სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12156

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
ბორის სოლომონის ძე ძე პაიჭაძე 1915-1990წწ ლეგენდარული ფეხბურთელი 1936-1950-იანი წლები. დაბ. სოფ. ონჭიქეთი (ჩოხატაური) ბორის სოლომონის ძე ძე პაიჭაძე 1915-1990წწ ლეგენდარული ფეხბურთელი 1936-1950-იანი წლები. დაბ. სოფ. ონჭიქეთი (ჩოხატაური)

1915-1990 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

გვარი პაიჭაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ბორის სოლომონის ძე ძე პაიჭაძე 1915-1990წწ ლეგენდარული ფეხბურთელი 1936-1950-იანი წლები. დაბ. სოფ. ონჭიქეთი (ჩოხატაური)

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ონჭიქეთი, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია — გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი. ყველა დროის ერთ-ერთ უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.



ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს, სოფელ ონჭიქეთში, სოლომონ პაიჭაძისა და ოლღა ტუღუშის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ონჭიქეთიდან ფოთში გადადის, სადაც 7 წლის ბორისი ფოთის ოთხკლასიან სკოლაში შეჰყავთ სასწავლებლად. იმ პერიოდის საქართველოს დანარჩენი კუთხეებისგან განსხვავებით ფოთში ფეხბურთი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან სპორტის ეს სახეობა ინგლისელ მეზღვაურებს პირველად სწორედ აქ შემოაქვთ და „დინამოს“ მომავალი კაპიტნის საფეხბურთო ოდისეაც ამ ზღვისპირა ქალაქიდან იწყება.


დაბადების ადგილი: სოფელი ონჭიქედი, დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1964 წელს.


1936-1951წწ. იყო თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი (1940-1951- კაპიტანი).

მიანიჭეს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის და ფეხბურთელის წოდება;

სსრკ ჩემპიონატებზე ჩატარებული აქვს 191 მატჩი (106 გოლი), იყო საკავშირო ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 1940) და ორგზის მესამე (1936, 1946, 1947, 1950) პრიზიორი. ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსის მ. მერჟანოვის თქმით მან სსრკ კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი თავდასხმის პრინციპები (ე.წ. "დუბლვე") და ადგილის სისტემური მონაცვლეობით მთელი თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი; ტრიუმფალური გამოდგა მისი პირველი გამოჩენა ევროპაში, სადაც მისი თამაშით მოხიბლულმა, ბევრის მნახველმა რუმინელებმა მას "ფეხბურთის კარუზო 2" შეარქვეს. იგი იყო თბილისის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის (1952), "ქარიშხალას" რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე; თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი (1953); საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1963 წლიდან სპორტკომბინატ "დინამოს" დირექტორი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობისაა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება საქართველოში (2001). მისი სახელოებისაა ეროვნული სტადიონი. იქვე დგას მისი ბიუსტი. თბილისში არის ბორის პაიჭაძის ქუჩა. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის, ფეხბურთელი.


წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.728; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.85; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2001 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

1999 - ღირსების ორდენი

მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მართვაში შეტანილი პირადი დიდიდ წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

1988 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1967 - საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე

1944 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2026
ბოლო რედაქტირება 04.02.2026
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16