სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ავთანდილ (ზურაბ) ვახტანგის ძე ჩხაიძე 1953წ პოლიციის გენერალი. სოფ. ბახვი, ოზურგეთი, გურია.
ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი ჩხაიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

ავთანდილ (ზურაბ) ვახტანგის ძე ჩხაიძე 1953წ პოლიციის გენერალი. სოფ. ბახვი, ოზურგეთი, გურია.

ჩხაიძე, ავთანდილ (ზურაბ) ვახტანგის ძე (14 თებერვალი 1953)  პოლიციის გენერალ-მაიორი 1997 წლიდან,


საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი, საქართველოს შსს სამმართველოს უფროსი (1995-1997), საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2000), საქართველოს შსს მინისტრის პირველი მოადგილე, დაჯილდოებულია 1 ორდენით და 5 მედლით.


1975-1999წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მახარაძისა (ოზურგეთის) და გარდაბანის რაიონებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში; გაიარა გზა რიგითი მუშაკიდან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობამდე; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან; 2000 წლის 29 ივლისიდან 2003 წლის 19 მარტამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 


1975-1999წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მახარაძისა (ოზურგეთის) და გარდაბანის რაიონებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში; გაიარა გზა რიგითი მუშაკიდან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობამდე; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან; 2000 წლის 29 ივლისიდან 2003 წლის 19 მარტამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 


დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი სპეციალობით - ბუღალტრული აღრიცხვა, სპეცბუღალტრული აღრიცხვა მშენებლობაში 1975 წელს; სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. კაუნასის მილიციის უმაღლესი სკოლის ოპერატიულ მუშაკთა მომზადების სრული კურსი 1980 წელს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს.

1975-1999წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მახარაძისა (ოზურგეთის) და გარდაბანის რაიონებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში; გაიარა გზა რიგითი მუშაკიდან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობამდე; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან; 2000 წლის 29 ივლისიდან 2003 წლის 19 მარტამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გურიის რეგიონში კრიმინალური ბანდების თარეშის აღკვეთასა და პანკისის ხეობაში განვითარებული ცნობილი მოვლენების მოწესრიგებაში; 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიზისების მართვის ხელმძღვანელთა კურსი; მისი მთავარი რედაქტორობითა და კონსულტანტობით გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ოთხმოცწლოვანი ისტორიის ამსახველი ნაშრომი - "ერთგულება, თავდადება, პროფესიონალიზმი"; მისი აქტიური თანადგომით გამოიცა ისეთი ნაშრომები, როგორიცაა: "სოფელი ბახვი" (ცირა ნიკოლაიშვილი, შალვა თავართქილაძე) და "წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა" (ილია თავბერიძე); არის ავტორი წიგნების: "ფესვები" (ერთი სურათის ისტორია), რომელიც 2014 წელს გამოსცა გამომცემლობა "მერიდიანმა" და მემუარული ჟანრის "რაც უნდა მეთქვა", რომელიც 2025 წელს გამოსცა იმავე გამომცემლობამ. მინიჭებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის წოდება. არის პოლიციის გენერალ-მაიორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.374; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.425

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1996 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის

სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (III ხარისხის )

სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (II ხარისხის)

სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (I ხარისხის)

ბიბლიოგრაფია

რაც უნდა მეთქვა : მოგონებები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2025. - 324გვ.. - ISBN: 9789941346477

ფესვები : ერთი სურათის ისტორია (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2014. - 160გვ.. - ISBN: 9789941108310



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.01.2020
ბოლო რედაქტირება 10.12.2025
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ვლადიმერ ჩხაიძე გარდ. 1918წ. სომხეთთან ბრძოლა დაბ. სოფ. აცანა ლანჩხუთი

2 0

დიომიდე შევარდენის ძე ჩხაიძე 1866-1918წწ მღვდელი დაბ. სოფ. აკეთი (ლანჩხუთი)

2 0

ჩხაიძე - გვარის 37 ღვთისმსახური

1 0

ჩხაიძე არტემ მღვდელი მღვდელი 1913 წლიდან სურამის იტრიის ღვთიმშობლის ტაძრის წინამძღვარი

2 0

ფესვები, ერთი სურათის ისტორია ავტ. ავთანდილ ზურა ვახტანგის ძე ჩხაიძე

2 0

ზაზა ელგუჯას ძე ჩხაიძე გარდ. 1972-93 წ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. აკეთი ლანჩხუთი გურია

5 0


ელგუჯა ჩხაიძე დავითის ძე დ. 1955წ ვეტერანი დაბ. სოფ. ჩიბათი ლანჩხუთი გურია

2 0


შოშია ჩხაიძე 1924-98წწ დრამატურგი, მწერალი დაბ. ბათუმი, აჭარა

1 0


თენგიზ ჩხაიძე 1939წ მწერალი დაბ. ბათუმი

1 0


გოგა ჩხაიძე დ.2000წ. ევროპის პრიზიორი ძიუდო ბათუმი

1 0

0 0 2


დათა ჩხაიძე ევროპის პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

1 0

0 1 2


ვლადიმერ მიხეილის ძე ჩხაიძე 1922-1943წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945). მოსკოვი, რუსეთი.

2 0


სერგო ალისტრახოს ძე ჩხაიძე 1919-1971წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. აკეთი, ლანჩხუთი, გურია.

1 0