხის მოწმენი ვყოფილვართ მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, უამრავი ათასნაირი სამეცნიერო ხარისხით აღჭურვილი ამბიციური ბრიყვი ვიცით, დღესაც რომ ავლენენ ტრიბუნებიდან თუ კერძო საუბარში, საკუთარ ინტელექტუალურ მახასიათებლებს.
განათლებულთა ერი, ღმრთისავე შეწევნით, ურთიერთობის, სულიერ ფასეულობათა გაცვლის, პოტენციურ ინტელიგენტთათვის მაგალითის მიცემის გზით მრავლდება. სწორედ ეს ერია კაცობრიობის პროგრესის მმართველი, გზის მანათობელი და მისი მომავლის გამოც იგია პასუხისმგებელი.
მაინც როგორია ნამდვილი ინტელიგენტი, ჭეშმარიტად გონებაგანათლებული პიროვნება?
ამირან მორჩილაძეს, მე-9 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ექიმთა დახელოვნების საკავშირო ინსტიტუტის დოცენტს, მედიცინის ფილოსოფიის, შეიძლება ითქვას, საძირკვლის ჩამყრელსა და ქართველთა შორის ამ დარგის პირველ სპეციალისტს, გამორჩეულ მამულიშვილს, ციხე-ბანაკების პოლიტიკურ პატიმარს, თავისი კაბინეტი ყველასთვის და ყოველთვის ღია ჰქონდა. იგი არავის უნახავს შეკეტილი და არც როდისმე ის უკანა ოთახი ჰქონია, დღეს ყველა საშუალო თანამდებობის პირსაც კი რომ უეჭველად აქვს. ვერავინ იტყვის, ამირანი ვინმესა და როდისმე უგულისყუროდ მოპყრობოდა ან მისი საავადმყოფოს რომელიმე პაციენტისათვის პირადი ყურადღება მოეკლო. მარტოხელა კაცი იყო, დილაო77
ბით როგორ, რით საუზმობდა, ამისა მისმა უახლოესმა მეგობრებმაც კი არ ვიცოდით რა. საავადმყოფოს პერსონალის სასადილოში სამხრობდა. იკვებებოდა იმით და იმ ფასად, რაც იქ ჰქონდათ და ღირდა. სანამ დედა ჰყავდა, რა უჭირდა, მაგრამ ადრე გარდაეცვალა. სიტყვამ მოიტანა, ქალბატონ ქეთევანისთანა ყოველმხრივ დახვეწილსა და სრულქმნილ მანდილოსანს, ჩემი ამსიგრძე სიცოცხლის მანძილზე, ღმერთი, რჯული, იშვიათად შევხვედრივარ... უებრო სახელმოხვეჭილმა ექიმმა ისე განვლო თავისი ცხოვრება, რომ ჰონორარი პაციენტისგან არც ერთ შემთხვევაში არ აუღია. _ მითქვამს, კაცო, შენი მანქანით მიდიხარ, ხანდახან ქალაქგარეთაც, მანქანა ცვდება, ბენზინი და, მთავარია, დრო გეხარჯება, ვერ გამიგია, ჰონორარზე უარს რა მოსაზრებით ამბობ? მოკლედ მომიჭრიდა ხოლმე, _ ეგ ჩემი საქმეაო!.. მეტიც, ერთხელ ჩემს სამსახურში იჯდა, შემთხვევით ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო, კონვერტი ამოჰყვა, ჩაიხედა, მითხრა, ახლავე მოვალო და წავიდა. დაბრუნებულს ვკითხე, სად გაქანდი-მეთქი? მაცნობა, _ პაციენტთან ვიყავი, ჯიბეში ფული ჩაუდვიათ, დავუბრუნეო, ამით არავის არფერს ვსაყვედურობ, არავის დამცირებას არ ვაპირებ, და ისიც სათქმელია, რომ ხანდახან ჩუღურეთში, მის ძველებურ აივნის ბოლოში ტუალეტიან ერთადერთ ოთახში, დიახაც, კარგი პურმარილი მიგვირთმევია და საუკეთესო ღვინოც გვისვამს. ეს მისი ყოფილი, განკურნებული, უგვარსახელო პაციენტის მიერ მეზობელთან დატოვებული ძღვენი იყო ხოლმე. ძებნას ხომ არ დაიწყებდა, _ რომელმა მამაძაღლმა გამიბედაო, და გადასაყრელადაც რომელი გავიმეტებდით ამირანის ქეიფის მოყვარულ ძმაკაცთაგან?!
ამირანმა დიპლომის დაცვამდე დაიწყო ექიმად მუშაობა ინტაში და დიპლომირებისთანავე ქალაქის მთავარ ექიმად დაინიშნა. მკითხველი დამეთანხმება, თუ არა ნდობა, პირადი ზნეობრივი და პროფესიული ღირსებები, ყოფილ პოლიტპატიმარს ამ თანამდებობას არავინ აღირსებდა.
ინტაშივე მოხდა მისი ქორწინება რუს მსახიობ ქალთან. ეყოლა ტყუპი ბიჭი. მათ სულ რამდენიმე კვირა იცოცხლეს. ვფიქრობ, მეუღლეებს შორის ამ უბედურებამ მოიტანა ერთგვარი დაძაბულობა, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს, რომ განცდებმა და დანაკარგმა აცხოვრა ერთად მანამ, სანამ თავისუფლად დასახლებულმა ნაპატიმრალებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მიიღეს.
წამოიყვანა ამირანმა ცოლი საქართველოში. რძალი დიდი სიყვარულითა და პატივით მივიღეთ
ამირან მორჩილაძე და ლარისა დონატი
78
ყველამ _ ამირანის დედამ, დამ, ნათესაობამ, მეგობრებმა, მაგრამ ქალმა საქართველოში დარჩენა არ ინება იმ მოტივით, რომ ქმარი მას თავისთვის სჭირდებოდა და არა საზოგადოებისთვის _ ეს პირადად ჩემთვის ნათქვამი მისი სიტყვებია და არა მარტო ჩემთვის. ამირანის მიმართ ყველგან და ყველასგან უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის დანახვამ მიიყვანა ქალი ამ განწყობამდე.
წავიდნენ.
ეგ არის, არც ამირანს შეეძლო უსამშობლოდ ცხოვრება, მიუხედავად მაღალი თანამდებობისა და შესაშური საყოფაცხოვრებო პირობებისა. ცოტა ხნის მერე ქმარმა ცოლს დაუტოვა ყველაფერი, რაც გააჩნდა, ჩაჯდა თავის გაზ-21-ში და სამშობლოში დაბრუნდა, სამშობლოში, რომელსაც მან მთელი თავისი ახალგაზრდობა და ჯანი უშურველად შესწირა. როგორც მეცნიერებათა კანდიდატს, ორას ორმოცი მანეთი ჰქონდა ხელფასი. აქედან ყოველთვიურად აუცილებლად ყოფილ ცოლს ას მანეთს უგზავნიდა, ადამიანს, ვინც ფაქტობრივად წიხლი ჰკრა. ის ქალი სიმფეროპოლსა თუ სევასტოპოლში მსახიობობდა, როგორღაც იყო ვკითხე: _ მუშაობს, სახსარი არ აკლია, ფულს რატომღა უგზავნი-მეთქი?! ქალმა ამირანის გარდაცვალება იმითღა გაიგო, რომ დანიშნულ დროს ფული აღარ მიუვიდა.
არც ხმა, არც კრინტი.
სიტყვაძუნწი კაცი იყო, მაგრამ ყოველი მისი ნათქვამი იმდენად ტევადი გახლდათ, რომ თანამოსაუბრისა თუ თამადის გრძლად გამოთქმულ აზრს სხარტ, ადვილად გასაგებ, მაგრამ მნიშვნელობით დატვირთულ ერთადერთ ფრაზას უხვედრებდა. `გრძელი სიტყა მოკლედ ითქმისო~, ესაც განათლებული გონების ერთ-ერთი ელემენტია!
უღრმესი პატივისცემით იყო გასმჭვალული ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვინც თავის საქმეში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ზოგი მისი შეფასება მახსოვს: განსვენებულ პედიატრ, ბატონ დავით კვიტაიშვილზე _ ეგ ისეთი ექიმია, გასასინჯად მისულს მტირალი ბავშვი უჩუმდებაო. ბატონი დავითი ჩემს ბავშვებსაც მკურნალობდა. დავაკვირდი, მართლაც ასე იყო, დაინახავდნენ, ჩუმდებოდნენ. ზარიბეგ ბერიაშვილზე _ საქვეყნოდ ცნობილ მოჭიდავეზე _ მაგას მითიური გოლიათი მოუყვანეთ, წააქცევსო. ამჟამად `საქგვირაბმშენის~ პრეზიდენტზე, მაშინ არცთუ საქვეყნოდ ცნობილ ინჟინერზე, ბატონ ავთანდილ ჩალაძეზე _ მაგას პირობები შეუქმენი, ბაბილონის კოშკს ააგებს, ენათა აღრევის შემდეგ ქართველ ტომებს აშენებულ საქართველოს დაახვედრებსო. ბატონ ჰამლეტ გონაშვილთან ახლო მეგობრობა ჰქონდა, თავადაც აბსოლუტური სმენისა და საუცხოო ტენორის პატრონი იყო. რამდენჯერმე მომისმენია მათი პირველ-მეორე. ამ განუმეორებელი მომღერლის გამო _ რუსთაველისა არ იყოს, ჰამლეტის სიმღერას ხვრელიდან გველის ამოყვანა ძალუძსო. ცინუკი დადიანის სიმღერებზე ხომ ცრემლს ძლივს იკავებდა. და რა ვიცი, კიდევ რა და როგორი შეფასებები შეეძლო, მიმავიწყდა... მისი სულიერი სამყარო ერთგული მეგობრობა, მედიცინის მწვერვალები, სიმღერა, კლასიკური მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, მხატ79
ვრული პროზა, პოეზია და სამსახიობო ხელოვნება იყო. წარმოსადეგობისა და ვაჟკაცური სილამაზის ეტალონად გამოდგებოდა, მარცხენა ლოყაზე დიდი შავი ხალი აჯდა და პირადად მე არ მეგულება მამაკაცი, ვინც იმდენ ულამაზეს ქალს ერთდროულად ჰყვარებოდა. ამას სხვათა შორის აღვნიშნავ, თორემ ასეთი, ქალთა საყოველთაო ყურადღებით მოსილი მამაკაცი, ბნელი და ბრიყვიც ბევრი მინახავს. ეს არ არის მხოლოდღა ინტელიგენტისა და გონებაგანათლებული ადამიანის მახასიათებელი.
ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ არის ჩემთვის უცხო.
ამირან მორჩილაძე მარტოხელა კაცი იყო და ალბათ ეს გარემოებაც უწყობდა ხელს, რომ გამუდმებით ჰყავდა რომელიმე მშვენიერი მეგობარი. ზოგი ჩვენს წრეშიც შემოჰყავდა და გაკვირვებით მიკითხავს ხოლმე: _ ასე წესიერებსა და სანდომიანებს რანაირად არჩევ-მეთქი. თავისი იუმორითა და ლაკონიურობით მპასუხობდა: _ დიდი ასორტიმენტიაო. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, მისი მეგობრები მაინც გამუდმებით ვცდილობდით, როგორმე დაგვეცოლშვილებინა. არასდიდებით, არც ერთ შემთხვევაში არ დაგვყვა. ერთი ასეთი ეპიზოდი მოსაყვანად ღირს: ჩემი მაშინდელი სამსახურის გამო ხშირად მქონდა ურთიერთობა მხატვრებთან. ჩვენი დაწესებულებისათვის ვის აღარ შეუსრულებია დაკვეთა _ რევაზ თარხან-მოურავს, ზურაბ ნიჟარაძეს, მერაბ ბერძენიშვილს, დიმა ერისთავს, ნოდარ მალაზონიას, ვიქტორ ჭუმბურიძეს და მეპატიოს, ბევრი გამომრჩა. მათ შორის გახლდათ იმხანად გაუთხოვარი უნიჭიერესი ლამაზმანი ქალბატონიც, მას დანიშნულ დროსა და საათზე ჩვენი დაკვეთა შესრულებული უნდა მოეტანა. იმდენად დადებითი ქალბატონი გახლდათ, რომ მისთვის ჩემი უსაყვარლესი ამირანიც კი გავიმეტე, _ ეგება რამე გამოვიდეს-მეთქი. ამირანს დავურეკე, _ გამოდი, აქა და აქა ვართ წასასვლელი, არ დაიგვიანო-მეთქი. არ დაუგვიანია, მოვიდა. ცოტა ხანში ქალბატონიც მოგოგმანდა. ერთმანეთს გავაცანი, ნამუშევარი ჩავიბარე, მხატვარი წავიდა, სამუშაო დღე დამთავრებული იყო, ჩვენც სადღაც წავედით. კარგა ხანი არაფერი მითქვამს, დავაცადე. მერეღა ვკითხე: _ ის მხატვარი ქალი როგორ მოგეწონა-მეთქი? ეშმაკი იყო, ოხერი, მგონია, მიმიხვდა, სახელდობრ, იმ დროისთვის მისი წვევის მიზანს, ცალი ყბით მომიგდო: _ აგრომეგალიკიაო! მაშინ ამ ტერმინის მნიშვნელობა არ ვიცოდი, ქალიშვილისთვის ოდნავ მოზრდილი ნიკაპი შეუმჩნევია. ეგ იყო. წადი შენა და ამისთანა კაცს ცოლი შეართვევინე. როცა მისი დაქორწინების იმედი საბოლოოდ გადაგვეწურა, ვკითხე: _ ამირან, თუ ძმა ხარ, ამიხსენი, ასე დაჟინებით რატომ გინდა სიბერეში არც შენ იზრუნო ვინმეზე და არც მზრუნველი მეგობარი გყავდეს-მეთქი და რა მითხრა, იცით? _ ბიჭო, როგორ არ მინდა, მაგრამ ჩემი ხასიათი რომ ვიცი, ორიოდ წელიწადში იმ ქალის მიმართ ვნება ჩამიქრება, ლოგინში ქალი კი არა, ფიცარი მედება, ისევ ვიღაც უნდა გავიჩინო ხოლმე და რატომ უნდა ვატკინო გული ადამიანს, ვინც სიყვარულით გამომყვა და ჩემისთანა ძნელი ხასიათის კაცის სამეგობროდ თავი გადადო... ეს ალალი სიტყვა იყო. აქვე დავსძენ, სიცრუე არ იცოდა, ადამიანებთან ურთიერთობდა რაინდული პრინციპით ან სიმართლე, ან დუ80
მილი. სხვათა შორის, გამოძიების პროცესშიც ასე იქცეოდა და ამის გამო ბევრიც მოხვდა გამომძიებლებისგან.
ფხუკიანიც იყო, დალოცვილი _ მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და საქციელის კაცი. გიორგი თურმანაულთან მეგობრობდა, მასთან ურთიერთობა უყვარდა მაღაროსკარულ სამოთხეში. ვთქვათ, მოვდივართ იქიდან. კაცმა არ იცის რატომ, გააჩერებდა მანქანას, გადავიდოდა, გულაღმა გაიშოტებოდა. ჩვენც გადავიდოდით სიმხნევისათვის. მოულოდნელად დაიძახებდა: _ წავედითო! და ჩვენც დაზღვეული არ ვიყავით, თბილისამდე ამ ფხუკს არ გაიმეორებდა.
ან კიდევ თელავში ყველასთვის ცნობილ ვახტანგ დათიშვილს მოისაკლისებდა, _ წავიდეთ, დავხედოთო. ვახტანგი (მეტსახელად ხრაკუნა) პოეტი და ფაქიზი სულის კაცია, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს. მაშინ იგი თელავის `კულტურისა და დასვენების პარკის~ ნადიკვრის დირექტორი გახლდათ, ძმაკაცებმა მეორე მეტსახელად `ვოზდუხის დირექტორი~ შეარქვეს. ვიქეიფებდით, მისი ენამჭევრობით დავტკბებოდით, ფუმფულა ლოგინებში გამოვიძინებდით ლამაზად და თბილისისაკენ გამოვწევდით. ერთხელაც იყო, ავედით თელავში. ამირანს თან ქალი ახლდა. _ ამას იმ ოჯახში ვერ მივიყვანო, ამირანმა. ალაზნისპირა რესტორანში მოვკალათდით, იქიდან დავურეკეთ, _ ჩამოდი, აქა ვართო. ჩამოვიდა ვახტანგი, მშვენიერი დრო გავატარეთ, ულამაზესი სადღეგრძელოები, ლექსები, მოგონებები... ამირანი, როგორც ყოველთვის, მგზავრობის წინ სასმელს არ გაეკარა. წამოვედით. ზამთარი იყო, სასიამოვნოდ თოვდა. ამირანმა სადღაც გააჩერა მანქანა, პატარა ხანს, წავიძინოთო. საბარგულიდან საბნები ამოიღო, სავარძლები გაშალა, ის ლამაზი ქალი შუაში ჩავიწვინეთ, ერთხანს ასე ვიყავით. მერე ამირანი მოულოდნელად წამოხტა, საბნები გადაგვაძრო, შეინახა, გზა განაგრძო. ან ძილის განზრახვა რა იყო, ან წამოხტომა და სიარული, ერთმა ღმერთმა იცის... ცხონებულმა საშა პაპავამ და მე კისლოვოდსკში დასვენება განვიზრახეთ. ღმერთია მოწამე, არ გვითხოვია, ამირანმა თავად შემოგვთავაზა, მე წაგიყვანთ, ბარემ საშა დავლიანიძესაც ვნახავთო. საშა დავლიანიძე ჩვენთან ერთად ნაჯდომი, მეტად საყვარელი კაცი იყო. დავნიშნეთ დრო, ჩაგვსხა ამირანმა თავის მანქანაში და გავწიეთ. გაგრამდე არ გავჩერებულვართ, იქ გაგრიფშის რესტორანში სამხრად დავსხედით. რესტორნის დირექტორად ჩვენი კარგად ნაცნობი კაცი გახლდათ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, გვარსახელად ირაკლი გაგუა. დაგვინახა, მოგვილალა მასავით კარგი რამდენიმე თანამესუფრე და, როგორც იტყვიან, იქ ქეიფი წავიდა, ღმერთმა ყველა ღირსეულ ადამიანს ნუ მოუშალოს. წაგვიყვანა ირაკლიმ შინ. გამოვიძინეთ, ვისაუზმეთ, გზას გავუდექით. ამირანი დილის საუზმისას არც ამჯერად გაჰკარებია სასმელს. ლესელიძეში შევედით, გააჩერა, _ მე თქვენთან ერთად წამომსვლელი არა ვარ, მანქანიდან გადადითო. გავიკვირვეთ, მაგრამ რა გაეწყობოდა, ჩავედით. ჩავედით და არ დავიშალეთ, რაიმე მანქანის პოვნა გადავწყვიტეთ. მივდივართ, ცოტა ხანს მერე მანქანამ მოგვაყვირა _ ამირანი იყო! ჩაგვსხა, ბოდიში მოგვიხადა, კისლოვოდ81
სკში ჩაგვიყვანა. საცოდავი საშა პაპავა ისე გარდაიცვალა, იმ ფხუკისა ვერაფერს მიხვდა. მე ვარ და დღემდე არ ვიცი, რა იყო ის საქციელი, არც არასოდეს მიკითხავს.
სხვანაირი ფხუკიც იცოდა. ათას ცხრაას სამოცდარვა წელს აკადემიკოსებმა, ბატონმა სიმონ ხეჩინაშვილმა და ქალბატონმა თამარ დეკანოსიძემ ყელის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს. ვზივარ სახლში, ველოდები როდის დამიძახებს ბატონი სიმონი საოპერაციოდ... ამირანი გამომეცხადა, კუწიასთან (ბატონი სიმონის მეტსახელი) ყველაფერი შევათანხმე. `ძალიან მძიმე ავადმყოფობა გაქვს, უკიდურესი შედეგიც კია მოსალოდნელი, მაგრამ ოპტიმიზმს უხმე, გული არ გაიტეხო, ყველაფერს ვიღონებთ, რაც საჭირო იქნება, მოემზადე, ხვალვე მოსკოვში მივფრინავთო~. ერთთვიანი უხელფასო შვებულება გაუფორმებია, საავადმყოფო მოადგილეებს დაუტოვა. უკვე თვითმფრინავის ტრაპიდან თავის დას, მშვენიერ ქალბატონ რუქაიას უთხრა, თუ შემოგითვალო, მანქანა გაყიდე, ფული გამომიგზავნეო. ჩავედით, ჩემს დასთან, როდამთან. გავჩერდით. გაქანდა ამირანი, მონახა საშა და ანდრეი სტაროსტინები, `სპარტაკის~ ყოფილი ფეხბურთელები, იმდროინდელ მოსკოვში ყოვლისშემძლე ჩვენი ციხე-ბანაკების ძმაკაცები. წამიყვანეს და მომაწყვეს გერცენის ინსტიტუტში აკადემიკოს პავლოვთან. მაშინ ოპერაცია არ დამჭირვებია, გამა-სხივებით მიმკურნალეს. ამირანი მთელი თვე თავს მადგა, თავისი ხელით მიკეთებდა ნაირ-ნაირ ნემსებს და ისე მივლიდა, როგორც თავგადადებული მამა საკუთარ შვილებს მოუვლის. ესაც მისი ფხუკთაგანი იყო, მაგრამ კეთილშობილებითა და მეგობრის ერთგულებით აღნიშნული ფხუკი. სხვებთანაც გაუმჟღავნებია ამგვარი მზრუნველობა.. თავისი სხვამა თქვას.
ბოლოთქმა
ამირან მორჩილაძეს კოლეგებმა თირკმლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბევრი ვარწმუნეთ, მოსკოვში ან ლენინგრადში გაეკეთებინა ოპერაცია, ათასი მეგობარი ექიმი ჰყავდა, სახელგანთქმული სპეციალისტები. არასგზით არ დაგვნებდა, _ ჩემი კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებაში ეჭვს ვერ შევიტან, შეურაცხყოფას ვერ მივაყენებო! დაწვა, გაუკეთეს ოპერაცია და დადუმდნენ. სხეული მეტასტაზებით ჰქონდა განადგურებული, მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ უთხრეს. მე თუ მკითხავს ვინმე, აზრი აღარც თქმისა იყო და აღარც დამალვისა. ყველამ ვიცოდით, რომ განწირულია. Kკარგა ხანს იბრძოლა, ხვედრს არ ნებდებოდა. ერთხანს რუქაიასთან იწვა, მერე თავისსავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ იწვალა, რაც იწვალა. წამოჯდებოდა, იტყოდა: _ ეს რა მიყო, კაცო! და დაწვებოდა ისევ. ბოლომდე არ სჯეროდა, რომ სასიკვდილოდ იყო განწირული. რა თქმა უნდა, დღედაღამ თავს ადგნენ მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები, ჩემი მეუღლე თამარ ჯავახიშვილი, სხვები, სხვები, ჩემ გარდა. მკითხულობდა,
82
ეუბნებოდნენ სტუმრები ჩამოუვიდნენ, იმათ დასდევსო. არავითარი სტუმრები. ვიცოდი, რისთვისაც მეძახდა. იმისთვის, რომ სიმართლე მეთქვა! მიმძიმდა. ბოლოს მითხრეს, რომ ბოლო დღეები ჰქონდა ამ დაწყევლილ, მაგრამ სანუკვარ მზისა ქვეშე. შევედი და ვუთხარი სათქმელი ისევე, როგორც თავად მითხრა უმჯობეს სამყაროში ჩემი შესაძლო წასვლის წინ. მგონია, ის სიტყვები ჩემი სიცოცხლის უმძიმესი სიტყვები იყო.
და აღარც წამომდგარა. მეორე დღეს მიიცვალა დიდი ადამიანი, უებრო მკურნალი, თავდადებული მამულიშვილი და ერთგული ძმაკაცი.
ნეტარ მათ, ამირან, ვინც შენით დღეს ცოცხალია და ამ გაუსაძლისი ცხოვრების ჭაპანს ეწევა. ვაი, შენ ჩვენო სულთა და გულთა ძმავ, რომ საქართველოს განთავისუფლებას ვერ მოესწარი და საშა პაპავასავით მხოლოდ მას მერე არ განუტევე სული, როცა შენი სიცოცხლის ოცნება აღსრულდა.
ეეეჰ, ამირან, ამირან!
`თეთრი გიორგის~ წევრთა საქმიანობის უკეთ გასაცნობად საინტერესო იქნება გავეცნოთ რამდენიმე პუბლიკაციას და პირველ რიგში ირმა ვარსიმაშვილის `ჭაბუა ამირეჯიბის პატიმრობის საიდუმლოს~.
`სამოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოს `მოქალაქეები~ `ბედნიერად~ ვცხოვრობდით. ტელერადიო გადაცემებისა და პრესის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ნათელი კომუნიზმისაკენ გაბრწყინებული სახით მივაბიჯებდით.
რა იმალებოდა წითელი ფერით მოხატულ შირმის მიღმა, ეს ერთეულებმა იცოდნენ და თავგანწირვით იბრძოდნენ იმპერიალისტური ძალის წინააღმდეგ. საქართველოს აღსადგენად ძალებს არ იშურებდნენ და ნებისმიერი გარეშე ძალის ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდნენ.
ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის საზღვრების გადმოლახვაც ერთგვარ მესიანურ იდეად მიიჩნიეს და ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა, თუ სამშობლოში დარჩენილებმა, თითქმის ერთსულოვნად ნაცისტებზე შეაჩერეს არჩევანი.
არავინ იცის, რა მოხდებოდა `ცისფერსისხლიანი არიელების~ გამარჯვების შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებულ `ინტერნაციონალიზმს~ დამოუკიდებლობის ფასად, გერმანელების `ფაშიზმი~ არჩიეს.
1943 წლის დასაწყისში მუსტაფა შელიას, შალვა სვანიძისა და ლევან აბდუშელიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისში ნაციონალისტური, არალეგალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
მათი მიზანი გერმანული იმპერიალიზმის დახმარებით საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. როგორც უშიშროების საარქივო სამმართველოში დაცული საქმეებიდან ვიგებთ, აღნიშნული ორგანიზაცია აწარმოებდა ახალგაზრდების გადაბირებას. ჰქონდათ რადიომიმღები, უსმენდნენ გერმანულ გადაცემებს, ამზადებდნენ პურის ყალბ ტალონებს და მიღებულ შემოსავალებს ორგა83
ნიზაციის საჭიროებისათვის იყენებდნენ. თბილისში რამდენიმე კონსპირაციული ბინა ჰქონდათ, სადაც მათი არალეგალური შეხვედრები ეწყობოდა. იმარაგებდნენ იარაღს. ჰქონდათ შეიარაღებული აჯანყების თანმიმდევრული გეგმა.ვარაუდობდნენ დუშეთის ტყეში არალეგალური დივერსანტების მოსამზადებელი სკოლის გახსნას, მიმღებ-გადამცემი სადგურის მოწყობას გერმანული არმიის ხელმძღვანელობასთან დასაკავშირებლად.
მუსტაფა შელია ჯერ კიდევ 1937 წელს იქნა დაპატიმრებული იმ მიზეზით, რომ `ახალგაზრდული ფაშისტური~ ორგანიზაციის წევრი იყო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1940 წელს, რატომღაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დაპატიმრებამ შელიას `ფაშისტური~ აზრი არ შეუცვალა და აქტიურად განაგრძო სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. 1943 წლის 3 ნოემბერს მის ასაყვანად მისულ ორგანოს მუშაკებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ადგილზე იქნა მოკლული.
აღნიშნულ ორგანიზაციაში, 1943 წლის იანვრის დასაწყისში, თვითონ შელიას მიერ გაწევრიანებულ იქნა ჭაბუა ამირეჯიბი. აი, რას წერს ის:
`როდესაც მუსტაფა შელიამ შემატყობინა არალეგალური ორგანიზაციის მიზნების და ამოცანების შესახებ, წინააღმდეგობა არ გავუწიე. თანახმა ვიყავი და მომწონდა კიდევაც, რასაც ლაპარაკობდა.
შელია, თავის მხრიდან, ანგარიშს მიწევდა და მენდობოდა _ ელოდა რა ჩემგან დახმარებას. ჩემი მხრიდან, როგორც უკვე ვაჩვენე, მტრული დამოკიდებულება მქონდა ხელისუფლებისადმი.
ანგარიშს ვუწევდი მას, რადგან მპირდებოდა კარგ ცხოვრებას, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც გერმანია გაიმარჯვებდა საბჭოთა კავშირში. ამაში კი ეჭვიც არ გვეპარებოდა.~
1943 წლის 26 სექტემბერს, არალეგალ მუსტაფა შელიასთან დაკავშირებით, ამირეჯიბი უშიშროების კომიტეტში დაკითხვაზე იქნა გამოძახებული. აქ მან პასუხისმგებლობა აიღო, რომ ორგანოებს მუსტაფას დაჭერაში დაეხმარებოდა.
მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს, შეხვდა გიორგი წულუკიძეს, ამირან მორჩილაძეს, ლუკა ტყემალაძეს და ორგანიზაციის სხვა წევრებს. ყველას შეატყობინა, დაპირებული თანამშრომლობის შესახებ და თვითონაც შელიას ძებნა დაიწყო.
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჭაბუას დედაც თავისებურ მონაწილეობას ღებულობდა შვილისა და მისი მეგობრების საქმიანობაში.
ქალბატონი მარია ჯერ კიდევ 1940 წელს იყო გასამართლებული და მისჯილი ჰქონდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. თერთმეტი თვის შემდეგ იქნა გათავისუფლებული.
ამირეჯიბი შელიას შეხვდა ოქტომბრის დასაწყისში და უამბო უშიშროების ორგანოში მომხდარის შესახებ. ურჩია, სასწრაფოდ დაეტოვებინა თბილისი მასაც და ორგანიზაციის სხვა წევრებსაც. თვითონაც არალეგალურად განაგრძო ცხოვრება.
84
მიუხედავად ასეთი კონსპირაციისა, ნოემბერში ის მაინც დაიჭირეს. ჭაბუა თავის ჩვენებაში საოცარი პირდაპირობით აცხადებს:
`...ჩემი ანტისაბჭოური განწყობილება და არსებული სისტემისადმი მტრული დამოკიდებულება, 1938 წელს, მამის დაპატიმრების მომენტიდან იღებს სათავეს. ამას გარდა, ყოველთვის ვიყავი სოციალიზმისა და ინტერნაციონალიზმის წინააღმდეგი. მე შოვინისტი და ნაციონალისტი, საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ვარ. სურვილი მქონდა, რომ ქართველ ხალხს თვითგამორკვევის უფლება ჰქონოდა და მიმაჩნდა, რომ ეს საბჭოთა ხელისუფლებაში არ მოხდებოდა.
მიმაჩნია, რომ ქართული ინტელიგენცია (რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენს) სულში არ შერიგებია და არ მიეჩვია საბჭოთა ხელისუფლებას.
მე ვიყავი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგი... და უპირატესობას ვანიჭებდი საზოგადოების ურთიერთობას, რომლის საფუძველიც კერძო საკუთრება იქნებოდა...~
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპრომეტირებულ და დაკითხულ იქნა 145 ადამიანი.
მუსტაფა შელიას პიროვნების კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად საჭიროდ მივიჩნიე თქვენი ყურადღება მივაპყრო ამონარიდს ქ-ნ ლეილა ჯიყაშვილის მიერ `კვირის პალიტრაში~ გამოქვეყნებული სტატიიდან, `თეთრი გიორგის~ რაინდი~.
...1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა, ვერავინ იფიქრებდა, რომ თავისუფლება ასეთი ხანმოკლე იქნებოდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის თავზე აფრიალებულმა ბოლშევიკურმა დროშამ თავისი ჩრდილი მთელი 70 წლით გადააფარა საქართველოს. ქართველი ერი იძულებით მონობას არასოდეს შეჰგუებია და თვით ბოლშევიკური წნეხის უსასტიკეს წლებშიც კი იმაღლებდნენ ხმას ერის შვილები, იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ეწირებოდნენ თავისუფლებაზე ოცნებას იმ რწმენითა და იმედით, რომ მათი საქმე უკვალოდ არ ჩაივლიდა.
მუსტაფა შელია იმ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს ეკუთვნოდა, ოდითგან ერის უკვდავი სულის სიმბოლოდ რომ აღიქმებოდნენ. 22 წლის ჭაბუკი სწორედ მაშინ იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, როდესაც ბევრს გაფიქრებისთვისაც კი ციმბირს უკან ატოვებინებდნენ. მისი სახელი მოსვენებას უკარგავდა თვით სისასტიკით განთქმულ საბჭოთა ჯალათებს. მისი საფლავიც კი გააქრეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ანთებულ ჩაუქრობელ კელაპტარს, რომელიც მუსტაფა შელიამ წყვდიადის შემანგრეველ სიმბოლოდ დაუტოვა სალოცავ სამშობლოს...
საზოგადოება `თეთრი გიორგი~, რომელიც თავისუფალ საქართველოზე ოცნებასთან ასოცირდებოდა, შიშის ზარს სცემდა საბჭოთა რკინისებურ მთავრობასაც და უბრალო მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ სახ85
ელის ხსენებისთვისაც კი შეიძლებოდა დაეჭირათ, გადაესახლებინათ და დაეხვრიტათ კიდეც. ამ `ოცნებით~ ნასაზრდოები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათი არაერთი თანამებრძოლი.
`თეთრი გიორგის~ სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი ერთი გულანთებული ქართველი ჭაბუკი იყო, თავის ასაკთან შედარებით უდიდეს მიზანთან შეჭიდებული მუსტაფა (ლევან) შელია, რომელსაც ლევან თურქიას სახელით იცნობდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, 22 წლისა, იარაღით ხელში, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მოკლეს ჩეკისტებმა. ეს უთანასწორო ბრძოლა შეიძლება ვინმეს ამაო მსხვერპლად მოეჩვენოს... რომ არ ყოფილიყვნენ მუსტაფა შელია და მისი მსგავსი გაუტეხელი მებრძოლები, შეიძლება არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ყოფილიყო... `ბრძოლას ყოველთვისა აქვს აზრი, დედფალ~, _ ამბობს ხალხური ლექსი.
მერაბ კოსტავა მუსტაფა შელიაზე წიგნის დაწერას აპირებდა _ ვერ მოასწრო... თანდათან ის ხალხიც შემოგვეცალა, ვისაც მისი გახსენება შეეძლო. და მაინც, რაც დარჩა, გვინდა კიდევ ერთხელ შევკრიბოთ და მივაწოდოთ მკითხველს. ეს უპირველესად ჩვენ გვჭირდება და არა მუსტაფა შელიას ხსოვნას, რომელსაც ისტორია თავის ღირსეულ ადგილს მიუჩენს.
მუსტაფა
ალექსანდრე შელიასა და ნუცა აბდუშელიშვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ. შეიძლება იმ კაცის პატივსაცემად დაარქვეს სახელი, რომელიც
86
გამაჰმადიანებული წინაპრების შემდეგ პირველი გაქრისტიანდა (ისტორიული წყაროებით, ის გახლდათ მუსტაფა აბდუშელიშვილი _ ჴჳჲჲ ს-ში).
ალექსანდრე შელია ტაბახმელის ცნობილ აჯანყებაში მონაწილეობდა. დასახვრეტადაც მიჰყავდათ, ვიღაც ახლობელმა გადაარჩინა... მისი მეგობრები იყვნენ ვანიკო აბაშიძე (დოდო აბაშიძის მამა), ემანუელ აფხაიძე...
მუსტაფას საბჭოთა მთავრობისათვის `არაკეთილსაიმედო~ ოჯახს ძალიან მალე მოუღეს ბოლო. მამამისი 42 წლის ასაკში ემსხვერპლა სულ უბრალო სამედიცინო ოპერაციას, დედას მანქანა დაეჯახა (ამ დროს თბილისში სულ ორი მანქანა დადიოდა, ორივე სუკისა).
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენად სერიოზული იყო მუსტაფას საქმიანობა. შედეგმაც არ დააყოვნა. 1937 წელს 16 წლის მუსტაფა დააპატიმრეს...
`ფიცხელ ომში~
მაშინ, როცა ბევრს იარაღი დაყრილი ჰქონდა, ბევრს კი მისკენ გახედვის ეშინოდა, მუსტაფა შელია `ფიცხელ ომში~ ტრიალებდა. ეს არ იყო ტრადიციული ბრძოლის ველი, ჯარისკაცებითა და ყუმბარმტყორცნებით, მაგრამ... ეს იყო ყველაზე მძიმე, ყველაზე დიდი სულიერი გამომცდელი ომი, რომელშიც მუსტაფა თავისი ნებით ჩაება და იქიდან გამარჯვებულიც გამოვიდა.
1937 წლის 31 აგვისტო. მეათეკლასელი მუსტაფა შელია კლასელსა და მეგობარს ნინო ჟღენტს ხვდება და მშვიდად ეუბნება: _ ხვალ დამიჭერენ. დიახ, მან იცოდა, რაც ხდებოდა. მისი პოლიტიკური საქმიანობა სულაც არ იყო გაუცნობიერებელი ბავშვური სიანცე. ის ერთადერთი იყო, ვინც `თეთრი გიორგის~ საზოგადოებაში ყველაზე ყველაფერი იცოდა. 1-ელ სექტემბერს სკოლაში მიაკითხეს. ვიდრე წაიყვანდნენ, მოახერხა და ნიტა ტაბიძე (ტიციანის ქალიშვილი, სკოლის მეგობარი) გვერდით გაიხმო: _ დედაჩემს უთხარი, შეიძლება ვერ დავბრუნდე, არ შეეშინდესო. ნიტა ტაბიძე იხსენებდა: `მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს ვიყავით მუსტაფასთან, ჩვენ არ დავუკითხივართ, თუმც კი ველოდით. მერე მივხვდით, რომ მას არ დავუსახელებივართ... ერთხელ ალბომში ჩამიწერა, `რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს, ეგ ვერაფერი სიყვარულია,~ _ ეს იყო მისი ცხოვრების მრწამსი.~
3 წელი იყო გადასახლებული, უამრავი ტკივილი გადაიტანა. ისევ სამართლიანი და შეუდრეკელი იყო.
ერთხანს თითქოს აღარ ახსოვდათ, მერე ისევ დაჭერა მოუნდომეს... მიჰყავდა კიდეც ორ ჩეკისტს. გზიდან გაიქცა _ სისხარტეში ვინ შეედრებოდა!
მისი განადგურებაც ისევე უნდოდათ, როგორც მისი ლექსები და ფოტოები გაანადგურეს, მაგრამ... ვერ შეძლეს.
არ დაუწუწუნია. ისიც არავისთვის უთქვამს და უჩვენებია, რომ გადასახლებიდან ჩამოსულს არც ერთი ფეხის ფრჩხილი აღარ ჰქონდა.
87
კეთრი
მისი სახელი და გვარი შიშის ზარს სცემდა ყველას. თვითონაც იცოდა, რომ კეთროვანივით იყო. ყველას სიკვდილივით ეშინიდა მისთვის კარის გაღება, მასთან დალაპარაკება, საბჭოთა სახელმწიფო თვითონ იყო კეთრი, რომელიც ალპობდა და ხრწნიდა ადამიანების სულებს... იყვნენ ანონიმური წერილების მთხზველები და მაბეზღარები, მაგრამ ღირსეული ვაჟკაცებიც იყვნენ. სწორედ ისინი უწვდიდნენ ხელს მუსტაფას. ისიც მხოლოდ ასეთი ვაჟკაცებისაგან მიიღებდა დახმარებას.
მისი მეგობარი ლუკა ტყემალაძე იხსენებდა: _ ომის დროს მუსტაფას მეორედ დაჭერა სცადეს, გაქცევით უშველა თავს. წელიწადზე მეტხანს იმალებოდა. რამდენჯერმე შემხვდა, მითხრა: _ თუ დამჭირდა, შენთან უნდა გავათიო ღამეო. მართლაც გაათია ერთი ღამე და ამიტომ დამაპატიმრეს, შვიდი წელი მომისაჯეს `დაუსმენლობისათვის~. არ ვნანობ, ის ხომ ღირსეული, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი იყო. მუსტაფას შემდეგ მისი ყველა თანამოაზრე დაიჭირეს. მისმა ბიძამ ლევან აბდუშელიშვილმა საკუთარ თავზე აიღო დისშვილის ყველა ბრალდება: ეგონა, ცოცხალი იყო და ამით სიკვდილს გადაარჩენდა, მაგრამ რაღას უშველიდა. მხოლოდ სასამართლოზე გაუგია, საყვარელი დისწული ცოცხალი აღარ ჰყავდა. ჰყვებიან, როცა განაჩენი წაიკითხეს, ლევან აბდუშელიშვილს წარბი არ შეუხრია, მხოლოდ ეს უთქვამს: _ მე რომ დამხვრეტენ ეგ არაფერი, მუსტაფა რომ აღარ არის ცოცხალი, ის მადარდებსო...(ლელა ჯიყაშვილი)
ჭაბუა ამირეჯიბი `ნაფიქრალში~ იგონებს:
`იმ ასაკიდანვე, როცა სამშობლოსა და წინაპრებზე მსჯელობა, ახსნა-განმარტება და დარიგება ამაოდ დახარჯულ შრომად ჩანდა, მამაჩემი ერეკლე ამირეჯიბი და ყველა ყრმის ღირსეული მამა რუდუნებით გვინერგავდა შეხედულებას, რომ ყოველი ჩვენგანი წინაპრების მიერ სამშობლოსათვის გაღებული მსხვერპლისა და ღმრთის მორწმუნეობის შედეგად ვარსებობთ. ასაკის მატებამ ყრმობაშივე ერთადერთ რწმენად, ჭეშმარიტებად ჩამოგვიყალიბა, რომ ქვეყნად, უპირველეს ყოვლისა, წინაპართა ძალისხმევით ვართ და მერეღა დედისა და მამის განზრახვით, რადგან თუ არ ლეხურა, დიდგორი, შამქორი, ბასიანი თუ დვინი, ქვეყნად არც ჩვენი დედ-მამა იქნებოდა. ამდენად, ჯერ სამშობლოს, წინაპართა მიმართ გვაქვს ვალი მოსახდელი და მერეღა მშობლების წინაშე. ამ ვალის მოხდა, ანუ მამულიშვილობა, სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით ხდება _ შეგნებული, მიზანდასახული მოქმედებით, როცა ყოველი საკეთებელი იმის განსჯით უნდა იწყებოდეს, სამშობლოს ავნებს თუ სარგებლობას მოუტანს იგი. მხოლოდ ასე და ამით მოიმკის კაცი გაღებული სიკეთისა თუ მსხვერპლის სამაგიეროს, რადგან ადამიანის შესაძლებლობათა ჯამი თავისებური, უძვირფასესი კაპიტალია, კაპიტალს ხელსაყრელ ადგილში ჩაბანდება ეგების და არ არსებობს ადამიანის შესაძლებლობათა ჩაბანდების უმჯობესი ნიადაგი, ვიდრე სამშობლოს მსახურება, მამულისათვის თავდადება და საჭიროების შემთხვევაში მსხ88
ვერპლად მისვლა. მიაქციეთ ყურადღება, ვინ უფრო მდიდარია: კაცი, ვინც ბევრი ფული იშოვა, თუ მამულიშვილი, ვინც სამშობლოსთვის მსახურებით მოიხვეჭა ვაჟკაცის სახელი, თუნდაც სიცოცხლის ფასად.
უკვე ვთქვი, ასე მზრდიდა მე ჩემი მამა და ყველა ღირსეული მამულიშვილი თავის ვაჟს. ჩემი ღრმა რწმენით, ამის შედეგი იყო ის, რომ რუსული უღლისგან განთავისუფლებისთვის, საქართველოს ოკუპაციის დღიდანვე, ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ბრძოლაში. ბევრი მათგანი `გულაგის~ ჯურღმულებში დაიღუპა, ზოგი დაუმორჩილებელი სულის ვაჟკაცი ბანაკიდან გაქცევისას იქნა მოკლული. ნაწილმა ცოცხლივ ჩამოაღწია. ისეთებიც მრავლად იყვნენ, ვინც მათი დაპატიმრებული თანამებრძოლებისგან გაუთქმელობით ასცდა განსაცდელს, მაგრამ მხოლოდ თითო-ოროლა იყო, ვინც ჩეკისტებთან იარაღით პირისპირობაში შესწირა თავი სამშობლოს ღირსეულ მომავალს. ასეთთაგან ჩემთვის ცნობილი მხოლოდ ერთია _ მუსტაფა ალექსანდრეს ძე შელია, არა ლეგალურ მეტსახელად ლევან თურქია, რომლის რაინდული ხასიათი, მამულიშვილობა და უდრეკი სული თითქმის დავიწყებას მიეცა, თუ არ ჩავთვლით ლუკა ტყემალაძის მიერ გამოქვეყნებულ მოგონებასა და ჩემ მიერ რამდენიმე ინტერვიუში მისი სახელის ხსენებას, რომან `გორა მბორგალში~ ანტირუსული ორგანიზაციის `თეთრი გიორგის~ მოღვაწეობისა და განადგურების გამო მოთხრობილ ნაწყვეტში მუსტაფა შელიას (ლევან თურქიას) როლის სათანადო აღნიშვნასა და სულ ახლახან ჟურნალ `სარკეში~ ქალბატონ ირინე მჭედლიძის ინტერვიუს, რომელიც მან მუსტაფას ნათესავ-მეგობრებს ჩამოართვა და ზემოხსენებულ მასალებთან ერთად ნაწილობრივ მაინც შეუწყო ხელი ამ თავდადებული მებრძოლის ხსოვნასა და არდავიწყებას.
დიდი ხანია გადავწყვიტე ჩემი ძმაკაცისა და ბრძოლაში წინამძღოლის მუსტაფა შელიასთვის ნარკვევი მიმეძღვნა, მაგრამ ავადმყოფობა და დროებითი გამოკეთების მონაკვეთებში წიგნების დამთავრების აუცილებლობამ შემიშალა ხელი. ამჟამად ის პერიოდია, როცა `გიორგი ბრწყინვალეს~ მოვრჩი, ათასი წვრილმანი სამუშაო განზე გადავდე და ახლა მინდა მცირე რამ ნარკვევით გავახსენო ქართველ ერსა და საზოგადოებას მისი სასიქადულო შვილი.
უპირველესად ის, მის გაცნობამდე რაც ვიცოდი და ავად თუ კარგად დამახსომდა. დააპატიმრეს 1937 წელს თექვსმეტისა, მეჩვიდმეტეში, მეათე კლასის მოსწავლე, მიუსაჯეს სამი წლის პატიმრობა დახურული ტიპის ბანაკში სასჯელის მოხდით. ჩვენი თაობის ბიჭებში მუსტაფას დაპატიმრების მიზეზად უცხო ქვეყნის საკონსულოს თანამშრომლებთან კავშირი იყო, რაც ერთი ვერსიით ჩოგბურთის თამაშისას ბურთების მიწოდებაში გამოიხატებოდა, ხოლო მეორით, იმჟამად საშინაო პატიმრობაში ჩაკეტილი საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის რაღაც თხოვნის შესრულებაში. უფროსები იმასაც ამბობდნენ, რომ უშიშროებამ მუსტაფას დასჯა მოზარდი თაობის დასაშინებლად განახორციელა.
89
1940 წლის, მგონი, შემოდგომაზე ხმა გავარდა _ მუსტაფა შელია დაბრუნდაო. ამავე პერიოდში ჩემთვის უფროსების საუბრებიდან ცნობილი გახდა მისი მშობლების ვინაობა: მამა _ ბატონი ალიოშა შელია, ღირსეული ქართველი ინტელიგენტი; დედა _ ქალბატონი ნინო (ნუცა) აბდუშელიშვილი, ამ პატივცემული გვარის ოჯახიდან გამოსული პირმშვენიერი მანდილოსანი.
მუსტაფა ახოვანი, თვალტანადი, წარმოსადეგი ჭაბუკი იყო. ბარემ აქვე ვიტყვი _ მუსტაფა ბატონმა ალოშამ თავისი უახლოესი აზერბაიჯანელი ძმადნაფიცის ხათრით დაარქვა და, თუ არ ვცდები, ძმადნაფიცი ჯერ თავად ეზიარა ქრისტიანობას და შემდეგღა მონათლა მუსტაფად თავისი ძმადნაფიცის შვილი.
მუსტაფას სახელი ყველანაირ წრეში პატივისცემით იხსენებოდა. აი, ერთი ეპიზოდი მისი ახალგაზრდული ცხოვრებიდან, რომელმაც საკმაოდ ფართო და დადებითი გამოძახილი პოვა. მუსტაფას შეუყვარდა ცნობილი ქართველი მოღვაწის, იმჟამად პოლიტპატიმრის, ბატონ სერგო ქავთარაძის ძმისშვილი მანანა. რახან ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ ბატონი სერგო სტალინმა ვადის მოხდამდე გაათავისუფლა და სსრკ საგარეო საქმეთა კომისარიატის საოქმო სამმართველოს თუ განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნა. აქ მან რამდენიმე წელი იმსახურა და შედეგ ელჩად იყო სხვადასხვა ქვეყანაში. ამბობდნენ, რომ რუმინეთის მეფის მიხაის დამხობაში სერგო ქავთარაძის ხელი ერია. მაგრამ ჩვენ მუსტაფას სიყვარულის ამბავს მივუბრუნდეთ. როგორც ჩანს, მუსტაფამ საყვარელი გოგონას თანაგრძნობას ვერ მიაღწია და მისი მოტაცება განიზრახა. მესამე მონაწილის სახელი აღარ მახსოვს და ერთი მათგანი ნამდვილად იყო პაოლო იაშვილის ძმის, მიხეილის, შვილი ნოდარ (კუკუნა) იაშვილი, რომელმაც შემდგომში განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობისთვის კაი თხუთმეტი წელიწადი ბანაკებსა და თავისუფალ გადასახლებაში გაატარა, მეუღლითა და ორი ახოვანი ვაჟიშვილით დაბრუნდა... როგორ და ვის მანქანაში მოხერხდა ქალიშვილის ჩასმა, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვიცი ამ ოპერაციის ფინალი: მანანამ სასტიკი უარი განაცხადა მუსტაფას ცოლობაზე და, საერთოდ, გათხოვებაზე. იმდენი იუარა, რომ მუსტაფამ ძმაკაცებს უთხრა: _ რა გაეწყობა, დავბრუნდეთო. დაბრუნდნენ, გატაცებული სატრფო შინ მიიყვანეს. თუ არ ვცდები, ეს ამბავი 1940 წელს მოხდა. დამავიწყდა მეთქვა, მუსტაფა დაპატიმრებამდე პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში სწავლობდა, ხოლო დაბრუნების შედეგ ექსტერნად დაამთავრა საშუალო სკოლა.
ჩვენი გაცნობა-დაახლოება შემდეგნაირად მოხდა: ქალაქში ხმა გავარდა (1942წ. დეკემბერი), მუსტაფა შელია დააპატიმრეს, უშიშროებაში მიჰყავდათ, გზიდან გაექცათო. შემდგომში ჩემთვის ამ გაქცევის დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ბინაზე ეწვივნენ, მარტი იყო, მას ამ დროისთვის მშობლები აღარ ჰყავდა. მათი გარდაცვალების ასეთი ვერსია თავად მუსტაფასგან მსმენია: დედას მისთვის ორთაჭალის ციხეში ამანათი მიჰქონდა, ავტომანქანისა თუ ტრამვაის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა. მამა ზესტაფონში
90
მივლინებისას მოიწამლა და გარდაიცვალა. თუმცა ისეთი ვერსიაც იყო, რომ ორივენი უშიშროებამ დახოცა. დიახ, წამოიყვანეს მუსტაფა ფეხით, ვითომდა დასაკითხად. მუსტაფა ამას როგორ ირწმუნებდა და სასტუმრო `თბილისთან~ ჯორჯიაშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გაიქცა. აედევნენ, რამდენჯერმე ესროლეს კიდეც, ვერ მოახვედრეს, მარდი ბიჭი იყო, სანაპიროზე ჩაასწრო, რომელიღაც სატვირთო მანქანას შეახტა, ძარაში ჩაიმალა, ვერის ხიდთან გადმოხტა, მტკვრის მარცხენა მხარეს გავიდა, ამირან მორჩილაძესთან მივიდა ვეძათხევის ქუჩაზე. დილაადრიანი იყო, საღამომდე იქ დაყო, დაღამდა და ამირანმა ჩემთან წამოიყვანა, რადგან იქ უამრავი კარის მეზობელი ბინაში შინაურივით შედიოდ-გამოდიოდა, ხოლო მე ჩვენს საკუთარ სახლში (საბურთალო, ახლანდელი ბახტრიონის ქუჩა) ცალკე ოთახი და სააბაზანო მქონდა. ბინაში დედაჩემისა და ჩემი უმცროსი დის, ნათიას მეტი არავინ იყო. დედა სამსახურში გვიანობამდე ყოვნდებოდა ხოლმე, ნათია საბავშვო ბაღიდან დეიდას მიჰყავდა და ხანდახან კვირაობით იქა ჰყავდა თავის ბინაში.
ჯარიდან ახალი გამოპანჩურებული ვიყავი, ამის გამო სხვაგან ბევრჯერ მაქვს წერილობით განმარტებული. თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ექსტერნატზე აღვიდგინე თავი, ძირითადად შინ ვიჯექი. იმ დღესაც, კომენდანტის საათის წინ მაინც, შინიდან რა გამიყვანდა. შემოვიდა ამირან მორჩილაძე, _ მუსტაფა მოვიყვანე, უნდა მიიღო და ერთხანს შეიფაროო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. 1942 წლის დეკემბრის ბოლო თუ 1943 წლის დასაწყისი იყო. ასე მოხდა ჩვენი გაცნობა-დაძმაკაცება. აღმოჩნდა, რომ მუსტაფა ამჯერად დააპატიმრეს ეჭვით, როგორც `თეთრი გიორგის~ ერთ-ერთი წევრი. ნამდვილად იგი ამ ორგანიზაციის `აღმასრულებელი ხელმძღვანელი~ იყო, ხოლო სათავეში ლევან აბდუშელიშვილი და შალვა სვანიძე ედგნენ, როგორც ჩემთვის და ორგანიზაციის დანარჩენი დაპატიმრებული სხვა წევრებისათვის გახდა ცნობილი ისევე, როგორც მუსტაფას მოკვლა აყვანის ცდისას...
მე და ჩემი რამდენიმე სათანადოდ განწყობილი ძმაკაცი აქტიურად ჩავებით ორგანიზაციის მუშაობაში. უპირველესი მიზანი იყო, `თეთრი გიორგის~ ხელმძღვანელობას, ტყეში გასულ და უკვე რაზმებად ჩამოყალიბებულ პირთა ჯგუფებს იარაღით, საბრძოლო მასალით შევშველებოდით. რამდენიმე წევრს ფულის შოვნა დაგვევალა, რისთვისაც პურის ყალბი ტალონების ბეჭდვას შევუდექით. ამ ტალონებს მაღაზიის გამგეები იძენდნენ და ამოღებული ფულით ვყიდულობდით ყოველგვარ საჭურველს, ვაბარებდით მცხეთაში ჩემთვის და გამოძიებისთვის დღემდე უცნობ პირებს, რომლებიც თავის მხრივ მეკავშირის მეშვეობით დუშეთისა და თიანეთის რაიონებში არსებულ რაზმებს უგზავნიდნენ.
მუსტაფამ `თეთრი გიორგის~ მიზანი შემდეგნაირად განგვიმარტა: _ `გერმანელები და იაპონელები მეორე მსოფლიო ომს ვერ მოიგებდნენ თუნდაც იმიტომ, რომ ისინი მთელ დანარჩენ მსოფლიოს ებრძოდნენ და თანაც ამერიკელები სულ მალე გამოსცდიდნენ ყოვლის გამანადგურებელ ბირთ91
ვულ იარაღს. შესაძლო იყო გერმანელებს კავკასიისა და საქართველოს ოკუპაცია მანიც მოეხერხებინათ. ამ შემთხვევისათვის უნდა გვქონოდა ძალა, რომ მთლიანად საქართველოში ან მის მნიშვნელოვან ნაწილში, ძალაუფლება ჩაგვეგდო ხელთ და სამხრეთიდან ინგლის-ამერიკელთა შემოსვლას (როგორც განზრახული იყო, გერმანელთა განდევნას კავკასიონის ჩრდილოეთისაკენ ეს მოჰყვებოდა) დამოუკიდებლობის პრეტენზიით დავხვედროდით. იგივე გეგმა უნდა განხორციელებულიყო მაშინაც, თუ გერმანელებს რუსები განდევნიდნენ, იმ განსხვავებით, რომ მათ წინააღმდეგ პარტიზანული ომი უნდა გამართულიყო და დამოუკიდებლობა რუსებისთვის უნდა გამოგვეგლიჯა. ყოველივე ამას საფუძვლად `ატლანტიკური დეკლარაციის~ მესამე პუნქტი ედო, რომელიც ყველა ერის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლებას აღიარებდა მოკავშირეთა ხელდასხმითა და ძალისხმევით~. პერსპექტივა არც ისე ცუდი ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, საკმარისი იმისთვის, რომ მამულიშვილურად, ანტირუსულად განწყობილ ახალგაზრდობას ხელში იარაღი აეღო პრინციპით _ `ცდა ბედის მონახევრეა~.
მუსტაფამ ჩემთან, ჩვენს სახლში, თვე-ნახევარი დაყო და თებერვალში, კონსპირაციის წესის მიხედვით, ადგილსამყოფელი შეიცვალა, სხვაგან წავიდა და ადრე მოტანილი რადიომიმღები ტალონის საბეჭდი მოწყობილობითურთ თან წაიღო. ამის შემდეგ ჩემთან ამირან მორჩილაძის მეშვეობით ჰქონდა კავშირი, ცხადია, აუცილებლობისა თუ საჭიროების შემთხვევაში, ანუ მაშინ, როცა ადრე მოტანილი ფულით შეძენილი საჭურვლის წაღება იყო საჭირო.
გავიხსენებ მუსტაფასთან დაკავშირებულ რამდენიმე ეპიზოდს. იგი ჯერ კიდევ ჩემთან იყო, როცა ერთ ბნელ ღამეს, კომენდანტის საათის დაწყებამდე, საბურთალოს აღმართით შინ ვბრუნდებოდით. მოედანზე ამოსვლას აღარაფერი გვიკლდა, დღევანდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჩაქუჩ-ნამგალა კორპუსის წინ ვიღაც შეგვეფეთა. ფეხზე შეყენებული ნაგანი მოგვიშვირა და ჩურჩულით გვიბრძანა: _ ხელები მაღლაო! `სრულიად მოულოდნელი რამ იყო, მაგრამ მუსტაფამ, ჩვეული სიმშვიდით, ყბაში იმისთანა სთხლიშა, რომ გულუბრყვილო თუ შეშლილ თავდამსხმელს ნაგანი დაუვარდა, ორიოდე წამს იდგა და მერე მოცელილივით დაეცა _ ნოკაუტი იყო! მუსტაფამ იარაღი აიღო, აგრესორს ფერდში წიხლი უთავაზა, _ ადე, წაეთრიე, აღარსად შემომეფეთო, თორემ გაგასაღებო! _ უთხრა და გზა განვაგრძეთ. შემიძლია ხატზე დავიფიცო, დღემდე ვერაფერი გამიგია, ვინ იყო, რა იყო, რა უნდოდა?! ამ შემთხვევისთვის კომენტარი არც თავად მუსტაფასი მსმენია, თუმცა მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც იცოდა, ჩვენს წრეში შეკითხვების დასმა ცუდ ტონად ითვლებოდა არაფერი მიკითხავს. დარჩა ეს შემთხვევა ჩემი სიცოცხლის ერთ-ერთ ამოუხსნელ რებუსად~.
`მგონი, ამის გახსენებაც ღირს: მე და გოგი წულუკიძე ოპერაში ვიყავით, ომიანობის გამო თბილისში შემოფრენილი უკრაინელი მომღერლის გასტროლზე. ანტრაქტზე ბუფეტში ავედით, დაგვინახა ვახტანგ ბარკალაიამ, თბილისის სამხედრო კომენდანტის, გენერალ-მაიორ მახონკოვის
92
ადიუტანტმა, გამოემართა ჩვენკენ, _ გამარჯობა, ბიჭებოო, მოგვესალმა, ჯიბიდან მჭიდროდ შეხვეული ფუთა ამოიღო, _ ეს მუსტაფას გადაეცითო, მე მომმართა. ამიტომ მე გამოველაპარაკე, მუსტაფა ვინ არის-მეთქი?! ადიუტანტი გაფითრდა, გაბრუნდა, გაგვეცალა. გოგიმ თქვა: _ ეგ რაღაცის ვაზნებია, წავალ, გამოვართმევო. წავიდა, მოიტანა. გადავეცი მუსტაფას. თიანეთში აიტანე, ამა და ამ კაცს ჩააბარეო. ავიტანე, დავბრუნდი, მუსტაფა მოვინახულე, _ დავალება შესრულებულია-მეთქი. მუსტაფამ მკითხა: _ მაგ ვახტანგს მანამდე თუ იცნობდიო. დავუდასტურე, ვიცნობდი-მეთქი. მაგრამ ისე ახლოს არა, რომ საქმეზე რამე მეთქვა. მუსტაფამ ჩვეულებისამებრ, თითები გაატკაცუნა და თქვა: _ არ არის კარგი. მაგან ის თუ იცის, რომ ჩემთვის შეპირებული ვაზნები, სახელდობრ, შენ შეგიძლია გადმომცე და უარის შემთხვევაში გოგის გამოატანოს, საფიქრებელია, რომ სხვაც ბევრი რამ იცის. ერთადერთი დამამშვიდებელი ფაქტორი მისი გაფითრებაა, მაგრამ, საიდან რა უნდა იცოდეს? ჰო, რამდენი ვაზნა იყო? ვუთხარი, რომ ფუთა გაუხსნელად გადავეცი, არ დამითვლია, მაგრამ ასზე მეტი უნდა ყოფილიყო. მუსტაფამ გამიღიმა და თქვა: _ სიტყვის კაცი ყოფილა ვახტანგა, მაგრამ უნდა დავადგინო, საიდან რა იცისო~.
ამ საუბრის შემდეგ შემიჩნდა წუხილი, რომელიც გამართლდა კიდეც. აქვე ვიტყვი, ჩვენი ორგანიზაციის ჩავარდნაში ვახტანგ ბარკალაიას არავითარი ბრალი არ მიუძღვის, საქმე სულ სხვა მხრიდან გაითქვა.
იყო თბილისში ერთი ლატვიელი ინტელექტუალი, მხატვარი რომან სუტა. იგი გერმანელების მიერ რიგის აღების წინდღით ჩეკისტებმა რუსებისთვის სხვა საჭირო პირებთან ერთად მოიტაცეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და, წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსკოვში გადაიყვანეს, ნუ ფართხალებ, სხვებსაც არ სურდათ მოსკოვში ლუბიანკის მონახულება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათო! თავად სუტა ამბობდა, სხვაში ავერიე, თორემ ლუბიანკის მაგივრად `მოსფილმში~ რატომ მიმიყვანდნენო?!. მართლაცდა, რუსებისათვის ლატვიელი მხატვარი რა პოლიტიკური ინტერესის მქონე სუბიექტი უნდა ყოფილიყო? ასე იყო თუ ისე, სუტას `მოსფილმიდან~ `ქართულ ფილმში~ უკრეს თავი და რომელიღაც სურათის მხატვრობა დაავალეს. შემთხვევით გავიცანი, `ცოფიანი~ რუსოფობი და ანტიკომუნისტი გახლდათ. როცა მუსტაფამ ყალბი ტალონების ბეჭდვა დამავალა, ამ საქმის მცოდნე სპეციალისტების საჭიროებამ იჩინა თავი. ასეთი კაცის ძებნას სიფრთხილე სჭირდებოდა. არჩევანი, როგორც არსებული წყობილებისადმი უარყოფითად, სიძულვილით განწყობილ ადამიანზე, რომან სუტაზე შევაჩერე, რა თქმა უნდა, მას მერე, რაც მუსტაფას გავაცანი და მისგან თანხმობა მივიღე. აღმოჩნდა, რომ სუტამ ზედმიწევნით იცოდა თუთიის ფილების ნებისმიერ კლიშედ დამუშავება და მიღებული გამოსახულების ქაღალდზე გამრავლებაც. მზადყოფნით დათანხმდა ყალბი ტალონების ბეჭდვაზე, ფეხსაცმელს მაინც ვიყიდიო. როცა მუსტაფამ ჩემი ბინიდან სხვაგან გადაინაცვლა, ბეჭდვის ხელსაწყოებთან ერთად რომან სუტაც წაიყოლა. სადღაც, ზემო სოლოლაკშიც ჰქონდა კონსპირაციული ბინა მეგობარ ქალ მარგარიტა
93
ასტვაცატუროვასთან. თუმცა იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ტალონები იქ იბეჭდებოდა, რადგან ორგანიზაციას თბილისში რამდენიმე კონსპირაციული ბინა ჰქონდა. ასტვაცატუროვა იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენთან ერთად აღმოჩნდა ტრიბუნალის წინაშე და მფარველობისა თუ დაუსმენლობისათვის ათი წლით პატიმრობა მიიღო. ბარემ აქვე ჩამოვთვლი იმ ადამიანთა გვარსახელებს, ვინც 1944 წლის 7-12 აპრილს საქართველოს უშიშროების ჯარების ტრიბუნალის განაჩენით დაისაჯა. აქ ორგანიზაციის წევრების გარდა, დაუსმენლობისათვის დასჯილებიც იყვნენ. ლევან აბდუშელიშვილი, შალვა სვანიძე _ `თეთრი გიორგის~ ხელმძღვანელები _ დახვრიტეს. რომან სუტა _ მხატვარი და არაორგანიზაციის წევრი _ დახვრიტეს; ჭაბუა ამირეჯიბი _ წევრი, პავლე ხარანაული _ თიანეთის პარტიზანული რაზმის მეთაური _ ორივეს 25 წლით პატიმრობა; ვახტანგ ჯორჯაძე, არჩილ წულუკიძე _ წევრები, ორივეს 15 წლით პატიმრობა; გიორგი წულუკიძე, რევაზ ტყავაძე, ამირან მორჩილაძე _ წევრები, 10 წლით პატიმრობა სამივეს; ნორა ყარალაშვილი _ წევრი, 10 წლით პატიმრობა; მარიამ ამირეჯიბი, მარგარიტა ასტვაცატუროვა, ვილი სილერი _ დაუსმენლობა, 10-10 წლით პატიმრობა; ლუკა ტყემალაძე _ 8 წელი; გიორგი (ჟორა) იშხნელი, ლევან ნანეიშვილი _ თანამონაწილეობა, 7-7 წლით პატიმრობა; გოცირიძე (სახელი აღარ მახსოვს) _ მხატვარი, მიხეილ ჭიაურელის შუამდგომლობით მალე გაათავისუფლეს, 10-წლიანი პატიმრობიდან მხოლოდ ორი მოიხადა. ზემოხსენებულთა გარდა ცალკე გასამართლდნენ კიდევ ხუთი თუ ექვსი სხვადასხვა ბრალდებით.
ახლა რასაც ვიტყვი, ტრიბუნალის მსვლელობისას გამოირკვა. ერთ დღეს სუტას მუსტაფასთვის უთქვამს: _ კაცი მყავს, ოცდაათ-ორმოცი ათას მანეთად, გინდ თურქეთში, გინდ ირანში კაცის გადაყვანა შეუძლიაო. მუსტაფას ინგლის-ამერიკელებთან კავშირის დასამყარებლად ემისრის გაგზავნის სურვილმა თუ გააბედვინა სუტას კაცთან შეხვედრა, თორემ მისი სიფრთხილისა და წინდახედულობის პატრონი მას არასგზით იკისრებდა, ასეთი საქციელი მისთვის დაუშვებელი იყო. გავიდა რამდენიმე დღე, სუტას კაცი _ `ქართული ფილმის~ შტატიანი რეჟისორის თანაშემწე არმენიკა დანიელიანცი ფეხს ითრევდა, ვითომდა, რა ვიცი, რა კაცს უნდა შემახვედრო, იქნება სულაც უშიშროების აგენტიაო და მხოლოდ მას მერე დათანხმდა, როცა სუტამ უთხრა: _ რას ამბობ, კაცო, მუსტაფა შელიაა, არალეგალურ მდგომარეობაზე მყოფი ადამიანიაო. არმენიკა მამაძაღლი ვანკა პანკოვის, კინოსტუდიის ოპერ-ჩეკისტის კაცი გახლდათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ შეხვედრა შედგა მანამადე, სანამ ვანკა პანკოვი თავის უფროსებს მოახსენებდა მუსტაფა შელიას სახელის ასე ანაზდეულ ამოტივტივებას. შეხვედრაზე მუსტაფა ადვილად მიხვდა, თუ სუტას ვისთან ჰქონდა საქმე და რომ ეს არმენიკა არავის არსად გადამყვანი არ გახლდათ. სუტას ამ კაცთან ურთიერთობა სასტიკად აუკრძალა. საქმე თითქოს ამით დამთავრდა. ეგ არის, ჩეკისტები რაღა ჩეკისტები იქნებოდნენ, ასეთი, თვით ზეცა-უფლის ბოძებული შესაძლებლობა ხელიდან გაეშვათ და პრობლემა ასეთნაირად
94
გადაწყვიტეს: სუტამ ალმა-ათაში ევაკუირებული `მოსფილმის~ რომელიღაც სურათზე (მგონი, `ჩელოვეკ-217~-ზე) მიპატიჟება მიიღო. პირობებს ძალიან კარგს სთავაზობდნენ და მანაც გამგზავრება გადაწყვიტა, რადგან არმენიკას ვარიანტი სრულიად საფუძვლიან ეჭვს ჰგვრიდა და საერთოდაც, მართებულად მიიჩნევდა თბილისიდან გაცლას. გააცილეს სტუდიის თანამშრომლებმა, ჩასვეს ბაქოს მატარებელში, ხოლო ჩეკისტებმა იგი ნავთლუღის ვაგზალზე ჩამოსვეს და წაიყვანეს `სადაც ჯერ არს~. მუსტაფასთვის ეს ცნობილი გახდა, რადგან მატარებელში შეაყოლა კაცი, რომელმაც მას სუტას აყვანის პროცედურა ზუსტად უამბო. მას შემდეგ არმენიკა მამაძაღლი ჩეკისტებმა თბილისს მისივე თხოვნით მოაშორეს, `მოსფილმში~ იქაური `ვანკა პანკოვის~ დაქვემდებარებაში გადაიყვანეს, სადაც, უნდა ვიფიქროთ, თავის მოვალეობას სიკვდილამდე პირნათლად ასრულებდა.
აწამეს საცოდავი რომან იაკოვლევიჩ სუტა, ათქმევინეს, _ მუსტაფა შელია ჭაბუკა ამირეჯიბმა გამაცნოო და მტაცეს ხელი. მიმიყვანეს უშიშროებაში, მივხვდი, როგორც იყო საქმე, საჭირო იყო რაიმე ფანდის მოგონება, როგორმე უშიშროებიდან თავის დაღწევა და მუსტაფას გაფრთხილება, რომ მისი კვალი აღებული აქვთ. ვთქვი: _ მერე რაა, რომ გავეცანი, აღარც მახსოვს სად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ის მუსტაფა შელია თქვენი კაცია, დღისით-მზისით ქუჩა-ქუჩა დაეხეტება. თუ ვნახე სადმე, უეჭველად შეგატყობინებთ-მეთქი. ამის შემდეგ საითკენღაც გაიქცნენ ჩემი ჩეკისტები, ერთის ანაბარა დამტოვეს, ბარე ორი საათის მერე დაბრუნდნენ და ასეთი რამ შემომთავაზეს, შენ იცი, ქალაქის რომელ უბნებში შეიძლება მუსტაფა შელიას ნახვა. იარე, ჩვენ შორიახლო კაცებს გამოგაყოლებთ, როცა შეგხვდება, არა აქვს მნიშვნელობა, მერამდენე დღეს იქნება, გამოელაპარაკე, სავარცხლით თმა გადაივარცხნე, დაემშვიდობე, წადი და დანარჩენი ჩვენ ვიცითო. ადგილი დავთქვით, სადაც მეორე დილით იმ სამ კაცს უნდა შევხვედროდი, კინაღამ გადავირიე, ვერაფრით დამეჯერებინა, რომ მიშვებდნენ, მაგრამ ნაადრევი იყო ჩემი სიხარული: მოიტანეს სტამბურად დაბეჭდილი თანამშრომლობის ხელწერილი, საკუთარი ხელით შემავსებინეს, ხელი მოვაწერე სულის ცახცახით და ამის შემდეგღა გამომიშვეს.
ის ხელმოწერა ცხოვრებაში ორჯერ დამხვდა წინ. პირველად მაშინ, როცა ტრიბუნალზე გაცხადდა ძიების პროცესში დადგენილი ფაქტი, რომ უშიშროების სამინისტროდან გამოსულმა, კვალში არავინ მომყვებოდეს-მეთქი, ქალაქში ფეხითა თუ ტრანსპორტით ბარე ორი საათი ვიხეტიალე, დავრწმუნდი, `კუდი არ მება~, ამირან მორჩილაძესთან მივედი, ვიცოდი, იმხანად მუსტაფა იქ იყო ხოლმე. ვნახე ორივენი, ვუამბე, როგორ იყო და რა იყო, სწორედ ამის საფუძველზე ტრიბუნალით მისჯილი ოცდახუთი წლით პატიმრობის სასჯელის უმაღლესი ზომით შეცვლა მოითხოვა რესპუბლიკის საგანგებო საქმეთა პროკურორმა, რაც სამოცდათხუთმეტი დღე-ღამის მანძილზე დასახვრეტთა საკანში ჯდომად და ყოველღამ სიკვდილის მოლოდინად დამიჯდა. ხოლო მეორედ ამ თხუთმეტიოდე წლის წინ პარლამენტის შენობაში ჩემ მიერ გემრიელად ნაჟეჟმა ნაძირალა გაზეთის ნაძირალა რე95
დაქტორმა საიდანღაც ამოქექა მაშინდელი ის ჩემი ხელწერილი უშიშროების მინისტრის რეზოლუციით, რომელიც აღნიშნავდა, რომ მე დავალება კი არ შევასრულე, არამედ `სისხლის სამართლის დამნაშავე~ გავაფრთხილე, რომ კვალი აღებულია და ჯობს, ქალაქს თავი გაარიდოს. სტატიაში მუსტაფა შელიას გვარი კი არა, `სისხლის სამართლის დამნაშავე~ ეწერა. რასა ვიქმ, ჩემზე ჭორების ნაირსახეობათა გავრცელებით ბევრმა არაკაცმა იჯერა გული, ასეთი ხვედრი დამაყოლა წერათმწერალმა...
მაგრამ ჩვენ საქმეს მივხედოთ. ორი დღე ვიარე, ვითომ მუსტაფას დასაჭერად. დავრწმუნდი, არ მომეშვებოდნენ და ასეთნაირად გავექეცი: სკოლელი ნაცნობი შემხვდა ნაძალადევში, მივესალმე, მოვიკითხე, სავარცხლით თმა გადავივარცხნე და გზა განვაგრძე. ეს ეპიზოდი `გორა მბორგალში~ დაწვრილებით მაქვს აღწერილი. ერთხანს ვიმალებოდი, მაგრამ ერთი `მეგობარი~ კაცის მეშვეობით 1943 წლის 26 ოქტომბერს მაინც დამიჭირეს. ტრიბუნალის 1944 წლის 7-12 აპრილის სხდომაზე ორგანიზაციის წევრებისათვის ვახტანგ ჯორჯაძისგან გახდა ცნობილი, რომ მუსტაფა მისი ბინიდან აყვანის მცდელობისას 1943 წლის 8 ნოემბერს გამთენიისას ურთიერთსროლის შედეგად ჩეკისტებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. მათ ამ დროისათვის უკვე იცოდნენ, თუ სად, ვისთან შეეძლო მუსტაფას ღამის თევა, ყველგან მოთვალთვალე დააყენეს და ერთ-ერთმა აცნობა უფროსებს, რომ მუსტაფა ვახტანგ ჯორჯაძესთან მივიდა დასაძინებლად. ვახტანგი მაშინ ენგელსის ქუჩის ერთ-ერთი ჩიხის, სოლოლაკის კლდეზე მიბჯენილი სახლის პირველი სართულის აივანზე გამავალ ოთახში ცხოვრობდა. ჩეკისტებმა სახლს ალყა შემოარტყეს, სხვები ვახტანგის კარს მიადგნენ, _ გააღე ახლავეო. მუსტაფა წამოხტა, პარაბელუმი მოიმარჯვა, აივნის კარი გააღო, გავიდა და ყოველი მხრიდან შეუძახეს: _ იარაღი დააგდე, ხელები მაღლაო!.. ურთიერთსროლა კარგა ხანს გაგრძელდა, მუსტაფა თითქმის ენგელსის ქუჩაზე იყო გასული, რომ ზურგში ტყვია მოხვდა. დაჭრილი მაინც გარბოდა და ისროდა... სასიკვდილოდ დაჭრილი მუსტაფა შელია ორთაჭალის ციხის საავადმყოფოში ექიმმა ფაღავამ მიიღო. შემდგომში მისგანვე გახდა ცნობილი, რომ მუსტაფამ ერთადერთი ფრაზა თქვა, თერთმეტმა სექტემბერმა დამღუპაო და გარდაიცვალა. ჩვენ ის დღე არმენიკა დანიელიანცთან შეხვედრის დღედ მივიჩნიეთ, თუმცა თარიღის შემოწმება შეუძლებელი იყო, რადგან საცოდავი სუტა, ლევან აბდუშელიშვილი და შალვა სვანიძე უჩვეულოდ სასწრაფოდ დახვრიტეს და ეს ნაჩქარეობაც აუხსნელ საიდუმლოებად დარჩა.
მუსტაფა შელია იმ ბრწყინვალე მამულიშვილთა კოჰორტას ეკუთვნის, ვისაც სამშობლოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა იმთავითვე ნაღდ სიკვდილთან ჰქონდა გაიგივებული, მაგრამ წარბშეუხრელად ემსახურა ერის მიზანსა და ვაჟკაცის ვალს სამშობლოს წინაშე.
ხშირად მიხდება მუსტაფას სახელის ზეპირი თუ წერილობითი კეთილხსენება, მაგრამ ვიცი, ამ ქვეყნიდან ისე წავალ, რომ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, `თეთრი გიორგის~ წევრებისა და თვით მუსტაფას ხსოვნის წინაშე ვალს ბოლომდე ვერ მოვიხდი. ან რომელი ერთის
96
წინაშე უნდა მოვიხადო ვალი, მუსტაფა ხომ ერთადერთი არ იყო!
იძინეთ, ძმებო, მშვიდად. დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი თქვენს წმინდა სახელებს დასავიწყებლად არ გაიმეტებს!~
და კიდევ ერთი. ბატონ გოჩა საითიძის პუბლიკაცია გაზეთ `კვირის პალიტრიდან~, სადაც ამირანზე და მის მამაზე, მიხეილ მორჩილაძეზე წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას:
`14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის _ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც ყველაფერი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად, აღმოჩნდა მის ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული რამდენიმე დღემდე სრულიად უცნობი საარქივო მასალა და ფოტოდოკუმენტი, რომლებიც მნიშვნელოვნად შეავსებს მკვლევართა და საზოგადოების ფართო წრეების ცოდნას ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების საწყისი პერიოდის შესახებ; აგრეთვე, პირველად გამოქვეყნდება ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის _ ელისე პატარიძის ლექსი, მიძღვნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი.
დღემდე მკვლევართათვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ჴჲჴ-ჴჴ საუკუნეების მიჯნაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში, რომლის გამგე დიდი ექვთიმე თაყაიშვილი იყო. სხვა ინფორმაცია, კერძოდ, როდის დაიწყო მან იქ სწავლა, როგორ სწავლობდა, ვინ იყვნენ მისი თანაკლასელები, როგორი ყოფაქცევით გამოირჩეოდა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით... თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრობით.
2011 წლის მარტში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ჩაიბარა იმედაშვილების (იოსებ, შალვა, გაიოზ, კობა და ლაშა) უმდიდრესი არქივი, ჴჲჴ-ჴჴ საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა ავტოგრაფებით (რაფიელ ერისთავით, აკაკი წერეთლითა და ვანო მაჩაბლით დაწყებული და ესმა ონიანით დამთავრებული). აქვეა იოსებ იმედაშვილის ცნობილ ჟურნალ `თეატრი და ცხოვრების~ (გამოდიოდა 1910-1926 წწ.) არქივიც იმდროინდელ უჩინო თუ საჩინო ავტორთა ხელნაწერებით.
სხვა საარქივო მასალებთან ერთად, იმედაშვილების არქივში აღმოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოსწავლეობის დროინდელი უცნობი ფოტო, რომელზეც იგი გადაღებულია თანაკლასელებსა და კლასის დამრიგებელთან, შემდგომში ცნობილ ქართველ პოეტთან, `ქართველ მწერალთა კავშირის~ პირველ თავმჯდომარესთან, 1921 წელს მეთერთმეტე წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაღუპულ მარო მაყაშვილის მამასთან _ კოტე მაყაშვილთან ერთად.
კობა იმედაშვილი (მწერალი): „არქივში აღნიშნულ ფოტოსურათთან ერთად დაცულია მოსაწვევი ბარათი, რომლითაც ყოფილ გიმნაზისტს _ მიხეილ ესტატეს ძე მორჩილაძეს თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას სთხოვენ.
97
მიხეილ მორჩილაძე ცნობილი პოლიტპატიმრის, ამირან მორჩილაძისა და მისი დის, რუქაიას მამა გახლდათ. შემდეგ მან ცოლად შეირთო იოსებ იმედაშვილის ქალიშვილი, დედაჩემი, ნინო იმედაშვილი და უკვე მისგან ორი შვილი შეეძინა _ მხატვარი მანანა მორჩილაძე და პროზაიკოსი მიხო მორჩილაძე, აფხაზეთის ომის მონაწილე, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.
მახსოვს, ამ უაღრესად მოწესრიგებულმა კაცმა, მიხეილ მორჩილაძემ თავის დროზე როგორ პედანტურად იშრომა არქივში დაცული ფოტოსურათების პერსონალიის დადგენაზე. სწორედ მან დააზუსტა ზემოხსენებულ სურათზე (მინაწერიდან ირკვევა, რომ იგი გადაღებულია 1902 წლის 23 თებერვალს) წარმოდგენილი თანაკლასელების ვინაობა. თანაკლასელებისა, რადგან თავად მიხეილ მორჩილაძეც (პირველ რიგში, მარცხნიდან მეორე) არის ამ ჯგუფურ ფოტოზე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად.
ფოტოსურათზე სულ ოცდათხუთმეტი მოსწავლეა გამოსახული ოთხ მწკრივად. შუაში მასწავლებელი კოტე მაყაშვილი ზის, მესამე რიგში, მარჯვნიდან პირველი, 13 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილია, გიმნაზისტის ფორმით, მოკლედ შეკრეჭილი თმით, სერიოზული, დაჟინებული მზერით. ჩვეულებრივი ბავშვია... ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველა სუფთაა და უმწიკვლო. სურათი (თამბაქოსფერი, კარგად შენახული მკაფიო ფოტო, 22-17 სმ-ზე) ფრანგული წარმოების მუყაოზეა დაკრული, რომლის უკანა მხარეს მკაფიო ხელით არის ჩამოწერილი თანაკლასელების გვარ-სახელები. მხოლოდ სამი თანაკლასელის გვარი ვერ გაიხსენა მიხეილ მორჩილაძემ.
რა გზებს დაადგნენ ქაქუცას და მიხეილის თანაკლასელები, ბარიკადების რომელ მხარეს იდგნენ, როგორ იცხოვრეს?... არ ვიცი, ერთი კია, მათ შორის არის ერთი ბავშვიც, რომელიც შემდეგ, ბოლშევიკების დროს, თბილისის ციხის უფროსი გახდა და უკვე აქ, ციხეში, შეხვდა თავის თანაკლასელ მიხეილ მორჩილაძესა და მის შვილს, პოლიტპატიმარ ამირან მორჩილაძეს. იგი, მგონი, ცოტა დაეხმარა კიდეც მათ.
ქაქუცას აღარ ეხება, მაგრამ მის გარეშე დარჩენილი საქართველოს ცხოვრებას კი ასახავს: 1944 წლის ერთ საღამოს ამირან მორჩილაძე დიდხანს შემორჩა ჩვენთან კლარა ცეტკინის ქუჩაზე, მამამისის ბინაზე. შინ მისულს ჩეკა დაადგა თავზე, ჩხრეკის დროს რადიომიმღები და იარაღი უნახეს და დააპატიმრეს. იმავდროულად აიყვანეს ჭაბუა ამირეჯიბი და მათი მთელი ჯგუფი სამშობლოს ღალატისა და გერმანელებთან კავშირის ბრალდებით.
მიხეილმა და დედაჩემმა თბილისის ციხეში მყოფ ამირანს ამანათი მიუტანეს. ცოტა ხნის შემდეგ, ციხიდან გამოსძახეს, მორჩილაძის პატრონი მოვიდესო. მიშა შეშინდა და დედაჩემი მიაგზავნა (რაკიღა ფეხმძიმე ქალი იყო, არაფერს დაუშავებენო), მაგრამ კვლავ გაიმეორა ციხის მცველმა: _ მიხეილ მორჩილაძე გამოცხადდესო ციხის უფროსთან. ისიც ცოცხალმკვდარი შელასლასდა ციხის უფროსის კაბინეტში და ერთბაშად ვერც კი გაიაზრა ბოლომდე მისი ნათქვამი: _ მიშა, შენი კლასელი ვარ, ვერ მიცანიო?
98
ასეთი დრამა გათამაშდა მაშინ თბილისის ციხეში. ამ ყველაფერს შემდეგ თავისი გაგრძელებაც ჰქონდა: ამირანის საქმეს დედაჩემის მერხის ამხანაგი იძიებდა, მგონი, ჯიქია იყო ის კაცი. მისი დახმარებით იყო, რომ ამირანს ათი წლით გადასახლება აკმარეს. მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია~...
აქ მოვრჩეთ მამა არტემის ერთ შვილიშვილზე _ ამირან მორჩილაძეზე და მის მეგობრებზე მოგონებებს და თუკი მკითხველი არ გადავღალეთ, სხვანიც გავიხსენოთ.
***
მამა არტემს ოთხი შვილისგან 11 შვილიშვილი დარჩა. ვაჟისაგან _ შალვა ჩხაიძისგან _ გივი, ვახტანგი (მამაჩემი), მარგალიტა და ზეინაბი (ბახვში); ქეთევანისგან _ ამირან და რუქაია მორჩილაძეები (თბილისში); ელიჩქასგან _ გურანდუხტი და იამზე ვაშაყმაძეები (ლიხაურში) და მარიამისგან _ ეთერი, დარეჯანი და კარლო ნიკოლაიშვილები (ბათუმში).
გივი ჩხაიძე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გერმანელ ფაშისტებთან ბრძოლაში დაიღუპა. ამირან მორჩილაძეზე შეძლებისდაგვარად გიამბეთ. ახლა კი მცირედი ყურადღება მინდა დავუთმოთ `ცისფერი ალის რაინდს~, როგორც მას უწოდეს _ კარლო ნიკოლაიშვილს.იგი ქალაქ ბათუმში დაიბადა 1932 წელს და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1951 წლიდან, სწავლა თბილისში განაგრძო. ისიც, როგორც სხვა დანარჩენი სტუდენტი ბიძაშვილ-დეიდაშვილები, დეიდა ქეთევანის ბინაში ცხოვრობდა ვეძათხევის ქუჩაზე.
აქ ალბათ უპრიანი იქნება მცირე ამონარიდი გაგაცნოთ ბ-ნი ლერი ნანიკაშვილის წიგნიდან `ცისფერი ალის რაინდი~.
`ჩვენი და მომავალი თაობების ვალია არდავიწყება იმ ადამიანებისა, ვინც თავდადებით ემსახურებოდნენ, ემსახურებიან და მომავალშიც მოემსახურებიან სამშობლოს, ხალხს და თავის საქმეს. ბევრმა შეიძლება ეს სიტყვები პათეტიკურად, ან დრომოჭმულად ჩაგვითვალოს, მაგრამ მათ ვერ დავეთანხმებით. ღირსეული ადამიანების დამსახურების დაფასება ჩვენს ხალხს ყოველთვის შეეძლო და ეს მომავალშიც უნდა გააკეთოს, თუ უნდა, რომ ერს მაგარი ფესვები, მყარი ნიადაგი ჰქონდეს და დიდხანს იარსებოს, რადგან ქვეყანა მყარად სწორედ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას.
დიდი პოეტების, მეცნიერების, ხელოვნების და სახელმწიფო მოღვაწეების, მედიცინის ღვაწლმოსილი მუშაკების, სპორტსმენების სახელები ყოველთვის სამაგალითო იყო და მათ სამართლიანად მიაგებდნენ და მიაგებენ პატივს, ეს კარგია, და მისასალმებელი,
კარლო ნიკოლაიშვილი
99
მაგრამ ამ მხრივ რატომღაც ადრეც და მით უმეტეს ახლა ყველაზე მეტად `დაჩაგრულებად~ სამეურნეო მუშაკები გამოიყურებიან.
ჩვენს ქვეყანას მსხვილი საწარმოს რამდენი სასახელო ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის დარგის გამოჩენილი თავკაცი, ინჟინერი, მშენებელი, გვირაბგამყვანი, მეტალურგი, ფეიქარი ჰყავდა, უდიდესი წვლილი რომ მიუძღოდა ქვეყნის წინსვლაში, დღედაღამ შეუსვენებლად რომ შრომობდა საყვარელი საქმის გასამარჯვებლად და ღირსეულ ცვლასაც ზრდიდა. მათი წყალობით გვქონდა ქვანახშირი, გაზი, მანგანუმის მადანი, თუჯი, ფოლადი, ფეროშენადნობი, ცემენტი, თვითმფრინავები, ქართული ავტომობილები, უნიკალური ჩარხები, ელექტროხელსაწყოები, აბრეშუმის ნაზი ქსოვილები.
და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ.
არა, ეს არ არის წარსული ცხოვრებისადმი განცდილი მონატრება, ბუნებრივია, რაც დასანგრევი იყო, უნდა დანგრეულიყო, მაგრამ ჩვენ აქაც ვერ გამოვიჩინეთ სიფრთხილე, ყველაფერი დავშალეთ, მივანგრ-მოვანგრიეთ და დღეს არა თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმდიდრეების შემქმნელნი, მათი დამამზადებელი ქარხნები და ფაბრიკებიც აღარა გვაქვს. თუ რამ გადაგვრჩა, ისიც სანახევროდ მუშაობს მხოლოდ და ქვეყნის ღარიბ ეკონომიკას დიდად ვერაფრად არგია.
ერთი სიტყვით, ძალზე საწყენია, რომ ქართველი ხალხის სასიქადულო შვილების სახელები მივიწყებულია და სპეციალისტთა გარკვეული ჯგუფის მოსაგონარია მხოლოდ. არადა მათი რიცხვი ერისა და ქვეყნის საამაყოდ და საბედნიეროდ საკმაოდ დიდია და მათი ღვაწლის წარმოჩენა სიცოცხლეში და თუნდაც სიკვდილის შემდეგ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ამიტომ იქნებ სჯობს მომავლისათვის არ გადავდოთ ჩვენი ხალხის ღირსეულ შვილთა დაფასების საქმე, იქნებ უკეთესია ღვაწლმოსილ ადამიანს თავისი წილი პატივისცემა ახლავე მივაგოთ. ალბათ უკეთესია, და თუ ასეა, ერთ-ერთი ასეთი ღირსეული პიროვნება იყო კარლო ნიკოლაიშვილი, რომლის ღვაწლის გახსენება დღეს, ოჰ, როგორ აუცილებელია...
კარლო ნიკოლაიშვილი დაიბადა 1932 წლის 8 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. ორი ქალიშვილის შემდეგ სანატრელი ვაჟის გაჩენამ მანასე ნიკოლაიშვილის ოჯახში უდიდესი სიხარული გამოიწვია _ გვარის გამგრძელებლის პრობლემა უკვე მოხსნილი იყო.
კარლომ საშუალო სკოლა ბათუმში დაამთავრა და 1951 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ექსპლოატაციის სპეციალისტის დიპლომით 1956 წელს კვლავ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და ახლად შექმნილ `ბათუმგაზის~ კანტორაში მუშაობა უფროსი ოსტატის თანამდებობაზე დაიწყო. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩვენი რესპუბლიკის სახალხო მეურნეობასა და ყოფა-ცხოვრებაში თხევადი გაზი სულ უფრო იკიდებდა ფეხს, თუმცა მოსახლეობა მის გამოყენებას გარკვეული სიფრთხილით, ზოგჯერ კი შიშითაც ეკიდებოდა, მაგრამ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ეს პროცესი
100
გაგრძელებულიყო და აი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის მინისტრის სერგო ხარაზის ბინაში, ტელმანის ქუჩაზე, პირველი გაზქურის დამონტაჟება დაიწყო და 1956 წლის 5 ნოემბერს `ბათუმგაზის~ უფროსმა ოსტატმა ახალგაზრდა ინჟინერმა კარლო ნიკოლაიშვილმა საქართველოს სინამდვილეში ცისფერი ალი პირველმა აანთო.
ეს, ერთი შეხედვით, უბრალო ფაქტი, მთელი რესპუბლიკისათვის ფეხბედნიერი გამოდგა. ამ ველურმა ძალამ _ გაზმა ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ტრიუმფალური სვლა დაიწყო.
ამის შემდეგ ბათუმის მოსახლეობა უფრო გაბედულად შეუდგა მის გამოყენებას და კარლო ნიკოლაიშვილსაც დიდი დატვირთვით უხდებოდა მუშაობა, მაგრამ იგი ამით დიდ სიხარულსა და სიამაყეს განიცდიდა, რადგან მშობლიური ქალაქის მოსახლეობა ამ სიკეთეს აზიარა.
სულ მალე მისი მონდომება, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი სათანადოდ დააფასეს და `ბათუმგაზის~ ხელმძღვანელის ალექსანდრე დოლიძის რეკომენდაციით იგი კანტორის მთავარ ინჟინრად დააწინაურეს. ორი წელი დაყო მან ამ თანამდებობაზე და არა მარტო კოლექტივის, არამედ ქალაქის ხელმძღვანელობისა და ყველა ბათუმელის პატივისცემა დაიმსახურა.
იმ წლებში საქართველოში უკვე იწყებოდა მთელი რესპუბლიკის, პირველ რიგში კი, მისი დედაქალაქის – თბილისის გაზიფიკაციის სამუშაოები. თხევადი გაზის გამოყენებასთან ერთად საკითხი დადგა ბუნებრივი გაზის მოწოდების თაობაზე.
კარლო ნიკოლაიშვილმაც გადაწყვიტა ამ დიდი საქმის ორომტრიალში ჩაბმულიყო, ამიტომ 1958 წელს საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა და როგორც გაზის მეურნეობაში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, თხევადი გაზის #1 კანტორის სამუშაოთა მწარმოებლად გაამწესეს, ხოლო მალე `თბილგაზის~ იმავე კანტორის მთავარ ინჟინრად გადაიყვანეს.
ვინაიდან თბილისში ბუნებრივი გაზის მისაღებად უკვე გამალებული სამზადისი და გაზის მომავალი მეურნეობის საექსპლოტაციო კანტორებისათვის კადრების შერჩევაც მიმდინარეობდა, კარლო ნიკოლაიშვილი იმ დროისათვის ქალაქის ტერიტორიულად და სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე დიდი მომავლის მქონე 26 კომისრის (ამჟამად ისნისა და სამგორის რაიონები) რაიონის გაზის მეურნეობის საექსპლუტაციო კანტორის უფროსად დაინიშნა, მაგრამ `თბილგაზის~ სისტემაში იმ დროს უკვე მოქმედებდა გაზის მეურნეობის ექსპლუატაციისათვის საჭირო სამსახურები, ამიტომ კიევისა და მოსკოვის ანალოგიური სტრუქტურების მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, კერძოდ, ცალკეული კანტორების შეთანხმებული მუშაობის უზრუნველსაყოფად თბილისშიც შეიქმნა ასეთი სტრუქტურა სადისპეტჩერო-საავარიო სამსახური და მას 1959 წელს სათავეში კარლო ნიკოლაიშვილი ჩაუდგა. სწორედ ამ სამსახურის მიერ გაზის მეურნეობის საექსპლუტაციო კანტორების მუშაობის სწორი კოორდინაციის შედეგი იყო ის, რომ 1959 წლის 29 დეკემბერს დედაქალაქის მოსახლეობის
101
ერთმა ნაწილმა ბუნებრივი აირი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღო.
1960 წლიდან დაიწყო ქალაქის ყველა მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების და გაზის მეურნეობის ყველა რგოლის სრული ამოქმედების რთული პროცესი, ეს უმძიმესი ტვირთი ყველას, მაგრამ განსაკუთრებით `თბილგაზის~ სამმართველოს მთავარ ინჟინერს, ანუ ტექნიკურ ხელმძღვანელს, ოთარ ჩინჩალაძეს დააწვა. ამიტომ საჭირო გახდა მისთვის გამოცდილი და ენერგიული მოადგილის კანდიდატურა შეერჩიათ, ასეთ პიროვნებად სწორედ კარლო ნიკოლაიშვილი მიიჩნიეს, ხოლო მას შემდეგ, რაც `თბილგაზის~ სამმართველოს უფროსი – საქართველოს გაზიფიკაციის დიდი მოამაგე გიორგი ბარძიმოვი `საქმთავარგაზის~ ხელმძღვანელად და კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, `თბილგაზის~ ხელმძღვანელობა ოთარ ჩინჩალაძეს დაეკისრა, ხოლო მთავარი ინჟინრის თანამდებობა 1962 წლის აგვისტოში კარლო ნიკოლაიშვილმა ჩაიბარა. სწორედ აქედან დაიწყო მისი შრომითი ბიოგრაფიის ერთ-ერთი რთული საფეხური.
ქ. თბილისის გაზის მეურნეობის ყველა სფეროში და უბანზე იგი ყოველთვის თავის ავტორიტეტულ სიტყვას ამბობდა, მუდამ ახლის ძიებაში იყო, დიდ ყურადღებას აქცევდა მოსახლეობის სარგებლობაში არსებული გაზის საყოფაცხოვრებო აპარატურის რეგულარულ, გეგმაზომიერ შემოწმებას და შეკეთებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუტაციის ფართო პროპაგანდას, საავარიო გამოძახებათა ყოველ დეკადურ ანალიზს, შემჩნეული დარღვევების მიზეზების დადგენას და მათ სასწრაფოდ აღმოფხვრას, გაზსადენის ახალი მეთოდებით შემოწმების დანერგვას, მომხმარებელთან გაზის ხარჯვის აღრიცხვის მოწესრიგებასა და სხვა უამრავ პრობლემას, რომელთა მოსაგვარებლად დიდ სამუშაოებს ატარებდა, სწორედ ამიტომ იმ წლებში ბუნებრივი აირით ადამიანთა დაღუპვის და სხვა ექსტრემალური შემთხვევები თითქმის არ იყო.
მისი ტექნიკური ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით თბილისის გაზის მეურნეობა, ქალაქის კომუნალური სამსახურის ეს ერთ-ერთი ახალი დარგი მსხვილ და მოწინავე სტრუქტურად გადაიქცა, რაზედაც ნათლად მეტყველებდა მისი იმდროინდელი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.
აქ დამთავრდა კარლო ნიკოლაიშვილის შრომითი საქმიანობის პირველი პერიოდი. ბედი მას კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გამოცდას უმზადებდა.
1972 წლის დასაწყისში ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენების სამმართველოს უფროსი სამუშაოდ სხვა ორგანიზაციაში გადაიყვანეს. ამ უაღრესად ძნელ უბანზე ბუნებრივი აირის მესაიდუმლე, გამოცდილი პიროვნება იყო საჭირო, რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა გაზის მრეწველობის საკავშირო სამინისტროს კარლო ნიკოლაიშვილის კანდიდატურა შესთავაზეს, იქიდანაც თანხმობა მიიღეს და დაიწყო მისი შრომითი მოღვაწეობის მეორე – ყველაზე რთული ეტაპი.
102
მაგრამ მოხდა ისე, რომ ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო მალე დაიშალა, ყველა რესპუბლიკაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში დამოუკიდებელი სტრუქტურები შეიქმნა. საქართველოში _ `საქტრანსგაზი~, აზერბაიჯანში _ `აზტრანსგაზი~, სომხეთში _ `არმტრანსგაზი.~ კარლო ნიკოლაიშვილი `საქტრანსგაზის~ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. თითქოსდა შემცირდა მისი მოღვაწეობის არეალი, მაგრამ გაიზარდა პასუხისმგებლობა, რადგან მაგისტრალური გაზსადენების ძირითადი ხაზები საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა და ამდენად, მეზობელი რესპუბლიკების, განსაკუთრებით სომხეთის ბუნებრივი აირით შეუფერხებელი მომარაგება კვლავ ქართველ სპეციალისტებზე იყო დამოკიდებული. ასეთ პირობებში კარლო ნიკოლაიშვილი მაშინდელი სსრ კავშირის ბუნებრივი აირის მომპოვებელი და მომწოდებელი ორგანიზაციების საქმიანი ურთიერთობების ფერხულში უფრო აქტიურად ჩაერთო. იგი მალე შეითვისეს და შეიყვარეს ახლად შეძენილმა კოლეგებმა და ძველ და ახალ მეგობრებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, გაზის მრეწველობის საკავშირო სამინისტროში ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო და მისი ასეთი გავლენა ჩვენი რესპუბლიკისათვის გაზის მოწოდების მრავალი საჭირბოროტო საკითხის დადებითად გადაჭრის საშუალებას აძლევდა.
მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში უზარმაზარი მოცულობის სამუშაოები შესრულდა. კერძოდ, აშენდა ორჯონიკიძე-თბილისისა და თბილისი-ყაზახის მაგისტრალური გაზსადენების მეორე ხაზები და გამოიცვალა არასაიმედო მონაკვეთები. თერგსა და არაგვზე, განსაკუთრებით საშიშ ადგილებზე, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები; იმავე პერიოდში გაიყვანეს მაგისტრალური გაზსადენები აღმოსავლეთ საქართველოში: გურჯაანი-თელავი-ახმეტა, ჟინვალი-თიანეთი, მუხრანი-ახალგორი, ხაშური-ბორჯომი, რუსთავი-მარნეული, ბოლნისი-კაზრეთი, მარნეული-თეთრი წყარო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გაზსადენების გაყვანა დასავლეთ საქართველოსაკენ: გორი-გომი-ჭიათურა, ზესტაფონი-ქუთაისი, ქუთაისი-წყალტუბო, ჭიათურა-ხარაგაული, ზესტაფონი-ბაღდათი და ქუთაისი-სოხუმის უნიკალური მილსადენის მშენებლობა, რომელმაც რესპუბლიკის გაზის მრეწველობის მუშაკებს საშუალება მისცა ცისფერი ალი მიეწოდებინათ ქალაქებისათვის, დასახლებული პუნქტებისათვის, შემდეგ ხაზი გაგრძელდა სამტრედიიდან ქობულეთამდე ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების ტერიტორიებზე გავლით.
ასეთი რთული სამუშაოების შესრულების დროს მას გვერდში ედგნენ საუკეთესო მეგობრები დავით ელიაშვილი, ივანე ზაზაშვილი, მერაბ ანთელავა და სხვები.
კარლო ნიკოლაიშვილმა და ლილი კვიცინაძემ, რომლებიც სტუდენტობის პერიოდში განცდილი სიყვარულის ერთგულები დარჩნენ, `თბილგაზში~ მუშაობის დროს შექმნეს სანიმუშო ოჯახი და ქვეყანას ორი ვაჟი _ პაატა და ირაკლი მოუვლინეს.
103
კარლო ნიკოლაიშვილი ხშირად მონაწილეობდა გაზის პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერეციებში. მას ყოველთვის ეამაყებოდა, რომ მის ქვეყანაში, პატარა საქართველოში გაყვანილი იყო მსოფლიოში ალბათ ყველაზე რთული და უნიკალური მაგისტრალური გაზსადენი, ამ საოცრების სანახავად იგი უცხოელ სპეციალისტებს ხშირად ეპატიჟებოდა. იგი უაღრესად პატიოსანი და ვაჟკაცური ბუნების პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო ნამყოფი, ბედმა არ გაუღიმა და პარიზში ვერასდროს მოხვდა, არადა ამ ქალაქის ნახვა ოცნებად ჰქონდა გადაქცეული, ხშირად იტყოდა ხოლმე: _ პარიზი მაჩვენა და მერე თუნდაც მოვკვდეო. და აი მას მიეცა თავისი სურვილის ახდენის საშუალება, ერთ-ერთ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო. ეს ამბავი თავის მეუღლეს, მეგობრებსა და ახლობლებს აცნობა, ბავშვივით იყო გახარებული, მაგრამ...როგორც ზოგჯერ იმ დროს ხდებოდა, საზღვარგარეთ მიმავალი ადამიანები გასაუბრებას უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში გადიოდნენ და დარიგებებსაც იღებდნენ. კარლოც არ იყო გამონაკლისი. სუკის თანამშრომლებთან გამართული საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ მას საიდუმლო დავალებას აძლევდნენ _ ფოტოაპარატით რაღაც ობიექტის სურათები უნდა გადაეღო და უშიშროების სამსახურისათვის ჩაებარებინა. იმ დღეს მან პასუხი არ მისცა, მეორე დღეს კი მისთვის საოცნებო პარიზში წასვლაზე უარი განაცხადა. მეორედაც ჰქონდა ბატონ კარლოს პარიზის ნახვის შესაძლებლობა. გაზის მრეწველობის დელეგაციის წევრებიდან ზოგი იტალიაში უნდა წასულიყო, ზოგიც _ საფრანგეთში, იგი ფიქრობდა, რომ მას აუცილებლად პარიზში გაუშვებდნენ, რადგან რომში უკვე ნამყოფი იყო, მაგრამ ბედმა იქაც არ გაუღიმა და პარიზში ბახვა ლობჟანიძე გაუშვეს, კარლო კი იძულებული გახდა კვლავ რომის დათვალიერებას დასჯერებოდა, შემდეგ ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.
სსრ კავშირის გაზის მრეწველობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის საბიტ ორუჯევის ხელმძღვანელობით საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა კანადაში, სადაც გაზის მრეწველობის მუშაკთა კონგრესი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და ახლაც ასეა. ამ კონგრესზე მოხვედრა ყველა გაზიფიკატორის დიდი ოცნებაა. შედარებისათვის შეიძლება ითქვას _ ეს იგივეა, რაც სპორტსმენისათვის მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. სხდომებისაგან თავისუფალ დროს კარლო და მისი ერთ-ერთი თანამგზავრი სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფეში შედიოდნენ და ლუდს მიირთმევდნენ, როგორც ეტყობოდა, იქ ლუდი სასტუმროს რესტორანთან შედარებით უფრო იაფი ღირდა. მაშინ საქართველოში უცხოური ლუდი იშვიათობას წარმოადგენდა და ამიტომ, როგორც ჩანდა, მისი გემოს დამახსოვრება სურდათ. როცა მინისტრმა მოიკითხა დელეგაციის წევრები თავისუფალ დროს რას აკეთებდნენ, მოახსენეს, რომ კარლო ნიკოლაიშვილი და მისი თანამეინახე ხშირად კაფეში სხედან და ლუდს მიირთმევენო. ს. ორუჯევს
104
გაუკვირდა, რადგან საბჭოთა დელეგაციის წევრებისათვის ეს ძვირი სიამოვნება იყო, ისინი თავისთან დაიბარა და ჰკითხა:
_კაფეში რომ სხედხართ და ლუდს მიირთმევთ, მეუღლეებისა და ბავშვებისათვის თუ იყიდეთ რამე?
კარლო შეიშმუშნა და გაუბედავად უთხრა:
_ ჯერ არა, იცით ასეთი ლუდის შოვნა ჩვენში ძალიან ძნელია და...
მინისტრმა გაიცინა და თავი გადააქნია, შემდეგ დელეგაციის ხაზინადარს უბრძანა, მათთვის მისი პირადი `ჯიბიდან~ დამატებით ას-ასი დოლარი მიეცა, ოღონდ იმ პირობით, რომ ლუდში არ დახარჯავდნენ. საბიტ ორუჯევს კარლო, როგორც შვილი ისე უყვარდა. კარლომ შეასრულა მინისტრის გაფრთხილება და ოჯახის წევრებს კანადიდან სამახსოვრო სუვენირები ჩამოუტანა.
სსრ კავშირის გაზის მრეწველობაში მას უამრავი მეგობარი ჰყავდა. სამინისტროს პირველი ხელმძღვანელიდან დაწყებული რიგითი თანამშრომლის ჩათვლით, ყველა პატივს სცემდა, ამიტომ, თუკი საქართველოში გაზის მოწოდების პრობლემა დადგებოდა, კარლო ნიკოლაიშვილი მას სწრაფად აგვარებდა.
როდესაც გაზის მრეწველობის საკავშირო მინისტრს ვიქტორ ჩერნომირდინს დაბადების 50 წელი შეუსრულდა, ამ თარიღის აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე თამადად კარლო ნიკოლაიშვილი იყო და მან ეს დავალებაც ღირსეულად შეასრულა, მისმა მჭევრმეტყველებამ, რუსული ენის არაჩვეულებრივმა ცოდნამ და ქართული ტრადიციებით წარმოთქმული სადღეგრძელოების შინაარსმა და სილამაზემ დამსწრეთა აღფრთოვანება გამოიწვია, თვით მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა ასეთი პატივისცემისთვის.
1992 წელს საქართველოს მთავრობის დელეგაცია მოსკოვში მიდიოდა რუსეთის მხარესთან სხვადასხვა პრობლემაზე მოლაპარაკების გასამართავად. ჩვენი რესპუბლიკა იმ პერიოდში ბუნებრივ გაზს თურქმენეთიდან იღებდა და ამ საკითხზე რუსეთის მთავრობასთან საუბარი არ იყო გათვალისწინებული, სწორედ ამიტომ კარლო ნიკოლაიშვილი დელეგაციის შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მაგრამ იგი საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს თენგიზ სიგუას დაუკავშირდა, დელეგაციაში მისი ჩართვაც სთხოვა და მოსკოვში ისიც გაემგზავრა.
ვიზიტის დროს კარლომ თენგიზ სიგუას შესთავაზა, რომ რუსეთის გაზის მრეწველობის მინისტრს ვიქტორ ჩერნომირდინს გააცნობდა. საქართველოს მთავრობის მეთაური თვითონაც იყო დაინტერესებული ამ პიროვნებასთან შეხვედრით და შეთანხმდნენ, რომ მას ეწვეოდნენ. კარლომ თენგიზ სიგუა გააფრთხილა, რომ ვიქტორ ჩერნომირდინს გულის რთული ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და დიდხანს ნუ შეაწუხებდნენ. შეთანხმდნენ, დათქმულ დროს უკვე სამინისტროში იყვნენ.
სამინისტროს ყველა თანამშრომელი კარლოს დიდი პატივითა და სიხარულით ხვდებოდა. ისიც მათ ასეთივე გრძნობით პასუხობდა. განსა105
კუთრებული სითბოთი და სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს კარლო ნიკოლაიშვილი და ვიქტორ ჩერნომირდინი. თენგიზ სიგუა ნამდვილად არ ელოდა, თუ მათ შორის ასეთი ახლო ურთიერთობა იქნებოდა. რომ არავის შეეწუხებინათ, სამივე მინისტრის კაბინეტის გვერდითა ოთახში გავიდნენ და საუბარი იქ განაგრძეს, სახელდახელოდ სუფრაც გაიშალა, მაგიდაზე ქართული კონიაკიც გაჩნდა. ბევრი ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზე, გულწრფელი სინანული გამოითქვა ტრადიციულად მეგობარი ამ ორი ხალხის ასეთი ურთიერთდაშორების გამო.
ვიქტორ ჩერნომირდინი მის მიერ გადატანილი მძიმე ოპერაციის მიუხედავად კონიაკს საკმაოდ აქტიურად მიირთმევდა და სტუმრებსაც აძალებდა, ამიტომ თენგიზ სიგუამ რამდენჯერმე სთხოვა მინისტრს, ნუ სვამდა, რადგან მის ჯანმრთელობაზე ცუდად არ ემოქმედა, მაგრამ მასპინძელი ღიმილით ხელს ჩაიქნევდა და მხიარულად ამბობდა: _ да ну... ჩემი უახლოესი მეგობარი მეწვია და როგორ შემიძლია ეს არ აღვნიშნოთო. ამ შეხვედრაზე სამმა კაცმა ოთხი ბოთლი კონიაკი დალია, მათ შორის ერთი თვითონ მინისტრმა იმ კაცის პატივსაცემად, რომლის მეგობრობას დიდად აფასებდა.
ვიქტორ ჩერნომირდინმა საქართველოს მთავრობის მეთაურს იმ დღეს არაერთხელ უთხრა: _ იცოდეთ, კარლო ნიკოლაიშვილის ხათრით ჩემი და ჩემი სამინისტროს მხრიდან პრობლემები არ შეგექმნებათო და სანამ თანამდებობა ამის საშუალებას აძლევდა, თავის სიტყვას მუდამ ასრულებდა.
განვლილი წლები კარლო ნიკოლაიშვილისათვის დიდი სკოლის გარდა, როგორც ეს საქმიან ადამიანს შეეფერებოდა, პირადი ავტორიტეტის განმტკიცების ხანაც იყო. ყოფილ საბჭოთა კავშირში შორეულ ტიუმენიდან აგერ, ახლო მეზობლების ჩათვლით, ცისფერი ალის სამყაროში, არ არსებობდა ცოტად თუ ბევრად გამოჩენილი მუშაკი, კარლო ნიკოლაიშვილი რომ არ სცნობოდა, ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ 1992 წლის ბოლოდან იგი დეპარტამენტ `საქგაზის~ თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს უკვე რთული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისათვის და, ბუნებრივია, კარლო ნიკოლაიშვილისათვისაც.
გაუთავებელმა მიტინგებმა, რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა ყოვლად გაუმართლებელმა ბლოკადებმა, სახალხო მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად გაზის მეურნეობაც მოშალა და განადგურების პირზე მიიყვანა. რუსეთის საბადოებიდან ბუნებრივი გაზი აღარ შემოდიოდა. მას იმჟამად თურქმენეთი გვაწვდიდა, მაგრამ დიდძალი დავალიანების გამო შეიძლებოდა ისიც შეწყვეტილიყო. ყოველივე ამას კარლო ნიკოლაიშვილი მტკივნეულად განიცდიდა.
პირად ცხოვრებაში პირიანი, აკურატული კაცი ვერ ეგუებოდა იმას, რომ საქართველოს, როგორც ურჩ გადამხდელს, სახელი დღითი დღე უტყდებოდა და შეიძლებოდა საქმე იქამდეც კი მისულიყო, რომ მომწოდებლები ჩვენს რესპუბლიკას ბუნებრივ გაზს აღარ მოაწოდებდნენ და უამისოდაც გაწამებული, დამშეული ხალხი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღ106
მოჩნდებოდა, ამიტომ რუსეთის საბადოებზე თუ თურქმენეთში კოლეგებთან ტელეფონით საუბარი მისალმებისა და ურთიერთმოკითხვის შემდეგ ასე იწყებოდა:
_ Выручаи друг... და გაზიც მოდიოდა.
მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და ვალს ვალი ემატებოდა, გადამხდელი კი არავინ იყო. სამუშაო კაბინეტში მაგიდაზე წითელი ტელეფონი ედო, მისი ზარის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი უვლიდა, რადგან ამ ტელეფონით მოვალეები რეკავდნენ, პასუხი კი კარლოს უნდა გაეცა, მაგრამ, რა უნდა ეპასუხა?
როცა ტელეფონით საქმის `ჩაწყობა~ თითქმის შეუძლებელი გახდა, რესპუბლიკის მთავრობის დავალებით სულ უფრო და უფრო გახშირდა მისი მგზავრობა თვითმფრინავით რუსეთსა და სსრ კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში იმ მიზნით, რომ გაზი არ შეწყვეტილიყო. ცხადია, საქართველოს მოსახლეობამ მაშინ არ იცოდა, მით უმეტეს, არც ახლა იცის, ამ კაცის ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა უნარმა რამდენი ადამიანი გადაარჩინა გათოშვას, უპურობას, უსინათლობას, მას კი თვითმფრინავის დანახვაზე უკვე ალერგია ემართებოდა, მაგრამ რა ექნა, მთავრობის დავალება და მშობლიური ქვეყნისადმი მოვალეობა აიძულებდა ეფრინა თუნდაც ქვეყნიერების დასასრულამდე, ოღონდაც ცისფერი ალი არ ჩამქრალიყო.
1993 წელს, როცა რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი ასეთი დავალება პირნათლად შეასრულა და მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტიდან პირდაპირ მინისტრთა კაბინეტისაკენ გაემართა, სადაც მის პასუხს მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ გზაზე მისმა ავტომანქანამ კატასტროფა განიცადა და კარლო ნიკოლაიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ბატონი კარლოს გარდაცვალება მტკივნეულად განიცადეს მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის და სხვა ქვეყნების ბუნებრივი გაზის საბადოებზე.
`გაზპრომმა~ სპეციალურად თვითმფრინავი დაიქირავა და კარლოს დაკრძალვის დღეს წარმომადგენლები ყველა სამმართველოებიდან ჩამოვიდნენ, თან უამრავი გვირგვინები ჩამოიტანეს, რაც მთავარია, ჩამოიტანეს ის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, რასაც ამ კაცის მიმართ გრძნობდნენ.
კარლო ნიკოლაიშვილი ამ ქვეყნიდან წავიდა როგორც რაინდი, რომელმაც თავი შესწირა იმ საქმეს, ახალგაზრდობიდანვე დიდი ერთგულებითა და სიყვარულით რომ ემსახურებოდა.
თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, დიდი აპოლონ ქუთათელაძის ვაჟი, ტარიელ ქუთათელაძე იგონებს:
`კარლო ჩემი უმცროსი მეგობარი იყო, მაგრამ მასზე ბევრად უფროსი დეიდაშვილის ამირან მორჩილაძისა და მისი გადასახლების მეგობრების მიმართ ისეთ მზრუნველობას იჩენდა, ყოველთვის მეგონა, იგი ჩვენზე უფროსი ხომ არ არის-მეთქი, თანაც ისეთი, რომ მის ყოველ სიტყვას უნებლიეთ ვემორჩილებოდით.
107
ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანი იყო, მაღალი ინტელექტის მქონე, თავისი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი, დიდი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, რაც გამოვლინდა მის საქმიანობაში, რომელსაც იგი დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდა ურთულესი ამოცანის _ საქართველოს გაზიფიკაციის განხორციელებისათვის.
მას უამრავი მეგობარი ჰყავდა როგორც საქართველოში, ასევე საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკაში, საკავშირო სამინისტროში უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ, უყვარდათ, როგორც პიროვნება და ისიც ამ ურთიერთობებსა და საქმიან კონტაქტებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ იყენებდა.
ეს, რაც შეეხება მის სახელმწიფოებრივ და სამსახურებრივ საქმიანობას.
მას ადამიანურ ურთიერთობებშიც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მაოცებდა და დღესაც მაოცებს მისი მზრუნველობა დიდსა თუ პატარაზე, ნათესავსა თუ მეგობარზე. ეს მზრუნველობა გამოიხატებოდა დიდ ყურადღებაში, გულისხმიერებასა და ეკონომიურადაც ყველას მიმართ ხელგაწვდომაში.
კარლოს პირველად ჩემი მეგობრის ამირან მორჩილაძის სახლში შევხვდი, როდესაც გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული, დეიდა ქეთოსა და ამირანის დის რუქაიას სანახავად მივედი. ამ გარემოში გავიცანი კარლო როგორც ოჯახის წევრი. იგი ხომ დეიდა ქეთოს დისშვილი იყო, მაგრამ დეიდა ქეთო მას, როგორც საკუთარ შვილს ისე ექცეოდა. რუქაიას მეგობრებისაგან ხშირად მსმენია დეიდა ქეთო ცალკე როგორ გამოყოფდა კერძს და იტყოდა: _ ეს კარლოსთვის უნდა იყოს, იგი ბიჭია და კარგად უნდა იკვებოსო (სამწუხაროდ, მაშინაც უჭირდა საქართველოს). ეს დედაშვილური დამოკიდებულება, რომელსაც დეიდა ქეთო უწევდა, კარლომ თავისი ცხოვრების დიდ გზაზე წარმატებით გამოიყენა ყველას მიმართ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის, რომ კარლო ამირანის მიმართ საოცარ მზრუნველობას იჩენდა. პროდუქტებით დატვირთული სისტემატურად მიდიოდა მასთან და ნაყიდებს მაცივარში ისე შეალაგებდა, მისი დეიდაშვილი აზრზედაც არ იყო, ხშირად უბრაზდებოდა კიდეც მაცივარში არც კი შეგიხედავსო. ახლა ამირანის რეპრესირებული მეგობრებიც ხომ იყვნენ მისახედი – აბა, ეს ტარიელს, ეს ჭაბუას, ეს მირიან აბულაძეს, დავით ნიკოლაძეს... და სხვებს. ეს `ეს~ მისი ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა. ამ ადამიანურ საქმიანობაში ჰყავდა ჩაბმული თავისი მეგობარი კოლეგებიც: ივანე ზაზაშვილი, მერაბ ანთელავა, ვაჩი ახალაძე, ჯუმბერ დუმბაძე და სხვები.
დასანანია, რომ მისი კეთილშობილი სიცოცხლე ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას ძალიან სჭირდება მისნაირი სამაგალითო ადამიანები~.
სულ ახლახან საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკის, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის, ბატონ გურამ
108
გვეტაძისგან საჩუქრად მივიღე მისი უაღრესად საინტერესო მოგონებათა წიგნი `გენერლის მოგონებათა ზარდახშა.~ ასეთი დამსახურებული და უმწიკვლო ადამიანის ყურადღებამ, რომლის მინისტრობის ურთულეს პერიოდში მეც მომიხდა მუშაობა,ძალზე გამახარა. სიხარულისა და სიამაყის გრძნობა გამიასკეცდა, როდესაც წიგნის დასაწყისშივე ბატონი გურამის ნააზრევს გავეცანი კარლო ნიკოლაიშვილის მიმართ. მაგრამ, ალბათ აჯობებს აქ მცირე ამონაწერი მოვიშველიო. `..ჩვენი ქვეყნის გაზიფიკაციის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა აგრეთვე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტმა და უზადო პიროვნებამ კარლო ნიკოლაიშვილმა,რომელიც მე გავიცანი და შემდგომ დავუახლოვდი, ჩემი ძმისა და მეგობრების მეშვეობით.
ტრაგიკულმა შემთხვევამ, ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა შესანიშნავი მოქალაქე და გულისხმიერი ადამიანი. აუცილებლად მიმაჩნია ამ წიგნის ფურცლებზე გავიხსენო კარლო ნიკოლაიშვილი ეს სულით მდიდარი და კეთილშობილებით აღსავსე პიროვნება, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ.
მე და კარლოს ერთ პერიოდში მოგვიხდა მოღვაწეობა, მე როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ხოლო კარლოს, როგორც `თბილგაზის~ მთავარ ინჟინერსა და შემდეგ მაგისტრალური გაზსადენების სამმართველოს უფროსს.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს სხდომასა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე მისი გამოსვლები ყოველთვის მაღალი პროფესიონალიზმით, დამაჯერებელი ლოგიკითა და პრინციპულობით გამოირჩეოდა..
...კარლო ნიკოლაიშვილი ვიწრო პროფესიონალური ჩარჩოებით არასოდეს იზღუდებოდა. ფართო იყო მისი ინტერესების არეალი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის საქმიანობაში,გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კრივს ქომაგობდა.~ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, მიუხედავად მე და ბატონი კარლოს ძალზე ახლო ურთიერთობისა, ჩემთან საუბრებში მას არასოდეს გაუმახვილებია ყურადღება ბატონ გურამთან ასეთი ახლო მეგობრული დამოკიდებულების შესახებ.
109
***
ახლა მოკლედ მამა არტემის კიდევ ერთ შვილიშვილზე.
ვახტანგ ჩხაიძე (მამაჩემი) დაიბადა 1925 წელს მღვდლის, შალვა ჩხაიძის ოჯახში, სოფელ ბახვში. ორი წლის იყო, როდესაც შალვა დააპატიმრეს და 7 წლით გადაასახლეს. ოჯახს ძირითადად ბაბუა _ მღვდელი არტემ ჩხაიძე ინახავდა. 1937 წელს მამა მეორედ დააპატიმრეს და მალე ბაბუა არტემიც დაიჭირეს. 1941 წელს 16 წლის იყო, როდესაც პატიმრობიდან ახლად დაბრუნებული, მძიმედ დაავადებული მამა გარდაეცვალა. დაიწყო სამამულო ომი და ძმა გივი ფრონტზე გაიწვიეს. მალე ბაბუა არტემი გაათავისუფლეს, მაგრამ გაიგო თუ არა შვილის, შალვას გარდაცვალება, რამდენიმე დღეში ისიც დაიღუპა. 18 წელი არც კი შესრულებოდა, როცა ძმის გივის, ფრონტზე დაღუპვის ამბავი შეიტყო, ამას მამიდაშვილის, ამირანის დაპატიმრება მოჰყვა და თვითონ ჯარში გაიწვიეს. ფრონტის ხაზზე გასვლას მუდმივად ელოდა, მაგრამ ქერჩში მომხდარმა ქართველთა ტრაგედიამ უშველა. 1925 წელს დაბადებული ქართველები როგორღაც ბრძოლებში ჩართვას აარიდეს. 7 წელი (1943-1950) დაყო სამხედრო სამსახურში. მართალია, სწავლა-განათლებისთვის დრო არ დარჩა, მაგრამ გამოირჩეოდა ნათელი გონებით, კარგი აზროვნებით, ფიზიკურად ძალზე ძლიერი და უშიშარი, იყო კარგი სპორტსმენი, თუმცა სპორტს სერიოზულად არ გაჰყოლია. ჯარში სამსახურის დროს აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირეში, გაიცნო განათლების დარგის ახალგაზრდა მუშაკი, ნორა პეტრეს ასული შერვაშიძე-ჩაჩბა და დაქორწინდა კიდეც. ბაბუაჩემი, თავადი პეტრე შერვაშიძე-ჩაჩბა აფხაზეთის მთავართა შთამომავალი და ბებიაჩემი, თავადის ქალი შუშანიკ დადიანი, აღფრთოვანებით არ შეხვედრიან ახალგაზრდების ამ ნაბიჯს, რადგან სასიძო `თავადიშვილი~ ჩხეიძე რომ ეგონათ, გურულ სასულიერო პირთა ოჯახის შვილი, `გლეხი~ ჩხაიძე აღმოჩნდა. დრო ყველაფრის მკურნალიაო და მალე ყველა შეეგუა მომხდარს, მამაჩემი მუდმივად ცხოვრობდა და შრომობდა თავის მამისეულ ოჯახში, სოფელ ბახვში. იყო კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი, სტუმართმოყვარე, კარგი თამადა, სიტყვის კაცი და პატიოსანი ქართველი. უდიდეს პატივს სცემდა მამა-პაპათა ხსოვნასა და ტრადიციებს. სოფელსა და რაიონში სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით.
განსაკუთრებით ლაღი და ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც მასთან სტუმრობდნენ მისი ახლო ნათესავები: ამირანი, კარლო და მათი მეგობრები. სუბიექტური რომ არ ვიყო, ამ მიზნით გაგაცნობთ სოფლის ამაგდარი და დამსახურებული ადამიანების, პედაგოგების, ბ-ნ შალვა თავართქილაძის, ვალერიან ბაღიშვილის, რევაზ ნიკოლაიშვილისა და ქალბატონ ცაცი ქიქოძის რამდენიმე ბარათს, რომლებშიც ნათლადაა გამოხატული ბახვის საზოგადოების დამოკიდებულება მამაჩემისადმი.
ვახტანგ ჩხაიძე
110
1999 წლის 26 მაისი
ჩემო ვახტანგ, ძველთა ძველო მოკეთევ და ჩემი ოჯახის დიდო გულშემატკივარო, მზრუნველო და დამხმარევ, მინდოდა ჩამოსვლა და საუბარი, მაგრამ ვერ შევძელი. გულითადი მადლობა ყველაფრისათვის, რასაც იმსახურებთ, იმის გადახდა ვის შეუძლია, განსაკუთრებით ზურაბის მხრივ.
ეკონომიკა მასწავლებელს არ სწყალობს, ცხოვრების ტაქტიკას ალღო ვერ ავართვი, იმით ვხარობ და ვამაყობ კიდევაც, რომ თქვენთან მაქვს კავშირ-ურთიერთობა. ბახვის სკოლაში აღზრდილთა შორის პირველობა თქვენს ხელშია. იყოს ასე, გამარჯვება მოგანიჭოთ ღვთისა და ბუნების ძალამ.
სურვილი დაგვებადა ძველ მასწავლებლებს თქვენ მოგმართოთ ერთ საზოგადო საქმეზე. ეს არის `წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახლ-მუზეუმის~ დაარსება. ბახვის სოფლის ავკაცობამ დაანგრია სოფელი, სამარცხვინო, უკულტურო მხარედ გადააქცია. იმედის ნაპერწკალი თქვენთან დავინახეთ. პირადად მე ვიცი თქვენი ბრძოლა ეკლესიისათვის 1990 წელს. მანამდე თავდადებული შრომა მუზეუმების შექმნისათვის, როგორი პატრიოტული გატაცებით მონაწილეობდით ყველაფერ სასიკეთო საქმეებში. მოგქონდათ ექსპონატები, ჩვენ მუდამ ერთად ვიყავით. ახლაც შენკენ ვიცქირებით, მამა-შვილი თუ ისურვებს, მუზეუმი აღდგებაო, _ ყველა ასე ფიქრობს.
მუზეუმისთვის ბინები არსებობს, განსაკუთრებით შესაფერია გიგოს ბაღის თავში არსებული შენობა, რომელიც დაბომბეს ავკაცებმა თუ თავკაცებმა. სოფელს თუ უშველით, ვფიქრობ, ასეთი ძალა ხართ. ყველაზე დიდი სამკაული სოფლისათვის გაბრიელის სახლ-მუზეუმი იქნება. იმდენად მნიშვნელოვანია მისი შექმნა, რომ ბახვს რესპუბლიკის პირველ სოფლად გადააქცევს. მასალები, ექსპონატები, ფოტოსურათები არსებობს ქუთაისის ეპარქიაში, თბილისში, ილია მეორესთან. ბახვშიც, პირადად ჩემთან. ასობით ექსპონატი, ალბომები, ქიქოძეთა სურათები შემიძლია გადავცე მუზეუმის შემქნელ ორგანიზატორს. თქვენ უნდა ჩაუდგეთ სათავეში, თბილისიდან ზურაბის ხელის შეწყობა, კულტურის მოყვარენი კიდევ არის დარჩენილი სოფელში და სოფლის გარეთ, სკოლის აღზრდილები, პატრიოტი ადამიანები. ავამოძრავოთ სოფელი, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი
111
თანხმობით, ზურაბის სიტყვა-საქმით, ბახველ კულტურულ ადამიანებთან ერთად. თუ თქვენ იტყვით, შედეგები გვექნება. ასეთი აზრი გაგვიჩნდა ჩვენ და პირადად მე. თქვენი თაოსნობა და საქმე დაიძრება და გაიმართება. გამაგებინეთ თქვენი აზრი, შეხვედრები დავნიშნოთ, სადაც თქვენ იტყვით.
თქვენი იმედით და სიყვარულით შალვა თავართქილაძე.~
`გამარჯობა, ვახტანგ!
ბახვის საკრებულოს მუშაობის თაობაზე სასიამოვნო ამბები მომაწოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ლომის წილი შენ გაქვს. ასეც ვიცოდი, გისურვებ ჯანმრთელობას, წინსვლასა და გამარჯვებას. თუ არ დამძრახავ, ერთი პატარა ლექსით აღვნიშნე ჩემი სიხარული.
ვახტანგ შალვას ძე ჩხაიძეს მეუბნებიან მასზე, სოფელს უდგასო მხარში, მალე იქნება წირვა ბახველთა სალოცავში.გაალამაზა თურმესპორტული მოედანი,აღარ სჭირდება წესრიგსარჩევან-არადანი.ვიცნობდი აქტივ მშობელს,სკოლას რომ ედგა გვერდში,ახლაც იქნება, ვიცი,გამორჩეული სხვებში.მივესალმები მთიდანძვირფას ვახტანგი ძამას,არ იკადრებდა, ვიცი,უშნოდ სირცხვილის ჭამას.ეს დაშვენდება სწორედ,სამართალი სჯის ამას, შალვა ჩხაიძის შვილს და ზურაბ ჩხაიძის მამას.მხოლოდ იმას ვთხოვ გამჩენს,დიდხანს რომ კარგად იყოსდა შეასრულოს იგი,სოფლისთვის რაც დაიწყოს. რევაზ ნიკოლაიშვილი24. 10. 2002 წ. სოფელი ვაკიჯვარი
112
იუბილარ ვახტანგსორი შვიდისა შესრულდი, ფეხი გადადგი ოთხმოცში, შენს ნივას ისე ატარებ,თითქოს მიფრინავ კოსმოსში.გაქვს ჯანი ახალგაზრდული, არწივს მიგიგავს თვალები,რომ ჩაიქროლებ ქალაქში, თვალებს გაყოლებს ქალები.შენც თავს გევლება ცოლ-შვილი,თინა, ნინო და ზურიკო,დედოფლად დასვი გურიასაფხაზის ქალი ნორიკო.სპორტში იყავი პირველი,არასდროს იყავ ჯაბანი,მეც თქვენი მონაწილე ვარ,მხრებით რომ ვზიდე ჭაპანი.მრავალჯერ გამგედ ყოფილხარ,საღამოს ტოლუბაშია,თქვენდენი ღვინის დამლევი,არავინ გვყავდა ბახვშია.ყანწი რომ ბევრჯერ დასცალე,ბევრჯერაც ლუდის ბაკალი,მრავალჯერ გავხდი მოწამე, ფორთხვით წასულა მაყარი.თქვენი დამსახურებაა, რომ გყავთ შვილი გენერალი,ლომის წვლილი მას მიუძღვის,გვყავს ნაკლები კრიმინალი.იხაროს თქვენმა მარჯვენამ,გყავს ანგელოზი შვილები,მაღალ ღმერთს ვფიცავ, გჯეროდეს,თქვენი მლოცველი ვიქნები.სულ დღეგრძელობას გისურვებ, მუდამ იყავი ჯანმრთელი, თქვენს გვარში არ მოშლილიყოს, შენფერი კარგი ქართველი.ვალერიან ბაღიშვილი31. 03. 2002 წ.
ბახვის საშუალო სკოლა დღეს
113
`თუ კაცი გონიერია, სოფელი ღონიერია!~
(ხალხური სიბრძნე)
`არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს~.
ნიკოლოზ ბარათაშვილი
სოფლის ცხოვრება სოფელში გამოცოცხლდა, ამოქმედდა საკრებულო, გამგეობა. გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო კულტურული მომსახურება, ჩანს ერთიანობა და თადარიგი, მყარდება დისციპლინა. თავკაცებმა _ ვახტანგ ჩხაიძემ და ელდარ ჭელიძემ თავიანთ გარშემო შემოიკრიბეს მოსახლეობა. მათ აქვთ ავტორიტეტი, დამაჯერებლობა. როგორც უხუცეს პედაგოგს, მსიამოვნებს და მეამაყება, რომ მათ ესმით ცხოვრების ავ-კარგი, რომ შეუძლიათ რეალური ყოფის გონივრული განჭვრეტა, სინამდვილის გაანალიზება, სად რა არის საჭირო, რომელი საქმე არის დროზედ და აუცილებლად მოსაგვარებელი. ვახტანგს ტყუილად არ თვლიან კარგ ქართველად, თავაზიან მოღვაწედ. მე ჯერ ის არ მინახავს წარბშეჭმუხნილი, მოღუშული. იგი არის ბუნებით გულღია და ნათელი, ასეთი პირადი ღირსება ამშვენებს ადამიანს. ყველაფერს აკეთებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს. გამგეობაში არჩევის პირველსავე დღეებში მიხვდა, რომ სოფელს აწუხებდა მაღაზიის უქონლობა, მოეთათბირა ახალგაზრდებს, ტრანსპორტიც გაჩნდა და სურსათიც ხელსაყრელ ფასებში, შენობების მეტი რა არის, მაღაზია გაიხსნა. თხუთმეტი კილომეტრით რაიონული ცენტრიდან მოწყვეტილმა მოსახლეობამ სული მოითქვა. სპორტმოედანი იყო გაპარტახებული, სპორტის ძველ ოსტატს ეს უყურადღებოდ როგორ დარჩებოდა. ირგვლივ ბადით შემოღობა, გაჩაღდა ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, გაიხარეს ბავშვებმა. წმინდა ნინოს ეკლესია შენდება, დამთავრების პროცესშია, აუცილებელი გახდა გალავნის შემორტყმა. ამ საქმესაც დასჭირდა დაჩქარება. ზნემაღალმა თავკაცებმა სახალხო ტრანსპორტის გამოყენებით, ეს საქმეც მოაგვარეს. სოფლის სასაფლაო მოითხოვდა გაფართოებას, შეუძლებელი იყო ამ მდგომარეობის მოთმენა. თითქმის ერთ ჰექტრამდე მიწის ფართობი იქნა შემოღობილი. ვახტანგ ჩხაიძე მრავალ ისტორიულად მნიშვნელოვან წამოწყებათა ინიციატორი იყო წინა წლებშიც. გასულ წელს პედაგოგ გიგო შარაშიძის განადგურებულ სასაფლაოს დაადგა ძეგლი, გაამშვენიერა ძველი
ვახტანგ და ზურაბ ჩხაიძეები გიგო შარაშიძის საფლავთან, სოფელ ბახვში
114
ბაღი და მისი გარემო. დიდი ამაგი დასდო სამედიცინო პუნქტ-ლაბორატორიის მშენებლობასაც. თავკაცი მახვილყურადღებიანი უნდა იყოს, მაგრამ, ეს არ კმარა, გულს უნდა ჰქონდეს ყური, თურმე მაშინ ორმაგდება გონიერება, ყურადღება, სურვილები და მოთხოვნები უსაზღვროდ მრავალფეროვანია, მაგრამ რაც აუცილებელია, იმას გვერდს ვერ ავუვლით.
უმთავრესი და ისტორიულად ვარსკვლავებშემოსავლები მოვლენა კიდევ სხვა გახლავთ. ეს არის ზეციური გუმბათი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის გვარ-სახელის ამაღლება.
ჴჴ საუკუნეში ჩრდილმიყენებულ მნათობს, ჴჴჲ საუკუნეში უნდა დავუარსოთ სახლ-მუზეუმი. დავუდგათ ბრინჯაოდ შემკული მარადიული ძეგლი.
ეს ვალი გადასახდელია. ისტორიულად გარდაუვალი სამართლის წესით, ამაზეც იფიქრონ თავკაცებმა.
შალვა თავართქილაძე,
უფროსი, მასწავლებელ-მეთოდისტი
2002 წელი, 8 ნოემბერი
ბატონ ვახტანგ ჩხაიძის ოჯახის მთლიან შემადგენლობას
მთელი გულით, ნაღვლიანი გრძნობით ჩემი ოჯახის ყველა წევრი ვუერთდებით თქვენ ღრმა მწუხარებას, ბოდიშს გიხდით, ავადმყოფობის გამო ვერ ვესწრებით იმ ადამიანის, კაცური კაცის დასაფლავებას, რომელმაც იცოდა რა იყო მეგობარი, მეზობელი და მისი შვილების პედაგოგი. იყო სავსე ზრდილობით, სიკეთით.
იყო შესანიშნავი მეუღლე, არაჩვეულებრივი მშობელი, რაც გეტყობათ თქვენ, ჩემს საყვარელ მოსწავლეებს. ჩემო ზურიკო, რომელიც მთელი ყურადღებით და სიყვარულით აღზრდილი ხარ ბატონი ვახტანგის მიერ. შენით მეც ვამაყობ, საუკეთესო მოსწავლითა და შესანიშნავი მოქალაქით. შენს სიკარგეში ჩემი წვლილიცაა, შენი რვეულები ახლაც ინახება ჩემთან, სადაც შეფასება მხოლოდ ხუთიანია და როცა მომენატრება მასწავლებლობის წლები, მაქვს კარგი მოსწავლეების, მათ შორის შენი ნამუშევრები,
115
ვკითხულობ და კმაყოფილი ვარ ჩემი გატარებული წლების.
აი, ასეთი ვაჟკაცი კაცი, შესანიშნავი ქართველი ქალები, შენი დების სახით, გაიზარდნენ სოფლის ინტელიგენტ, მშრომელ და სიყვარულით სავსე ოჯახში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბატონი ვახტანგი და ქალბატონი ნორა.
ჩემო მოსწავლეებო, ჩემო შვილებო, თქვენთან ერთად ვგლოვობთ ვახტანგის ცხედარს, თანაგრძნობას ვუცხადებთ ქალბატონ ნორას.
იცოდეთ, ბუნება მბრძანებელია... და უნდა შეეგუოთ ამ მწუხარებას. ღმერთს ვთხოვ უდროოდ არ მენახოთ ნაღვლიანი.
გკოცნით და ღმერთს ვთხოვ, ისევ მუდამ ბედნიერები ყოფილიყოთ. ამინ.
ცაცა ქიქოძე
მოდით, აქ დავასრულოთ თხრობა და დავუბრუნდეთ ერთი საუკუნის წინათ გადაღეულ ფოტოს, რომელზეც, როგორც აღმოჩნდა ჩემი დიდი ბაბუა არტემ ჩხაიძე და მისი უახლოესი ნათესავები არიან წარმოდგენილი (რამდენიმე მათგანის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ მომავალში გახდება შესაძლებელი). სწორედ მათ გამიღვივეს ცნობის წადილი შეძლებისდაგვარად მომეკვლია ფოტოზე გამოსახული ადამიანების ისტორია, შემესწავლა მათი შემდგომი ბედი, დამეზუსტებინა ვინაობა...
ძიების მეტად საინტერესო პროცესში გავიცანი ბევრი ახლობელი და ნათესავი, მოვისმინე მრავალი მონათხრობი, მოვიძიე არაერთი პუბლიკაცია...
მოპოვებულმა მასალამ თავი მოიყარა ამ მოკრძალებულ ნაშრომში, რომელსაც როგორც ზემოთ ავღნიშნე, ვუძღვნი ქვეყნის, ხალხისა და შთამომავლობის წინაშე ვალმოხდილი წინაპრების ხსოვნას, მომავალ თაობებს, რათა არ დაივიწყონ ვისი გორისანი არაინ!
116
ფოტოზე გამოსახული არიან: ჲ რიგი _ ბავშვები. მარცხნიდან: 1. პეტია ნიკიფორეს ძე ჩხაიძე; 2. პავლე ნიკიფორეს ძე ჩხაიძე (მეგის მამა); 3. ნინა ნიკიფორეს ასული ჩხაიძე (თენგიზის დედა). ჲჲ რიგი _ მარცხნიდან: 1. უცნობია; 2. მამა გრიგოლ ბესარიონის ძე ჩხაიძე (არტემის ბიძა); 3. უცნობია; 4. მამა სერაპიონ ბესარიონის ძე ჩხაიძე (არტემის ბიძა).ჲჲჲ რიგი. _ დგანან მარცხნიდან: 1. უცნობი ქალბატონი; 2. ლიზა რვალაძე (ნიკიფორე ჩხაიძის ჲჲ მეუღლე); 3. მამა არტემ შევარდენის ძე ჩხაიძე ( ჩემი დიდი ბაბუა);4. ნიკიფორე შევარდენის ძე ჩხაიძე ( არტემის ძმა); 5. ანტონ ბესარიონის ძე ჩხაიძე (არტემის ბიძა); შუაში შესაძლებელია იყოს მამა მაკარი ჩხაიძე (მღვდელი). გთავაზობთ ბესარიონ ჩხაიძისა და ეკა შევარდნაძის შთამომავალთა ჩემს ხელთ არსებული ფოტოსურათები.
117
მამა არტემ ჩხაიძე
118
მანანა გვილავა და შალვა ვაშაყმაძე
ზურაბ გვილავა
ელიჩქა ჩხაიძე, მანანა გვილავა, გურანდუხტ ვაშაყმაძე
119
ხათუნა ცეცხლაძე, იამზე ვაშაყმაძე და რუსუდან ცეცხლაძე
რომან ცეცხლაძე
რომანი 80 წლის გახდა!
120
ზურაბ გვილავა და გურანდუხტ ვაშაყმაძე
მანანა გვილავა, რუქაია მორჩილაძე და გურანდუხტ ვაშაყმაძე, სოხუმი
121
მანანა გვილავა, ბესო ბესელია, თინიკო ბესელია, თამარ ბესელია და
სანდრო თავბერიძე
ნუცა წერიაშვილი და ზურაბ ბესელია
122
მარიამ ჩხაიძე და მანასე ნიკოლაიშვილი
ვახტანგ ჩხაიძე, მარგალიტა ჩხაიძე, ეთერი ნიკოლაიშვილი, მანასე ნიკოლაიშვილი, ზეინაბ ჩხაიძე, გივი ჩხაიძე და დარეჯან ნიკოლაიშვილი
123
დარეჯან ნიკოლაიშვილი და გოგი ჟღენტი
მანველიტა ჟღენტი
ანჟელა ჟღენტი
124
ანჟელა ჟღენტი, ნატალია მურვანიძე, მარიამ ნანაძე, ლიზი და გიორგი ლორიები
მარიამ მურვანიძე, ნიკოლოზ და ვლადიმერ ნანაძეები
არჩილ მურვანიძე, ირინე ხარაძე, ირაკლი და კონსტანტინე მურვანიძეები
125
ბეგლარ ბეჟანიძე და
ლელა გობრონიძე
ბათუმი
126
ეთერ ნიკოლაიშვილი
აზიზ ჩაზმავა
თამაზ ჩაზმავა
დგას ნანული ჩაზმავა
127
ლია თევზაძე
ბესო ჩაზმავა
გიორგი ჩაზმავა
128
კარლო ნიკოლაიშვილი
ლილი კვიცინაძე
129
პაატა ნიკოლაიშვილი და მანანა ახობაძე შვილებთან,
ნიკასა და ნინოსთან ერთად
ირაკლი ნიკოლაიშვილი და ნატო კანდელაკი შვილებთან,
მარიამ, ანასა და გიორგისთან ერთად
130
ქეთევან ჩხაიძე პატარა ამირანთან
მიხეილ მორჩილაძე
131
ნოდარ მორჩილაძე
132
ამირან მორჩილაძე
რუქაია მორჩილაძე
133
ამირან მორჩილაძე და ცინუკი დადიანი კოლეგებთან
თბილისი, ზემო ბეთლემი
134
შალვა ჩხაიძე
საფლავი სოფ. ბახვში
ფედოსი მგელაძე
135
მარგალიტა ჩხაიძე
გივი ჩხაიძე
136
ზეინაბ ჩხაიძე
შაქრო ჭელიძე
137
ჩელა ჭელიძე
ვახტანგ ჩხაიძე 20 წლის ასაკში, ბათუმი
138
ნორა შერვაშიძე-ჩაჩბა
ვახტანგ ჩხაიძე
139
ზურაბ ჩხაიძე და მარინა გაბრიჩიძე
ზურაბ ჩხაიძე
მარინა გაბრიჩიძე
140
გიორგი ხაბელაშვილი და თამარ ჩხაიძე
თამარ ჩხაიძე
141
დავით და სალომე ხაბელაშვილები
დავით და სალომე ხაბელაშვილები
142
ქეთევან ჩხაიძე
ქეთი ჩხაიძე, მარინა გაბრიჩიძე, თამარ და ზურაბ ჩხაიძეები
143
თინათინ ჩხაიძე
თინათინ ჩხაიძე და ბადრი ტუღუში
144
ქეთევან ტუღუში, ბაჩა და თედო ხოფერიები
145
ნინო ჩხაიძე
სოსო მამულაიშვილი
146
თამთა მამულაიშვილი და უჩა ძიმისტარიშვილი
მარიამ ძიმისტარიშვილი
147
ქეთევან ჩხაიძე, თამათა მამულაიშვილი, ქეთევან ტუღუში და თამარ ჩხაიძე
ღადარში ცეცხლი კვლავაც გიზგიზებს!
148
***
მამის საგვარეულოსთან დაკავშირებულმა კვლევა-ძიებამ სურვილი აღმიძრა ორიოდე სიტყვით დედაჩემის, ნორა შერვაშიძე-ჩაჩბასა და ჩემი სიძის, გიორგი ხაბელაშვილის გვარის შესახებ მოგითხროთ.
დედაჩემი _ ნორა პეტრეს ასული შერვაშიძე-ჩაჩბა ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო და 1927 წელს დაბადებულა, 9 აგვისტოს.
ნორა შერვაშიძე-ჩაჩბაშუშანიკ დადიანიპეტრე (ნოჩო) შერვაშიძე-ჩაჩბა
ნორას ჰყავდა ერთი ძმა გრიგორი (გუძბა) და ორი და: მარგალიტა და ტატიანა. გუძბა, ულამაზესი და უნიჭიერესი ახალგაზრდა სკოლის დამთავრებისთანავე ფრონტზე გაიწვიეს. სამწუხაროდ, ომის დამთავრებამდე რვა თვით ადრე, 1944 წლის 2 აგვისტოს, იგი ბალტიისპირეთში, ქ. რიგასთან დაიღუპა. დაკრძალულია იქვე (ქ. ბალანეცი).
ბაბუაჩემი პეტრე (ნოჩო) პლატონის ძე შერვაშიძე-ჩაჩბა (1885 წ.-1956 წ), დედით ინალიშვილი, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან იყო. ჰყავდა ერთი და, სახელად ვერა და ორი ძმა აკაკი (ცნობილი ჟურნალისტის გოდერძი შარაშიას დიდი ბაბუა) და ვარლამი. ბაბუაჩემი აფხაზეთის მთავრის პუტუ შერვაშიძის (1630-1650 წწ. მართავდა აფხაზეთის სამთავროს) პირდაპირი შთამომავალი გახლდათ. მისი გენეტიკური კავშირი ასეთია: პუტუ შერვაშიძე-ჩაჩბა _ სუსტან _ ზეგნაფ _ კუაფ _ ბოლხუხ _ ბუტუ _ კონსტანტინე _ პლატონი _ პეტრე შერვაშიძე-ჩაჩბა. ასე რომ, აფხაზეთის სამთავროს მთავრები 1650-1704 წლებში ბაბუაჩემის პირდაპირი წინაპრები იყვნენ.
ბებიაჩემი, პეტრეს მეუღლე, გახლდათ შუშანიკ კონსტანტინეს ასული დადიანი (1889-1966 წწ.), დედით ჩიქოვანი (კონსტანტინეს მეორე ცოლიც ჰყოლია). ბებიას ჰყავდა და _ პარასკევა დადიანი (რომელიც სენაკში ცხოვრობდა), ნახევარდა _ ციცუ და ორი ძმა, ძუკუ და ალექსანდრე (ბაჭაჭია) დადიანები.
149
კონსტანტინეს ოჯახი სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურის პირას ცხოვრობდა, უძველესი ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებს საცხოვრებლები ჩამოურთმევიათ და იქ სასოფლო საბჭოს თუ კოლექტივის ადმინისტრაცია განთავსებულა. ბაბუა და ბებია საცხოვრებლად ქალაქ ოჩამჩირეში დამკვიდრებულან (მაშინდელი ცხაკაიას ქუჩაზე ). გარდაცვალების შემდეგ ორივე ოჩამჩირეში დაკრძალეს.
ადვილი წარმოსადგენია, როგორი წნეხის ქვეშ უწევდათ ცხოვრება ახალი რეჟიმის პირობებში ბაბუასა და მისი ოჯახის წევრებს.
დეიდა მარგალიტა ცოლად შეურთავს ს. რეჩხის მცხოვრებ ელიზბარ როდონაიას, მათ შვიდი შვილი აღზარდეს: კოტე, რაჟდენი, ზაირა, ლეონიდე, გენო, რაისა (მზიური) და იავლინა. დეიდა მარგალიტა დაკრძალულია მეუღლესთან ერთად ქ.ოჩამჩირეში.
დეიდა ტატიანა გათხოვილი იყო მიხეილ ძარიაზე. მათ შეეძინათ ტყუპი ვაჟი, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე, ვლადიმერ (ჯუხუ) ძარია, ამჟამად დევნილი, ქ. თბილისში ცხოვრობს. დეიდაჩემს, ვიდრე ჯანმრთელობა საშუალებას აძლევდა მამისეული ოჯახი არ მიუტოვებია, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, დევნილობაში გარდაიცვალა და აქვე დავკრძალეთ თავისი დის, ნორასა (დედაჩემი) და სიძის, ვახტანგის (მამაჩემი) სამუდამო განსასვენებლის გვერდით. ბატონი მიხეილის ნეშტი კი ოჩამჩირეში განისვენებს.
დევნილობაშია ყველა ჩემი დეიდაშვილი და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც დღეს გაფანტული არიან: ავსტრალიაში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, რუსეთში, უკრაინასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ბედის ირონიაა ალბათ, რომ აფხაზეთის მთავართა სისხლისმიერი შთამომავალობა აფხაზეთის მიწაზე ვერ ბრუნდება.
ბიძაჩემი, გრიგორ (გუძბა) შერვაშიძე-ჩაჩბა
მარგალიტა შერვაშიძე-ჩაჩბა, იავლინა როდონაია, ტატიანა შერვაშიძე-ჩაჩბა და ვლადიმერ ძარია
150
თავადი პუტუ შერვაშიძემმართველი ( მფლობელი თავადი აფხაზეთისა)სეტემანისუსტან(სუსტარ)მმართველი (1650 - 1660)დარეჯან (ტანურია)ლევან დადიანისორეხიმმართველი (1665 - 1680)ზეგნაკიმმართველი (დაახ. 1665 - 1700)კუაფ (კუაპ, კვაპუა)(? - 1704)ჯიკეშიაროსტომმმართველიინალთავად ინალ-იპას წინაპარიხამიდროსტომმმართველილევანმურზაყანმმართველი (ჴჳჲჲჲ ს. დას.)ატანდელბოლხუხიხუტუნიამმართვალი (? - 1757)ლევანსოლომონ(? - 1798)თორკანელკანზურაბსოხუმის ბეიშირვან ბეიმმართველითოულახ(თოლუხარ)ბექირ ბეი(? - 1781)მანუჩარ(მამედ. აჰმედ)მმართველიხუტუნიამმართვალი ბოლხუხი(ბოლხუხ-ბეი)ხუხულობა(ხახულ-ბეი)ქელეშ-ბეიმმართველი(1780 - 1808)1747- 1808ნეზიფარაბი-ხანუმიზექირ ბეიხალილ-ბეისულეიმან-ბეიროსტომ-ბეითაირ-ბეი(თოიარ ბეი)1800 - 1832აშა-ხანუმიხასან-ბეი1797 - 1837სედით-ბეი(დიმიტრი)1818 - 1858გიორგი1847-918(?)დიმიტრი1880-1937(?)ლევან (ლევ)დაიბ. 1909იურიბათალ-ბეი1787 - ?სელმაგინა-ხანუმისეფერ-ბეიგიორგიმმართველი(1810 - 1821)1775- 1821ნაფთაინა-ხანუმიასლან-ბეიმმართველი(1808 - 1810)? - 1823გემედინა-ხანუმიმეჰმედ-ბეი? - 1813ზურაბლევან(ბეგო)1813 - 1881ომარ-ბეი(დიმიტრი)მმართველი (1821-1822)1795-1822ხამუტ-ბეი(მიხეილი)მმართველი (1822-1864)1806-1866მარია(ფატმა-ხანუმ)ელიზავეტა(ესმა-ხანუმ)1808 - ?ხურშიტ-ბეი(კონსტანტინ)1812-1883რუსუდან(ინჯა-ხანუმ)? - 1875ანა(დუდა-ხანუმ)1816 - ?ეკატერინე(რებია-ხანუმ)სულეიმან-პაშა(ალექსანდრე)1818-1880ნინა(ფიდა-ხანუმ)ანა?-1853თამარა1841-1925გიორგი1846-1918ელენე1848-1863ნინა1851-1868მიხეილი(არზაყან)1854-1900ვარვარა(ბაბო)1857-1946სამსონ1836-1881პროკოფი1840-1915სოფია1838 - ?ელენა1859 - 1948ანაელენე1896-1926თამარა1896-1931მარია(მერი)1888-1986დიმიტრი1859-1888მარია1854გიორგი1866 - 1880თამარა1864-?ნინა1851-1868ალექსანდრე1867 - 1968ვლადიმირი1873 - 1937მიხეილი1907-1908კონსტანტინე1909-1938რუსუდანი(ბიანა)დაიბ.1910ტატიანადაიბ.1938გიორგი1894-1978თამარა1896-?ვარვარა?-1916ნატალია1914-1942ნიკიტადაიბ.1914ანდრეიდაიბ.1968მარია1843-1907დავით1845 -1883ელიზავეტა?-1887ნიკოლოზ1855-1897ეკატერინე1857-1929ნინა1887-1938მარიაეკატერინეელიზავეტა
151
თავადი ბოლხუხ (ბოლიხუხუ) შერვაშიძებუტუ(ბუტ)ელისაზურაბხუხულობა(ბესლან)ალმასხანხიტუასლან-ბეიხასან-ბეი1823 - ?როსტომ-ბეიქადირ-ბეიალექსანდრე1864-?ალექსანდრე(კვაჯ)1853-1922კონსტანტინე(ჩაგუ)პარტკუალექსანდრა1(ეზა)გერვასი1912-1917ვლადიმირი1917-1941ვენერადაიბ. 1915მარგარიტადაიბ. 1918გუძია1920-1932ხიმურ?-1942ვარლამ1891-1941ნაზიაკვიკვი(თალიკო)დაიბ.1934შიტა(აზა)დაიბ.1938ვისარიონიდავითი(დათა)1869- ?ელიზბარალექსანდრედიმიტრი?-1917მარგარიტადაიბ. 1918ივანდაიბ.1900შალვადაიბ.1912ვერადაიბ.1905დავითი(დათა)?-1926ყარამანშირინბეიოლგა1912-1986ციცინადაიბ.1914დავეხიდაიბ.1916შოთადაიბ. 1944თამარადაიბ. 1963ხვიჩადაიბ. 1971გოჩადაიბ. 1972ჯეირანდაიბ. 1978ბატაალექსეი1833-1863კონსტანტინეუშვუნინაბეგოპლატონიხიპვიქტორკესარია(ძაზუ)1882-?ვერაგრიგორიოლგა(ორგა)1888-1963მიხეილისარდიონიხუხუტი(ხუხ)ჯვებენახარ-ბეიძიკუპეტრე(ნოჩო)ვერა?-1929აკაკი1883-1943იურიდინალუდმილამურმანჭუტატატიანა(ბუჟგუ)ნორაბუცახუტადაიბ.1925რაგენტიქეთევანდაიბ. 1951ბონდოდაიბ.1954ნუნუდაიბ.1957გიგლადაიბ.1963დალიდაიბ.1965ქენჩი(კინჩი)?-1900თიარ-ბეიკვატატივანფილიპე1863-?ქელეშ-ბეიკუკუ(კუზა)ნიკოლოზი1860-1880მელიტონიბეგოტოტლე-ბეიმართა1858-1880გრიგორ(გუცბა)
152
გრიგოლ მარღანია, ჯოტო შარვაშიძე, მიხა მხეიძე, გრიგოლ ჯიქია,
გვანჯი ჩიქოვანი და ნოჩი შერვაშიძე (დგას მარჯვნიდან პირველი)
ილორის წმინდა გიორგის ეკლესია
153
ოჩამჩირის რკინიგზის ვაგზალი
154
***
წინამდებარე მასალაზე მუშაობის პროცესი შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი ოჯახის წევრებს და მათ შორის სიძეს, გიორგი ხაბელაშვილს. ერთხელაც, მან თავისი გვარის წარმომავლობის შესახებ მიამბო, რომ სამი საუკუნის წინათ, გაურკვეველი მიზეზით, მთელი გვარი აყრილა შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებიდან და საცხოვრებლად შიდა ქართლში, კერძოდ, სოფელ სვენეთში დასახლებულან. მას შემდეგ მშობლიურ სოფელში აღარავინ ჩასულა და დღეს იქ აღარც ერთი ხაბელაშვილი აღარ ცხოვრობსო, თან პოეტ ფრიდონ ხალვაშის ლექსიც მომიტანა ამასთან დაკავშირებით:
გადაწყდა, რომ გიორგი ახლო მომავალში აუცილებლად გაემგზავრებოდა აჭარაში. მართლაც, 2010 წლის ზაფხულში იგი ორიოდე დღით ჩავიდა სოფელ ხაბელაშვილებში, გაიცნო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც დიდი სიყვარულით მიიღეს და ემოციებით დატვირთული დაბრუნდა.
155
შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ მაშინვე შევთანხმდით შემდეგ ზაფხულში მთელი შემადგენლობით ვწვეოდით მაღალმთიან აჭარას, 2011 წლის პირველ აგვისტოს სოფელ ხაბელაშვილებში მართლაც შევიკრიბეთ. გიორგის თან ახლდნენ მეგობრები და `ქართლელი~ ხაბელაშვილები, მეც კარგად შერჩეული გუნდით ჩავედი: ბადრი ტუღუში, ბადრი ხიზანიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და რევაზ სალუქვაძე; ოზურგეთიდან ავთო ვაშალომიძე, ლადი ჟღენტი, მამა იოსები (ნაკაიძე) და ბორის კუპრაძე შემოგვემატნენ, ხოლო ბათუმიდან _ გიორგი ერმაკოვი. იმ ულამაზესი და მეტად ემოციური შეხვედრის მოგონება ალბათ სამუდამოდ დარჩება თითოეულ ჩვენგანს.
გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის შესახებ აჭარის პრესაში გამოქვეყნებულ ბატონ ოთარ ცინარიძის პუბლიკაციასა და რამდენიმე ფოტოს:
`ცნობილი ქართველი მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ფრიდონ ხალვაში გულისტკივილით ამბობდა, რომ ისტორიულმა ბედუკუღმართობამ აჭარის სოფლებს ნგრევა და დაწიოკება არგუნა. მაგალითად, ისტორიულ ხაბელაშვილებს აღარ შემორჩა არც ერთი ხაბელაშვილი.
ხაბელაშვილების მსგავსად, აჭარის მთიანეთიდან შავ ჭირს, მომხდურთა თარეშს, რწმენის შებღალვას განერიდნენ ბარათაშვილები, ბესელაშვილები, ჯალაბაშვილები, მელიქაძეები (მელიქიშვილები). სოფლებს შემორჩნენ ყიფიანები, ათაბაგები, ჯაყელები, ბახტაძეები, ბაიაძეები, ჯიბლაძეები, ბოლქვაძეები, ზოიძეები, დავითაძეები, ხიმშიაშვილები, ტბელის `სულთა მატიანეში~ მოხსენიებული სხვა გვარები.
ისტორიული წყაროები და ხალხში შემორჩენილი თქმულებები ღაღადებენ, რომ შავი ჭირის მძვინვარების დროს სულ დაცლილა ჭვანის ხეობის მშვენიერი სოფელი ელიაწმინდა. ეპიდემია რომ ჩამქრალა, მელიქაძეების,
156
ბოლქვაძეების, ქათამაძეების, ართმელაძეების, ლომინაძეების, ბერიძეების ერთი ნაწილი ისევ დაბრუნებულა მამა-პაპათა ნასახლარებზე. მათ სოფლებს ძველი სახელებიც შემოუნახეს, ხოლო მომხდურთა შიშისა და დარბევა-აწიოკების მუქარით, ელიაწმინდა ჟამივრად (ჟანივრად) გადააკეთეს.
აჭარის მთიანეთს განრიდებულებმა თავი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს შეაფარეს. მელიქიშვილებმა საცხოვრისად სამცხე-ჯავახეთი აირჩიეს, ხულელიძეებმა _ სტეფანწმინდა, ხაბელაშვილებმა _ ქართლი.
სამი საუკუნის წინათ დამკვიდრებულან გორის რაიონის სოფელ სვენეთში ხაბელაშვილები. ახლა ამ გვარის წარმომადგენლებს მრავლად ნახავთ თბილისში, გორში, რუსთავში.
გიორგი ხაბელაშვილი დიდი ხანია დაინტერესებულია თავისი გვარის ისტორიით. მან ვანო და ზვიად ხაბელაშვილებიც აიყოლია. გიორგიმ ილიაობაზე თანამეგვარეებისა და მეგობრების თანხლებით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში სტუმრობა განიზრახა.
ძირძველი თანასოფლელებისა და მათ თანმხლებთა შესახვედრად მთელი სოფელი ფეხზე დადგა. წყალისაყრის თემის რწმუნებულმა გურამ ბერიძემ, ხაბელაშვილების გამგებელმა ნოდარ ბოლქვაძემ, შუახევის საკრებულოს წევრმა რევაზ ზოიძემ ძირძველი თანამოძმეები სოფლის კულტურის სახლში მიიპატიჟა. ქვეყნის, რეგიონის, სოფლის, თითოეული გვარის ისტორიაზე ისაუბრეს დაბა ლაითურის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოსებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ამაღლობელმა, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოადგილეებმა მევლუდ ჭურკვეიძემ, სოსლან ზოიძემ, `ყანსტრანსგაზის~ ტექნიკურმა დირექტორმა დავით სულიაშვილმა, პროფესორმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ყოფილმა პარლამენტარმა ზურაბ ჩხაიძემ, შეხვედრის ორგანიზატორმა, იურისტმა გიორგი ხაბელაშვილმა.
დღის მეორე ნახევარში მდინარე ხევას ჭალაში სამეგობრო სუფრა გაიშალა. აჭარულ განდაგანას, ქართლური და გურული სიმღერები, პოეტური პაექრობანი ენაცვლებოდა.
_ აჭარის მთიანეთში მეორედ ვარ, _ გვითხრა მამა იოსებმა, _ სტუდენტობის წლებში ქიძინიძეებში გახლდით. მიხეილ აბაშიძემ ქორწილში დაგვპატიჟა. მაშინ ამ კუთხეში შემოსვლა სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელი იყო. აჭარის, გურიის, ზოგიერთი სოფლის ტერიტორიაზე არ მოქმედებდა მართლმადიდებელი ტაძრები. მადლობა უფალს, რომ ეს კუთხე წართმეულ მრწამსს იბრუნებს. წინაპართა მრწამსს იბრუნებენ ის აჭარლებიც, რომლებიც 30-35 წლის წინათ ლაითურში დამკვიდრდნენ.
ხაბელაშვილებში `ქართლელი~ ხაბელაშვილების სტუმრობა წარსულის გაცოცხლებაა, ძირძველ მრწამსთან დაბრუნებაა. ბარაქალა ახალგაზრდა ვაჟკაცს გიორგი ხაბელაშვილს, რომ ეს ურთიერთობა გაანედლა.
_ გიორგი ჩემი სიძეა. ხშირად ამბობდა, რომ ჩვენი წინაპარი აჭარის მთიანეთიდან, სოფელ ხაბელაშვილებიდანააო. მამამისი და დიდი პაპა ხშირად ფრიდონ ხალვაშს იშველიებდნენ. გიორგის მამა ქართული სიტყვის,
157
ლექსის დიდი თაყვანისმცემელია. ხაბელაშვილებში სტუმრობის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ წამოსვლის წინ შეუძლოდ გახდა.
საამაყოა, რომ რაიონმა, ხეობამ ჩვენი ურთიერთობა გაიზიარა. მომხიბლა ართმელაძისეულმა განდაგანამ, ხაბელაშვილებში შემონახულმა ძირძველმა ქართულმა სიმღერებმა, _ თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
ხაბელაშვილების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იური ბერიძე, ცნობილი ქორეოგრაფის მუხამედ ართმელაძის შვილი თამაზ ართმელაძე ცეკვა-სიმღერის უბადლო ოსტატები არიან. მათ ამ შეხვედრაზეც თავიანთი ხელოვნების დემონსტრირება არ დაიზარეს.
_ ჩემს ძირძველ თანასოფლელებს სვენეთში ვეპატიჟები, _ გვითხრა ღონისძიების დასასრულს გიორგი ხაბელაშვილმა, _ მთელი სოფელი ფეხით შემოვიარე. ყველა მეპატიჟებოდა. მომწონს აქაურთა ქართული, აქაური კულინარია. აჭარული კერძებიც პირველად დავაგემოვნე. ზოგიერთის მომზადების ტექნოლოგია ჩავიწერე. მინდა, ჩემს სოფელში მოპატიჟებულებს აჭარული კერძებითაც ვუმასპინძლო.
_ ეს ურთიერთობა წელს არ დაწყებულა. ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით 600-მდე ხაბელაშვილი ცხოვრობს. გარდა ამისა, ჩვენი სოფლის მკვიდრნი იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსაში მცხოვრები ბოლქვაძეები. გვინდა სვენეთში ხაბელაშვილებს რომ ვეწვიოთ, ისინიც მოვიპატიჟოთ, _ გვითხრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რევაზ ზოიძემ.
ხევას ჭალაში გაშლილი სუფრა გვიანობამდე არ დაცარიელებულა. თამადები _ ნუგზარ ამაღლობელი და ზურაბ ჩხაიძე ქვეყნის, ერის, გვარიშვილობის სადიდებელს ამბობდნენ~.
სოფელი ხაბელაშვილები, 2011 წლის 1 აგვისტო
158
დავით და მანანა ხაბელაშვილები
თამარ ხაბელაშვილი
გიორგი და დავით ხაბელაშვილები
159
სოფ. ბახვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი
კომპ. უზრუნველყოფა თამარ სტეფნაძე
გამომცემლობა `მერიდიანი~,
ალ. ყაზბეგის გამზ. #47
ჱ – მაილ: მერიდიანი777@გმაილ.ცომ ტ. 239-15-22
მიხეილ ჩხაიძე სასულიერო პირი ყოფილა და დუშეთის მაზრის სოფელ ბოდავში უმოღვაწია. ცოლად ივანიშვილის გვარის ქალი ჰყოლია, სახელად სოფია. მათ სამი შვილი შესძენიათ: ანტონი, მინადორა და ნინა, ეს უკანასკნელი ადრე გარდაცვლილა „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის ახალ კურსდამთავრებული ნინო, მღვდლის, მიხეილ ჩხაიძის, ასული, 1906 წელს დუშეთში დაკრძალეს. ანტონის მეუღლეს მაშო რქმევია, გვარად ქართველიშვილი. მინადორას ოჯახი ლევან მესხიძესთან შეუქმნია და სამი შვილი შესძენიათ: ლადო, არჩილი და ნუცა. ჩემდა საბედნიეროდ ახლო ნაცნობობა და ურთიერთობა გამაჩნია ბატონი ლადოს შვილთან, ქალბატონ ლამარა მესხიძესა და მის მეუღლე ბატონ ლევან გეგეშიძესთან. პირადად ვიცნობდი ქალბატონი მინადორას შვილს, უსათნოეს ადამიანს, ქართული ფოლკლორული კოლექტივების დირიჟორსა და დამსახურებულ პედაგოგს არჩილ მესხიძეს (1912-1999) და მის ძვირფას მეუღლეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობსა და რეჟისორს, ანიკო ავლოხაშვილს (1917- 1994 წწ.). ორივე მათგანი ჩემს ქორწილშიც ბრძანდებოდა და თავიანთი უმშვენიერესი სიმღერით წარუშლელი მოგონებები დაგვიტოვეს იქ დამსწრე საზოგადოებას.
არჩილსა და ანიკოს ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. 1936 წლის 13 მარტს ქალაქ თბილისში დაბადებული ნანა (ნანული) მესხიძე. ნანამ კულტურისადმი სწრაფვა ადრეულ ასაკში გამოავლინა. იგი საშუალო სკოლის უკანასკნელ კლასებში გატაცებული იყო კლასიკური მუსიკით, მაგრამ შემდგომში უპირატესობა სახვით ხელოვნებას მიანიჭა. თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1957 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე – პედაგოგი უჩა ჯაფარიძე), რომელიც წარმატებით დაამთავრა 1963 წელს და შეუდგა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1965 წელს იგი საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი გახდა, ხოლო 1977 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ქორწინებაში იყო 1936 წელს, აბაშაში დაბადებულ ცნობილ მხატვარ რადიშ თორდიასთან. ეს უკანასკნელი არის საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1979წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980წ.), საქართველოს სახალხო მხატვარი (1990წ.), ღირსების ორდენის კავალერი (1996წ.). მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს ცნობილ და უდიდეს მუზეუმებში.
ნანა 1997 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
ნანასა და რადიშს ორი ვაჟი ჰყავდათ. საბა ძალზე ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა, რატი კი მშობლების კვალს გაჰყვა, მხატვარ-დიზაინერია, ცხოვრობს ქ. თბილისში.
36 გვ.
იმავე პერიოდში მისი ერთადერთი ვაჟი შალვაც (ბაბუაჩემი) ბოლშევიკებს მეორედ თუ მესამედ ჰყავდათ გამწესებული „გულაგში“, როგორც ხელისუფლებისათვის არასანდო პიროვნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შალვამაც სასულიერო განათლება მიიღო და მამის, ბიძისა და პაპის ძმების დარად ღვთის სამსახური აირჩია. 1913 წლის მონაცემებით შალვამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურება ფოთის საკათედრო ტაძარში დაიწყო. ცოლად შეურთავს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნიგოითისა თუ შუხუთის მკვიდრი ფედოსი ზურაბის ასული მგელაძე. საცხოვრებლად ისინი სოფელ ბახვში მამისეულ სახლში დამკვიდრებულან. მათ ოთხი შვილი შესძენიათ: მარგალიტა, გივი, ზეინაბი და ვახტანგი (მამაჩემი). გასაბჭოების შემდეგ მღვდელ შალვა ჩხაიძეს მკაცრად გაუსწორდნენ.
1927 წელს იგი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და სასჯელად ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, სადაც მან 7 წელი გაატარა. რთული წარმოსადგენი არ არის როგორი ტანჯვა-წვალების გადატანა მოუხდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედას, ქალბატონ ფედოსისა და მამა არტემს.
გვ. 68