2015წ გვ.19 დეკანოზი გიორგი დეკანოსიძე გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2015 წლის მე-7 ნომერში გამოქვეყნდა სტატია დეკანოზ ერმოლაოზ ვეფხვაძეზე, რომელშიც მოთხრობილი იყო მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ სამწუხაროდ ბოლო გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე გაიპარა უნებლიე შეცდომა. ფოტოზე გამოსახული პიროვნება გახლდათ არა დეკანოზი ერმოლაოზი, არამედ მისი სიმამრი, დეკანოზი გიორგი დეკანოსიძე. შენდობას ვითხოვთ მისი შთამომავლებისგან და ამჯერად გვინდა დეკანოზ გიორგის ოჯახზე მოგითხროთ მცირედი.
დეკანოზი გიორგი მარკოზის ძე დეკანოსიძე 1830 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიილო. 1849-1855. “ წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სემინარიის დასრულების შემდეგ ქუთაისის ერთ-ერთი ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1857 წელს საქართველოს ეგზარქოს, მთავარეპისკოპოს ისიდორეს (ნიკოლსკი) წარდგინებით იგი აფხაზეთის ეპარქიაში თარჯიმნად დაინიშნა, სადაც ერთი წელი ერთგულად იმსახურა. 1858 წლის 17 აგვისტოდან იმერეთის ეპარქიაში დაბრუნდა და ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი მლვდლად დაასხა ხელი და ღარიხევის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. დეკანოზი გიორგი მრავალმხრივ განათლებული მოძღვარი ყოფილა. იგი ფლობდა რამდენიმე ენას: რუსულ, ბერძნულ, ლათინურ, ოსურ, ასევე კარგად იცნობდა ფილოსოფიას, ისტორიას, ფსიქოლოგიას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებასა და ხალხურ მედიცინას. გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძე) დიდი მეგობრობა აკავშირებდა მასთან. მისივე ლოცვაკურთხევით მამა გიორგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც სათავეში ედგა სკოლების დაარსებისა და წერა-კითხვის გავრცელების საქმეს შორაპნის მაზრაში. მისი ქალიშვილი ნინო ცოლად გაჰყვა ასევე ცნობილ სასულიერო პირს, დეკანოზ ერმოლაოზ იოანეს ძე ვეფხვაძეს. 1882 წელს დეკანოზი გიორგი პენსიაზე გავიდა და თავისი ადგილი სიძეს, დეკანოზ ერმოლაოზს დაუთმო.
შემდგომში დეკანოზ გიორგის საქმე მისმა ვაჟიშვილმა, ფილიმონმა გააგრძელა. იგი 1869 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1886 წელს დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წლის 1 აგვისტოს ალისუბნის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წლის 14 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 23 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ლაშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა. 1894 წლის 16 თებერვალს ღარიხევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1897 წლის 8 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის 14 დეკემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდლოებამ სამი წლის ვადით იმერეთის საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1901 წლის 30 აპრილს სკუფია უბოძეს. 1901 წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის ქალთა სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1908 წლის 1 ოქტომბრიდან ღარიხევის სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგია.1913 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ფილიმონი 1943 წლის 19 ივლისს თბილისში, ყოფილ მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავად კი 1910 წელს უკვე ქვრივად იხსენიება. ჰყავდა შვილები: გიორგი (1.09.1895), სვიმონი (3.09.1900), ბასილი (30.12.1901), ნინო (1.07.1905) და თამარი (5.10.1907). აქვე გვინდა მოგითხროთ
დეკანოზ ერმოლაოზის უმცროს ძმაზე, მღვდელ ფარნაოზ იოანეს ძე ვეფხვაძეზე.
საპატრიარქოს უწყებანი N11 19-2მარტო 2015წ გვ.20
დეკანოზი გიორგი დეკანოსიძე (დასასრული)
იგი 1870 წელს დაიბადა. 1884 წელს დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1890 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წლის 25 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვ-ნად აკურთხა, ამავე წლის 29 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1892 წლის 11 ნოემბერს ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. აქედან კი ლეღვანის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
დეკანოზი ფარნაოზ ვეფხვაძე ოჯახით;
1892 წლის 19 ნოემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით იმერეთის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს. 1895 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1900 წელს სკუფია უბოძეს. 1902 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „სოფელ ზვარეში აქამომდე სკოლა არ არსებობდა და სოფლის გლეხთა შვილები ვერ დადიოდნენ მოლითის საზოგადოების სამინისტრო სკოლაში სიშორის გამო. ზვარის მღვდელმა მამა ფარნაოზ ვეფხვაძემ მიაქცია ამ გარემოებას ყურადღება და ამ წელს დააარსა წერა-კითხვის სკოლა, რომელშიაც ამჟამად ორმოცი ბავშვი სწავლობს. ამავე მღვდლის მეცადინეობით სოფ. ზვარის სამრევლოში აშენებულ იქმნა ორი მშვენიერი ეკლესია“. 1904 წლის 16 ოქტომბერს ლეღვანის სამინისტრო ერთკლასიანი სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1906 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წელს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ფარნაოზი მონაწილეობდა 1920 წლის და 1921 წლის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე და მესამე საეკლესიო კრებებზე. 1921 წლის მესამე კრებაზე განიხილებოდა თავად დეკანოზ რომანოზ ვეფხვაძის საკითხი. საქმე ეხებოდა ლეღვანის მრევლიდან მის გაძევებას. საეკლესიო კრებამ ამ საკითხვის გამოძიება კრების წევრებს: ბატონ წერეთელსა და ნიკოლაძეს მიანდო. 1925 წლის 29 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა მისი მეუღლე ზინა. იგი 3 მაისს თბილისში, ვერის წმ. ნიკოლოზის სახელობის სასაფლაოზე დაკრძალეს. თავად დეკანოზი ფარნაოზი 1942 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 1943 წლის 1 იანვარს. ჰყავდა მეუღლე ელისაბედ რომანოზის ასული (1875-1925) და შვილები: იოანე (6.01.1897, მუშაობდა თბილისის სტალინის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოში იურისკონსულად), კონსტანტინე (5.10.1898), მავრა/მედეა (10.10.1903, გათხოვილი შალვა მაღრაძეზე), გიორგი (10.02.1907) და ლევანი (55.02.1909)